საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე ძვირადღირებული ოპერაციები საქართველოში - როგორია სახელმწიფო თანადაფინანსების წილი
ყველაზე ძვირადღირებული ოპერაციები საქართველოში - როგორია სახელმწიფო თანადაფინანსების წილი

რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ მა­შინ, როცა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა სი­ცო­ცხლის ერ­თა­დერ­თი ხსნაა, რა თან­ხებ­თან გვაქვს საქ­მე და რო­მე­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში ყველ­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი. ამ სა­კი­თხე­ბით ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და.

ღვიძ­ლის ტრან­სპლან­ტა­ცია ძვი­რა­დღი­რე­ბულ და რთუ­ლად შე­სას­რუ­ლე­ბელ ოპე­რა­ცი­ა­თა ჩა­მო­ნათ­ვალ­ში პირ­ველ ად­გილ­ზეა. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ღვიძ­ლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცი­ას ორ კლი­ნი­კა­ში აკე­თე­ბენ. "ბა­თუ­მის რე­ფე­რა­ლურ ჰოს­პი­ტალ­სა" და "ავერსში". ამ უკა­ნას­კნელ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ოპე­რა­ცი­ის ფასი და­ახ­ლო­ე­ბით 111 800 ლარს შე­ად­გენს, "ბა­თუ­მის რე­ფე­რა­ლურ ჰოს­პი­ტალ­ში კი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 50 000 აშშ დო­ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენ­ტია ლარ­ში. სა­მე­დი­ცი­ნო კომ­პა­ნია "ევექ­სის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის, გი­ორ­გი ნი­ო­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი კლი­ნი­კა, სა­დაც ღვიძ­ლის ტრან­სპლან­ტა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და, ბა­თუ­მის რე­ფე­რა­ლუ­რი ჰოს­პი­ტა­ლია.

"გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბრი­დან დღემ­დე 4 ოპე­რა­ცია გა­კეთ­და და ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ნი­ო­რა­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო "პა­ლიტ­რა­ნი­უს­ზე"

კარ­დი­ო­ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი ერთ-ერ­თია იმ ძვი­რა­დღი­რე­ბულ ოპე­რა­ცი­ა­თა ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად ტარ­დე­ბა. მისი ფა­სე­ბი სირ­თუ­ლის მი­ხედ­ვით სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რია და 12 000-დან 18 000 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. მა­გა­ლი­თის­თვის, "ჯო ენის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში" გუ­ლის თან­და­ყო­ლი­ლი მან­კე­ბის ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა სის­ხლის ხე­ლოვ­ნუ­რი მი­მოქ­ცე­ვით 17 155 ლარს შე­ად­გენს.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, გუ­ლის ერთი სარ­ქვე­ლის პრო­თე­ზი­რე­ბა 12 000-დან 15 000 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. აორ­ტო­კო­რო­ნა­რუ­ლი შუნ­ტი­რე­ბა 10 000-დან 12 500 ლა­რამ­დე ჯდე­ბა. პანკრე­ა­სი­სა და თორ­მეტ­გო­ჯა ნაწ­ლა­ვის ამოკ­ვე­თა კი 7 000-დან 12 000 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს.

სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის, მაია ხო­მე­რი­კის თქმით, სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ არის ორ­გა­ნო­ე­ბის ტრან­სპლან­ტა­ცი­ის (მათ შო­რის ღვიძ­ლის გა­და­ნერგვის) და­ფი­ნან­სე­ბა, თუმ­ცა ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან შე­საძ­ლოა გან­ხორ­ცი­ელ­დეს. და­ნარ­ჩენ შემ­თხვე­ვებ­ში პროგ­რა­მით ოპე­რა­ცი­ის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვი­თა და პა­ცი­ენ­ტის სტა­ტუ­სით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. პენ­სი­ო­ნე­რის შემ­თვე­ვა­ში ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვი­სათ­ვის სა­ჭი­რო თან­ხის 90% ანა­ზღა­ურ­დე­ბა. 100%-ია­ნია თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბა ლა­უ­რე­ა­ტე­ბი­სა და ომის ვე­ტე­რან­თათ­ვის. უნარ­შე­ზღუ­დულ ადა­მი­ან­თა ოპე­რა­ცი­ე­ბი კი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან 80%-ით ფი­ნანსდე­ბა.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კლი­ნი­კებ­ში პა­ცი­ენ­ტთა გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან, მათ შო­რის აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან ჩა­მო­დის. აღ­ნიშ­ნულ ფაქტს ხო­მე­რი­კი ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის მა­ღალ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­სა და შე­და­რე­ბით და­ბალ ფა­სებს უკავ­ში­რებს.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ყველაზე ძვირადღირებული ოპერაციები საქართველოში - როგორია სახელმწიფო თანადაფინანსების წილი

ყველაზე ძვირადღირებული ოპერაციები საქართველოში - როგორია სახელმწიფო თანადაფინანსების წილი

როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როცა ქირურგიული ჩარევა სიცოცხლის ერთადერთი ხსნაა, რა თანხებთან გვაქვს საქმე და რომელი ოპერაციებია საქართველოში ყველზე ძვირადღირებული. ამ საკითხებით ambebi.ge დაინტერესდა.

ღვიძლის ტრანსპლანტაცია ძვირადღირებულ და რთულად შესასრულებელ ოპერაციათა ჩამონათვალში პირველ ადგილზეა. დღეს საქართველოში ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას ორ კლინიკაში აკეთებენ. "ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალსა" და "ავერსში". ამ უკანასკნელში აღნიშნული ოპერაციის ფასი დაახლოებით 111 800 ლარს შეადგენს, "ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში კი ღირებულება 50 000 აშშ დოლარის ექვივალენტია ლარში. სამედიცინო კომპანია "ევექსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის, გიორგი ნიორაძის განცხადებით, საქართველოში პირველი კლინიკა, სადაც ღვიძლის ტრანსპლანტაცია განხორციელდა, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალია.

"გასული წლის დეკემბრიდან დღემდე 4 ოპერაცია გაკეთდა და ყველა შემთხვევაში წარმატებით დასრულდა", - განაცხადა გიორგი ნიორაძემ.

იხილეთ ვიდეო "პალიტრანიუსზე"

კარდიოქირურგიული ოპერაციები ერთ-ერთია იმ ძვირადღირებულ ოპერაციათა ჩამონათვალში, რომელიც საქართველოში ხშირად ტარდება. მისი ფასები სირთულის მიხედვით სხვადასხვანაირია და 12 000-დან 18 000 ლარამდე მერყეობს. მაგალითისთვის, "ჯო ენის სამედიცინო ცენტრში" გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობა სისხლის ხელოვნური მიმოქცევით 17 155 ლარს შეადგენს.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემებით, გულის ერთი სარქველის პროთეზირება 12 000-დან 15 000 ლარამდე მერყეობს. აორტოკორონარული შუნტირება 10 000-დან 12 500 ლარამდე ჯდება. პანკრეასისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ამოკვეთა კი 7 000-დან 12 000 ლარამდე მერყეობს.

საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის, მაია ხომერიკის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული არ არის ორგანოების ტრანსპლანტაციის (მათ შორის ღვიძლის გადანერგვის) დაფინანსება, თუმცა ფინანსური მხარდაჭერა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან შესაძლოა განხორციელდეს. დანარჩენ შემთხვევებში პროგრამით ოპერაციის თანადაფინანსება განსხვავებულია და მომსახურების მიხედვითა და პაციენტის სტატუსით განისაზღვრება. პენსიონერის შემთვევაში ქირურგიული ჩარევისათვის საჭირო თანხის 90% ანაზღაურდება. 100%-იანია თანადაფინანსება ლაურეატებისა და ომის ვეტერანთათვის. უნარშეზღუდულ ადამიანთა ოპერაციები კი სახელმწიფოს მხრიდან 80%-ით ფინანსდება.

მისი ინფორმაციით, საქართველოში არსებულ კლინიკებში პაციენტთა გარკვეული რაოდენობა მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან ჩამოდის. აღნიშნულ ფაქტს ხომერიკი ქართველი ექიმების მაღალ კვალიფიკაციასა და შედარებით დაბალ ფასებს უკავშირებს.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია