Faceამბები
პოლიტიკა
საზოგადოება

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფედერაცია, როგორც ფულის შოვნის საამქრო, ანუ გადაარჩენს კობი ქართულ ფეხბურთს?
ფედერაცია, როგორც ფულის შოვნის საამქრო, ანუ გადაარჩენს კობი ქართულ ფეხბურთს?

სა­ქარ­თვე­ლო­ში ფეხ­ბურ­თი სპორ­ტის ნო­მერ პირ­ვე­ლი სა­ხე­ო­ბა იყო და მი­უ­ხე­და­ვად ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ჩა­ვარ­დნე­ბი­სა, ის მა­ინც დარ­ჩე­ბა ასე­თად. უფრო მე­ტიც, ზო­გი­ერ­თი თავ­გა­დაკ­ლუ­ლი გულ­შე­მატ­კივ­რის აზ­რით, ის მის­თვის ისე­ვე შე­უც­ვლე­ლია, რო­გორც ჩვი­ლის­თვის დე­დის რძე. ფეხ­ბურ­თმა ჩვენ­ში შე­მოს­ვლის­თა­ნა­ვე და­იმ­კვიდ­რა ად­გი­ლი, რა­მე­თუ თა­ვი­სი სი­ლა­მა­ზით, მოხ­დე­ნი­ლი ფინ­ტე­ბით, ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნით, ტექ­ნი­კო-ტაქ­ტი­კუ­რი არ­სე­ნა­ლით, აზარ­ტით და უამ­რა­ვი სხვა მომ­ხიბ­ვლე­ლი და სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბით ლა­მის ყვე­ლა­ზე მე­ტად ესა­და­გე­ბა ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბას. სწო­რედ ამი­ტომ ჩვენს ბავ­შვო­ბა­ში, სა­ნამ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში ასე მო­ი­კი­დებ­და ფეხს კომ­პი­უ­ტე­რი, ფეხ­ბურ­თი იყო ლა­მის ერ­თა­დერ­თი წყა­რო გარ­თო­ბის, ფი­ზი­კუ­რი სრულ­ყო­ფის, მა­მა­კა­ცუ­რი ღირ­სე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და ა.შ.

საბ­ჭო­თა ეპო­ქა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ფეხ­ბურ­თი ლა­მის ეროვ­ნუ­ლი რე­ლი­გი­ის ხა­რისხში ავი­და და თბი­ლი­სის "დი­ნა­მო" ქვეყ­ნის ღირ­სე­ბის სიმ­ბო­ლოდ იქცა. აპო­გეა ამი­სა იყო 1981 წლის 13 მა­ი­სი, რო­დე­საც ჩვენ არა მარ­ტო ევ­რო­პის თასე­ბის თასი ავი­ღეთ, არა­მედ და­ვამ­ტკი­ცეთ, რომ ქარ­თვე­ლი გენი უკ­ვდა­ვია და არა­ვის­ზე ნაკ­ლე­ბი არ არის. შემ­დეგ იყო ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის ყვე­ლა­ზე ამაზ­რზე­ნი და ავადსახ­სე­ნე­ბე­ლი პე­რი­ო­დი - და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პირ­ვე­ლი წლე­ბი, შური, ქიშ­პი, ძმა­თამ­კვლე­ლი ომი, სი­ხარ­ბე და ა.შ. რო­მელ­მაც არა­თუ ჩვე­ნი სა­ფეხ­ბურ­თო მიღ­წე­ვე­ბი შე­ი­წი­რა, სა­ერ­თოდ კი­ნა­ღამ წაგ­ვშა­ლა, რო­გორც ერი. ფეხ­ბურ­თიც ჩვე­ნი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ყო­ფი­ე­რე­ბის ერთ-ერთ შე­მად­გე­ნელ ნა­წი­ლად იქცა და მის შემ­დეგ სტა­ბი­ლუ­რად ვაგ­რძე­ლებთ უკუს­ვლას.

ფეხ­ბურ­თის ნო­მერ პირ­ვე­ლო­ბა ჩა­ა­ნაც­ვლა ძი­უ­დომ. შთამ­ბეჭ­და­ვია რაგ­ბის­ტე­ბის წა­მა­ტე­ბე­ბი ევ­რო­პა­სა და მსოფ­ლი­ო­ში, კა­ლათ­ბურ­თელ­თათ­ვის ევ­რო­პა­ზე ლიტ­ვას­თან წა­გე­ბა და რვა სა­უ­კე­თე­სო­ში ვერ მოხ­ვედ­რა ლა­მის ტრა­გე­დი­ად იქცა... წყალ­ბურ­თე­ლე­ბიც უკვე სტა­ბი­ლუ­რად გა­უ­ში­ნა­ურ­დნენ ევ­რო­პას. ჰო­კე­ის ნაკ­რე­ბიც კი შევ­ქმე­ნით. ერ­თა­დერ­თი არ ეშ­ვე­ლა ფეხ­ბურთს. ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ფეხ­ბურ­თო მე­ურ­ნე­ო­ბის მმარ­თველ სკეპ­ტი­კოს­თა გა­სა­გო­ნად ჩა­მოვ­თვა­ლე, რომ­ლე­ბიც ჩვენს ფეხ­ბურთში ჩა­ვარ­დნას პირ­და­პირ უკავ­ში­რებ­დნენ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კას. სამ­წუ­ხა­როდ თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ, მეც გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა იმ კა­ტე­გო­რი­ას მი­ვე­კუთ­ვნე­ბი, ვინც მიჩ­ნევს, რომ ამ სფე­რო­ში წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა უფრო იმ ვა­კხა­ნა­ლი­ის ბრა­ლია, რაც ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ათე­უ­ლი წლე­ბია გა­მე­ფე­ბუ­ლი.

და­ვი­წყოთ იმით, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, ჩა­უ­რევ­ლო­ბის შირ­მას ამო­ფა­რე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია გახ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის და­ხუ­რუ­ლი, ჩა­კე­ტი­ლი, ზე­სა­ი­დუმ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცია, პირ­და­პირ კო­მუ­ნის­ტუ­რი კა-გე-ბე-ს თუ სი­ცი­ლი­უ­რი მა­ფი­ი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ანა­ლო­გი­ე­ბით. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს ქარ­თუ­ლი სინ­დრო­მი არ არის - ფიფა-ს და უეფა-ს ჩი­ნოვ­ნიკ­თა პრო­ექ­ტია და რო­გორც ბოლო წლებ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა აჩ­ვე­ნა, ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კო­რუფ­ცი­ის და მექ­რთა­მე­ო­ბის მიჩ­ქმალ­ვას. მათ­მა თავ­ხე­დო­ბამ იქამ­დე მი­აღ­წია, რომ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბაც კი იყი­დე­ბო­და, რო­გორც ბი­თუ­მად, ასე­ვე სა­ცა­ლოდ. დე­ლე­გა­ტე­ბის ხმებ­ზეა ლა­პა­რა­კი. ბოლო გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი სკან­და­ლი იმას ეხე­ბა, თუ რო­გორ გა­ი­ნა­წი­ლა ბლა­ტერ-პლა­ტინ­მა ფიფა-უე­ფას მი­ლი­ო­ნე­ბი რო­მე­ლი­ღაც მა­ქი­ნა­ცი­უ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­დაც დამ­კვე­თიც და შემ­სრუ­ლებ­ლე­ბიც ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი იყ­ვნენ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ფედერაცია, როგორც ფულის შოვნის საამქრო, ანუ გადაარჩენს კობი ქართულ ფეხბურთს?

ფედერაცია, როგორც ფულის შოვნის საამქრო, ანუ გადაარჩენს კობი ქართულ ფეხბურთს?

საქართველოში ფეხბურთი სპორტის ნომერ პირველი სახეობა იყო და მიუხედავად ბოლოდროინდელი ჩავარდნებისა, ის მაინც დარჩება ასეთად. უფრო მეტიც, ზოგიერთი თავგადაკლული გულშემატკივრის აზრით, ის მისთვის ისევე შეუცვლელია, როგორც ჩვილისთვის დედის რძე. ფეხბურთმა ჩვენში შემოსვლისთანავე დაიმკვიდრა ადგილი, რამეთუ თავისი სილამაზით, მოხდენილი ფინტებით, ფიზიკური მონაცემების გამოვლენით, ტექნიკო-ტაქტიკური არსენალით, აზარტით და უამრავი სხვა მომხიბვლელი და სასარგებლო თვისებებით ლამის ყველაზე მეტად ესადაგება ადამიანის ბუნებას. სწორედ ამიტომ ჩვენს ბავშვობაში, სანამ ყოველდღიურობაში ასე მოიკიდებდა ფეხს კომპიუტერი, ფეხბურთი იყო ლამის ერთადერთი წყარო გართობის, ფიზიკური სრულყოფის, მამაკაცური ღირსებების გამოვლენისა და ა.შ.

საბჭოთა ეპოქაში საქართველოში ფეხბურთი ლამის ეროვნული რელიგიის ხარისხში ავიდა და თბილისის "დინამო" ქვეყნის ღირსების სიმბოლოდ იქცა. აპოგეა ამისა იყო 1981 წლის 13 მაისი, როდესაც ჩვენ არა მარტო ევროპის თასების თასი ავიღეთ, არამედ დავამტკიცეთ, რომ ქართველი გენი უკვდავია და არავისზე ნაკლები არ არის. შემდეგ იყო ჩვენი ისტორიის ყველაზე ამაზრზენი და ავადსახსენებელი პერიოდი - დამოუკიდებლობის პირველი წლები, შური, ქიშპი, ძმათამკვლელი ომი, სიხარბე და ა.შ. რომელმაც არათუ ჩვენი საფეხბურთო მიღწევები შეიწირა, საერთოდ კინაღამ წაგვშალა, როგორც ერი. ფეხბურთიც ჩვენი წარუმატებელი ყოფიერების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად იქცა და მის შემდეგ სტაბილურად ვაგრძელებთ უკუსვლას.

ფეხბურთის ნომერ პირველობა ჩაანაცვლა ძიუდომ. შთამბეჭდავია რაგბისტების წამატებები ევროპასა და მსოფლიოში, კალათბურთელთათვის ევროპაზე ლიტვასთან წაგება და რვა საუკეთესოში ვერ მოხვედრა ლამის ტრაგედიად იქცა... წყალბურთელებიც უკვე სტაბილურად გაუშინაურდნენ ევროპას. ჰოკეის ნაკრებიც კი შევქმენით. ერთადერთი არ ეშველა ფეხბურთს. ეს ყველაფერი საფეხბურთო მეურნეობის მმართველ სკეპტიკოსთა გასაგონად ჩამოვთვალე, რომლებიც ჩვენს ფეხბურთში ჩავარდნას პირდაპირ უკავშირებდნენ ქვეყნის ეკონომიკას. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მეც გულშემატკივართა იმ კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც მიჩნევს, რომ ამ სფეროში წარუმატებლობა უფრო იმ ვაკხანალიის ბრალია, რაც ფეხბურთის ფედერაციაში ათეული წლებია გამეფებული.

დავიწყოთ იმით, რომ დამოუკიდებლობის, ჩაურევლობის შირმას ამოფარებული ფეხბურთის ფედერაცია გახდა საზოგადოებისათვის დახურული, ჩაკეტილი, ზესაიდუმლო ორგანიზაცია, პირდაპირ კომუნისტური კა-გე-ბე-ს თუ სიცილიური მაფიისათვის დამახასიათებელი ანალოგიებით. საბედნიეროდ, ეს ქართული სინდრომი არ არის - ფიფა-ს და უეფა-ს ჩინოვნიკთა პროექტია და როგორც ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, ემსახურებოდა ამ ორგანიზაციებში გავრცელებული კორუფციის და მექრთამეობის მიჩქმალვას. მათმა თავხედობამ იქამდე მიაღწია, რომ მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარების უფლებაც კი იყიდებოდა, როგორც ბითუმად, ასევე საცალოდ. დელეგატების ხმებზეა ლაპარაკი. ბოლო გახმაურებული სკანდალი იმას ეხება, თუ როგორ გაინაწილა ბლატერ-პლატინმა ფიფა-უეფას მილიონები რომელიღაც მაქინაციური ხელშეკრულების საფუძველზე, სადაც დამკვეთიც და შემსრულებლებიც ზემოთ ჩამოთვლილი პიროვნებები იყვნენ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია