პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიკას რომ არ მოეკლა გიორგი, ჩვენ დღეს ცოცხლები არ ვიქნე­ბოდით" - ხაშურში მომხდარი მკვლელობის დეტალები
"ნიკას რომ არ მოეკლა გიორგი, ჩვენ დღეს ცოცხლები არ ვიქნე­ბოდით" - ხაშურში მომხდარი მკვლელობის დეტალები

ხა­შურ­ში 42 წლის გი­ორ­გი ლო­მი­ძე ცივი ია­რა­ღით მოკ­ლეს. ბრალ­დე­ბუ­ლი, 33 წლის ნიკა გონგ­ლაძე, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ა­კა­ვეს. საქ­მე განზ­რახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე აღიძ­რა, რაც 7-დან 14 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გარ­დაც­ვლი­ლის და ამ­ბობს, რომ მისი ძმის მკვლე­ლო­ბა და­გეგ­მი­ლი იყო.

მზია ლო­მი­ძე: - ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გი­ორ­გის სა­სიყ­ვარ­ულო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და უსახ­ლკა­რო ქალ­თან. სო­ნია ბე­კოშ­ვი­ლი ჩემს ძმას ხე­ლის მო­წე­რას სთხოვ­და­. უნ­დო­და, გი­ორ­გის სახ­ლი ხე­ლ­ში ჩა­ეგ­დო. რომ არა სო­ნია, ჩემი ძმა ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბო­და.

- რა მოხ­და 21 სექ­ტემ­ბერს?

- ღვთის­მშობ­ლო­ბას აღ­ნიშ­ნავ­და ჩემი ძმა სა­მე­ზობ­ლო­ში. ნას­ვა­მი იყო. სო­ნია თა­ვის ქა­ლიშ­ვი­ლთან ერ­თად ქი­რით ცხოვ­რობ­და ნი­კო­ლოზ გონ­გლა­ძის ბი­ნა­ში.

იმ სა­ღა­მოს ნიკა ჩემს ძმას შეხ­ვედ­რია და ერ­თად უქე­ი­ფი­ათ. ორი­ვე ნას­ვა­მი იყო. იმ ავ­ბე­დით დღემ­დე გი­ორ­გის მკვლელ­თან ახლო ურთ­იერ­თო­ბა არ ჰქო­ნია და რო­გორ აღ­მოჩ­ნდნენ ერთ სუფ­რას­თან, არ ვიცი.

- ამ­ბო­ბენ, იმ სა­ღა­მოს თქვე­ნი ძმა სო­ნია ბე­კოშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვილს სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბით ემუქ­რე­ბო­და.

- ჩემს ძმას რომ ასე­თი განზ­რახ­ვა ჰქო­ნო­და, მა­ნამ­დეც შე­ეძ­ლო რამე ჩა­ე­დი­ნა - ისი­ნი კარ­გა ხანს ერთ ჭერ­ქვეშ ცხოვ­რობ­დნენ გი­ორ­გის ბი­ნა­ში...

- რა იყო თქვე­ნი ძმი­სა და სო­ნი­ას კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი?

- სო­ნი­ას ან­გა­რე­ბა ამოძ­რა­ვებ­და, რად­გან გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სახ­ლის ნა­ხე­ვა­რი დარ­ჩე­ბო­და, გი­ორ­გის სიკ­ვდი­ლის შემ­თხვე­ვა­ში კი მთელ სახ­ლს და­ე­პატ­რო­ნე­ბო­და. მე­ზობ­ლე­ბის­გან შე­ვი­ტყვე, რომ სო­ნი­ას არა­ერ­თხელ უთ­ქვამს გი­ორ­გის­თვის, ხელს რომ მო­ვა­წერთ, მერე რომ "გა­გა­სა­ღო", არ გე­ში­ნი­აო?!

სო­ნია მარ­ტო­ხე­ლა სახ­ლკა­რი­ან კაც­ზე ნა­დი­რობ­და. მან გი­ორ­გი­ სა­მა­რე­ში გა­უშ­ვა, ნიკა კი ცი­ხე­ში.

სო­ნია ბე­კოშ­ვი­ლი ამ ტრა­გე­დი­ას დე­ტა­ლუ­რად იხ­სე­ნებს: - გი­ორ­გი ლო­მი­ძე ჩემი მე­უღ­ლე­ გახ­ლდათ. ბევ­რჯერ მე და ჩემი შვი­ლი სახ­ლი­დან გა­მოგ­ვყა­რა. ძალ­იან მძი­მე ხა­სი­ა­თი ჰქონ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით - ნას­ვამს. თუმ­ცა,­ ფხი­ზე­ლიც სულ ჩხუ­ბის მი­ზეზს ეძებ­და... ბო­ლოს რომ გაგ­ვყა­რა, ნიკა გონ­გლა­ძიIს სახ­ლშიI ვი­ქი­რა­ვეთ ბინა პირ­ველ სარ­თულ­ზე. ნიკა მე­ო­რე სარ­თულ­ზე ცხოვ­რობ­და. გი­ორ­გი ჩემს შვილს ემუქ­რე­ბო­და. არ მა­ლავ­და, რომ ჩემს 18 წლის ქა­ლიშ­ვილ­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბა უნ­დო­და.

რამ­დენ­ჯერ­მე სცა­და კი­დეც. გვლ­ან­ძღავ­და და გვცემ­და მეც და ჩემს შვილ­საც.

- სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს არ მი­მარ­თეთ?

- ორ­ჯერ შე­ვი­ტა­ნე გან­ცხად­ება.­ ვი­თხოვ­დი, გა­დაე­რჩი­ნათ ჩემი შვი­ლი, მივ­მარ­თე უბ­ნის ინ­სპექ­ტორ­საც, მაგ­რამ უშ­ე­დე­გოდ...

გაგ­რძე­ლე­ბა

"ნიკას რომ არ მოეკლა გიორგი, ჩვენ დღეს ცოცხლები არ ვიქნე­ბოდით" - ხაშურში მომხდარი მკვლელობის დეტალები

"ნიკას რომ არ მოეკლა გიორგი, ჩვენ დღეს ცოცხლები არ ვიქნე­ბოდით" - ხაშურში მომხდარი მკვლელობის დეტალები

ხაშურში 42 წლის გიორგი ლომიძე ცივი იარაღით მოკლეს. ბრალდებული, 33 წლის ნიკა გონგ­ლაძე, სამართალდამცავებმა დააკავეს. საქმე განზ­რახ მკვლელობის ფაქტზე აღიძრა, რაც 7-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდაცვლილის და ამბობს, რომ მისი ძმის მკვლელობა დაგეგმილი იყო.

მზია ლომიძე: - ერთი წლის განმავლობაში გიორგის სასიყვარ­ულო ურთიერთობა ჰქონდა უსახ­ლკარო ქალთან. სონია ბეკოშვილი ჩემს ძმას ხელის მოწერას სთხოვ­და­. უნდოდა, გიორგის სახლი ხე­ლ­ში ჩაეგდო. რომ არა სონია, ჩემი ძმა ცოცხალი იქნებოდა.

- რა მოხდა 21 სექტემბერს?

- ღვთისმშობლობას აღნიშნავდა ჩემი ძმა სამეზობლოში. ნასვამი იყო. სონია თავის ქალიშვი­ლთან ერთად ქირით ცხოვრობდა ნიკოლოზ გონგლაძის ბინაში.

იმ საღამოს ნიკა ჩემს ძმას შეხვედრია და ერთად უქეიფიათ. ორივე ნასვამი იყო. იმ ავბედით დღემდე გიორგის მკვლელთან ახლო ურთ­იერთობა არ ჰქონია და როგორ აღმოჩნდნენ ერთ სუფ­რასთან, არ ვიცი.

- ამბობენ, იმ საღამოს თქვენი ძმა სონია ბეკოშვილის ქალიშვილს სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა.

- ჩემს ძმას რომ ასეთი განზ­რახვა ჰქონოდა, მანამდეც შეეძლო რამე ჩაედინა - ისინი კარგა ხანს ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ გიორგის ბინაში...

- რა იყო თქვენი ძმისა და სონიას კონფლიქტის მიზეზი?

- სონიას ანგარება ამოძრავებდა, რადგან განქორწინების შემთხვევაში სახლის ნახევარი დარჩებოდა, გიორგის სიკვდილის შემთხვევაში კი მთელ სახლს დაეპატრონებოდა. მეზობლებისგან შევიტყვე, რომ სონიას არაერთხელ უთქვამს გიორგისთვის, ხელს რომ მოვაწერთ, მერე რომ "გაგასაღო", არ გეშინიაო?!

სონია მარტოხელა სახლკარიან კაცზე ნადირობდა. მან გიორგი­ სამარეში გაუშვა, ნიკა კი ციხეში.

სონია ბეკოშვილი ამ ტრაგედიას დეტალურად იხსენებს: - გიორგი ლომიძე ჩემი მეუღლე­ გახლდათ. ბევრჯერ მე და ჩემი შვილი სახლიდან გამოგვყარა. ძალ­იან მძიმე ხასიათი ჰქონდა, განსაკუთრებით - ნასვამს. თუმცა,­ ფხიზელიც სულ ჩხუბის მიზეზს ეძებდა... ბოლოს რომ გაგვყარა, ნიკა გონგლაძიIს სახლშიI ვიქირავეთ ბინა პირველ სართულზე. ნიკა მეორე სართულზე ცხოვრობდა. გიორგი ჩემს შვილს ემუქრებოდა. არ მალავდა, რომ ჩემს 18 წლის ქალიშვილთან სექსუალური ურთიერთობის დამყარება უნდოდა.

რამდენჯერმე სცადა კიდეც. გვლ­ანძღავდა და გვცემდა მეც და ჩემს შვილსაც.

- სამართალდამცავებს არ მიმართეთ?

- ორჯერ შევიტანე განცხად­ება.­ ვითხოვდი, გადაე­რჩინათ ჩემი შვილი, მივმართე უბნის ინსპექტორსაც, მაგრამ უშ­ე­დეგოდ...

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ