მღვდელ-მონაზონი ილია ვაშაკიძე საბერძნეთის ეკლესიის მორიგ ფინანსურ სკანდალზე წერს. შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის რამდენიმე მონასტერი თაღლითური გზით ფულის მითვისებასა და ფინანსურ მაქინაციებში ამხილეს.
"ფრიად სასარგებლო იქნებოდა საბერძნეთის სამართალდამცავებისთვის მიგვებაძა და არა მარტო იმაში მიგვებაძა ბერძნებისთვის, რაც ქართული ეკლესიის ტრადიციებში არ ჯდება, მაგალითად, ბიზანტიური გალობა, წირვის დროს დიდი დაფარნის ბარძიმ-ფეშხუმზე დაკეცილ მდგომარეობაში სამგზის შემოტარება, მესამე ჟამნის ლოცვის არწაკითხვა წირვის ჟამს და ა.შ... ძალიან კარგი იქნებოდა იგივე ოპერაციები შეასრულოს საქართველოს ფინანსურმა პოლიციამ საპატრიარქოს მიმართ..
უპრიანი იქნებოდა საპატრიარქოს ფინანსური ოპერაციების გამოძიება, თუნდაც აუდიტის ჩარევის სახით.. სახელმწიფო, სადაც არსებობს კანონისათვის ხელშეუხებელი კასტა ავტომატურად კარგავს სახელმწიფოებრიობას.. აი, კიდევ ერთი მიზეზი იმისათვის, რომ საქართველოში ლუსტრაციის კანონი იქნას მიღებული, აღდგენილი იქნას საკათალიკოსო საბჭო და დაარსდეს საეკლესიო სასამართლო სასამართლოსათვის აუილებელი დოქტრინალური ელემენტებით.. გმადლობთ.." - წერს ვაშაკიძე.