"იწვა და გაუარდაო, მწოლიარეს როგორ გაუვარდა და გულში მოხვდა? თან ეძინა?" - გარდაცვლილი ჯარისკაცის ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმებიან

"იწვა და გაუარდაო, მწოლიარეს როგორ გაუვარდა და გულში მოხვდა? თან ეძინა?" - გარდაცვლილი ჯარისკაცის ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმებიან

გარდაცვლილი ჯარისკაცის თამაზ თამარაშვილის ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმებიან. გარდაცვლილის ახლობლები სამხედრო ნაწილის მეთაურობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. როგორც ჯარისკაცის დედა მაყვალა ჩიტიშვილი აცხადებს, ჯარისკაცი სტაციონარში დროულად არ გაიყვანეს.

"იწვა და გაუარდაო, ასე გვითხრეს მწოლიარეს როგორ გაუვარდა და გულში მოხვდა? თან ეძინა? თქვენ გჯერათ ამის?" - აცხადებს გარდაცვლილის დედა.

ჯარისკაცის მეუღლე მანანა აკოფია თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცავს. მისი თქმით, სისხლიგან რომ დაიცალა და მოკვდა მერე გადაიყვანეს სტაციონარში, "მანამდე ყაზარმაში ერთი კაციც კი არ იყო".

გარდაცვლილი ჯარისკაცი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევში გუშინ გვიან ღამით გადაასვენეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ბრიგადის სამხედრო ტერიტორიაზე, მე-5 ქვეითი ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის, I კლასის რიგითი თამაზ ვაჟას ძე თამარაშვილი გარდაიცვალა.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და მისი შედეგები საზოგადოებას უახლოეს მომავალში ეცნობება. საქმეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს.

თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და თამაზ თამარაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია