პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა ინგრევა
ფოთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა ინგრევა

ფოთ­ში, ნავ­სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მო­დერ­ნის სტილ­ში, წი­თე­ლი აგუ­რი­თა და კირ­ქვით ნა­შე­ნი შე­ნო­ბა დგას. ის 1901-1910 წლებ­ში არ­ქი­ტექ­ტორ ედ­მუნდ ფრი­კის ავ­ტო­რო­ბით აშენ­და. შე­ნო­ბა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბა" იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი. ნა­გე­ბო­ბა, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი დე­ტა­ლე­ბით, კონ­ფი­გუ­რა­ცი­ე­ბით, დე­კო­რა­ტი­უ­ლი და მხატ­ვრუ­ლი ელე­მენ­ტე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, ნგრე­ვის პი­რა­საა. ჩა­მოშ­ლი­ლია ფა­სა­დი, დან­გრე­უ­ლია კედ­ლე­ბის ნა­წი­ლი, კიბე, სარ­კმლე­ბი და სა­ხუ­რა­ვი. კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სის მქო­ნე შე­ნო­ბა კერ­ძო მე­სა­კუთ­რის მფლო­ბე­ლო­ბა­შია. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­ნო­ბა ჯერ გა­ყი­და და კულ­ტუ­რუ­ლი ძეგლის სტა­ტუ­სი, გას­ხვი­სე­ბის შემ­დეგ მი­ა­ნი­ჭა.

ფო­თის მე­რი­ის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, და­ვით შე­რო­ზი­ას გან­ცხა­დე­ბით, კერ­ძო მე­სა­კუთ­რეს­თან შე­ნო­ბის ის­ტო­რუ­ლი სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. რა თან­ხად და რა სა­ინ­ვეს­ტი­ციო პი­რო­ბით გა­ყი­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­ნო­ბა, უც­ნო­ბია. მფლო­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი, დო­კუ­მენ­ტებ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რებ­ზე არ პა­სუ­ხობს. კომ­პა­ნია "ვე­ლა­ჯიო" წინა წლებ­ში სა­ხელ­მწი­ფოს მიერ კერ­ძო პი­რებ­ზე სიმ­ბო­ლურ ფა­სად გა­და­ცე­მუ­ლი რამ­დე­ნი­მე ქო­ნე­ბის მფლო­ბე­ლი გახ­და. ის არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" მომ­ზა­დე­ბულ ან­გა­რიშ­შიც შე­ვი­და - "ვის და რას ჩუქ­ნი­და სა­ხელ­მწი­ფო 1ლა­რად".

იხი­ლეთ ვრცლად

livepress.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ფოთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა ინგრევა

ფოთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა ინგრევა

ფოთში, ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოდერნის სტილში, წითელი აგურითა და კირქვით ნაშენი შენობა დგას. ის 1901-1910 წლებში არქიტექტორ ედმუნდ ფრიკის ავტორობით აშენდა. შენობაში წლების განმავლობაში "სახელმწიფო უშიშროება" იყო განთავსებული. ნაგებობა, რომელიც სხვადასხვა არქიტექტურული დეტალებით, კონფიგურაციებით, დეკორატიული და მხატვრული ელემენტებით ხასიათდება, ნგრევის პირასაა. ჩამოშლილია ფასადი, დანგრეულია კედლების ნაწილი, კიბე, სარკმლები და სახურავი. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა კერძო მესაკუთრის მფლობელობაშია. წინა ხელისუფლებამ შენობა ჯერ გაყიდა და კულტურული ძეგლის სტატუსი, გასხვისების შემდეგ მიანიჭა.

ფოთის მერიის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის, დავით შეროზიას განცხადებით, კერძო მესაკუთრესთან შენობის ისტორული სახის შენარჩუნებასა და მოვლა-პატრონობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. რა თანხად და რა საინვესტიციო პირობით გაყიდა ხელისუფლებამ შენობა, უცნობია. მფლობელი კომპანიის დირექტორი, დოკუმენტებში მითითებული ტელეფონის ნომრებზე არ პასუხობს. კომპანია "ველაჯიო" წინა წლებში სახელმწიფოს მიერ კერძო პირებზე სიმბოლურ ფასად გადაცემული რამდენიმე ქონების მფლობელი გახდა. ის არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მომზადებულ ანგარიშშიც შევიდა - "ვის და რას ჩუქნიდა სახელმწიფო 1ლარად".

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა