ქართველი ფერმერების რუსული რულეტი

ქართველი ფერმერების რუსული რულეტი

2015 წლის 20 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ გაანადგურა მოსავალი და ინფრასტრუქტურა აღმოსავლეთ კახეთში.

მხოლოდ ყვარელში სეტყვამ 1300 ჰექტარი საფერავი და 1000 ჰექტარი რქაწითელი გაანადგურა, რითიც 500-ზე მეტი გლეხი დააზარალა. ეს მხოლოდ ნაწილია ბოლო წლებში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფებისა, რაც ქართველ გლეხებს დაატყდათ თავს. ყველაზე სერიოზული შემთხვევა მოხდა 2012 წლის ივლისში, როდესაც ძლიერმა წვიმამ, ქარმა, სეტყვამ და წყალდიდობამ დააზიანა ათასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა კახეთში, სახურავი გადახადა სახლებს და მნიშვნელოვნად დააზიანა რეგიონის ინფრასტრუქტურა.

მართალია, ბუნებრივი კატასტროფების თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ გლეხებს შეუძლიათ გამოიყენონ ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები ან სარწყავები, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ დანაკარგი. მათ შეუძლიათ მოსავლის დივერსიფიცირებისა და ტერიტორიების გაზრდის მეშვეობით თავი დაიზღვიონ ბუნების მიერ მიყენებული დანაკარგისგან. მართალია, ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ რისკების შემცირების ასეთი ზომები დაეხმარებათ მათ უფრო სტაბილური გახადონ თავისი შემოსავალი. დაბოლოს, აგრო დაზღვევა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც რისკების შემცირების დამატებითი საშუალება ისეთი ძლიერი სტიქიური უბედურებების შემთხვევაში, როგორიცაა ადრეული ყინვები, წყალდიდობა, გვალვა, ქარიშხალი.

2014 წლამდე აგრო დაზღვევის შესახებ საქართველოში თითქმის არავის არაფერი სმენოდა. დაზღვევის ნაცვლად, ქართველი გლეხების აბსოლუტურ უმრავლესობას ერჩია რუსული რულეტი ეთამაშა დედაბუნებასთან. ისინი ყოველთვის ასე იქცეოდნენ, რადგან არასოდეს ჰქონდათ ხელზე საკმარისი თანხა, უგულებელყოფდნენ რისკებს და... მუდამ მთავრობის დახმარების იმედად იყვნენ.

2014 წელს ქვეყნის მთავრობამ დაიწყო სუბსიდირებული აგროდაზღვევის პროგრამის პილოტირება იმის იმედით, რომ ბაზარს ახალ „წონასწორობაში“ გადაიყვანდა. იმ წელს თითქმის 21,000 პოლისი „გაიყიდა“ სიმბოლურ ფასად, რომელიც რეალური ფასის მხოლოდ 6%-ს შეადგენდა (დარჩენილ 94%-ს, როგორც წესი, მთავრობა ფარავდა). თუმცა ერთი წლის შემდეგ, როგორც კი მთავრობამ სუბსიდიის მოცულობა 55%-მდე შეამცირა, გაყიდული პოლისების რაოდენობა 3,500-ზე ქვემოთ დაეცა.

2015 წელს გაყიდული პოლისების რაოდენობის ასეთ მკვეთრ ვარდნას სხვა მიზეზებიც ჰქონდა. სუბსიდიის მოცულობა არა მხოლოდ შემცირდა 94-დან 55%-მდე, არამედ ის ხელმისაწვდომი გახდა მხოლოდ მცირემიწიანი ფერმერებისთვის (ამით აიხსნება დაზღვეული მიწების რაოდენობის მკვეთრი შემცირებაც). ცხადია, 2015 წლის ბოლომდე სადაზღვევო პოლისები კიდევ გაიყიდება, მაგრამ აშკარაა, რომ პილოტმა ვერ მოიტანა მდგრადი შედეგები.

უნდა დაისვას ორი კითხვა: რატომ ვერ მოხერხდა აგრო დაზღვევის ბაზრის შექმნა, რომელზეც სუბსიდიის სახით გადასახადის გადამხდელთა 10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა? და შეუძლია თუ არა საქართველოს მთავრობას, უკეთ იმუშაოს ამ მიმართულებით?

იხილეთ გაგრძელება

გენოციდის ბრალდება, როგორც რუსული პროპაგანდისტული იარაღი და „ცხინვალი 1920“- ფილმად გადაღებული ისტორიული სინამდვილე

"კოვიდცენტრებში 241 ადამიანი მკურნალობს... მცირე მატება ილუზიას ქმნის, თითქოს ქვეყანაში ინფიცირებულები არ არიან" - მარინა ეზუგბია ეპიდსიტუაციაზე

საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა და 4 განკურნებულია - ახალი მონაცემები