მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ინსტრუქტორის რჩევები - როგორ დაიყენოთ სექსუალური უკანალი და გაიმკვრივოთ მკერდი
ქართველი ინსტრუქტორის რჩევები - როგორ დაიყენოთ სექსუალური უკანალი და გაიმკვრივოთ მკერდი

თე­ო­რი­უ­ლად ყვე­ლამ იცის, ვარ­ჯი­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. სი­ნამ­დვილ­ში ეს ნამ­დვი­ლად ასეა, ვარ­ჯი­ში აჩ­ქა­რებს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლას და სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვას, ეს აი­სა­ხე­ბა ტვინ­ზე, ადა­მი­ა­ნი სხარ­ტად აზ­როვ­ნებს, უმ­ჯო­ბეს­დე­ბა მეხ­სი­ე­რე­ბა, ად­ვი­ლად პო­უ­ლობს გა­მო­სა­ვალს სირ­თუ­ლე­ე­ბი­დან, თავ­ში მოს­დის კრე­ა­ტი­უ­ლი იდე­ე­ბი, რაც პრო­ფე­სი­ულ წინსვლა­ში უწყობს ხელს, ეხ­სნე­ბა სტრე­სი, გვი­ან უბერ­დე­ბა კანი, ურე­გუ­ლირ­დე­ბა მადა, ხდე­ბა დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი, უწეს­რიგ­დე­ბა ძი­ლის ციკ­ლი, მენსტრუ­ა­ცია და სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა, და­ზღვე­უ­ლია ხერ­ხემ­ლის პრობ­ლე­მე­ბის­გან.

ინ­სტრუქ­ტო­რი მი­ხე­ილ (მიშა) ან­დღუ­ლა­ძე 35 წლი­საა და კარ­გად იც­ნობს ვარ­ჯი­შის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს. მას "ასპრი­ა­ში" მი­ვა­კი­თხეთ და ცხოვ­რე­ბის ჯან­საღ წეს­ზე, ასე­ვე სხე­უ­ლის პრობ­ლე­მუ­რი ზო­ნე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ ვარ­ჯი­შებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ. სი­ზარ­მა­ცე ვარ­ჯი­შის პირ­ვე­ლი მტე­რია. შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი იყოს, მაგ­რამ ფორ­მა­ში ჩად­გო­მა­ზე არ ზრუ­ნავ­დეს, იმი­ტომ, რომ ეზა­რე­ბა. იმის­თვის, რომ სი­ზარ­მა­ცეს მო­ე­რი­ოთ:

1. შექ­მე­ნით მუ­სი­კა­ლუ­რი კრე­ბუ­ლი

თუ თქვენ არ გყავთ პი­რა­დი ინ­სტრუქ­ტო­რი, რო­მე­ლიც თავ­ზე და­გად­გე­ბათ და გა­ი­ძუ­ლებთ 50-ჯერ გა­ა­კე­თოთ მუც­ლის პრე­სი, დაგ­ჭირ­დე­ბათ კარ­გი მუ­სი­კით სავ­სე მო­ბი­ლუ­რი ან "აი-პადი". მას­ში ჩა­წე­რეთ აქ­ტი­უ­რი სიმ­ღე­რე­ბი: როკი, პოპი, ჰიპ-ჰოპი ან ტექ­ნო. ასე ვარ­ჯი­ში გარ­თო­ბად გა­და­იქ­ცე­ვა.

2. აი­ყო­ლი­ეთ მე­გო­ბა­რი

მე­გო­ბარ­თან ერ­თად ვარ­ჯი­ში უფრო სა­ხა­ლი­სოა, ვიდ­რე მარ­ტო, ამი­ტომ აი­ყო­ლი­ეთ რო­მე­ლი­მე მე­გო­ბა­რი და ერ­თად ივარ­ჯი­შეთ. შე­გიძ­ლი­ათ ერ­თმა­ნეთს შე­ე­ჯიბ­როთ კი­დეც. ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცია ყო­ველ­თვის სა­სარ­გებ­ლოა.

3. და­ი­სა­ხეთ რე­ა­ლუ­რი მიზ­ნე­ბი

იმის­თვის, რომ იმე­დი არ გა­გიც­რუვ­დეთ, ვარ­ჯი­შის შემ­დეგ შე­დე­გი უნდა და­ი­ნა­ხოთ. შე­დეგს ყო­ველ 2-3 თვე­ში მი­ი­ღებთ, მაგ­რამ ნუ აა­გებთ ოც­ნე­ბის კოშ­კებს. შე­უძ­ლე­ბე­ლია მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვის ან მო­დე­ლის ფი­გუ­რის მი­ღე­ბა.

4. მო­ტი­ვა­ცია

ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი მა­შინ ზარ­მა­ცო­ბენ, როცა მო­ტი­ვა­ცია არ აქვთ. მო­ტი­ვა­ცია შე­იძ­ლე­ბა იყოს სიყ­ვა­რუ­ლი, კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის სურ­ვი­ლი, თვით­შე­ფა­სე­ბის ამაღ­ლე­ბა... და­დე­ქით სარ­კის წინ და გა­და­ი­ღეთ სუ­რა­თი საც­ვლებ­ში, 3-თვი­ა­ნი ვარ­ჯი­შის შემ­დეგ გა­ი­მე­ო­რეთ იგი­ვე და შე­ა­და­რეთ პირ­ველ ფო­ტოს.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ქართველი ინსტრუქტორის რჩევები - როგორ დაიყენოთ სექსუალური უკანალი და გაიმკვრივოთ მკერდი

ქართველი ინსტრუქტორის რჩევები - როგორ დაიყენოთ სექსუალური უკანალი და გაიმკვრივოთ მკერდი

თეორიულად ყველამ იცის, ვარჯიში აუცილებელია ჯანმრთელობისთვის. სინამდვილში ეს ნამდვილად ასეა, ვარჯიში აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და სისხლის მიმოქცევას, ეს აისახება ტვინზე, ადამიანი სხარტად აზროვნებს, უმჯობესდება მეხსიერება, ადვილად პოულობს გამოსავალს სირთულეებიდან, თავში მოსდის კრეატიული იდეები, რაც პროფესიულ წინსვლაში უწყობს ხელს, ეხსნება სტრესი, გვიან უბერდება კანი, ურეგულირდება მადა, ხდება დისციპლინირებული, უწესრიგდება ძილის ციკლი, მენსტრუაცია და სექსუალური ცხოვრება, დაზღვეულია ხერხემლის პრობლემებისგან.

ინსტრუქტორი მიხეილ (მიშა) ანდღულაძე 35 წლისაა და კარგად იცნობს ვარჯიშის საიდუმლოებებს. მას ''ასპრიაში'' მივაკითხეთ და ცხოვრების ჯანსაღ წესზე, ასევე სხეულის პრობლემური ზონებისთვის განკუთვნილ ვარჯიშებზე ვესაუბრეთ. სიზარმაცე ვარჯიშის პირველი მტერია. შეიძლება ადამიანი ჭარბწონიანი იყოს, მაგრამ ფორმაში ჩადგომაზე არ ზრუნავდეს, იმიტომ, რომ ეზარება. იმისთვის, რომ სიზარმაცეს მოერიოთ:

1. შექმენით მუსიკალური კრებული

თუ თქვენ არ გყავთ პირადი ინსტრუქტორი, რომელიც თავზე დაგადგებათ და გაიძულებთ 50-ჯერ გააკეთოთ მუცლის პრესი, დაგჭირდებათ კარგი მუსიკით სავსე მობილური ან ''აი-პადი''. მასში ჩაწერეთ აქტიური სიმღერები: როკი, პოპი, ჰიპ-ჰოპი ან ტექნო. ასე ვარჯიში გართობად გადაიქცევა.

2. აიყოლიეთ მეგობარი

მეგობართან ერთად ვარჯიში უფრო სახალისოა, ვიდრე მარტო, ამიტომ აიყოლიეთ რომელიმე მეგობარი და ერთად ივარჯიშეთ. შეგიძლიათ ერთმანეთს შეეჯიბროთ კიდეც. ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის სასარგებლოა.

3. დაისახეთ რეალური მიზნები

იმისთვის, რომ იმედი არ გაგიცრუვდეთ, ვარჯიშის შემდეგ შედეგი უნდა დაინახოთ. შედეგს ყოველ 2-3 თვეში მიიღებთ, მაგრამ ნუ ააგებთ ოცნების კოშკებს. შეუძლებელია მოკლე პერიოდში ჰოლივუდის ვარსკვლავის ან მოდელის ფიგურის მიღება.

4. მოტივაცია

ხშირ შემთხვევაში ადამიანები მაშინ ზარმაცობენ, როცა მოტივაცია არ აქვთ. მოტივაცია შეიძლება იყოს სიყვარული, კარიერული წინსვლის სურვილი, თვითშეფასების ამაღლება... დადექით სარკის წინ და გადაიღეთ სურათი საცვლებში, 3-თვიანი ვარჯიშის შემდეგ გაიმეორეთ იგივე და შეადარეთ პირველ ფოტოს.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია