"თქვენს შორის ნორმალური ბავშვებიც არიან. ხვალ სკოლაში არ წახვიდეთ, თუ თქვენ ჩრდილო-დასავლეთით ცხოვრობთ. დილით გაიგებთ, რაც მოხდა" - ეს ჩანაწერი ანონიმურ ფორუმ 4ცჰან -ზე 1- ოქტომბერის საღამოს ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა. ეს გაფრთხილება სერიოზულად არავის აღუქვია. დღეს ამერიკელი სამართალდამცავები უკვე ფიქრობენ, რომ ჩანაწერი იმ მკვლელს ეკუთვნის, ვინც ორეგანოს შტატის პატარა ქალაქ როზბურგში სასაკლაო მოაწყო.
2 ოქტომბერს, დილის 10 საათზე, ქალაქის სტუდენტურ კამპუსში მძიმედ შეიარაღებული ახალგაზრდა გამოჩნდა, რომელმაც სტუდენტებს ცეცხლი გაუხსნა. თვითმხილველთა თქმით, მკვლელი ჯერ სტუდენტების აღმსარებლობით ინტერესდებოდა, არასასურველი პასუხის შემთხვევაში კი მათ ესროდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მისი სამიზნე ქრისტიანები იყვნენ. გარდაცვლილია 10, მძიმედ დაჭრილია 7 ადამიანი. შედარებით მსუბუქად დაშავებულთა რიცხვი კი გაცილებით დიდია. გარდაცლილთა ასაკი 18 - 67-წლამდე მერყეობს, ყველაზე უფროსი მასწავლებელი იყო.
მკვლელი 26 წლის სტუდენტი კრის ჰარპერ მერსერი აღმოჩნდა. პოლიციის განცხადებით, მას არაკანონიერი გზით შეძენილი ჰქონდა 13 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, რომელთაგან სტუდენტთა კამპუსში 6 - ით - პისტოლეტებითა და შაშხანით შეიარაღებული გამოცხადდა, დამნაშავეს ჯავშანჟილეტი ეცვა. მოკლედ, მკვლელობისთვის კარგად იყო მომზადებული.
მან თავდასხმისთვის ყველაზე ხალხმრავალი აუდიტორია აირჩია. მერსერმა ცეცხლი გაუხსნა პოლიციასაც, ორმხრივი სროლისას ის ადგილზე მოკლეს.
როგორც პრესა წერს, გაფრთხილების გარდა მკვლელმა კიდევ ერთი წერილი დატოვა, რომლის მიხედვითაც მან ეს მასობრივი მკვლელობა მიუძღვნა ეპოლოტ როჯერს, რომელმაც შარშან კალიფორნიის უნივერსიტეტთან 6 ადამიანი მოკლა.