იუმორისტი გოჩა თანდარაშვილი 10 წუთის განმავლობაში, თავს გადამხდარ ისტორიას ყვება:
"რომ იგონებენ ხოლმე, 2 ისეთ ამბავს წავაწყდი 10 წუთში:
#1
მარკეტის სალაროსთან ჩემს უკან საშუალო ასაკის ცოლ-ქმარი იდგა, ჩემს წინ 2 ინდოელი (ან პაკისტანელი, ან შრი-ლანკელი), რომლებიც მართლა საკმაოდ ხმადაბლა ხალისობდნენ და იცინოდნენ. უკანა ცოლი ქმარს:
- ნახე რა, თან ხმამაღლა რომ ლაპარაკობენ და იცინიან. მართლა როგორი გამაღიზიანებლები არიან. ამათი ნახვა მინდოდა ახლა ზიარებიდან გამოსულს?
#2
გამოვედი და ტაქსში ჩავჯექი. ჩემი ასაკის ბიჭია, კონტაქტური, გაქნილი ტიპები რომ არიან, ისეთი:
- რა ეშველება ახლა რუსთავი 2-ს?
- რა ვიცი აბა, ვნახოთ. იქნება რამე
- ამათი დედა... ისე იზამენ, ის მიშა მოენატრება ხალხს. იჭერდა, იჭერდაო... დასაჭერი ვიყავი და დამიჭირა. მთელი ცხოვრება ვიპარავდი და ვიღაცას ხომ უნდა დავეჭირე?!
###
დანარჩენზე თქვენ იმსჯელეთ, ვისვენებ მე დღეს" - წერს თანდარაშვილი.