პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
McDonald's -ის საიდუმლოებანი
McDonald's -ის საიდუმლოებანი

McDonald's-ი ფე­ნო­მე­ნია - სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის ქსე­ლი, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა ფასთ-ფუ­დის "ბე­ბი­ად" მო­ნათ­ლუ­ლი, რო­მელ­საც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი აძა­გებს არა­ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბის გამო. ამის მი­უ­ხე­და­ვად McDonald's-ი მომ­ხმა­რე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბას არ უჩი­ვის, პი­რი­ქით - წლი­დან წლამ­დე მათი რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა. მსოფ­ლი­ო­ში თით­ქმის ყო­ველ­დღე იხ­სნე­ბა რეს­ტორ­ნის ახა­ლი ფი­ლი­ა­ლი. McDonald's-ის ასეთ პო­პუ­ლა­რო­ბას მკაც­რი სტან­დარ­ტე­ბი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მარ­კე­ტინ­გუ­ლი სა­ი­დუმ­ლო გა­ნა­პი­რო­ბებს, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში იდენ­ტუ­რია. რეი კროკს, ადა­მი­ანს რო­მელ­მაც McDonald's-ი ისე­თი შექ­მნა, რო­გო­რიც დღეს არის, უყ­ვარ­და გა­მე­ო­რე­ბა: კვე­ბის მრეწ­ვე­ლო­ბა­ში კი არა, შო­უ­ბიზ­ნეს­ში ვმუ­შა­ო­ბო და მარ­თა­ლიც იყო...

პირ­ვე­ლი სა­ი­დუმ­ლო რეს­ტორ­ნის გან­ლა­გე­ბაა. რო­გორც კომ­პა­ნი­ის კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, ადა­მი­ა­ნე­ბის 70% სპონ­ტა­ნუ­რად იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეს­ტუმ­როს "მაკ­დო­ნალდსს". ამი­ტომ, რეს­ტორ­ნებს სწო­რედ ისეთ ად­გი­ლებ­ში აშე­ნე­ბენ, სა­დაც წა­ხემ­სე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის ალ­ბა­თო­ბა მა­ღა­ლია - ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში, დიდი ქუ­ჩე­ბის გზაჯ­ვა­რე­დი­ნებ­ზე, ცენ­ტრი­დან გა­რე­უბ­ნებ­ში მი­მა­ვალ გზა­სა და სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან.

ან­ტი­ქას­თინ­გი

მი­გიქ­ცე­ვი­ათ ოდეს­მე ყუ­რა­დღე­ბა, რომ მაკ­დო­ნალდსში ძნე­ლად შეგ­ხვდე­ბათ სიმ­პა­თი­უ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი? ყვე­ლა გო­გო­ნა უშნო უნი­ფორ­მა­შია შე­მო­სი­ლი. ეს კომ­პა­ნი­ის პრინ­ცი­პუ­ლი პო­ლი­ტი­კაა. მე­ტიც, გო­გო­ნებს ეკ­რძა­ლე­ბათ მკვეთ­რი მა­კი­ა­ჟი, სუ­ნა­მო, გრძე­ლი ფრჩხი­ლე­ბი და ბი­ჟუ­ტე­რია. გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 70-იან წლე­ბამ­დე მაკ­დო­ნალდსში მხო­ლოდ მა­მა­კა­ცე­ბი მუ­შა­ობ­დნენ, მაგ­რამ ფე­მი­ნის­ტებ­მა მო­ი­პო­ვეს თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბე­ბით მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა. ამ­გვა­რად, ფასთ-ფუ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და­ა­ვალ­დე­ბუ­ლეს მი­ე­ღოთ ქა­ლე­ბი სამ­სა­ხურ­ში. მო­თხოვ­ნა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას დი­დად არ მო­ე­წო­ნა, რად­გა­ნაც თავ­და­ყი­რა აყე­ნებ­და მათი კონ­ვე­ი­ე­რუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის და­ფუძ­ნე­ბის მცდე­ლო­ბას - ბი­ჭე­ბი ყუ­რა­დღე­ბას გა­და­ი­ტან­დნენ თა­ნამ­შრო­მელ გო­გო­ნებ­ზე და შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა დაქ­ვე­ით­დე­ბო­და. გა­მო­სა­ვა­ლი მა­ინც გა­მო­ნა­ხეს - არ მი­ე­ღოთ ლა­მა­ზი გო­გო­ნე­ბი სამ­სა­ხურ­ში, ჩა­აც­ვან უფორ­მო, მა­მა­კა­ცუ­რი სა­მო­სი. კა­ბის ჩაც­მის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ უფ­როს მე­ნე­ჯერს აქვს. რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ, როცა კლი­ენ­ტე­ბი ქალ თა­ნამ­შრომ­ლებს მი­ეჩ­ვივ­ნენ, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ შე­ნიშ­ნა, რომ რეს­ტორ­ნებს ოჯა­ხე­ბი ხში­რად სტუმ­რობ­დნენ, ქა­ლე­ბი კი კმა­ყო­ფი­ლი იყ­ვნენ, რომ მათი მე­უღ­ლე­ე­ბი სიმ­პა­თი­ურ ოფი­ცი­ანტს არ აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ, რო­გორც ეს სხვა რეს­ტორ­ნებ­ში ხდე­ბა.

შე­იყ­ვა­რე მისი შვი­ლი და ქალი შე­გიყ­ვა­რებს შენ

"მაკ­დო­ნალდსმა" დიდი ხა­ნია გა­ი­თა­ვი­სა, რომ მას­თან მშობ­ლებს კი არ მოჰ­ყავთ შვი­ლე­ბი, არა­მედ პი­რი­ქით. ძნე­ლია, ბავ­შვს უთხრა რა­მე­ზე უარი, მით უფრო ჩვენს დრო­ში, როცა მშობ­ლებს შვი­ლე­ბის­თვის ბევ­რი დრო არ რჩე­ბათ და ამის კომ­პენ­სი­რე­ბას შვი­ლე­ბის­თვის სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ნი­ჭე­ბით ცდი­ლო­ბენ. "მაკ­დო­ნალ­დში" ბავ­შვე­ბის მი­ზიდ­ვის სის­ტე­მა დე­ტა­ლუ­რად არის გათ­ვლი­ლი: სა­ბავ­შვო გა­სარ­თო­ბი მო­ედ­ნე­ბი, და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნის სერ­ვი­სი მი­სა­ღებ ფა­სად, მცი­რე

ბო­ნუ­სე­ბის და­რი­გე­ბა, ყუ­რა­დღე­ბის გა­მო­ჩე­ნა პერ­სო­ნა­ლის მხრი­დან და ა.შ. ამ ყვე­ლაფ­რის აპო­თე­ო­ზი კი, ლა­მაზ ყუთ­ში შე­ფუ­თუ­ლი ცნო­ბი­ლი "ჰეფი მი­ლია", რო­მელ­საც ბურ­გე­რი­სა და კარ­ტო­ფი­ლის გარ­და, სა­თა­მა­შოც მოყ­ვე­ბა. სა­თა­მა­შო­ებს სე­რი­უ­ლად უშ­ვე­ბენ და თუ ბავ­შვს ერთი სა­თა­მა­შო მო­ე­წო­ნა, მშო­ბელს 8-ჯერ მა­ინც მო­უ­წევს "მაკ­დო­ნალ­დში" მისი წაყ­ვა­ნა, რათა სრუ­ლი სე­რია შე­აგ­რო­ვოს. მხი­ა­რუ­ლი კლო­უ­ნი, რო­ნალდ მაკ­დო­ნალდსი, რო­მე­ლიც რეს­ტორ­ნის შე­სას­ვლელ­ში გვხვდე­ბა, პო­პუ­ლა­რო­ბით მხო­ლოდ სან­ტა კლა­უსს თუ ჩა­მორ­ჩე­ბა. ბავ­შვე­ბის საყ­ვა­რელ გა­მო­გო­ნილ პერ­სო­ნაჟს ხში­რად იღე­ბენ რეკ­ლა­მა­ში, სტუმ­რობს ავად­მყოფ ბავ­შვებს კლი­ნი­კა­ში. 2003 წლის აგ­ვის­ტო­ში, რო­ნალდ მაკ­დო­ნალ­დი კორ­პო­რა­ცი­ა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ა­რეს სი­ხა­რუ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლად (Chief Happiness Officer).

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

McDonald's -ის საიდუმლოებანი

McDonald's -ის საიდუმლოებანი

McDonald's-ი ფენომენია - სწრაფი კვების ობიექტების ქსელი, მსოფლიოში ყველა ფასთ-ფუდის "ბებიად" მონათლული, რომელსაც უამრავი ადამიანი აძაგებს არაჯანსაღი საკვების გამო. ამის მიუხედავად McDonald's-ი მომხმარებელთა რაოდენობას არ უჩივის, პირიქით - წლიდან წლამდე მათი რაოდენობა იზრდება. მსოფლიოში თითქმის ყოველდღე იხსნება რესტორნის ახალი ფილიალი. McDonald's-ის ასეთ პოპულარობას მკაცრი სტანდარტები და მრავალფეროვანი მარკეტინგული საიდუმლო განაპირობებს, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იდენტურია. რეი კროკს, ადამიანს რომელმაც McDonald's-ი ისეთი შექმნა, როგორიც დღეს არის, უყვარდა გამეორება: კვების მრეწველობაში კი არა, შოუბიზნესში ვმუშაობო და მართალიც იყო...

პირველი საიდუმლო რესტორნის განლაგებაა. როგორც კომპანიის კვლევებმა აჩვენა, ადამიანების 70% სპონტანურად იღებს გადაწყვეტილებას ესტუმროს "მაკდონალდსს". ამიტომ, რესტორნებს სწორედ ისეთ ადგილებში აშენებენ, სადაც წახემსების გადაწყვეტილების მიღების ალბათობა მაღალია - ხალხმრავალ ადგილებში, დიდი ქუჩების გზაჯვარედინებზე, ცენტრიდან გარეუბნებში მიმავალ გზასა და სასწავლო დაწესებულებებთან.

ანტიქასთინგი

მიგიქცევიათ ოდესმე ყურადღება, რომ მაკდონალდსში ძნელად შეგხვდებათ სიმპათიური თანამშრომელი? ყველა გოგონა უშნო უნიფორმაშია შემოსილი. ეს კომპანიის პრინციპული პოლიტიკაა. მეტიც, გოგონებს ეკრძალებათ მკვეთრი მაკიაჟი, სუნამო, გრძელი ფრჩხილები და ბიჟუტერია. გასული საუკუნის 70-იან წლებამდე მაკდონალდსში მხოლოდ მამაკაცები მუშაობდნენ, მაგრამ ფემინისტებმა მოიპოვეს თანაბარი უფლებებით მუშაობის უფლება. ამგვარად, ფასთ-ფუდის ხელმძღვანელები დაავალდებულეს მიეღოთ ქალები სამსახურში. მოთხოვნა ხელმძღვანელობას დიდად არ მოეწონა, რადგანაც თავდაყირა აყენებდა მათი კონვეიერული სტანდარტების დაფუძნების მცდელობას - ბიჭები ყურადღებას გადაიტანდნენ თანამშრომელ გოგონებზე და შრომისუნარიანობა დაქვეითდებოდა. გამოსავალი მაინც გამონახეს - არ მიეღოთ ლამაზი გოგონები სამსახურში, ჩააცვან უფორმო, მამაკაცური სამოსი. კაბის ჩაცმის უფლება მხოლოდ უფროს მენეჯერს აქვს. რამდენიმე ხნის შემდეგ, როცა კლიენტები ქალ თანამშრომლებს მიეჩვივნენ, ხელმძღვანელობამ შენიშნა, რომ რესტორნებს ოჯახები ხშირად სტუმრობდნენ, ქალები კი კმაყოფილი იყვნენ, რომ მათი მეუღლეები სიმპათიურ ოფიციანტს არ აკვირდებოდნენ, როგორც ეს სხვა რესტორნებში ხდება.

შეიყვარე მისი შვილი და ქალი შეგიყვარებს შენ

"მაკდონალდსმა" დიდი ხანია გაითავისა, რომ მასთან მშობლებს კი არ მოჰყავთ შვილები, არამედ პირიქით. ძნელია, ბავშვს უთხრა რამეზე უარი, მით უფრო ჩვენს დროში, როცა მშობლებს შვილებისთვის ბევრი დრო არ რჩებათ და ამის კომპენსირებას შვილებისთვის სიამოვნების მინიჭებით ცდილობენ. "მაკდონალდში" ბავშვების მიზიდვის სისტემა დეტალურად არის გათვლილი: საბავშვო გასართობი მოედნები, დაბადების დღის აღნიშვნის სერვისი მისაღებ ფასად, მცირე

ბონუსების დარიგება, ყურადღების გამოჩენა პერსონალის მხრიდან და ა.შ. ამ ყველაფრის აპოთეოზი კი, ლამაზ ყუთში შეფუთული ცნობილი "ჰეფი მილია", რომელსაც ბურგერისა და კარტოფილის გარდა, სათამაშოც მოყვება. სათამაშოებს სერიულად უშვებენ და თუ ბავშვს ერთი სათამაშო მოეწონა, მშობელს 8-ჯერ მაინც მოუწევს "მაკდონალდში" მისი წაყვანა, რათა სრული სერია შეაგროვოს. მხიარული კლოუნი, რონალდ მაკდონალდსი, რომელიც რესტორნის შესასვლელში გვხვდება, პოპულარობით მხოლოდ სანტა კლაუსს თუ ჩამორჩება. ბავშვების საყვარელ გამოგონილ პერსონაჟს ხშირად იღებენ რეკლამაში, სტუმრობს ავადმყოფ ბავშვებს კლინიკაში. 2003 წლის აგვისტოში, რონალდ მაკდონალდი კორპორაციაში ოფიციალურად აღიარეს სიხარულის ხელმძღვანელად (Chief Happiness Officer).

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია