მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისის უნივერსიტეტის წარმატებული გამოსვლა ევროკავშირის „PEOPLE“–ის პროექტის კონფერენციაზე
ქუთაისის უნივერსიტეტის წარმატებული გამოსვლა ევროკავშირის „PEOPLE“–ის პროექტის კონფერენციაზე

ამა წლის 30 სექ­ტემ­ბერს ყა­ზა­ხე­თის ქ. ალ­მა­ა­ტის ტუ­რარ რის­კუ­ლო­ვის სახ. ახალ ეკო­ნო­მი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ევ­რო­კავ­ში­რის "ტემ­პუს" პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო და პრაქ­ტი­კუ­ლი კონ­ფე­რენ­ცია, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა "PEOPLE" პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­წლი­ა­ნი პრო­ექ­ტი უკვე წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია რაც ხორ­ცი­ლე­დე­ბა და მისი ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ზედა და შუა რგო­ლის მე­ნე­ჯერ­თა კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­მტკი­ცე­ბა ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვი­სა და პერ­სო­ნა­ლის გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბით. პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობს 6 ქვეყ­ნის 12 პარტნი­ო­რი უმაღ­ლე­სი სა­გან­მან­თლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა:

პარტნი­ო­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გარ­და კონ­ფე­რენ­ცი­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ ყა­ზა­ხე­თის "ერაზ­მუს +" ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ყა­ზა­ხე­თის გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­სა და ალ­მა­ა­ტის ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი; აგ­რეთ­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი სხვა­დას­ხვა სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი. ქუ­თა­ი­სის უნი­ვერ­სი­ტეტს წარ­მო­ად­გენ­დნენ უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ნამ­ფლო­ბე­ლი და სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი – პროფ. ლელა ქელ­ბა­ქი­ა­ნი და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მე­ნე­ჯე­რი – ელ­გუ­ჯა დე­ი­სა­ძე.

სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის სა­ერ­თო პლე­ნა­რულ სე­სი­ა­ზე, რო­მე­ლიც დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში გა­ი­მარ­თა სა­ინ­ტე­რე­სო მოხ­სე­ნე­ბით გა­მო­ვი­და პრო­ფე­სო­რი ლელა ქელ­ბა­ქი­ა­ნი. სა­ჯა­რო მოხ­სე­ნე­ბის თე­მას წარ­მო­ად­გენ­და "ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და მარ­თვა სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლეს სა­გან­მან­თლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში." სი­ა­მა­ყით უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ჩვე­ნი პრო­ფე­სო­რის მე­ტად და­მა­ჯე­რე­ბე­ლი და ში­ნა­არ­სი­ა­ნი პრე­ზენ­ტა­ცი­ის შემ­დეგ ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის მხრი­დან უამ­რა­ვი შე­კი­თხვა წა­მო­ვი­და. გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რობ­დნენ პოსტ–საბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის (სომ­ხე­თი და ყა­ზა­ხე­თი) წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბის­თვი­საც ჯერ კი­დევ უცხო და მე­ტად გა­საკ­ვი­რი იყო ის პროგ­რე­სი, რაც უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იქნა მიღ­წე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ში.

დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში კონ­ფე­რენ­ცი­ამ გა­ნაგ­რძო მუ­შა­ო­ბა ორ პა­რა­ლე­ლურ სექ­ცი­ად. ერთ–ერთ სექ­ცი­ა­ში- სა­ხელ­წო­დე­ბით "ხა­რის­ხი და სტრა­ტე­გია ადა­მი­ა­ნურ რე­სურ­სებ­ში", ქუ­თა­ი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ო­რე წარ­მო­მად­გე­ნელ­მა – ელ­გუ­ჯა დე­ი­სა­ძემ აუ­დი­ტო­რი­ას გა­აც­ნო ადა­მი­ა­ნურ რე­სურ­სებ­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მის ახ­ლად შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, სა­ო­პე­რა­ციო მიზ­ნე­ბი და ამო­ცა­ნე­ბი შე­ფა­სე­ბის ძი­რი­თა­დი ინ­დი­კა­ტო­რე­ბი­სა და სხვა სა­ჭი­რო პა­რა­მეტ­რე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბით. ქუ­თა­ი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მის დო­კუ­მენ­ტი შე­იქ­მნა იმ თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დო­ლო­გი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით, რაც ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ექ­სპერ­ტებ­მა შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს ბარ­სე­ლო­ნას და ლი­სა­ბო­ნის ტრე­ი­ნინ­გებ­ზე.

კონ­ფე­რენ­ცი­ის ბო­ლოს აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და­ა­ჯილ­დო­ვეს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­თი­ფი­კა­ტე­ბით.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

R

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ქუთაისის უნივერსიტეტის წარმატებული გამოსვლა ევროკავშირის „PEOPLE“–ის პროექტის კონფერენციაზე

ქუთაისის უნივერსიტეტის წარმატებული გამოსვლა ევროკავშირის „PEOPLE“–ის პროექტის კონფერენციაზე

ამა წლის 30 სექტემბერს ყაზახეთის ქ. ალმაატის ტურარ რისკულოვის სახ. ახალ ეკონომიკური უნივერსიტეტში ევროკავშირის „ტემპუს“ პროგრამის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენცია, რომლის მთავარი მიზანი იყო ინფორმაციის გავრცელება „PEOPLE“ პროექტის განხორციელების პროცესში მიღწეული შედეგების შესახებ.

აღნიშნული სამწლიანი პროექტი უკვე წელიწადნახევარია რაც ხორცილედება და მისი ძირითადი მიზანია უმაღლესი განათლების დაწესებულებებში ზედა და შუა რგოლის მენეჯერთა კომპეტენციების განმტკიცება ადამიანური რესურსების მართვისა და პერსონალის განვითარების სტრატეგიის შემუშავებით. პროექტში მონაწილეობს 6 ქვეყნის 12 პარტნიორი უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულება:

პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლების გარდა კონფერენციას ესწრებოდნენ ყაზახეთის „ერაზმუს +“ ოფისის ხელმძღვანელი, ყაზახეთის განათლების სამინისტროსა და ალმაატის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები; აგრეთვე ადგილობრივი სხვადასხვა საჯარო დაწესებულების დაინტერესებული პირები. ქუთაისის უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ უნივერსიტეტის თანამფლობელი და სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი – პროფ. ლელა ქელბაქიანი და ადამიანური რესურსების მენეჯერი – ელგუჯა დეისაძე.

საერთაშორისო კონფერენციის საერთო პლენარულ სესიაზე, რომელიც დღის პირველ ნახევარში გაიმართა საინტერესო მოხსენებით გამოვიდა პროფესორი ლელა ქელბაქიანი. საჯარო მოხსენების თემას წარმოადგენდა ,,ადამიანური რესურსების ორგანიზება და მართვა საქართველოს უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებებში.“ სიამაყით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი პროფესორის მეტად დამაჯერებელი და შინაარსიანი პრეზენტაციის შემდეგ ფართო აუდიტორიის მხრიდან უამრავი შეკითხვა წამოვიდა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ პოსტ–საბჭოთა ქვეყნების (სომხეთი და ყაზახეთი) წარმომადგენლები, რომლებისთვისაც ჯერ კიდევ უცხო და მეტად გასაკვირი იყო ის პროგრესი, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში იქნა მიღწეული საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროში.

დღის მეორე ნახევარში კონფერენციამ განაგრძო მუშაობა ორ პარალელურ სექციად. ერთ–ერთ სექციაში- სახელწოდებით „ხარისხი და სტრატეგია ადამიანურ რესურსებში“, ქუთაისის უნივერსიტეტის მეორე წარმომადგენელმა – ელგუჯა დეისაძემ აუდიტორიას გააცნო ადამიანურ რესურსებში უნივერსიტეტის სტრატეგიული გეგმის ახლად შემუშავებული მიმართულებები, საოპერაციო მიზნები და ამოცანები შეფასების ძირითადი ინდიკატორებისა და სხვა საჭირო პარამეტრების დემონსტრირებით. ქუთაისის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების სტრატეგიული გეგმის დოკუმენტი შეიქმნა იმ თანამედროვე მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, რაც ევროპელი პარტნიორი უნივერსიტეტების ექსპერტებმა შემოგვთავაზეს ბარსელონას და ლისაბონის ტრეინინგებზე.

კონფერენციის ბოლოს აქტიური მონაწილეები დააჯილდოვეს სპეციალური საერთაშორისო სერთიფიკატებით.

იხილეთ ფოტოგალერეა

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი