პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გზა ხობიდან რომამდე - ქართველი გოგონა, რომელსაც საოპერო სცენაზე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ
გზა ხობიდან რომამდე - ქართველი გოგონა, რომელსაც საოპერო სცენაზე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ

ნინო გო­თო­შია პირ­ვე­ლად 2011 წელს ხო­ბის ფეს­ტი­ვალ­ზე "სიმ­ღე­რა სა­მეგ­რე­ლო­ზე" ვნა­ხე, მა­შინ 14 წლის იყო და შე­სა­ნიშ­ნა­ვი ხმით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ვუ­თხა­რი კი­დეც, - იქ­ნებ იაქ­ტი­უ­რო და რო­მე­ლი­მე სა­ტე­ლე­ვი­ზიო მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სში, ან მე­გაპ­რო­ექ­ტში ჩა­ერ­თო-მეთ­ქი. ჯერ პა­ტა­რა ვარო, - მი­თხრა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ მას პრო­ექტ "ნი­ჭი­ერ­თან" და­კავ­ში­რე­ბით უკვე არა­ერ­თი იმედ­გაც­რუ­ე­ბა ჰქო­ნია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჟი­უ­რი­სა და დარ­ბაზ­ში მყო­ფი მა­ყუ­რებ­ლის და­დე­ბით შე­ფა­სე­ბას იმ­სა­ხუ­რებ­და, მის ნამ­ღერს 2 სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ეთერ­შიც არ უშ­ვებ­დნენ.

მა­შინ ნი­ნოს დე­დამ, ქალ­ბა­ტონ­მა რუ­სუ­დან­მა ჟურ­ნალ "გზას" ინ­ტერ­ვიუ მის­ცა და აღ­ნიშ­ნა, რომ "ნი­ჭი­ე­რის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მის შვილს კა­მე­რის წინ ტყუ­ი­ლის თქმა შეს­თა­ვა­ზეს, რა­ზეც გო­გო­ნა არ და­თან­ხმდა... მოკ­ლედ, ამ პრო­ექტს ის სკან­და­ლუ­რად და­უ­კავ­შირ­და. მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ახლა უკვე წარ­სუ­ლია...

ნინო ხობ­შია და­ბა­დე­ბუ­ლი, რო­გორც მას­ზე გვე­უბ­ნე­ბი­ან, არა­ერთ მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სში აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი, და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე გრან-პრი­თა და ოქ­როს მედ­ლით. რომ­სა და ფლო­რენ­ცი­ა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი სას­ცე­ნო გა­მოს­ვლაც ჰქო­ნია. ფაქ­ტია, რომ მისი ნამ­ღე­რი მა­ყუ­რე­ბელს მოს­წონს.

ხობ­ში (2011 წელი) რო­დე­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი "სიმ­ღე­რა სა­მეგ­რე­ლო­ზე" უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, ქარ­თველ­მა მუ­სი­კო­სებ­მა - ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვილ­მა, ომარ სი­ხა­რუ­ლი­ძემ და ვაჟა აზა­რაშ­ვილ­მა მო­უს­მი­ნეს, გა­ოც­დნენ და ფეს­ტი­ვა­ლის გახ­სნის პა­ტი­ვი მას არ­გუ­ნეს. მოკ­ლედ, ასე გახ­და ის ხო­ბის ფეს­ტი­ვა­ლის აღ­მო­ჩე­ნა...

წელს, უფრო სწო­რად რამ­დე­ნი­მე დღის წინ, უკვე გაზ­რდი­ლი ნინო ხო­ბის VII ფეს­ტი­ვალ­ზე ჩა­სულ­მა ისევ ვნა­ხე. ან­სამ­ბლ "რუს­თავს" მას­თან ერ­თად სოლო-ალ­ბო­მი გა­მო­უ­ცია, რო­მე­ლიც 11 მეგ­რულ სიმ­ღე­რას აერ­თი­ა­ნებს, რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­აც იქვე მოხ­და და ისიც შე­ვი­ტყვე, რომ ნი­ნოს ესტრა­და­ზე სა­ბო­ლო­ოდ უარი უთ­ქვამს და სა­ო­პე­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­უგ­რძე­ლე­ბია სწავ­ლა. წელს კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სტუ­დენ­ტი გამ­ხდა­რა.

ნინო გო­თო­შია:

- 2011 წლის ფეს­ტი­ვა­ლის შემ­დეგ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა (გო­დერ­ძი ბუ­კია, საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის "ხობი" პრე­ზი­დენ­ტი) ბო­ლომ­დე მი­პატ­რო­ნეს და დღეს უკვე კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სტუ­დენ­ტი ვარ... ასე­ვე მაქვს ან­სამ­ბლ "რუს­თავ­თან" ჩა­წე­რი­ლი დუ­ე­ტი, რო­მელ­შიც 11 სიმ­ღე­რა შე­დის და უკვე ამის ალ­ბო­მიც არ­სე­ბობს. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ყო­ველ ფეს­ტი­ვალ­ზე უფრო და უფრო მა­ღა­ლი დონე იქ­ნე­ბა და ჩემ­ნა­ირს და ბევ­რად უკე­თე­სებ­საც აღ­მო­ა­ჩე­ნენ.

18 წლის ვარ და კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის ვო­კა­ლის­ტე­ბის ჯგუფ­ში ყვე­ლა­ზე მცი­რე­წლო­ვა­ნი. ეს დიდი მიღ­წე­ვაა და ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ, მაქ­სი­მა­ლუ­რად მცი­რე დრო­ში მეტს და მა­ღალ შე­დე­გებს მი­ვაღ­წიო.

- სა­ესტრა­დო მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­ტომ არ წახ­ვე­დი?

- ჩემს ხმას სა­ო­პე­რო ვო­კა­ლი მე­ტად უხ­დე­ბა, - ეს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რია. თან, სა­ესტრა­დო ჟან­რი მეც არ მინ­დო­და, მჯე­რა, სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და ვო­კა­ლის აღ­მო­ჩე­ნას ოპე­რა­ში მე­ტად შევ­ძლებ.

- ე.ი. სე­რი­ო­ზუ­ლი მო­ლო­დი­ნი გაქვს?

- დიახ, იმე­დი მაქვს, რომ მი­ვაღ­წევ ზუს­ტად იმ შე­დეგს, რაც მიზ­ნად და­ვი­სა­ხე. ამ ყვე­ლა­ფერ­ში ხე­ლის­შემ­წყო­ბი უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მყავს, მად­ლო­ბა მათ ამის­თვის, რაც ჩემ­თვის უფ­ლის სა­ჩუ­ქა­რია. ჩემი პე­და­გო­გია უდი­დე­სი მეც­ნი­ე­რი და სა­უ­კე­თე­სო სპე­ცი­ა­ლის­ტი გუ­ლი­კო კა­რი­ა­უ­ლი, მას ოპე­რის ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ვო­კა­ლის­ტი აღუზ­რდია, მათ შო­რის, ნინო სურ­გუ­ლა­ძე...

- ოპე­რას მიჰ­ყვე­ბი, თუმ­ცა ან­სამ­ბლ "რუს­თავ­თან" დის­კი ჩა­წე­რე. რა არის ეს შენ­თვის?

- ეს ფოლკ­ლო­რია, რაც წი­ნა­პარ­მა დაგ­ვი­ტო­ვა, ჩემი წარ­სუ­ლია, სის­ხლის ყი­ვი­ლია, რაც მიყ­ვარს და მსი­ა­მოვ­ნებს, მაგ­რამ კლა­სი­კა, პრო­ფე­სი­უ­ლი წინსვლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი რამ არის, რა­შიც თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ. თან, ხო­ბის ფეს­ტი­ვა­ლი ხომ ფოლკ­ლო­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რად­გან აქე­დან და­ი­წყო ჩემი წინსვლა, ეს ერ­თგვა­რი მად­ლი­ე­რე­ბის გა­მო­ხატ­ვაც არის.

P.S. არ­სე­ბო­ბენ ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო ად­გილ­ზე აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან ხოლ­მე, ნინო ამ კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. მის გვერ­დით ბევ­რი ისე­თი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, რომ­ლე­ბიც ახლა მის წარ­მა­ტე­ბულ მო­მა­ვალ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად ზრუ­ნა­ვენ..

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

გზა ხობიდან რომამდე - ქართველი გოგონა, რომელსაც საოპერო სცენაზე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ

გზა ხობიდან რომამდე - ქართველი გოგონა, რომელსაც საოპერო სცენაზე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ

ნინო გოთოშია პირველად 2011 წელს ხობის ფესტივალზე "სიმღერა სამეგრელოზე" ვნახე, მაშინ 14 წლის იყო და შესანიშნავი ხმით გამოირჩეოდა. ვუთხარი კიდეც, - იქნებ იაქტიურო და რომელიმე სატელევიზიო მუსიკალურ კონკურსში, ან მეგაპროექტში ჩაერთო-მეთქი. ჯერ პატარა ვარო, - მითხრა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მას პროექტ "ნიჭიერთან" დაკავშირებით უკვე არაერთი იმედგაცრუება ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ ჟიურისა და დარბაზში მყოფი მაყურებლის დადებით შეფასებას იმსახურებდა, მის ნამღერს 2 სეზონის განმავლობაში ეთერშიც არ უშვებდნენ.

მაშინ ნინოს დედამ, ქალბატონმა რუსუდანმა ჟურნალ "გზას" ინტერვიუ მისცა და აღნიშნა, რომ "ნიჭიერის" წარმომადგენლებმა მის შვილს კამერის წინ ტყუილის თქმა შესთავაზეს, რაზეც გოგონა არ დათანხმდა... მოკლედ, ამ პროექტს ის სკანდალურად დაუკავშირდა. მაგრამ ეს ყველაფერი ახლა უკვე წარსულია...

ნინო ხობშია დაბადებული, როგორც მასზე გვეუბნებიან, არაერთ მუსიკალურ კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული, დაჯილდოებულია რამდენიმე გრან-პრითა და ოქროს მედლით. რომსა და ფლორენციაში წარმატებული სასცენო გამოსვლაც ჰქონია. ფაქტია, რომ მისი ნამღერი მაყურებელს მოსწონს.

ხობში (2011 წელი) როდესაც საერთაშორისო ფესტივალი "სიმღერა სამეგრელოზე" უნდა ჩატარებულიყო, ქართველმა მუსიკოსებმა - ანზორ ერქომაიშვილმა, ომარ სიხარულიძემ და ვაჟა აზარაშვილმა მოუსმინეს, გაოცდნენ და ფესტივალის გახსნის პატივი მას არგუნეს. მოკლედ, ასე გახდა ის ხობის ფესტივალის აღმოჩენა...

წელს, უფრო სწორად რამდენიმე დღის წინ, უკვე გაზრდილი ნინო ხობის VII ფესტივალზე ჩასულმა ისევ ვნახე. ანსამბლ "რუსთავს" მასთან ერთად სოლო-ალბომი გამოუცია, რომელიც 11 მეგრულ სიმღერას აერთიანებს, რომლის პრეზენტაციაც იქვე მოხდა და ისიც შევიტყვე, რომ ნინოს ესტრადაზე საბოლოოდ უარი უთქვამს და საოპერო მიმართულებით გაუგრძელებია სწავლა. წელს კონსერვატორიის სტუდენტი გამხდარა.

ნინო გოთოშია:

- 2011 წლის ფესტივალის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. ორგანიზატორებმა (გოდერძი ბუკია, საქველმოქმედო ფონდის "ხობი" პრეზიდენტი) ბოლომდე მიპატრონეს და დღეს უკვე კონსერვატორიის სტუდენტი ვარ... ასევე მაქვს ანსამბლ "რუსთავთან" ჩაწერილი დუეტი, რომელშიც 11 სიმღერა შედის და უკვე ამის ალბომიც არსებობს. ვიმედოვნებ, რომ ყოველ ფესტივალზე უფრო და უფრო მაღალი დონე იქნება და ჩემნაირს და ბევრად უკეთესებსაც აღმოაჩენენ.

18 წლის ვარ და კონსერვატორიის ვოკალისტების ჯგუფში ყველაზე მცირეწლოვანი. ეს დიდი მიღწევაა და ყველანაირად ვცდილობ, მაქსიმალურად მცირე დროში მეტს და მაღალ შედეგებს მივაღწიო.

- საესტრადო მიმართულებით რატომ არ წახვედი?

- ჩემს ხმას საოპერო ვოკალი მეტად უხდება, - ეს სპეციალისტების აზრია. თან, საესტრადო ჟანრი მეც არ მინდოდა, მჯერა, საკუთარი თავისა და ვოკალის აღმოჩენას ოპერაში მეტად შევძლებ.

- ე.ი. სერიოზული მოლოდინი გაქვს?

- დიახ, იმედი მაქვს, რომ მივაღწევ ზუსტად იმ შედეგს, რაც მიზნად დავისახე. ამ ყველაფერში ხელისშემწყობი უამრავი ადამიანი მყავს, მადლობა მათ ამისთვის, რაც ჩემთვის უფლის საჩუქარია. ჩემი პედაგოგია უდიდესი მეცნიერი და საუკეთესო სპეციალისტი გულიკო კარიაული, მას ოპერის ბევრი ნიჭიერი ვოკალისტი აღუზრდია, მათ შორის, ნინო სურგულაძე...

- ოპერას მიჰყვები, თუმცა ანსამბლ "რუსთავთან" დისკი ჩაწერე. რა არის ეს შენთვის?

- ეს ფოლკლორია, რაც წინაპარმა დაგვიტოვა, ჩემი წარსულია, სისხლის ყივილია, რაც მიყვარს და მსიამოვნებს, მაგრამ კლასიკა, პროფესიული წინსვლისთვის აუცილებელი რამ არის, რაშიც თავს კომფორტულად ვგრძნობ. თან, ხობის ფესტივალი ხომ ფოლკლორის პოპულარიზაციას ემსახურება, რადგან აქედან დაიწყო ჩემი წინსვლა, ეს ერთგვარი მადლიერების გამოხატვაც არის.

P.S. არსებობენ ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდებიან ხოლმე, ნინო ამ კატეგორიას განეკუთვნება. მის გვერდით ბევრი ისეთი ადამიანი აღმოჩნდა, რომლებიც ახლა მის წარმატებულ მომავალზე სერიოზულად ზრუნავენ..

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება