პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტარიელ ფოცხვერიას მეუღლე ქმრის გათავისუფლებას ითხოვს: "ჩემთვის დღეებსაც მნიშვნელობა აქვს, რომ სიცოცხლე შევუნარჩუნო"
ტარიელ ფოცხვერიას მეუღლე ქმრის გათავისუფლებას ითხოვს: "ჩემთვის დღეებსაც მნიშვნელობა აქვს, რომ სიცოცხლე შევუნარჩუნო"

კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბუ­ლი ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და. ოჯა­ხი და ად­ვო­კა­ტე­ბი მისი მდგო­მა­რე­ო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ჯან­დაც­ვი­სა და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის ერ­თობ­ლივ კო­მი­სი­ას ფო­ცხვე­რი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თა­ვენ. ოჯა­ხი­სა და ად­ვო­კა­ტე­ბის მტკი­ცე­ბით, კო­მი­სია თით­ქმის ერთი თვეა, სა­კითხს იგ­ნო­რი­რე­ბას უკე­თებს.

AMBEBI.GE ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რი­ას მე­უღ­ლეს ირი­ნა ასა­თი­ანს ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც უკვე მე­ო­რე წე­ლია, ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რი­ას­თან ერ­თად, მარ­და­ლე­იშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ონ­კო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კა­ში ცხოვ­რობს.

- რო­გო­რია თქვე­ნი მე­უღ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა?

- ძა­ლი­ან რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, - უმ­ძი­მე­სი. და­ა­ვა­დე­ბა პროგ­რე­სი­რებს და არ ვიცი, რამ­დენ ხანს იცო­ცხლებს. 5 წლის წინ ხორ­ხის კიბო აღ­მო­აჩ­ნდა და ხორ­ხი მთლი­ა­ნად ამო­ა­ცა­ლეს. მე­ტას­ტა­ზე­ბი წა­ვი­და და ახლა მე­ო­თხე სტა­დი­ა­ში აქვს. გარ­და ამი­სა, კიბო ფილ­ტვზეც გა­და­ვი­და. საჭ­მე­ლი ფა­ფი­სებ­რად უნდა იყოს და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, ღეჭ­ვა არ შე­უძ­ლია. ადა­მი­ანს რომ აპა­ტიმ­რებ, ხომ უნდა მო­ი­ხა­დოს სას­ჯე­ლი? მას ეს არ შე­უძ­ლია. მივ­მარ­თეთ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ებს, რომ გა­ნი­ხი­ლონ ტა­რი­ე­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხი, რომ გა­და­ვიყ­ვა­ნოთ სა­ზღვარ­გა­რეთ რო­მე­ლი­მე კლი­ნი­კა­ში, 1 თვით მა­ინც რომ გა­ვუ­ხან­გრძლი­ვოთ სი­ცო­ცხლე. მე მინ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი ვცა­დო. რა­ღაც დრო­ით მა­ინც, რომ მოხ­დეს ამ პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბა და ცოტა ხნით შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნო სი­ცო­ცხლე. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი მკურ­ნა­ლო­ბა ამო­წუ­რუ­ლია. აქ ხდე­ბა მხო­ლოდ სიმპტო­მა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა. კა­ნონ­ში რაც დევს, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის ერ­თნა­ი­რად უნდა მოქ­მე­დებ­დეს. ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ადა­მი­ა­ნებს სას­ჯელს უხ­სნი­ან, რათა ოჯა­ხის წევ­რებ­თან შეძ­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა.

- თქვენს გარ­და, კლი­ნი­კა­ში ვის შე­უძ­ლია თქვე­ნი მე­უღ­ლის ნახ­ვა?

- არა­ვის, მხო­ლოდ მე. 2 შვი­ლი და 3 შვი­ლიშ­ვი­ლი გვყავს. ასეთ მძი­მე ავად­მყოფს იმის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ მის­ცეს, რომ ისი­ნი თუნ­დაც 15 წუ­თით ენა­ხა. რაც არ უნდა ძლი­ე­რი იყოს ადა­მი­ა­ნი სუ­ლი­ე­რად, რო­გო­რიც არ უნდა იყოს, ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში კა­ნო­ნით არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, რომ მას სჭირ­დე­ბა უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა, რათა დარ­ჩე­ნი­ლი სი­ცო­ცხლე მშვი­დად გა­ა­ტა­როს. პა­ლა­ტა­ში კი, მუდ­მი­ვად არის 7 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან, მათ შო­რის სპეც­რაზ­მე­ლე­ბი.

- რაც შე­ე­ხე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯებს, სა­მი­ნის­ტრო ანა­ზღა­უ­რებს?

- არა, ხარ­ჯებს მხო­ლოდ მე ვფა­რავ. წინა მთავ­რო­ბის დრო­საც ასე იყო. ოპე­რა­ცია ჩვე­ნი ხარ­ჯე­ბით გა­ვა­კე­თეთ. ტა­რი­ე­ლი ვე­ღარც სუნ­თქავ­და, ვე­ღარც წყალს სვამ­და და ვერც საჭ­მელს ჭამ­და. და­ა­ვა­დე­ბა იმ­დე­ნად იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბო­და და არ მქონ­და იმის დრო, და­მე­ცა­და, რო­დის გა­ი­ღებ­დნენ თან­ხებს. ამის­თვის რომ მე­ცა­და, მე­უღ­ლე და­მე­ღუ­პე­ბო­და.

- 2012 წელს, რო­დე­საც ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რი­ას ამ­ნის­ტია შე­ე­ხო და გა­თა­ვი­სუფ­ლდა, რა­ტომ არ და­ტო­ვა ქვე­ყა­ნა?

- ამ­ნის­ტია სა­ნამ შე­ე­ხე­ბო­და, ერთი თვით ადრე ჰქონ­და ოპე­რა­ცია გა­კე­თე­ბუ­ლი. ოპე­რა­ცი­ის დროს ვერ იკ­ვე­ბე­ბო­და და ძა­ლი­ან და­უძ­ლურ­და. ვი­ნა­ი­დან მძი­მედ იყო, მოგ­ვცეს 2 კვი­რა, რომ დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა ქვე­ყა­ნა. რომ გა­თა­ვი­სუფ­ლდა, კლი­ნი­კა­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ. ამა­სო­ბა­ში ღვიძლმაც გა­ნი­ცა­და ტრავ­მა. მე-12 დღე იყო, რომ შე­მოგ­ვიც­ვივ­დნენ. თო­ფუ­რი­ძის დროს რომ ხდე­ბო­და, ისე. 20 კაცი შე­მო­ვარ­და პა­ლა­ტა­ში და ეს გა­და­ი­ღეს. ვი­კი­თხე - თო­ფუ­რი­ძე დაბ­რუნ­და-თქო? იქ იყო სახ­მო აპა­რა­ტი და ის და­ი­კარ­გა, რაც ნივთმტკი­ცე­ბა იყო იმ საქ­მე­ში, რა­საც ახლა ედა­ვე­ბი­ან. ახლა მა­გა­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ, ჩემი ამო­ცა­ნაა, ეს ადა­მი­ა­ნი გა­ვიყ­ვა­ნო აქე­დან და მცი­რე დრო­ით გა­ვუ­ხან­გრძლი­ვო ცხოვ­რე­ბა. სა­ერ­თოდ, რა სა­ჭი­როა ეს ერ­თობ­ლი­ვი კო­მი­სია, სა­დაც ყვე­ლა­ფერს წყვეტს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბა. რა კვლე­ვე­ბიც ტა­რი­ელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს, რო­მე­ლი ექი­მი და­ტო­ვებს პა­ტიმ­რო­ბა­ში. ამათ­მა ტა­რი­ელს წა­არ­თვეს დღე­ე­ბი და თვე­ე­ბის სი­ცო­ცხლე. ეს არის ადა­მი­ა­ნის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მოკ­ვლა.

- რას უკავ­ში­რებთ ერ­თობ­ლი­ვი კო­მი­სი­ის მხრი­დან, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბას?

- წინა მთავ­რო­ბის დროს, მოხ­და ის, რომ სხვი­სი და­ნა­შა­უ­ლის გა­და­სა­ფა­რად და­ა­კა­ვეს და ჩა­მო­იყ­ვა­ნეს ჩემი მე­უღ­ლე უკ­რა­ი­ნი­დან. დღეს ის ადა­მი­ა­ნი - ბაჩო ახა­ლა­ია ბუნ­ტის გამო სას­ჯელს იხ­დის. დიდი იმე­დი მქონ­და, შე­იც­ვლე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. 9 წელი იმის ოც­ნე­ბით ვი­ცხოვ­რე, ადა­მი­ა­ნე­ბი და­ნა­შა­უ­ლის­თვის აგებ­დნენ პა­სუხს და არა, ვი­ღა­ცის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი სტა­ტუ­სის ან ვი­ღა­ცის ნათ­ქვა­მის გამო. ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, კა­ტას­ტრო­ფის მან­ქა­ნით ჩემი მე­უღ­ლე ქვეყ­ნი­დან თუნ­დაც იმი­ტომ არ გა­ვიყ­ვა­ნე, რომ ვი­ფიქ­რე, ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ვიდ­ნენ და მომ­ცემ­დნენ, სა­შუ­ა­ლე­ბას, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი­ყო და თა­ვი­სი ფე­ხით გა­მეყ­ვა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­დან.

- ახლა რაზე იხ­დის სას­ჯელს? და სტა­ტუსს "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს" რო­გორ გა­ნი­ხი­ლავთ?

- ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, ბუნტს და კა­ნო­ნი­ერ ქურ­დო­ბას ედა­ვე­ბოდ­ნენ. 14 წელი ჰქონ­და მის­ჯი­ლი, სა­ა­პე­ლა­ცი­ომ 1 წელი მო­აკ­ლო. 8 წელი იჯდა და ამ­ნის­ტი­ით გა­მო­ვი­და. ახლა კი, მას ედა­ვე­ბი­ან, რომ ცი­ხე­ში ყოფ­ნის დროს ჩა­ი­დი­ნა კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბა. მე არ ვიცი ეს რა სტა­ტუ­სია, სიღ­რმე­ებ­ში არ ჩავ­დი­ვარ.

- რამ­დე­ნად კონ­ტაქ­ტუ­რია, სა­უ­ბა­რი შე­უძ­ლია?

- სა­უ­ბა­რი არ შე­უძ­ლია, თუმ­ცა მიჩ­ვე­უ­ლი ვარ და პი­რის მოძ­რა­ო­ბით ვხვდე­ბი რას ამ­ბობს. ასე ვკონ­ტაქ­ტობთ. თვა­ლე­ბი­თაც ვლა­პა­რა­კობთ. მე ვგე­ბუ­ლობ, მას რა სტკი­ვა, რო­გორ არის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ასე მძი­მედ არის, არას­დროს ამ­ბობს, რომ ცუ­დად არის. ამ­დე­ნი ხანი არ ვსა­უბ­რობ­დი ასეთ თე­მებ­ზე. ის უყუ­რებს ტე­ლე­ვი­ზორს და ვზო­გავ... (ტი­რის).

- ქუ­თა­ის­ში, სახ­ლში ბო­ლოს რო­დის იყო?

- რო­დე­საც გა­თა­ვი­სუფ­ლდა ამ­ნის­ტი­ით, მხო­ლოდ 1 ღამე გა­მო­უშ­ვეს. გამ­თე­ნი­ის ხანს ჩა­ვე­დით. 3-4 სა­ა­თი ნახა შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი. შემ­დეგ ისე ცუ­დად იყო, ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლე­ბი ჰქონ­და, კლი­ნი­კა­ში ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ. მინ­და ვთხო­ვო ყვე­ლას, თუ კი ოდ­ნავ ადა­მი­ა­ნო­ბა გა­აჩ­ნი­ათ, თუნ­დაც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, თუკი მარ­თლა ხალ­ხის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და სი­ცო­ცხლე­ზე ზრუ­ნავს, დრო­უ­ლად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ ეს ადა­მი­ა­ნი და მო­მე­ცეს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, თუნ­დაც აქ არ მოხ­დეს, ის რაც არ მინ­და და არას­დროს შე­ვე­გუ­ე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფეხ­ზე დგო­მა ძა­ლი­ან უჭირს, მუდ­მივ ლოც­ვა­შია და ის, რომ ტა­რი­ე­ლი ცო­ცხა­ლია, უფ­ლის მად­ლია, უფალს უყ­ვარს ეს ადა­მი­ა­ნი და უჭი­რავს ხელ­ში, თო­რემ იმ­დე­ნად მძი­მეა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა... არ ვიცი მე­ო­რე წუთ­ში რა მოხ­დე­ბა. პატ­რი­არ­ქთან მო­მი­წია შეს­ვლა. მო­ძღვარს არ მის­ცეს ტა­რი­ე­ლის ზი­ა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. პატ­რი­არ­ქი შე­ვა­წუ­ხე და ამის შემ­დეგ, იგი აზი­ა­რეს. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ფეხ­ზე წა­მოდ­გა. ახლა არ შე­უძ­ლია დგო­მა, ზის და ისე ლო­ცუ­ლობს.

- თა­ვის და­ა­ვა­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ იცის?

- ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა რომ აქვს, არ იცის. სულ ამ­ბობს, რო­დის მოვა ის დრო, რომ შვი­ლიშ­ვი­ლებს ზო­ო­პარკში წა­იყ­ვანს, მან იცის, რომ ქვეყ­ნი­დან უნდა წა­ვი­დეთ, მაგ­რამ რის გამო, არ იცის. ვე­უბ­ნე­ბი, რომ მცი­რე მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა. წა­მოხ­ვე­ლე­ბი­სას სის­ხლი სდის და რა­ღაც გა­მარ­თლე­ბა ხომ უნდა მივ­ცე. ხორხზე იცის და ფილ­ტვის კი­ბოს შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცის, რად­გან თა­ვად თქვა, რა კარ­გია, რომ ფილ­ტვზე არ მაქვს, სხვა ორ­გა­ნო­ებს ყვე­ლა­ფე­რი შვე­ლი­სო.

ხა­თუ­ნა გაგ­ნი­ძე

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ტარიელ ფოცხვერიას მეუღლე ქმრის გათავისუფლებას ითხოვს: "ჩემთვის დღეებსაც მნიშვნელობა აქვს, რომ სიცოცხლე შევუნარჩუნო"

ტარიელ ფოცხვერიას მეუღლე ქმრის გათავისუფლებას ითხოვს: "ჩემთვის დღეებსაც მნიშვნელობა აქვს, რომ სიცოცხლე შევუნარჩუნო"

კანონიერი ქურდობისთვის მსჯავრდებული ტარიელ ფოცხვერიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ოჯახი და ადვოკატები მისი მდგომარეობის საფუძველზე, ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების ერთობლივ კომისიას ფოცხვერიას გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავენ. ოჯახისა და ადვოკატების მტკიცებით, კომისია თითქმის ერთი თვეა, საკითხს იგნორირებას უკეთებს.

AMBEBI.GE ტარიელ ფოცხვერიას მეუღლეს ირინა ასათიანს ესაუბრა, რომელიც უკვე მეორე წელია, ტარიელ ფოცხვერიასთან ერთად, მარდალეიშვილის სახელობის ონკოლოგიურ კლინიკაში ცხოვრობს.

- როგორია თქვენი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- ძალიან რთული მდგომარეობაა, - უმძიმესი. დაავადება პროგრესირებს და არ ვიცი, რამდენ ხანს იცოცხლებს. 5 წლის წინ ხორხის კიბო აღმოაჩნდა და ხორხი მთლიანად ამოაცალეს. მეტასტაზები წავიდა და ახლა მეოთხე სტადიაში აქვს. გარდა ამისა, კიბო ფილტვზეც გადავიდა. საჭმელი ფაფისებრად უნდა იყოს დამუშავებული, ღეჭვა არ შეუძლია. ადამიანს რომ აპატიმრებ, ხომ უნდა მოიხადოს სასჯელი? მას ეს არ შეუძლია. მივმართეთ სასჯელაღსრულების და ჯანდაცვის სამინისტროებს, რომ განიხილონ ტარიელის გათავისუფლების საკითხი, რომ გადავიყვანოთ საზღვარგარეთ რომელიმე კლინიკაში, 1 თვით მაინც რომ გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე. მე მინდა, რომ ყველაფერი ვცადო. რაღაც დროით მაინც, რომ მოხდეს ამ პროცესის შეჩერება და ცოტა ხნით შევუნარჩუნო სიცოცხლე. საქართველოში ყველანაირი მკურნალობა ამოწურულია. აქ ხდება მხოლოდ სიმპტომატური მკურნალობა. კანონში რაც დევს, ყველა ადამიანისთვის ერთნაირად უნდა მოქმედებდეს. ასეთ მდგომარეობაში, ადამიანებს სასჯელს უხსნიან, რათა ოჯახის წევრებთან შეძლოს ურთიერთობა.

- თქვენს გარდა, კლინიკაში ვის შეუძლია თქვენი მეუღლის ნახვა?

- არავის, მხოლოდ მე. 2 შვილი და 3 შვილიშვილი გვყავს. ასეთ მძიმე ავადმყოფს იმის საშუალებაც არ მისცეს, რომ ისინი თუნდაც 15 წუთით ენახა. რაც არ უნდა ძლიერი იყოს ადამიანი სულიერად, როგორიც არ უნდა იყოს, ასეთ ვითარებაში კანონით არის გათვალისწინებული, რომ მას სჭირდება უახლოესი ადამიანების გარემოცვა, რათა დარჩენილი სიცოცხლე მშვიდად გაატაროს. პალატაში კი, მუდმივად არის 7 წარმომადგენელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან, მათ შორის სპეცრაზმელები.

- რაც შეეხება მკურნალობის ხარჯებს, სამინისტრო ანაზღაურებს?

- არა, ხარჯებს მხოლოდ მე ვფარავ. წინა მთავრობის დროსაც ასე იყო. ოპერაცია ჩვენი ხარჯებით გავაკეთეთ. ტარიელი ვეღარც სუნთქავდა, ვეღარც წყალს სვამდა და ვერც საჭმელს ჭამდა. დაავადება იმდენად იყო გავრცელებული, რომ ფაქტობრივად, ადამიანი იღუპებოდა და არ მქონდა იმის დრო, დამეცადა, როდის გაიღებდნენ თანხებს. ამისთვის რომ მეცადა, მეუღლე დამეღუპებოდა.

- 2012 წელს, როდესაც ტარიელ ფოცხვერიას ამნისტია შეეხო და გათავისუფლდა, რატომ არ დატოვა ქვეყანა?

- ამნისტია სანამ შეეხებოდა, ერთი თვით ადრე ჰქონდა ოპერაცია გაკეთებული. ოპერაციის დროს ვერ იკვებებოდა და ძალიან დაუძლურდა. ვინაიდან მძიმედ იყო, მოგვცეს 2 კვირა, რომ დაგვეტოვებინა ქვეყანა. რომ გათავისუფლდა, კლინიკაში გადავიყვანეთ. ამასობაში ღვიძლმაც განიცადა ტრავმა. მე-12 დღე იყო, რომ შემოგვიცვივდნენ. თოფურიძის დროს რომ ხდებოდა, ისე. 20 კაცი შემოვარდა პალატაში და ეს გადაიღეს. ვიკითხე - თოფურიძე დაბრუნდა-თქო? იქ იყო სახმო აპარატი და ის დაიკარგა, რაც ნივთმტკიცება იყო იმ საქმეში, რასაც ახლა ედავებიან. ახლა მაგაზე ვერ ვისაუბრებ, ჩემი ამოცანაა, ეს ადამიანი გავიყვანო აქედან და მცირე დროით გავუხანგრძლივო ცხოვრება. საერთოდ, რა საჭიროა ეს ერთობლივი კომისია, სადაც ყველაფერს წყვეტს სასჯელაღსრულება. რა კვლევებიც ტარიელს ჩატარებული აქვს, რომელი ექიმი დატოვებს პატიმრობაში. ამათმა ტარიელს წაართვეს დღეები და თვეების სიცოცხლე. ეს არის ადამიანის მიზანმიმართულად მოკვლა.

- რას უკავშირებთ ერთობლივი კომისიის მხრიდან, გათავისუფლების საკითხის განხილვის გაჭიანურებას?

- წინა მთავრობის დროს, მოხდა ის, რომ სხვისი დანაშაულის გადასაფარად დააკავეს და ჩამოიყვანეს ჩემი მეუღლე უკრაინიდან. დღეს ის ადამიანი - ბაჩო ახალაია ბუნტის გამო სასჯელს იხდის. დიდი იმედი მქონდა, შეიცვლებოდა ეს ყველაფერი. 9 წელი იმის ოცნებით ვიცხოვრე, ადამიანები დანაშაულისთვის აგებდნენ პასუხს და არა, ვიღაცის მინიჭებული სტატუსის ან ვიღაცის ნათქვამის გამო. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, კატასტროფის მანქანით ჩემი მეუღლე ქვეყნიდან თუნდაც იმიტომ არ გავიყვანე, რომ ვიფიქრე, ქვეყნის სათავეში ადამიანები მოვიდნენ და მომცემდნენ, საშუალებას, გაუმჯობესებულიყო და თავისი ფეხით გამეყვანა საქართველოდან.

- ახლა რაზე იხდის სასჯელს? და სტატუსს "კანონიერ ქურდს" როგორ განიხილავთ?

- ძველი ხელისუფლების პირობებში, ბუნტს და კანონიერ ქურდობას ედავებოდნენ. 14 წელი ჰქონდა მისჯილი, სააპელაციომ 1 წელი მოაკლო. 8 წელი იჯდა და ამნისტიით გამოვიდა. ახლა კი, მას ედავებიან, რომ ციხეში ყოფნის დროს ჩაიდინა კანონიერი ქურდობა. მე არ ვიცი ეს რა სტატუსია, სიღრმეებში არ ჩავდივარ.

- რამდენად კონტაქტურია, საუბარი შეუძლია?

- საუბარი არ შეუძლია, თუმცა მიჩვეული ვარ და პირის მოძრაობით ვხვდები რას ამბობს. ასე ვკონტაქტობთ. თვალებითაც ვლაპარაკობთ. მე ვგებულობ, მას რა სტკივა, როგორ არის. მიუხედავად იმისა, რომ ასე მძიმედ არის, არასდროს ამბობს, რომ ცუდად არის. ამდენი ხანი არ ვსაუბრობდი ასეთ თემებზე. ის უყურებს ტელევიზორს და ვზოგავ... (ტირის).

- ქუთაისში, სახლში ბოლოს როდის იყო?

- როდესაც გათავისუფლდა ამნისტიით, მხოლოდ 1 ღამე გამოუშვეს. გამთენიის ხანს ჩავედით. 3-4 საათი ნახა შვილები და შვილიშვილები. შემდეგ ისე ცუდად იყო, ძლიერი ტკივილები ჰქონდა, კლინიკაში ჩამოვიყვანეთ. მინდა ვთხოვო ყველას, თუ კი ოდნავ ადამიანობა გააჩნიათ, თუნდაც ჯანდაცვის სამინისტროს, თუკი მართლა ხალხის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ზრუნავს, დროულად გაათავისუფლონ ეს ადამიანი და მომეცეს იმის საშუალება, თუნდაც აქ არ მოხდეს, ის რაც არ მინდა და არასდროს შევეგუები. მიუხედავად იმისა, რომ ფეხზე დგომა ძალიან უჭირს, მუდმივ ლოცვაშია და ის, რომ ტარიელი ცოცხალია, უფლის მადლია, უფალს უყვარს ეს ადამიანი და უჭირავს ხელში, თორემ იმდენად მძიმეა მისი მდგომარეობა... არ ვიცი მეორე წუთში რა მოხდება. პატრიარქთან მომიწია შესვლა. მოძღვარს არ მისცეს ტარიელის ზიარების საშუალება. პატრიარქი შევაწუხე და ამის შემდეგ, იგი აზიარეს. გარკვეული პერიოდი ფეხზე წამოდგა. ახლა არ შეუძლია დგომა, ზის და ისე ლოცულობს.

- თავის დაავადებების შესახებ იცის?

- ასეთი მდგომარეობა რომ აქვს, არ იცის. სულ ამბობს, როდის მოვა ის დრო, რომ შვილიშვილებს ზოოპარკში წაიყვანს, მან იცის, რომ ქვეყნიდან უნდა წავიდეთ, მაგრამ რის გამო, არ იცის. ვეუბნები, რომ მცირე მკურნალობა სჭირდება. წამოხველებისას სისხლი სდის და რაღაც გამართლება ხომ უნდა მივცე. ხორხზე იცის და ფილტვის კიბოს შესახებ არაფერი იცის, რადგან თავად თქვა, რა კარგია, რომ ფილტვზე არ მაქვს, სხვა ორგანოებს ყველაფერი შველისო.

ხათუნა გაგნიძე

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია