მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროექტი, რომელმაც საქართველოს ეთნიკური უმცირესობები ქართულად აალაპარაკა
პროექტი, რომელმაც საქართველოს ეთნიკური უმცირესობები ქართულად აალაპარაკა

ქვე­მო ქარ­თლის, სამ­ცხე ჯა­ვა­ხე­თი­სა და კა­ხე­თის ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბით და­სახ­ლე­ბულ სოფ­ლებ­ში ქარ­თუ­ლი ენის ცოდ­ნის დონე ყო­ველ­წლი­უ­რად უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. მას შემ­დეგ, რაც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ პრო­ექ­ტი "ქარ­თუ­ლი ენა მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის­თვის" და­ნერ­გა, ამ სოფ­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­თან სხვა­დას­ხვა საგ­ნის ასე­უ­ლო­ბით მას­წავ­ლე­ბელ­მა იმუ­შა­ვა. დღეს უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და კონ­კრე­ტულ შე­დე­გებ­ზე სა­უ­ბა­რი. პრო­ექ­ტი უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია გრძელ­დე­ბა და დე­ტა­ლებ­ზე, მიღ­წე­ულ შე­დე­გებ­სა და მო­მავ­ლის გეგ­მებ­ზე ambebi.ge პროგ­რა­მის მე­ნე­ჯერს, თა­მარ კე­კე­ლი­ძეს ესა­უბ­რა.

მისი თქმით, "ქარ­თუ­ლი ენა მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის­თვის" გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც 2011 წელს და­ი­ნერ­გა, ამ დრო­ის­თვის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლია 95 კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლი და 125 დამ­ხმა­რე პე­და­გო­გი. ისი­ნი ას­წავ­ლი­ან სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის, ქვე­მო ქარ­თლი­სა და კა­ხე­თის არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სოფ­ლებ­ში და ად­გი­ლობ­რივ მას­წავ­ლებ­ლებ­თა­ნაც მუ­შა­ო­ბენ, რი­თაც მათ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან.

"თუ გა­დავ­ხე­დავთ გა­სუ­ლი წლე­ბის სტა­ტის­ტი­კას, და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კა აშ­კა­რად შე­სამ­ჩნე­ვია. ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა რი­ცხვი, რომ­ლე­ბიც სწავ­ლას სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში აგ­რძე­ლე­ბენ. ასე­ვე კარ­გი შე­დე­გე­ბი ფიქ­სირ­დე­ბა სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებ­ში და აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მოს­წავ­ლე­ებს სხვა საგ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, უფრო მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბი აქვთ ქარ­თულ ენა­ში. უნდა ით­ქვას, რომ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ველ­თა რი­ცხვიც იზ­რდე­ბა, ჩვენ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კი­დევ ვა­პი­რებთ შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სის გა­მო­ცხა­დე­ბას. მო­მა­ვა­ლი სე­მესტრის­თვის დამ­ხმა­რე მას­წავ­ლე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მო­ი­მა­ტებს", - აცხა­დებს თა­მარ კე­კე­ლი­ძე.

მისი თქმით, პროგ­რა­მის მიმ­დი­ნა­რე წლის ბი­უ­ჯე­ტი 3 მი­ლი­ონ 550 ათა­სი ლა­რია. აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა მას­წავ­ლე­ბელ­თა ხელ­ფა­სებ­ზე, ტრე­ნინ­გებ­ზე, სა­მა­გის­ტრო გრან­ტებ­ზე, კონ­ფე­რენ­ცი­ებ­სა და მე­ნე­ჯმენტზე ნა­წილ­დე­ბა, ასე­ვე ფი­ნანსდე­ბა სა­ზა­ფხუ­ლო ბა­ნა­კი არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის. ამ­ჟა­მად კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ფა­სი 1250 ლა­რია, რაც შე­ე­ხე­ბა დამ­ხმა­რე მას­წავ­ლებ­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბას, დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლია და გა­ნი­სა­ზღვრე­ბა თბი­ლის­თან ან რა­ი­ო­ნულ ცენ­ტრთან ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბით. ამის მი­ხედ­ვით, მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი 625 ლა­რით, მაქ­სი­მა­ლუ­რი კი 750 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

ელზა ქარ­ქა­შა­ძე 4 წე­ლია, რაც პრო­ექ­ტში "ქარ­თუ­ლი ენა მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის­თვის" ჩა­ერ­თო, რო­გორც დამ­ხმა­რე მას­წავ­ლე­ბე­ლი. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ და სომ­ხურ ეთ­ნოს­თან მო­უ­წია მუ­შა­ო­ბა. Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში პე­და­გო­გი აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ სოფ­ლებ­ში ქარ­თუ­ლი ენის ცოდ­ნის დონე უკი­დუ­რე­სად და­ბა­ლი იყო.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გარ­კვე­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნა და მო­ლო­დი­ნი მქონ­და, მიკ­ვირ­და, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რობ­დე და არ იცო­დე ამ ქვეყ­ნის ენა. ჩვე­ნი პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი მიღ­წე­ვა არის ის, რომ ნამ­დვი­ლად, ქვე­მო ქარ­თლის, სამ­ცხე ჯა­ვა­ხე­თი­სა და კა­ხე­თის სოფ­ლებ­ში ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი ქარ­თუ­ლად ალა­პა­რაკ­დნენ. ვფიქ­რობ, პრო­ცე­სი დაძ­რუ­ლია და მათი ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცია გარ­და­უ­ვა­ლია. დღეს უკვე შეგ­ვიძ­ლია მოკ­ლე რე­ზი­უ­მეს გა­კე­თე­ბა და გარ­კვე­ულ შე­დე­გებ­ზე სა­უ­ბა­რი. პრო­ცესს იმა­ნაც შე­უ­წყო ხელი, რომ ჩვე­ნი გაკ­ვე­თი­ლე­ბი დი­ნა­მი­კუ­რი და აქ­ტი­უ­რია, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მოს­წავ­ლე. უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ბავ­შვებს მშობ­ლი­ურ ენა­ზე უკეთ ქარ­თუ­ლად წერა-კი­თხვა შე­უძ­ლი­ათ. თუ აქამ­დე სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ისი­ნი აუ­ცი­ლებ­ლად ერე­ვან­სა და ბა­ქო­ში მი­დი­ოდ­ნენ სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად, დღეს ქარ­თულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში აბა­რე­ბენ. პრო­ექ­ტი არა­მარ­ტო ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბას უწყობს ხელს, არა­მედ სხვა­დას­ხვა ეთ­ნო­სის ხალ­ხში ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­კვიდ­რე­ბა­სა და გაღ­რმა­ვე­ბა­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა. ჩვენ დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობთ, რად­გან ჩვენ მიერ გა­დად­გმუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი არას­წო­რი ნა­ბი­ჯი მათი მხრი­დან შე­საძ­ლოა, აღ­ქმულ იქ­ნას არა რო­გორც პი­როვ­ნულ, არა­მედ ეროვ­ნულ შეც­დო­მად", - აცხა­დებს ელზა ქარ­ქა­შა­ძე.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

პროექტი, რომელმაც საქართველოს ეთნიკური უმცირესობები ქართულად აალაპარაკა

პროექტი, რომელმაც საქართველოს ეთნიკური უმცირესობები ქართულად აალაპარაკა

ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთისა და კახეთის ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სოფლებში ქართული ენის ცოდნის დონე ყოველწლიურად უმჯობესდება. მას შემდეგ, რაც განათლების სამინისტრომ პროექტი "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" დანერგა, ამ სოფლებში არსებული სკოლების მოსწავლეებთან სხვადასხვა საგნის ასეულობით მასწავლებელმა იმუშავა. დღეს უკვე შესაძლებელი გახდა კონკრეტულ შედეგებზე საუბარი. პროექტი უკვე რამდენიმე წელია გრძელდება და დეტალებზე, მიღწეულ შედეგებსა და მომავლის გეგმებზე ambebi.ge პროგრამის მენეჯერს, თამარ კეკელიძეს ესაუბრა.

მისი თქმით, "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" განათლების სამინისტროს ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც 2011 წელს დაინერგა, ამ დროისთვის პროგრამაში ჩართულია 95 კონსულტანტ-მასწავლებელი და 125 დამხმარე პედაგოგი. ისინი ასწავლიან სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის არაქართულენოვან სოფლებში და ადგილობრივ მასწავლებლებთანაც მუშაობენ, რითაც მათ პროფესიულ განვითარებაში ეხმარებიან.

"თუ გადავხედავთ გასული წლების სტატისტიკას, დადებითი დინამიკა აშკარად შესამჩნევია. ყოველწლიურად იზრდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა რიცხვი, რომლებიც სწავლას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ. ასევე კარგი შედეგები ფიქსირდება საატესტატო გამოცდებში და აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს სხვა საგნებთან შედარებით, უფრო მაღალი ქულები აქვთ ქართულ ენაში. უნდა ითქვას, რომ პროექტში მონაწილეობის მსურველთა რიცხვიც იზრდება, ჩვენ უახლოეს მომავალში კიდევ ვაპირებთ შესარჩევი კონკურსის გამოცხადებას. მომავალი სემესტრისთვის დამხმარე მასწავლებელთა რაოდენობა მოიმატებს", - აცხადებს თამარ კეკელიძე.

მისი თქმით, პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 3 მილიონ 550 ათასი ლარია. აღნიშნული თანხა მასწავლებელთა ხელფასებზე, ტრენინგებზე, სამაგისტრო გრანტებზე, კონფერენციებსა და მენეჯმენტზე ნაწილდება, ასევე ფინანსდება საზაფხულო ბანაკი არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის. ამჟამად კონსულტანტ-მასწავლებლის ხელფასი 1250 ლარია, რაც შეეხება დამხმარე მასწავლებლის ანაზღაურებას, დიფერენცირებულია და განისაზღვრება თბილისთან ან რაიონულ ცენტრთან ადგილმდებარეობით. ამის მიხედვით, მინიმალური ხელფასი 625 ლარით, მაქსიმალური კი 750 ლარით განისაზღვრება.

ელზა ქარქაშაძე 4 წელია, რაც პროექტში "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" ჩაერთო, როგორც დამხმარე მასწავლებელი. ამ ხნის განმავლობაში აზერბაიჯანულ და სომხურ ეთნოსთან მოუწია მუშაობა. Ambebi.ge-სთან საუბარში პედაგოგი აღნიშნავს, რომ ამ სოფლებში ქართული ენის ცოდნის დონე უკიდურესად დაბალი იყო.

"მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული წარმოდგენა და მოლოდინი მქონდა, მიკვირდა, როგორ შეიძლება საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდე და არ იცოდე ამ ქვეყნის ენა. ჩვენი პროექტის მთავარი მიღწევა არის ის, რომ ნამდვილად, ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთისა და კახეთის სოფლებში ეთნიკური უმცირესობები ქართულად ალაპარაკდნენ. ვფიქრობ, პროცესი დაძრულია და მათი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია გარდაუვალია. დღეს უკვე შეგვიძლია მოკლე რეზიუმეს გაკეთება და გარკვეულ შედეგებზე საუბარი. პროცესს იმანაც შეუწყო ხელი, რომ ჩვენი გაკვეთილები დინამიკური და აქტიურია, საგაკვეთილო პროცესში ჩართულია აბსოლუტურად ყველა მოსწავლე. უნდა აღვნიშნოთ, რომ ბავშვებს მშობლიურ ენაზე უკეთ ქართულად წერა-კითხვა შეუძლიათ. თუ აქამდე სკოლის დამთავრების შემდეგ ისინი აუცილებლად ერევანსა და ბაქოში მიდიოდნენ სწავლის გასაგრძელებლად, დღეს ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში აბარებენ. პროექტი არამარტო ქართული ენის სწავლებას უწყობს ხელს, არამედ სხვადასხვა ეთნოსის ხალხში ადამიანური ურთიერთობების დამკვიდრებასა და გაღრმავებასაც ემსახურება. ჩვენ დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, რადგან ჩვენ მიერ გადადგმული თითოეული არასწორი ნაბიჯი მათი მხრიდან შესაძლოა, აღქმულ იქნას არა როგორც პიროვნულ, არამედ ეროვნულ შეცდომად", - აცხადებს ელზა ქარქაშაძე.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია