საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკავებული დელეგატი, გაბრაზებული არველაძე და ფიფია ბოიკოტის ზღვარზე - ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო დღის ყველა სკანდალი
დაკავებული დელეგატი, გაბრაზებული არველაძე და ფიფია ბოიკოტის ზღვარზე - ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო დღის ყველა სკანდალი

უახ­ლე­სი ამ­ბე­ბი:

13:32| სი­ტყვი­ე­რი და­პირსპი­რე­ბა რო­მან ფი­ფი­ა­სა და შოთა არ­ვე­ლა­ძეს შო­რის

13:03| ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბა რეზი არ­ვე­ლა­ძეს - "ჰო­ლი­დეი ინნ"-ში მღელ­ვა­რე­ბა პიკს აღ­წევს

12:27| კო­ბი­აშ­ვი­ლის შტაბ­ში აცხა­დე­ბენ, რომ ყრი­ლო­ბის დე­ლე­გა­ტე­ბი ოთახ­ში ჩა­კე­ტეს

სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­არ­ჩევ­ნო ყრი­ლო­ბის ერთ-ერთი დე­ლე­გა­ტი გეგა გო­ბე­ჯიშ­ვი­ლი დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­შია, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გეგა გო­ბე­ჯიშ­ვილს მე­უღ­ლემ, თათა ხუნ­და­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, გეგა გო­ბე­ჯიშ­ვი­ლი გუ­შინ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა კორ­პუ­სის სა­დარ­ბა­ზო­ში აიყ­ვა­ნეს.

"და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზად გან­გვი­მარ­ტეს, რომ ჰქონ­დათ ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. გვი­თხრეს, რომ გეგა სა­დარ­ბა­ზო­ში მო­იხ­მარ­და ნარ­კო­ტი­კულ ნივ­თი­ე­რე­ბას", - გა­ნა­ცხა­და და­კა­ვე­ბუ­ლის მე­უღ­ლემ.

მისი თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის ყვე­ლა ვადა ამო­წუ­რუ­ლია, გეგა ჯერ კი­დევ არ გა­და­უყ­ვა­ნი­ათ სა­სა­მარ­თლო­ში.

თუ გეგა გო­ბე­ჯიშ­ვილს არ გა­მო­უშ­ვე­ბენ, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ვი­ღებ, - ამის შე­სა­ხებ ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი, რეზი არ­ვე­ლა­ძე ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე წერს.

"გეგა გა­და­იყ­ვა­ნეს წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში, დი­ღომ­ში, ქა­ლა­ქის სამ­მარ­თვე­ლო­ში (ესე გვე­უბ­ნე­ბი­ან). ვე­ლო­დე­ბით გო­ნივ­რულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას - მის გა­მოშ­ვე­ბას. თუ ეს არ მოხ­და და მალე არ მოხ­და, ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვიდ­გე­ბი ბო­ლომ­დე. არ მი­ვი­ღებ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მის გა­მოშ­ვე­ბამ­დე და მხო­ლოდ მისი გა­მოშ­ვე­ბის შემ­დეგ მი­ვი­ღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბის შე­სა­ხებ. ისევ და ისევ, მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლა დე­ლე­გატს გა­მო­ხა­ტონ პო­ზი­ცია და დაგ­ვიდ­გნენ გვერ­დით!!", - წერს არ­ვე­ლა­ძე, რო­მე­ლიც ამ დრო­ის­თვის სას­ტუმ­რო "ჰო­ლი­დეი ინნ"-ში იმ­ყო­ფე­ბა, თუმ­ცა მას ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რაჭა-ლე­ჩხუ­მი-ქვე­მო სვა­ნე­თი­სა და გუ­რი­ის დე­ლე­გა­ტებს ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბა შე­უ­ნარ­ჩუნ­დე­ბათ, სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბე­ბი არ­ჩევ­ნებს ბო­ი­კოტს გა­მო­ვუ­ცხა­დებთ , - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "დი­ნა­მო თბი­ლი­სის" პრე­ზი­დენ­ტმა რო­მან ფი­ფი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

"ეს იქ­ნე­ბა უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ჩვენ ამ უკა­ნო­ნო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას არ ვა­პი­რებთ", - აღ­ნიშ­ნა რო­მან ფი­ფა­ი­ამ.

რაჭა-ლე­ჩხუ­მის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ი­სა და გუ­რი­ის რე­გი­ო­ნუ­ლი ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის დე­ლე­გა­ტე­ბი გია გი­ლი­გაშ­ვი­ლი და გოჩა ტყე­ბუ­ჩა­ვა დღე­ვან­დელ არ­ჩევ­ნებ­ში მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

რო­გორც ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ამ დე­ლე­გა­ტე­ბის­თვის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბის გა­უქ­მე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კა­ნონ­დარ­ღვე­ვით მი­ი­ღო სპორ­ტუ­ლი ტრი­ბუ­ნა­ლის ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა და შე­სა­ბა­მი­სად ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბა­თი­ლად არის ცნო­ბი­ლი.

რაც შე­ე­ხებ პრე­ზი­დენ­ტო­ბის კი­დევ ერთ კან­დი­დატს, ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილს, ის ოპ­ტი­მის­ტუ­რად არის გან­წყო­ბი­ლი.

თუ რა მო­ლო­დი­ნი მაქვს, ეს არა­ერ­თხელ მით­ქვამს, ეს არის გა­მარ­ჯვე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა, ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ყრი­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე სხვა კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბას არ აპი­რებს.

კო­ბი­აშ­ვი­ლი ასე­ვე არ აკე­თებს კო­მენ­ტარს ერთ-ერთი დე­ლე­გა­ტის, გეგა გო­ბე­ჯიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბა­ზე.

ამას­თან, ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილ­სა და ყრი­ლო­ბის სხვა მო­ნა­წი­ლე­ებს ჯერ არ უშ­ვე­ბენ იმ დარ­ბაზ­ში, სა­დაც ყრი­ლო­ბა უნდა გა­ი­მარ­თოს. კო­ბი­აშ­ვი­ლი ამის გამო უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამს. მისი თქმით, ჯერ შე­ა­ფერ­ხეს დარ­ბა­ზამ­დე მოს­ვლა­ში, ახალ კი - შიგ­ნით არ უშ­ვე­ბენ.

ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის­თვის სამი კან­დი­და­ტი იბ­რძვის: რე­ვაზ არ­ვე­ლა­ძე, ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი და მა­მუ­კა კვა­რა­ცხე­ლია. ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი 4 წლის ვა­დით ირ­ჩე­ვა. აქამ­დე ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვას ეკა­ვა, რო­მე­ლიც ვა­და­ზე ადრე, არ­ჩევ­ნე­ბა­მე და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვით ადრე გა­დად­გა. ამ­ჟა­მად პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბას ვიცე პრე­ზი­დენ­ტი ალექ­სან­დრე ჩი­ვა­ძე ას­რუ­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

დაკავებული დელეგატი, გაბრაზებული არველაძე და ფიფია ბოიკოტის ზღვარზე - ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო დღის ყველა სკანდალი

დაკავებული დელეგატი, გაბრაზებული არველაძე და ფიფია ბოიკოტის ზღვარზე - ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო დღის ყველა სკანდალი

უახლესი ამბები:

13:32| სიტყვიერი დაპირსპირება რომან ფიფიასა და შოთა არველაძეს შორის

13:03| ლევან კობიაშვილის ბრალდება რეზი არველაძეს - "ჰოლიდეი ინნ"-ში მღელვარება პიკს აღწევს

12:27| კობიაშვილის შტაბში აცხადებენ, რომ ყრილობის დელეგატები ოთახში ჩაკეტეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორშია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გეგა გობეჯიშვილს მეუღლემ, თათა ხუნდაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, გეგა გობეჯიშვილი გუშინ სამართალდამცავებმა კორპუსის სადარბაზოში აიყვანეს.

"დაკავების მიზეზად განგვიმარტეს, რომ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია. გვითხრეს, რომ გეგა სადარბაზოში მოიხმარდა ნარკოტიკულ ნივთიერებას", - განაცხადა დაკავებულის მეუღლემ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი დაკავების ყველა ვადა ამოწურულია, გეგა ჯერ კიდევ არ გადაუყვანიათ სასამართლოში.

თუ გეგა გობეჯიშვილს არ გამოუშვებენ, არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი, რეზი არველაძე ფეისბუქის გვერდზე წერს.

"გეგა გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, დიღომში, ქალაქის სამმართველოში (ესე გვეუბნებიან). ველოდებით გონივრულ გადაწყვეტილებას - მის გამოშვებას. თუ ეს არ მოხდა და მალე არ მოხდა, ჩემს მეგობრებთან ერთად ვიდგები ბოლომდე. არ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას მის გამოშვებამდე და მხოლოდ მისი გამოშვების შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ. ისევ და ისევ, მოვუწოდებ ყველა დელეგატს გამოხატონ პოზიცია და დაგვიდგნენ გვერდით!!", - წერს არველაძე, რომელიც ამ დროისთვის სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში იმყოფება, თუმცა მას ჟურნალისტებთან ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

იმ შემთხვევაში, თუ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთისა და გურიის დელეგატებს ხმის მიცემის უფლება შეუნარჩუნდებათ, საფეხბურთო კლუბები არჩევნებს ბოიკოტს გამოვუცხადებთ , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ განუცხადა.

"ეს იქნება უკანონო გადაწყვეტილება და ჩვენ ამ უკანონობაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ", - აღნიშნა რომან ფიფაიამ.

რაჭა-ლეჩხუმის ფეხბურთის ფედერაციისა და გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის დელეგატები გია გილიგაშვილი და გოჩა ტყებუჩავა დღევანდელ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამ დელეგატებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების გაუქმების გადაწყვეტილება კანონდარღვევით მიიღო სპორტული ტრიბუნალის ყოფილმა ხელმძღვანელმა და შესაბამისად ეს გადაწყვეტილება ბათილად არის ცნობილი.

რაც შეეხებ პრეზიდენტობის კიდევ ერთ კანდიდატს, ლევან კობიაშვილს, ის ოპტიმისტურად არის განწყობილი.

თუ რა მოლოდინი მაქვს, ეს არაერთხელ მითქვამს, ეს არის გამარჯვება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ყრილობის დასრულებამდე სხვა კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

კობიაშვილი ასევე არ აკეთებს კომენტარს ერთ-ერთი დელეგატის, გეგა გობეჯიშვილის დაკავებაზე.

ამასთან, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატ ლევან კობიაშვილსა და ყრილობის სხვა მონაწილეებს ჯერ არ უშვებენ იმ დარბაზში, სადაც ყრილობა უნდა გაიმართოს. კობიაშვილი ამის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს. მისი თქმით, ჯერ შეაფერხეს დარბაზამდე მოსვლაში, ახალ კი - შიგნით არ უშვებენ.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია