მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელს კომისარიატში იბარებენ
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელს კომისარიატში იბარებენ

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის მთა­ვარ მწვრთნელ კახა ცხა­და­ძეს რუ­სე­თის სამ­ხედ­რო კო­მი­სა­რი­ატ­ში იბა­რე­ბენ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას და შე­სა­ბა­მის ფო­ტო­მა­სა­ლას რუ­სუ­ლი სა­ი­ტე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თის სამ­ხედ­რო კო­მი­სა­რი­ატ­ში ცხა­და­ძის გა­მო­ძა­ხე­ბის მი­ზე­ზი სამ­ხედ­რო აღ­რი­ცხვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის და­ზუს­ტე­ბაა. დო­კუ­მენ­ტი კი გაგ­ზავ­ნი­ლია მი­სა­მარ­თზე, სა­დაც ცხა­და­ძე 2000 წლის შემ­დეგ აღარ ცხოვ­რობს. ეს ბინა, რო­მე­ლიც ცხა­და­ძემ მოს­კო­ვის "დი­ნა­მოს­გან" მი­ი­ღო, 15 წლის წინ გა­ყი­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კახა ცხა­და­ძე ფეხ­ბურ­თე­ლო­ბი­სას მოს­კო­ვის "სპარ­ტა­კი­სა" და "დი­ნა­მოს", გერ­მა­ნუ­ლი "აინ­ტრახ­ტის", ინ­გლი­სუ­რი "მან­ჩეს­ტერ სი­ტის" ღირ­სე­ბას იცავ­და. მას სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის გარ­და, სსრკ-ისა და დსთ-ის ნაკ­რე­ბებ­შიც უთა­მა­შია.

კახა ცხა­და­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი 2014 წლი­და­ნაა. ამ­ჟა­მად ის ეროვ­ნულ გუნდს ევრო 2016-ის შე­სარ­ჩე­ვი ციკ­ლის მატ­ჩე­ბის­თვის ამ­ზა­დებს. 8 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი გიბ­რალ­ტარს უმას­პინ­ძლებს, 11-ში კი სტუმ­რად მსოფ­ლი­ოს ჩე­მი­ონ გერ­მა­ნი­ას და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელს კომისარიატში იბარებენ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელს კომისარიატში იბარებენ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს რუსეთის სამხედრო კომისარიატში იბარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას და შესაბამის ფოტომასალას რუსული საიტები ავრცელებენ. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო კომისარიატში ცხადაძის გამოძახების მიზეზი სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებული მონაცემების დაზუსტებაა. დოკუმენტი კი გაგზავნილია მისამართზე, სადაც ცხადაძე 2000 წლის შემდეგ აღარ ცხოვრობს. ეს ბინა, რომელიც ცხადაძემ მოსკოვის "დინამოსგან" მიიღო, 15 წლის წინ გაყიდა.

შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძე ფეხბურთელობისას მოსკოვის "სპარტაკისა" და "დინამოს", გერმანული "აინტრახტის", ინგლისური "მანჩესტერ სიტის" ღირსებას იცავდა. მას საქართველოს ეროვნული გუნდის გარდა, სსრკ-ისა და დსთ-ის ნაკრებებშიც უთამაშია.

კახა ცხადაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2014 წლიდანაა. ამჟამად ის ეროვნულ გუნდს ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის ამზადებს. 8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები გიბრალტარს უმასპინძლებს, 11-ში კი სტუმრად მსოფლიოს ჩემიონ გერმანიას დაუპირისპირდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია