პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაუსრულებელი მშენებლობების ქალაქი, ანუ უტენდერო "თამაშები" - ჟურნალისტური მოკვლევის სკანდალური დასკვნა
დაუსრულებელი მშენებლობების ქალაქი, ანუ უტენდერო "თამაშები" - ჟურნალისტური მოკვლევის სკანდალური დასკვნა

"კვი­რის პა­ლიტ­რის" წინა ნო­მერ­ში გა­სულ სტა­ტი­ას - "მშე­ნებ­ლო­ბა მხარ-თე­ძო­ზე", დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. გა­ზე­თის მკი­თხვე­ლე­ბი გვწერ­დნენ კონ­კრე­ტულ მი­სა­მარ­თებს, სა­დაც უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა თბი­ლი­სის მე­რია სა­რე­მონ­ტო თუ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ებს აწარ­მო­ებს, გა­და­თხრი­ლია ქუ­ჩე­ბი, მო­სახ­ლე­ო­ბას გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბა, და­უს­რუ­ლე­ბელ მშე­ნებ­ლო­ბებს კი ბოლო არ უჩანს.

ჩვენ მკი­თხვე­ლე­ბის გა­მოგ­ზავ­ნილ ყვე­ლა მი­სა­მარ­თზე გა­ვე­დით და მე­ტად არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო სუ­რა­თი დაგ­ვხვდა (იხი­ლეთ ვი­დე­ო­ფაქ­ტე­ბი)

თვე­ზე მე­ტია, "ვარ­კე­თი­ლის" მეტ­როს ჩა­სას­ვლე­ლე­ბის რე­მონ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს. კი­ბე­ე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 3 კვი­რის წინ აყა­რეს და ამ დრომ­დე ვერ და­უ­გი­ათ. ხალ­ხი რის ვაი-ვაგ­ლა­ხით ახერ­ხებს მეტ­რო­ში ჩას­ვლა-ამოს­ვლას. მიმ­დე­ბა­რედ და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი აყ­რილ კი­ბე­ზე და­გორ­და კი­დეც. ცოტა ხნის წინ კი აქა­უ­რო­ბა ნა­გავ­საყ­რე­ლად იქცა. მეტ­როს ჩა­სას­ვლელ­ში კი­ბე­ე­ბის და­გე­ბა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ი­წყეს.

დიღ­მის მა­სივ­ში, მე-3 კვარ­ტალ­თან, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ აი­ღეს გზის სა­ფა­რი, თუმ­ცა სა­მუ­შა­ო­ე­ბი აქამ­დე არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ამ­ბობს, ბოლო 10 დღეა აყ­რი­ლი გზის და­სა­გე­ბად არც არა­ვინ გა­მო­ჩე­ნი­ლა. გა­და­თხრილ გზა­ზე ზო­გან ისე­თი ორ­მო­ე­ბია, რომ მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბა ჭირს. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ მტვერ­სა და უგ­ზო­ო­ბის გამო შექ­მნილ დის­კომ­ფორტზე, რომ­ლის გა­მოც მო­სახ­ლე­ო­ბა წუხს. არა­და, ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე ას­ფალ­ტის და­გე­ბას სულ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი სჭირ­დე­ბა.

და­ახ­ლო­ე­ბით 2 თვეა, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი­სა და გორ­კის ქუ­ჩე­ბის გა­დაკ­ვე­თა­ზე, გზის მოზ­რდი­ლი ნა­წი­ლი თბი­ლი­სის მე­რი­ის კე­თილ­მო­წყო­ბის სამ­სა­ხურს აქვს გა­და­კე­ტი­ლი და იქ სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებს აწარ­მო­ე­ბენ. ამის გამო მოძ­რა­ო­ბა გზა­ზე, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სატ­რან­სპორ­ტო კვან­ძია, შე­ფერ­ხე­ბუ­ლია და ხში­რად სა­ცო­ბე­ბი იქ­მნე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბა კი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი მშე­ნებ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ხმა­უ­რით, მტვრი­თა და სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო წყლე­ბის სუ­ნით არის შე­წუ­ხე­ბუ­ლი.

და­ახ­ლო­ე­ბით 7 თვეა გა­და­კე­ტი­ლია გა­და­სას­ვლე­ლი ხიდი ზა­ჰეს­ში - რო­გორც მისი სარ­კი­ნიგ­ზო გზა­გამ­ტა­რი, ასე­ვე სა­მან­ქა­ნო ხიდი. არა­და, სარ­კი­ნიგ­ზო გზა­გამ­ტა­რის სა­მუ­შა­ო­ე­ბი, მე­რი­ის მიერ მშე­ნე­ბელ კომ­პა­ნი­ას­თან და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, მა­ის­ში უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, სა­მან­ქა­ნო ხიდი კი მო­მა­ვა­ლი წლის თე­ბერ­ვალ­ში უნდა იყოს მზად. ბოლო 2 თვე ზა­ჰე­სის ხიდ­ზე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო. რო­გორც გა­ირ­კვა, მე­რი­ამ ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ კომ­პა­ნი­ას­თან, სამ­შე­ნებ­ლო კო­მერ­ცი­ულ კორ­პო­რა­ცია "ხიდ­თან" ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­წყვი­ტა. მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც სამ­შე­ნებ­ლო ობი­ექ­ტის ნა­წილ­ზე - სარ­კი­ნიგ­ზო გა­და­სას­ვლელ­ზე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად სხვა კომ­პა­ნია შე­ვი­და, რო­მე­ლიც მე­რი­ამ ტენ­დე­რის გა­რე­შე, ერთ პირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის გზით შე­არ­ჩია. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მან­ქა­ნო ხიდს, მისი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის ტენ­დე­რი ოქ­ტომ­ბერ­ში უნდა გა­მო­ცხად­დეს, რაც ნიშ­ნავს, რომ ზა­ჰე­სის ხიდი კი­დევ დიდ­ხანს იქ­ნე­ბა გა­და­კე­ტი­ლი.

უტენ­დერო "თა­მა­შე­ბი"

მე­რი­ის მიერ ტენ­დე­რის გა­რე­შე შერ­ჩე­უ­ლი კომ­პა­ნია კი "ენ­სი­სი" გახ­ლავთ, რო­მელ­ზეც წინა პუბ­ლი­კა­ცი­ა­შიც ვწერ­დით. ეს ის კომ­პა­ნი­აა, რო­მელ­მაც ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხი­დის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ტენ­დერ­ში გა­ი­მარ­ჯვა და რო­მე­ლიც გიგი უგუ­ლა­ვას მე­გო­ბარს, გიგი ქელ­ბა­ქი­ანს ეკუთ­ვნის. შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2012 წლის 21 ნო­ემ­ბერს შსს-მ გიგი ქელ­ბა­ქი­ა­ნი და მისი კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯე­რი არ­ჩილ ჩო­გო­ვა­ძე და­ა­კა­ვა. მათ ბრა­ლად სა­ხელ­მწი­ფო სახ­სრე­ბის დიდი ოდე­ნო­ბით მით­ვი­სე­ბა ედე­ბო­დათ. გა­მო­ძი­ე­ბა ასე­ვე იკ­ვლევ­და იმ სახ­სრე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბას, რომ­ლი­თაც "ენ­სი­სი" თბი­ლი­სის შე­მო­გა­რენ­ში, მა­შინ­დე­ლი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის­თვის, ფე­შე­ნე­ბე­ლურ აგა­რა­კებს აშე­ნებ­და.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დაუსრულებელი მშენებლობების ქალაქი, ანუ უტენდერო "თამაშები" - ჟურნალისტური მოკვლევის სკანდალური დასკვნა

დაუსრულებელი მშენებლობების ქალაქი, ანუ უტენდერო "თამაშები" - ჟურნალისტური მოკვლევის სკანდალური დასკვნა

"კვირის პალიტრის" წინა ნომერში გასულ სტატიას - "მშენებლობა მხარ-თეძოზე", დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გაზეთის მკითხველები გვწერდნენ კონკრეტულ მისამართებს, სადაც უკვე რამდენიმე თვეა თბილისის მერია სარემონტო თუ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს, გადათხრილია ქუჩები, მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემები ექმნება, დაუსრულებელ მშენებლობებს კი ბოლო არ უჩანს.

ჩვენ მკითხველების გამოგზავნილ ყველა მისამართზე გავედით და მეტად არასახარბიელო სურათი დაგვხვდა (იხილეთ ვიდეოფაქტები)

თვეზე მეტია, "ვარკეთილის" მეტროს ჩასასვლელების რემონტი მიმდინარეობს. კიბეები დაახლოებით 3 კვირის წინ აყარეს და ამ დრომდე ვერ დაუგიათ. ხალხი რის ვაი-ვაგლახით ახერხებს მეტროში ჩასვლა-ამოსვლას. მიმდებარედ დასაქმებულები ამბობენ, რომ რამდენიმე ადამიანი აყრილ კიბეზე დაგორდა კიდეც. ცოტა ხნის წინ კი აქაურობა ნაგავსაყრელად იქცა. მეტროს ჩასასვლელში კიბეების დაგება მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დაიწყეს.

დიღმის მასივში, მე-3 კვარტალთან, დაახლოებით ერთი თვის წინ აიღეს გზის საფარი, თუმცა სამუშაოები აქამდე არ დასრულებულა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, ბოლო 10 დღეა აყრილი გზის დასაგებად არც არავინ გამოჩენილა. გადათხრილ გზაზე ზოგან ისეთი ორმოებია, რომ მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება ჭირს. აღარაფერს ვამბობ მტვერსა და უგზოობის გამო შექმნილ დისკომფორტზე, რომლის გამოც მოსახლეობა წუხს. არადა, ამ მონაკვეთზე ასფალტის დაგებას სულ რამდენიმე საათი სჭირდება.

დაახლოებით 2 თვეა, ჯავახიშვილისა და გორკის ქუჩების გადაკვეთაზე, გზის მოზრდილი ნაწილი თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს აქვს გადაკეტილი და იქ სარემონტო სამუშაოებს აწარმოებენ. ამის გამო მოძრაობა გზაზე, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია, შეფერხებულია და ხშირად საცობები იქმნება. მოსახლეობა კი დაუსრულებელი მშენებლობით გამოწვეული ხმაურით, მტვრითა და საკანალიზაციო წყლების სუნით არის შეწუხებული.

დაახლოებით 7 თვეა გადაკეტილია გადასასვლელი ხიდი ზაჰესში - როგორც მისი სარკინიგზო გზაგამტარი, ასევე სამანქანო ხიდი. არადა, სარკინიგზო გზაგამტარის სამუშაოები, მერიის მიერ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, მაისში უნდა დასრულებულიყო, სამანქანო ხიდი კი მომავალი წლის თებერვალში უნდა იყოს მზად. ბოლო 2 თვე ზაჰესის ხიდზე სარემონტო სამუშაოები შეჩერებული იყო. როგორც გაირკვა, მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, სამშენებლო კომერციულ კორპორაცია "ხიდთან" ხელშეკრულება გაწყვიტა. მხოლოდ რამდენიმე დღეა, რაც სამშენებლო ობიექტის ნაწილზე - სარკინიგზო გადასასვლელზე სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად სხვა კომპანია შევიდა, რომელიც მერიამ ტენდერის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შეარჩია. რაც შეეხება სამანქანო ხიდს, მისი რეაბილიტაციისთვის ტენდერი ოქტომბერში უნდა გამოცხადდეს, რაც ნიშნავს, რომ ზაჰესის ხიდი კიდევ დიდხანს იქნება გადაკეტილი.

უტენდერო "თამაშები"

მერიის მიერ ტენდერის გარეშე შერჩეული კომპანია კი "ენსისი" გახლავთ, რომელზეც წინა პუბლიკაციაშიც ვწერდით. ეს ის კომპანიაა, რომელმაც ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციის ტენდერში გაიმარჯვა და რომელიც გიგი უგულავას მეგობარს, გიგი ქელბაქიანს ეკუთვნის. შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 21 ნოემბერს შსს-მ გიგი ქელბაქიანი და მისი კომპანიის ფინანსური მენეჯერი არჩილ ჩოგოვაძე დააკავა. მათ ბრალად სახელმწიფო სახსრების დიდი ოდენობით მითვისება ედებოდათ. გამოძიება ასევე იკვლევდა იმ სახსრების წარმომავლობას, რომლითაც "ენსისი" თბილისის შემოგარენში, მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირებისთვის, ფეშენებელურ აგარაკებს აშენებდა.

იხილეთ გაგრძელება

რა ხდებოდა თბილისის მეტროში, რომელმაც ორთვიანი პაუზის შემდეგ მუშაობა დღეს განაახლა

"საქართველოში არიან ისეთები, რომლებმაც კოვიდ-19 გადაიტანეს და ვერ გაიგეს" - პაატა იმნაძე

"არ იქნება იმის საჭიროებაა, რომ კერძი დისტანციურად გასტყორცნონ სუფრაზე" - ხათუნა ზახაშვილი მიმტანების ჩაცმულობასა და მოქცევის წესებზე