''იმედთან'' დაკავშირებით ბოლო დროს ძალიან ბევრი ჭორი ვრცელდება. ამბობენ, რომ არხის დირექტორი ირაკლი იმნაიშვილი იქნება, ხოლო არხს ძალიან მალე ნანა ლეჟავა შეემატებაო. ასეთ შემთხვევაში ნანა პოლიტიკური თოქ შოუს წამყვანად მოიაზრება.
ნანა ლეჟავა, როგორც თავად გვითხრა, ამჟამად სტამბულში იმყოფება ოჯახთან ერთად. ჟურნალისტი "ფეისბუქზე" შვილის ფოტოებს ტვირთავს. მანამდე კი საკმაოდ დიდხანს არ ჩანდა სოციალურ ქსელში. ''გამარჯობა მარკ, ხომ გითხარი დავბრუნდები თქო''. მის პოსტზე ინგა გრიგოლიას კომენტარიცაა: ''ეგრე, რა", - წერს ინგა.