საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთაში მცხოვრებთათვის პენსია 192 ლარი გახდება
მთაში მცხოვრებთათვის პენსია 192 ლარი გახდება

მთი­ან რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის 2016 წლის 1-ლი სექ­ტემ­ბრი­დან პენ­სია 192 ლა­რამ­დე გა­იზ­რდე­ბა. მთის კა­ნონ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბით, სა­პენ­სიო თან­ხა 20%-ით მო­ი­მა­ტებს. ამით მთავ­რო­ბა მა­ღალმთი­ან რე­გი­ონ­ში ხალ­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და წა­ხა­ლი­სე­ბას ცდი­ლობს. ცვლი­ლე­ბა მხო­ლოდ მთი­ან რე­გი­ონ­ში მუდ­მი­ვად მცხოვ­რებ პენ­სი­ო­ნე­რებს შე­ე­ხე­ბათ. ამ მხრივ თი­თო­ე­უ­ლი პენ­სი­ო­ნე­რის სტა­ტუ­სი მკაც­რად გა­კონ­ტროლ­დე­ბა, რა­ზეც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბებს და­ე­კის­რე­ბათ.

რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო არ კმა­ყო­ფილ­დე­ბა მთავ­რო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით და ითხოვს, რომ პენ­სი­ის ზრდა სა­ქარ­თვე­ლოს უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა პენ­სი­ო­ნერს შე­ე­ხოს. "ყვე­ლა შე­საძ­ლო რე­სურ­სი უნდა იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რომ 2016 წელს პენ­სი­ე­ბი გა­ი­ზარ­დოს", - აცხა­დებს პარ­ლა­მენ­ტის ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე.

სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2016 წლის სექ­ტემ­ბრი­დან პენ­სი­ე­ბი მხო­ლოდ მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რებ პენ­სი­ო­ნე­რებს გა­ეზ­რდე­ბათ. სა­პენ­სიო ხარ­ჯე­ბი­სათ­ვის ბი­უ­ჯეტს ემა­ტე­ბა 90 მლნ ლარი. სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის ბი­უ­ჯე­ტი კი 50 მი­ლი­ო­ნი­თაა გაზ­რდი­ლი. ხარ­ჯებ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რი­ფის სუბ­სი­დი­რე­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა რა­ოდ­ნე­ო­ბის ზრდა. სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცე­მე­ბით, 2016 წლის ჯან­დაც­ვის ბი­უ­ჯე­ტი ჯამ­ში 285 მლნ ლა­რით იზ­რდე­ბა. სო­ცი­ა­ლურ ხარ­ჯებ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია რო­გორც ასა­კით პენ­სი­ო­ნერ­თა მო­მა­ტე­ბუ­ლი 160-ლა­რი­ა­ნი პენ­სია, ასე­ვე ძა­ლო­ვა­ნი პენ­სი­ო­ნე­რე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი პა­კე­ტი, რო­მე­ლიც ასა­კის პენ­სი­ის შე­სა­ბა­მი­სად ასე­ვე გა­ი­ზარ­და წელს 10 ლა­რით. ბი­უ­ჯე­ტის შედ­გე­ნი­სას გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ასა­კით პენ­სი­ო­ნერ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მა­ტე­ბაც. "ბოლო წლე­ბის სტა­ტის­ტი­კა გვაჩ­ვე­ნებს, რომ ყო­ველ­წლი­უ­რად ასა­კით პენ­სი­ო­ნერ­თა რა­ო­დე­ნო­ბა რამ­დე­ნი­მე ათა­სით იზ­რდე­ბა", - გან­მარ­ტა­ვენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

მთი­ან რე­გი­ონ­ში მცხორ­ვებ­თათ­ვის პენ­სი­ის მო­მა­ტე­ბა­ზე რამ­დე­ნი­მე კვი­რის წი­ნათ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა. მისი თქმით, მთი­ან რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებ ხან­დაზ­მუ­ლებს პენ­სია გა­ეზ­რდე­ბა, ხოლო ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბა იქ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი. მთავ­რო­ბის ამო­ცა­ნა მთა­ში ხალ­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა. "მთის კა­ნო­ნი არ იყო ქვე­ყა­ნა­ში მი­ღე­ბუ­ლი და მთა იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად მიგ­დე­ბუ­ლი. ჩვე­ნი მთავ­რო­ბის ერთ-ერთი და­პი­რე­ბა მთის კა­ნო­ნის მი­ღე­ბა იყო. იქ არის გა­წე­რი­ლი მთე­ლი რიგი სო­ცი­ა­ლუ­რი შე­ღა­ვა­თე­ბი, მა­გა­ლი­თად, პენ­სი­ე­ბის მა­ტე­ბა მთა­ში, ასე­ვე მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის შე­ღა­ვა­თე­ბი. გარ­და ამი­სა, ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბა იქ­ნე­ბა გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი. ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა მთა­ში შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და და­ვა­მაგ­როთ ად­გილ­ზე ხალ­ხი. ეს არის ჩვე­ნი სიმ­დიდ­რე, კა­პი­ტა­ლი" - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის რე­გი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კი­სა და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კო­მი­ტე­ტის წევ­რი ნო­დარ ება­ნო­ი­ძე გან­მარ­ტავს, რომ მთის კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას 40 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე და­უჯ­დე­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

მთაში მცხოვრებთათვის პენსია 192 ლარი გახდება

მთაში მცხოვრებთათვის პენსია 192 ლარი გახდება

მთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის 2016 წლის 1-ლი სექტემბრიდან პენსია 192 ლარამდე გაიზრდება. მთის კანონში გათვალისწინებული ცვლილებით, საპენსიო თანხა 20%-ით მოიმატებს. ამით მთავრობა მაღალმთიან რეგიონში ხალხის შენარჩუნებასა და წახალისებას ცდილობს. ცვლილება მხოლოდ მთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრებ პენსიონერებს შეეხებათ. ამ მხრივ თითოეული პენსიონერის სტატუსი მკაცრად გაკონტროლდება, რაზეც პასუხისმგებლობა ადგილობრივ თვითმმართველობებს დაეკისრებათ.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, საკანონმდებლო ორგანო არ კმაყოფილდება მთავრობის ინიციატივით და ითხოვს, რომ პენსიის ზრდა საქართველოს უკლებლივ ყველა პენსიონერს შეეხოს. "ყველა შესაძლო რესურსი უნდა იქნას გამოყენებული, რომ 2016 წელს პენსიები გაიზარდოს", - აცხადებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.

საქართველოს შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის სექტემბრიდან პენსიები მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პენსიონერებს გაეზრდებათ. საპენსიო ხარჯებისათვის ბიუჯეტს ემატება 90 მლნ ლარი. სოციალური დახმარების ბიუჯეტი კი 50 მილიონითაა გაზრდილი. ხარჯებში გათვალისწინებულია ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება და სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა რაოდნეობის ზრდა. სამინისტროს მონაცემებით, 2016 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტი ჯამში 285 მლნ ლარით იზრდება. სოციალურ ხარჯებში გათვალისწინებულია როგორც ასაკით პენსიონერთა მომატებული 160-ლარიანი პენსია, ასევე ძალოვანი პენსიონერების სოციალური პაკეტი, რომელიც ასაკის პენსიის შესაბამისად ასევე გაიზარდა წელს 10 ლარით. ბიუჯეტის შედგენისას გათვალისწინებულია ასაკით პენსიონერთა რაოდენობის მატებაც. "ბოლო წლების სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ყოველწლიურად ასაკით პენსიონერთა რაოდენობა რამდენიმე ათასით იზრდება", - განმარტავენ სამინისტროში.

მთიან რეგიონში მცხორვებთათვის პენსიის მომატებაზე რამდენიმე კვირის წინათ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა განცხადება. მისი თქმით, მთიან რეგიონში მცხოვრებ ხანდაზმულებს პენსია გაეზრდება, ხოლო ბიზნესის წარმოება იქნება თავისუფალი. მთავრობის ამოცანა მთაში ხალხის შენარჩუნებაა. "მთის კანონი არ იყო ქვეყანაში მიღებული და მთა იყო აბსოლუტურად მიგდებული. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი დაპირება მთის კანონის მიღება იყო. იქ არის გაწერილი მთელი რიგი სოციალური შეღავათები, მაგალითად, პენსიების მატება მთაში, ასევე მასწავლებლებისთვის შეღავათები. გარდა ამისა, ბიზნესის წარმოება იქნება გადასახადებისგან აბსოლუტურად გათავისუფლებული. ჩვენი მთავარი ამოცანაა მთაში შევინარჩუნოთ და დავამაგროთ ადგილზე ხალხი. ეს არის ჩვენი სიმდიდრე, კაპიტალი" - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი ნოდარ ებანოიძე განმარტავს, რომ მთის კანონის აღსრულება ხელისუფლებას 40 მილიონ ლარამდე დაუჯდება.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია