პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანოს "ნარუშილოვკიანი ზონდერები" - როგორ კეთდებოდა თვეში 10 000 დოლარი სპეცსაშვით
ვანოს "ნარუშილოვკიანი ზონდერები" - როგორ კეთდებოდა თვეში 10 000 დოლარი სპეცსაშვით

პა­ტი­მა­რი N0578

კვი­რა­ზე მე­ტია მთა­ვა­რი თემა ე. წ. ნა­რუ­ში­ლოვ­კე­ბია, სა­ბუ­თი, რო­მე­ლიც ავტმო­ბი­ლის მძღოლს, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, გა­ნუ­სა­ზღვრელ ძა­ლა­უფ­ლე­ბას ანი­ჭებს: მის მფლო­ბელს სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟი ვერ ეხე­ბა - უფ­ლე­ბა არ აქვს, პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი მოს­თხო­ვოს, ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­უ­ჩხრი­კოს, სიმ­თვრა­ლე­ზე შე­ა­მოწ­მოს და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, პატ­რულს უფ­ლე­ბა არ აქვს, გა­ჩხრი­კოს ან პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თი მოს­თხო­ვოს იმ მძღო­ლის მგზავრს ან მგზავ­რებს, ვინც ამ სა­ბუთს წა­რად­გენს. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მათ დროს ე. წ. ნა­რუ­ში­ლოვ­კე­ბი მკაც­რად კონ­ტროლ­დე­ბო­და და ის მხო­ლოდ მა­შინ გა­ი­ცე­მო­და, როცა ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, თუმ­ცა სი­ტყვა "ნა­რუ­ში­ლოვ­კა" პირ­ვე­ლად რუს­თა­ვის N17 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 2012 წელს გა­ვი­გე პი­რის­გან, რო­მე­ლიც ამ სა­ბუთს ფუ­ლის სა­კე­თებ­ლად იყე­ნებ­და.

დათო გ. რუს­თა­ვის ზო­ნა­ზე სწო­რედ 2012 წელს, ზა­ფხულ­ში მო­იყ­ვა­ნეს. ვე­რე­ლი ბიჭი უბ­ნე­ლებ­მა მა­შინ­ვე იც­ნეს და გა­ო­ცე­ბის­გან პირი და­ა­ღეს. ყვე­ლა ერ­თსა და იმა­ვეს ეკი­თხე­ბო­და: "აქ რა გინ­და?!"

"ვინ არის ეს დათო, ყვე­ლა პირ­და­ღე­ბუ­ლი რომ დას­დევს და ამის აქ ყოფ­ნა უკ­ვირთ? ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ნახ­ვა არ უკ­ვირთ, ქო­ქო­ლა­ძის ნახ­ვა არ უკ­ვირთ და კი­დევ სხვა ნაც­ნო­ბი თუ უც­ნო­ბი გვა­მე­ბის და ეს რა­ტომ უკ­ვირთ?!" - ჰკი­თხა პა­ტი­მარ­მა N0578-მა ზო­ნის მა­ყუ­რე­ბელს, რო­მე­ლიც და­თოს არა­თუ იც­ნობ­და, არა­მედ, მისი ძმის­შვი­ლის ნათ­ლი­აც იყო.

"მა­გას არ იც­ნობ შენ. ჩათ­ვა­ლე, მა­გის და­ჭე­რა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­ჭე­რის ტოლ­ფა­სია - მა­გის მარ­ჯვე­ნა ხელი იყო, ოღონდ არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად. ჩვე­ნი ძმაა და აქ, მგო­ნი, "პრის­ტუპ­ნი­კე­ბის" გამო მოხ­ვდა. მერე გა­გაც­ნობ და მეც მა­ინ­ტე­რე­სებს, რა მოხ­და", - უპა­სუ­ხა მა­ყუ­რე­ბელ­მა.

ამ "მე­რე­ში" რამ­დე­ნი­მე დღე გა­ვი­და. ზო­ნა­ზე მთა­ვა­რი სა­სა­უბ­რო თემა მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და დათო იყო, რო­მელ­საც ხში­რად ეკი­თხე­ბოდ­ნენ, წა­ვა­გებთ თუ მო­ვი­გებ­თო და ისიც სა­კუ­თარ აზრს ამ­ბობ­და. სხვა­თა შო­რის, ნა­ცი­ო­ნა­ლებს წა­გე­ბას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­და და იქვე და­ა­ყო­ლებ­და ხოლ­მე, მთა­ვა­რია, ევ­რო­პამ და აშშ-მ მი­შას სრო­ლის უფ­ლე­ბა არ მის­ცენ, თო­რემ გა­ის­ვრი­სო. პა­ტი­მარ­მა N0578-მა ამ­დე­ნი ვე­ღარ აი­ტა­ნა და მა­ყუ­რე­ბელს მი­უ­ვარ­და: "ბო­ლოს და ბო­ლოს, და­ვე­ლა­პა­რა­კოთ იმ შენ ძმა­კაცს"...

დათო, ზო­ნის მა­ყუ­რე­ბე­ლი, პა­ტი­მა­რი N0578 და კი­დევ ორი "კაი ბიჭი" მა­ყუ­რებ­ლე­ბის კა­მე­რა­ში ის­ხდნენ. ჩაი მა­ყუ­რე­ბელ­მა მო­ა­დუ­ღა და მარ­თლა­ია, ეს საქ­მე კარ­გად გა­მოს­დი­ო­და, მა­ინც წუ­წუ­ნებ­და, რა გი­ჭირთ, "სვა­ბო­და­ზე" რომ გახ­ვალთ, იტყვით, მა­ყუ­რე­ბე­ლი "შნი­რად" გვყავ­და, ჩაის გვი­დუ­ღებ­დაო. ყვე­ლა იღი­მო­და... ცოტა ხნის შემ­დეგ ყვე­ლამ და­თოს შე­ხე­და და იმა­ნაც და­ი­წყო:

"ვიცი, რა ხდე­ბა ახლა გა­რეთ და იმი­ტომ მე­ში­ნია, რომ მიშა გა­ის­ვრის. წა­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­ის­ვრის და მო­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ზო­ნებ­ზე ტევა აღარ იქ­ნე­ბა. ლა­ი­თურ­შიც იმი­ტომ აშე­ნე­ბენ ზო­ნას დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პით, ხუთი ათას კაც­ზეა გათ­ვლი­ლი და და­მი­ჯე­რეთ, არ ეყო­ფა..."

"პო­ლი­ტი­კა მერე, აგერ, N0578-ს აინ­ტე­რე­სებს ეგ და ვერ­სი­ებ­ზე ცალ­კე ესა­უბ­რე. რა­ტომ და­გი­ჭი­რეს? შენს ნახ­ვას აქ ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, გაგ­წი­რა ვა­ნომ?!" - ჰკი­თხა მა­ყუ­რე­ბელ­მა.

"ექ­ვსი წე­ლია, ვა­ნოს გვერ­დით ვარ. კი იცი შენ, რო­გორ მოვ­ხვდი იქ. "ნა­რუ­ში­ლოვ­კა" მომ­ცეს და ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა. ყვე­ლა­ფერ­ში ყვე­ლა­ფე­რი შე­დი­ო­და და..."

"მო­ი­ცა, რა მოგ­ცეს?" - შე­ა­წყვე­ტი­ნა N0578-მა.

"ნა­რუ­ში­ლოვ­კა". სა­ბუ­თია ასე­თი, რომ­ლის მფლო­ბელ­საც ვე­რა­ფერს ეუბ­ნე­ბი, ვი­ნა­ო­ბას არ ეკი­თხე­ბი, მან­ქა­ნას არ უჩხრეკ, მგზავრს არ ეკი­თხე­ბი არა­ფერს ანუ ჩათ­ვა­ლე ფუ­ლის საჭ­რე­ლი მან­ქა­ნაა, რა. ჰოდა, ამ "ნა­რუ­ში­ლოვ­კი­სა" და ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, 24 სა­ა­თი მზად ვი­ყა­ვით ნე­ბის­მი­ე­რი და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად. ეს შე­საძ­ლოა ყო­ფი­ლი­ყო სა­ი­დუმ­ლო და სა­ხელ­მწი­ფო მნიშ­ვნე­ლო­ბის და­ვა­ლე­ბა, ან ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი - რო­მე­ლი­მე ბიზ­ნეს­მე­ნის "მი­კა­ჩა­ვე­ბა", ვინ­მე თავ­ხე­დის ცემა, რო­მე­ლი­მე მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის შვილს თუ აწუ­ხებ­და ვინ­მე, ჭკუ­ის სწავ­ლე­ბა და..."

"და სა­ვა­რა­უ­დოდ, ასეთ­მა ხალ­ხმა ცემა ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილს, ხო?!" - ისევ ვერ მო­ით­მი­ნა N0578-მა.

"გე­ლაშ­ვი­ლი ვინც ცემა, კი ვიცი, ყვე­ლას არა, მაგ­რამ ბევ­რს ჰქონ­დეს ეს "ნა­რუ­ში­ლოვ­კა". ზო­გა­დად, ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ყვე­ლა­ფე­რი ზედ­მე­ტად კარ­გად აქვს აწყო­ბი­ლი და და­წყო­ბი­ლი. ყვე­ლამ თა­ვის საქ­მე იცის და თუ შე­გე­შა­ლა, სას­ჯე­ლიც შე­სა­ბა­მი­სია. მარ­თა­ლია, შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რი რამე უკა­ნო­ნოა, მაგ­რამ შიგ­ნი­დან რომ ვუ­ყუ­რებ, სხვა­ნა­ი­რად არ გა­მო­დის, რა..."

"და შენ რა შე­გე­შა­ლა?!" - ჰკი­თხა მა­ყუ­რე­ბელ­მა.

"იცი შენ, ვის­ზეც ვამ­ბობ, სა­ზღვარ­ზე გა­და­ვიყ­ვა­ნე ჩემი მან­ქა­ნით. აქ ძებ­ნა­ში იყო, "ნა­რუ­ში­ლოვ­კა" ვაჩ­ვე­ნე სა­ბა­ჟო­ზე და გა­მა­ტა­რეს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხა­რეს კი სულ ეკი­და, იძებ­ნე­ბო­და თუ არა. ასე გა­და­ვა­პა­რე და გა­ი­გეს. ვი­ცო­დი, რომ გა­ი­გებ­დნენ, მაგ­რამ იმ­დე­ნი რამე მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, ამ­დენ რა­მე­ში ვი­ყა­ვი გას­ვრი­ლი, არ მე­გო­ნა, თუ გა­მი­მე­ტებ­დნენ. არა­და, მერე გა­ვი­გე, უშუ­ა­ლოდ ვა­ნოს ბრძა­ნე­ბა ყო­ფი­ლა იმის და­კა­ვე­ბა, მე კი­დევ იმი­ტომ არ მი­თხრეს, რომ იცოდ­ნენ, ჩემი ძმა­კა­ცი იყო. ერ­თა­დერ­თი, რისი უფ­ლე­ბაც მომ­ცეს, ზონა აირ­ჩი­ეო და ეს ვარ­ჩიე. ჩე­მე­ბი ხართ აქ მა­ინც და..."

"მო­ი­ცა, კაცო, რა ბრალ­დე­ბით გა­მო­გიშ­ვეს?!" - გა­ი­ოც­და N0578.

"ქურ­დო­ბის. 4 წელი მომ­ცეს. აბა, იმას ხომ არ და­წერ­დნენ, "ნა­რუ­ში­ლოვ­კი­ან­მა" კაც­მა სა­ზღვარ­ზე ძმა­კა­ცი გა­და­იყ­ვა­ნა და იმ სა­ბუთს ვა­ნოს ხელ­მო­წე­რა აქ­ვსო... ვანო აღარ არის შს მი­ნის­ტრი, მაგ­რამ მა­გის გა­ცე­მუ­ლი "ნა­რუ­ში­ლოვ­კე­ბით" ვმოძ­რა­ობ­დით..."

"და ეს "ნა­რუ­ში­ლოვ­კა" ფუ­ლის საჭ­რე­ლი მან­ქა­ნა რო­გორ არის?!"

"მარ­ტი­ვად. ეს ძებ­ნი­ლი ჩემი ძმა­კა­ცი იყო და ისე გა­და­ვიყ­ვა­ნე, სხვა ძებ­ნი­ლე­ბი, წვრილ-წვრილ ამ­ბებ­ზე რომ იძებ­ნე­ბი­ან და ქვეყ­ნი­დან გას­ვლა უნ­დათ, ფულს იხ­დი­ან. ეს ერთი! აქე­დან გა­და­დი­ხარ, მა­გა­ლი­თად, აზერ­ბა­ი­ჯან­ში ან სომ­ხეთ­ში, ტვირ­თავ მან­ქა­ნას, რი­თიც გინ­და და იქა­ურ მე­ბა­ჟე­ებს ფულს უმა­ზავ, აქა­ურს კი "ნა­რუ­ში­ლოვ­კას" აჩ­ვე­ნებ და შე­მო­გაქვს კო­ნი­ა­კი, ხი­ზი­ლა­ლა და ათა­სი რამე გა­ნუ­ბა­ჟებ­ლად. მერე მი­დი­ხარ რო­მე­ლი­მე ბიზ­ნეს­მენ­თან და იმას აბა­რებ, რა თქმა უნდა, იმა­საც აჩ­ვე­ნებ "ნა­რუ­ში­ლოვ­კას" და იცის, რომ უნდა ჩა­ი­ბა­როს და რო­გორც უნდა, ისე "გა­აპ­რა­ვოს" ანუ თუ ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი არ ხარ, თუ მოძ­რა­ობ, თვე­ში ათი ათას დო­ლარ­ზე მეტს იშო­ვი. ერ­თა­დერ­თი, ნარ­კო­ტიკ­ზე ვი­ყა­ვით მკაც­რად გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლე­ბი და არც არა­ვის შე­მოჰ­ქონ­და".

"ანუ ხელ­ფა­სი არ გქონ­დათ?!"

"ხელ­ფა­სი არა, მაგ­რამ სამ­სა­ხუ­რე­ბი გვქონ­და. ვი­ღაც ექი­მი იყო და ვი­ღაც კი­დევ სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი ანუ გა­ფორ­მე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით და ხელ­ფასს ვი­ღებ­დით, მა­გის გარ­და, ყვე­ლა­ფერ­ზე მწვა­ნე გვქონ­და ან­თე­ბუ­ლი და დე­ბი­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყა­ვი, ფული რომ ვერ გე­შო­ვა. მე სა­ხელ­ფა­სო კარ­ტი­დან ერთი თეთ­რიც არ მო­მიხ­სნია, ისე გროვ­დე­ბო­და და გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ ახლა ჩე­მე­ბი..."

"ახლა რას აპი­რებ?!"

"არა­ფერს. "სრო­კი" არ მაქვს დიდი, და­მას­ვე­ნე­ბენ, ალ­ბათ, ერთი წელი, მერე გა­მიშ­ვე­ბენ, არა­ფერ­ში სჭირ­დე­ბათ ცი­ხე­ში ჩემი ყოფ­ნა. გა­რეთ უფრო სა­სარ­გებ­ლო ვარ"...

"თქვენ ზონ­დერო­ბაც გე­ვა­ლე­ბო­დათ ანუ მი­ტინ­გე­ბის დაშ­ლა?!" - ისევ იკი­თხა მა­ყუ­რე­ბელ­მა.

"ვი­ღა­ცა­ზე დაყ­ვი­რე­ბი­დან და შე­მო­ლა­წუ­ნე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, კა­ცის კვლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი გვე­ვა­ლე­ბო­და. ჩვენ უფრო ქა­ლაქ­ში ვმოძ­რა­ობ­დით და მკვლე­ლო­ბას და ვინ­მეს გა­ტა­ცე­ბა-დამ­წყვდე­ვას არ გვა­ვა­ლებ­დნენ, ამის­თვის სხვე­ბი ჰყავ­დათ..."

* * *

დათო ახლა თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზეა და "ნა­რუ­ში­ლოვ­კის" გა­რე­შე მოძ­რა­ობს. მიმ­დი­ნა­რე წელს ვი­ღა­ცებ­თან შე­კა­მა­თე­ბი­სას დაჭ­რეს - რო­გორც ამ­ბო­ბენ, ის დრო გა­უხ­სე­ნეს, "ნა­რუ­ში­ლოვ­კა" და ყვე­ლა­ფერ­ზე მწვა­ნე რომ ჰქონ­და და დაჭ­რეს...

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ვანოს "ნარუშილოვკიანი ზონდერები" - როგორ კეთდებოდა თვეში 10 000 დოლარი სპეცსაშვით

ვანოს "ნარუშილოვკიანი ზონდერები" - როგორ კეთდებოდა თვეში 10 000 დოლარი სპეცსაშვით

პატიმარი N0578

კვირაზე მეტია მთავარი თემა ე. წ. ნარუშილოვკებია, საბუთი, რომელიც ავტმობილის მძღოლს, შეიძლება ითქვას, განუსაზღვრელ ძალაუფლებას ანიჭებს: მის მფლობელს საპატრულო ეკიპაჟი ვერ ეხება - უფლება არ აქვს, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვოს, ავტომობილი გაუჩხრიკოს, სიმთვრალეზე შეამოწმოს და ყველაზე მთავარი, პატრულს უფლება არ აქვს, გაჩხრიკოს ან პირადობის დამადასტურებელი საბუთი მოსთხოვოს იმ მძღოლის მგზავრს ან მგზავრებს, ვინც ამ საბუთს წარადგენს. წინა ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ დროს ე. წ. ნარუშილოვკები მკაცრად კონტროლდებოდა და ის მხოლოდ მაშინ გაიცემოდა, როცა ოპერატიული ღონისძიებები ხორციელდებოდა, თუმცა სიტყვა "ნარუშილოვკა" პირველად რუსთავის N17 დაწესებულებაში 2012 წელს გავიგე პირისგან, რომელიც ამ საბუთს ფულის საკეთებლად იყენებდა.

დათო გ. რუსთავის ზონაზე სწორედ 2012 წელს, ზაფხულში მოიყვანეს. ვერელი ბიჭი უბნელებმა მაშინვე იცნეს და გაოცებისგან პირი დააღეს. ყველა ერთსა და იმავეს ეკითხებოდა: "აქ რა გინდა?!"

"ვინ არის ეს დათო, ყველა პირდაღებული რომ დასდევს და ამის აქ ყოფნა უკვირთ? ცოტნე გამსახურდიას ნახვა არ უკვირთ, ქოქოლაძის ნახვა არ უკვირთ და კიდევ სხვა ნაცნობი თუ უცნობი გვამების და ეს რატომ უკვირთ?!" - ჰკითხა პატიმარმა N0578-მა ზონის მაყურებელს, რომელიც დათოს არათუ იცნობდა, არამედ, მისი ძმისშვილის ნათლიაც იყო.

"მაგას არ იცნობ შენ. ჩათვალე, მაგის დაჭერა ვანო მერაბიშვილის დაჭერის ტოლფასია - მაგის მარჯვენა ხელი იყო, ოღონდ არაოფიციალურად. ჩვენი ძმაა და აქ, მგონი, "პრისტუპნიკების" გამო მოხვდა. მერე გაგაცნობ და მეც მაინტერესებს, რა მოხდა", - უპასუხა მაყურებელმა.

ამ "მერეში" რამდენიმე დღე გავიდა. ზონაზე მთავარი სასაუბრო თემა მოახლოებული არჩევნები და დათო იყო, რომელსაც ხშირად ეკითხებოდნენ, წავაგებთ თუ მოვიგებთო და ისიც საკუთარ აზრს ამბობდა. სხვათა შორის, ნაციონალებს წაგებას უწინასწარმეტყველებდა და იქვე დააყოლებდა ხოლმე, მთავარია, ევროპამ და აშშ-მ მიშას სროლის უფლება არ მისცენ, თორემ გაისვრისო. პატიმარმა N0578-მა ამდენი ვეღარ აიტანა და მაყურებელს მიუვარდა: "ბოლოს და ბოლოს, დაველაპარაკოთ იმ შენ ძმაკაცს"...

დათო, ზონის მაყურებელი, პატიმარი N0578 და კიდევ ორი "კაი ბიჭი" მაყურებლების კამერაში ისხდნენ. ჩაი მაყურებელმა მოადუღა და მართლაია, ეს საქმე კარგად გამოსდიოდა, მაინც წუწუნებდა, რა გიჭირთ, "სვაბოდაზე" რომ გახვალთ, იტყვით, მაყურებელი "შნირად" გვყავდა, ჩაის გვიდუღებდაო. ყველა იღიმოდა... ცოტა ხნის შემდეგ ყველამ დათოს შეხედა და იმანაც დაიწყო:

"ვიცი, რა ხდება ახლა გარეთ და იმიტომ მეშინია, რომ მიშა გაისვრის. წაგების შემთხვევაში, გაისვრის და მოგების შემთხვევაში, ზონებზე ტევა აღარ იქნება. ლაითურშიც იმიტომ აშენებენ ზონას დაჩქარებული ტემპით, ხუთი ათას კაცზეა გათვლილი და დამიჯერეთ, არ ეყოფა..."

"პოლიტიკა მერე, აგერ, N0578-ს აინტერესებს ეგ და ვერსიებზე ცალკე ესაუბრე. რატომ დაგიჭირეს? შენს ნახვას აქ ვერ წარმოვიდგენდი, გაგწირა ვანომ?!" - ჰკითხა მაყურებელმა.

"ექვსი წელია, ვანოს გვერდით ვარ. კი იცი შენ, როგორ მოვხვდი იქ. "ნარუშილოვკა" მომცეს და ყველაფრის უფლება. ყველაფერში ყველაფერი შედიოდა და..."

"მოიცა, რა მოგცეს?" - შეაწყვეტინა N0578-მა.

"ნარუშილოვკა". საბუთია ასეთი, რომლის მფლობელსაც ვერაფერს ეუბნები, ვინაობას არ ეკითხები, მანქანას არ უჩხრეკ, მგზავრს არ ეკითხები არაფერს ანუ ჩათვალე ფულის საჭრელი მანქანაა, რა. ჰოდა, ამ "ნარუშილოვკისა" და ყველაფრის უფლების სანაცვლოდ, 24 საათი მზად ვიყავით ნებისმიერი დავალების შესასრულებლად. ეს შესაძლოა ყოფილიყო საიდუმლო და სახელმწიფო მნიშვნელობის დავალება, ან ძალიან მარტივი - რომელიმე ბიზნესმენის "მიკაჩავება", ვინმე თავხედის ცემა, რომელიმე მაღალჩინოსნის შვილს თუ აწუხებდა ვინმე, ჭკუის სწავლება და..."

"და სავარაუდოდ, ასეთმა ხალხმა ცემა ვალერი გელაშვილს, ხო?!" - ისევ ვერ მოითმინა N0578-მა.

"გელაშვილი ვინც ცემა, კი ვიცი, ყველას არა, მაგრამ ბევრს ჰქონდეს ეს "ნარუშილოვკა". ზოგადად, ამ ხელისუფლებას ყველაფერი ზედმეტად კარგად აქვს აწყობილი და დაწყობილი. ყველამ თავის საქმე იცის და თუ შეგეშალა, სასჯელიც შესაბამისია. მართალია, შეიძლება, ბევრი რამე უკანონოა, მაგრამ შიგნიდან რომ ვუყურებ, სხვანაირად არ გამოდის, რა..."

"და შენ რა შეგეშალა?!" - ჰკითხა მაყურებელმა.

"იცი შენ, ვისზეც ვამბობ, საზღვარზე გადავიყვანე ჩემი მანქანით. აქ ძებნაში იყო, "ნარუშილოვკა" ვაჩვენე საბაჟოზე და გამატარეს, აზერბაიჯანის მხარეს კი სულ ეკიდა, იძებნებოდა თუ არა. ასე გადავაპარე და გაიგეს. ვიცოდი, რომ გაიგებდნენ, მაგრამ იმდენი რამე მაქვს გაკეთებული, ამდენ რამეში ვიყავი გასვრილი, არ მეგონა, თუ გამიმეტებდნენ. არადა, მერე გავიგე, უშუალოდ ვანოს ბრძანება ყოფილა იმის დაკავება, მე კიდევ იმიტომ არ მითხრეს, რომ იცოდნენ, ჩემი ძმაკაცი იყო. ერთადერთი, რისი უფლებაც მომცეს, ზონა აირჩიეო და ეს ვარჩიე. ჩემები ხართ აქ მაინც და..."

"მოიცა, კაცო, რა ბრალდებით გამოგიშვეს?!" - გაიოცდა N0578.

"ქურდობის. 4 წელი მომცეს. აბა, იმას ხომ არ დაწერდნენ, "ნარუშილოვკიანმა" კაცმა საზღვარზე ძმაკაცი გადაიყვანა და იმ საბუთს ვანოს ხელმოწერა აქვსო... ვანო აღარ არის შს მინისტრი, მაგრამ მაგის გაცემული "ნარუშილოვკებით" ვმოძრაობდით..."

"და ეს "ნარუშილოვკა" ფულის საჭრელი მანქანა როგორ არის?!"

"მარტივად. ეს ძებნილი ჩემი ძმაკაცი იყო და ისე გადავიყვანე, სხვა ძებნილები, წვრილ-წვრილ ამბებზე რომ იძებნებიან და ქვეყნიდან გასვლა უნდათ, ფულს იხდიან. ეს ერთი! აქედან გადადიხარ, მაგალითად, აზერბაიჯანში ან სომხეთში, ტვირთავ მანქანას, რითიც გინდა და იქაურ მებაჟეებს ფულს უმაზავ, აქაურს კი "ნარუშილოვკას" აჩვენებ და შემოგაქვს კონიაკი, ხიზილალა და ათასი რამე განუბაჟებლად. მერე მიდიხარ რომელიმე ბიზნესმენთან და იმას აბარებ, რა თქმა უნდა, იმასაც აჩვენებ "ნარუშილოვკას" და იცის, რომ უნდა ჩაიბაროს და როგორც უნდა, ისე "გააპრავოს" ანუ თუ ძალიან დატვირთული არ ხარ, თუ მოძრაობ, თვეში ათი ათას დოლარზე მეტს იშოვი. ერთადერთი, ნარკოტიკზე ვიყავით მკაცრად გაფრთხილებულები და არც არავის შემოჰქონდა".

"ანუ ხელფასი არ გქონდათ?!"

"ხელფასი არა, მაგრამ სამსახურები გვქონდა. ვიღაც ექიმი იყო და ვიღაც კიდევ სკოლის მასწავლებელი ანუ გაფორმებულები ვიყავით და ხელფასს ვიღებდით, მაგის გარდა, ყველაფერზე მწვანე გვქონდა ანთებული და დებილი უნდა ყოფილიყავი, ფული რომ ვერ გეშოვა. მე სახელფასო კარტიდან ერთი თეთრიც არ მომიხსნია, ისე გროვდებოდა და გამოიყენებენ ახლა ჩემები..."

"ახლა რას აპირებ?!"

"არაფერს. "სროკი" არ მაქვს დიდი, დამასვენებენ, ალბათ, ერთი წელი, მერე გამიშვებენ, არაფერში სჭირდებათ ციხეში ჩემი ყოფნა. გარეთ უფრო სასარგებლო ვარ"...

"თქვენ ზონდერობაც გევალებოდათ ანუ მიტინგების დაშლა?!" - ისევ იკითხა მაყურებელმა.

"ვიღაცაზე დაყვირებიდან და შემოლაწუნებიდან დაწყებული, კაცის კვლით დამთავრებული, ყველაფერი გვევალებოდა. ჩვენ უფრო ქალაქში ვმოძრაობდით და მკვლელობას და ვინმეს გატაცება-დამწყვდევას არ გვავალებდნენ, ამისთვის სხვები ჰყავდათ..."

* * *

დათო ახლა თავისუფლებაზეა და "ნარუშილოვკის" გარეშე მოძრაობს. მიმდინარე წელს ვიღაცებთან შეკამათებისას დაჭრეს - როგორც ამბობენ, ის დრო გაუხსენეს, "ნარუშილოვკა" და ყველაფერზე მწვანე რომ ჰქონდა და დაჭრეს...

გაზეთი "ვერსია"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ