სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიკა ლაბაძისა და ჯუზეპე მარელას მისტიკური სიყვარული - "შემიძლია, ლიკას გამო მართლმადიდებლურად მოვინათლო"
ლიკა ლაბაძისა და ჯუზეპე მარელას მისტიკური სიყვარული - "შემიძლია, ლიკას გამო მართლმადიდებლურად მოვინათლო"

და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ ლიკა ლა­ბა­ძე ნიუ-იორ­კის დრა­მა­ტუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის, კი­ნო­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში წა­ვი­და სას­წავ­ლებ­ლად. ლი­კამ ოც­ნე­ბა აის­რუ­ლა, მსა­ხი­ო­ბო­ბას ეუფ­ლე­ბა. ამე­რი­კა ძა­ლი­ან შე­უყ­ვარ­და და ლი­კას ამის­თვის ბევ­რი მი­ზე­ზი აქვს. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი მი­ზე­ზი კი ისაა, რომ მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი - ჯუ­ზე­პე მა­რე­ლა გა­იც­ნო. ჯუ­ზე­პეს­თან შეხ­ვედ­რას ლიკა იტა­ლი­ა­ში ხუთი წლის წინ მომ­ხდარ ამ­ბავს უკავ­ში­რებს:

ხუთი წლის წინ ოპე­რის თე­ატ­რი გას­ტრო­ლით ვი­ყა­ვით ვე­რო­ნა­ში, ჯუ­ლი­ე­ტას და რო­მე­ოს მუ­ზე­უმ­ში დავ­წე­რე წე­რი­ლი, რო­გორ ბიჭს მინ­დო­და შევ­ხვედ­რო­დი. ამ იტა­ლი­ურ ტრა­დი­ცი­ა­ზე ამ­ბო­ბენ, რომ ხში­რად სრულ­დე­ბა. წე­რი­ლი დავ­ტო­ვე, ქუ­ჩა­ში გა­მო­ვე­დი. მარ­გა­ლი­ტის პა­ტა­რა სა­ყუ­რე­ე­ბი მე­კე­თა, ერთი ჩა­მო­ვარ­და და ქვა­ფე­ნილ­ზე და­მი­ვარ­და. რამ­დე­ნი­მე გო­გო­ნა გა­ვე­კი­დეთ, მაგ­რამ სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო მილ­ში ჩა­ვარ­და და დავ­კარ­გე. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, ნინო გო­გუ­ამ მი­თხრა, ვიცი, ეს რა­საც ნიშ­ნავს, შენ გა­იც­ნობ იტა­ლი­ელ ბიჭს, რო­მელ­საც შე­უყ­ვარ­დე­ბი და მარ­გა­ლი­ტის სა­ყუ­რეს გა­ჩუ­ქებ­სო. ამა­ზე, რა თქმა უნდა, მა­შინ გა­მე­ცი­ნა, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ბა­დე­ბის დღე მქონ­და და ჯუ­ზე­პემ მარ­გა­ლი­ტის სა­ყუ­რე­ე­ბი მა­ჩუ­ქა. ასე­თი მის­ტი­კუ­რი რამ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, – გვი­თხრა შეხ­ვედ­რის და­სა­წყის­ში ლი­კამ.

ლი­კამ და ჯუ­ზე­პემ სა­ქარ­თვე­ლო­ში ზა­ფხუ­ლის რამ­დე­ნი­მე დღე გა­ა­ტა­რეს.

- ჯუ­ზე­პე, რო­გორ გახ­სენ­დე­ბა ლი­კას­თან პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა, რა გა­ი­ფიქ­რე, რო­დე­საც ის და­ი­ნა­ხე?

- სკო­ლა­ში ჩას­ვლა ერთი კვი­რით და­ვაგ­ვი­ა­ნე. ამის გამო ვნერ­ვი­უ­ლობ­დი და გა­დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი. მთე­ლი ზა­ფხუ­ლი ვმუ­შა­ობ­დი. მო­დე­ლი და მსა­ხი­ო­ბი ვარ და მინ­დო­და, ამე­რი­კულ კი­ნო­ში მე­ცა­და ბედი. ნიუ-იორკში ჩას­ვლით ძა­ლი­ან აჟი­ტი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და სა­ერ­თოდ არ ვფიქ­რობ­დი ვინ­მეს­თან სე­რი­ო­ზულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. მთლი­ა­ნად სწავ­ლა­ზე ვი­ყა­ვი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ რო­დე­საც ჩვენს საკ­ლა­სო ოთახ­ში შე­ვე­დი და ლიკა და­ვი­ნა­ხე, მის გარ­და სხვას ვე­ღა­რა­ფერს ვამ­ჩნევ­დი. მსგავ­სი რამ არას­დროს მიგ­რძნია. ვუ­ყუ­რებ­დი ლი­კას და თით­ქოს დრო გა­ჩერ­და. იმ­წუ­თას ჩვენ ორის გარ­და ვე­რა­ფერს ვხე­დავ­დი. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ ცო­ტა­თი შე­მე­შინ­და კი­დეც. მსგავს რა­მეს სა­ერ­თოდ არ ვე­ლო­დი.

- ლიკა, შენც მსგავ­სი გრძნო­ბა გა­გიჩ­ნდა?

- ჯუ­ზე­პე რომ და­ვი­ნა­ხე, რა თქმა უნდა, ჩემი ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. გა­ვუ­ღი­მე. მერე გა­ვი­ცა­ნი და დავ­მე­გობ­რდით. რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ამ­ბო, რაც ჩემი და­ნახ­ვი­სას იგ­რძნო.

- ჯუ­ზე­პე, რო­გო­რი იყო შენი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, სა­ნამ ლი­კას შეხ­ვდე­ბო­დი?

- რა თქმა უნდა, მქო­ნია ხან­გრძლი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მაგ­რამ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ. ძა­ლი­ან ბევ­რს ვმოგ­ზა­უ­რობ­დი მა­მა­ჩემ­თან ერ­თად. მამა გე­მის კა­პი­ტა­ნი იყო და სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა და მოგ­ზა­უ­რო­ბა მი­წევ­და. ხუთი წელი ბრა­ზი­ლი­ა­ში ვცხოვ­რობ­დი. მერე საფ­რან­გეთ­ში, პა­რიზ­ში ვმუ­შა­ობ­დი. ამე­რი­კა­შიც ვცხოვ­რობ­დი და ვმუ­შა­ობ­დი. გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ბევ­რს ვმუ­შა­ობ­დი. ვცხოვ­რობ­დი ლონ­დონ­ში, მად­რიდ­ში. წარ­მო­შო­ბით იტა­ლი­ი­დან ვარ, მაგ­რამ მომ­თა­ბა­რე ცხოვ­რე­ბას ვე­წე­ვი. გა­მო­დის, რომ ყალ­ბი იტა­ლი­ე­ლი ვარ. მშობ­ლე­ბი იტა­ლი­ა­ში ცხოვ­რო­ბენ და რო­გორც კი თა­ვი­სუ­ფალ დროს გა­მოვ­ნა­ხავ, მათ­თან ჩავ­დი­ვარ. ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი პე­რი­ო­დი საფ­რან­გეთ­ში მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. ჩემ­ში ბევ­რი რა­მაა ფრან­გუ­ლი, მაგ­რამ გული იტა­ლი­უ­რი მაქვს.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ლიკა ლაბაძისა და ჯუზეპე მარელას მისტიკური სიყვარული - "შემიძლია, ლიკას გამო მართლმადიდებლურად მოვინათლო"

ლიკა ლაბაძისა და ჯუზეპე მარელას მისტიკური სიყვარული - "შემიძლია, ლიკას გამო მართლმადიდებლურად მოვინათლო"

დაახლოებით ერთი წლის წინ ლიკა ლაბაძე ნიუ-იორკის დრამატული ხელოვნების, კინოსა და ტელევიზიის კონსერვატორიაში წავიდა სასწავლებლად. ლიკამ ოცნება აისრულა, მსახიობობას ეუფლება. ამერიკა ძალიან შეუყვარდა და ლიკას ამისთვის ბევრი მიზეზი აქვს. ყველაზე მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ მეორე ნახევარი - ჯუზეპე მარელა გაიცნო. ჯუზეპესთან შეხვედრას ლიკა იტალიაში ხუთი წლის წინ მომხდარ ამბავს უკავშირებს:

ხუთი წლის წინ ოპერის თეატრი გასტროლით ვიყავით ვერონაში, ჯულიეტას და რომეოს მუზეუმში დავწერე წერილი, როგორ ბიჭს მინდოდა შევხვედროდი. ამ იტალიურ ტრადიციაზე ამბობენ, რომ ხშირად სრულდება. წერილი დავტოვე, ქუჩაში გამოვედი. მარგალიტის პატარა საყურეები მეკეთა, ერთი ჩამოვარდა და ქვაფენილზე დამივარდა. რამდენიმე გოგონა გავეკიდეთ, მაგრამ საკანალიზაციო მილში ჩავარდა და დავკარგე. ჩემმა მეგობარმა, ნინო გოგუამ მითხრა, ვიცი, ეს რასაც ნიშნავს, შენ გაიცნობ იტალიელ ბიჭს, რომელსაც შეუყვარდები და მარგალიტის საყურეს გაჩუქებსო. ამაზე, რა თქმა უნდა, მაშინ გამეცინა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე მქონდა და ჯუზეპემ მარგალიტის საყურეები მაჩუქა. ასეთი მისტიკური რამ ჩემს ცხოვრებაში არაფერი მომხდარა, – გვითხრა შეხვედრის დასაწყისში ლიკამ.

ლიკამ და ჯუზეპემ საქართველოში ზაფხულის რამდენიმე დღე გაატარეს.

- ჯუზეპე, როგორ გახსენდება ლიკასთან პირველი შეხვედრა, რა გაიფიქრე, როდესაც ის დაინახე?

- სკოლაში ჩასვლა ერთი კვირით დავაგვიანე. ამის გამო ვნერვიულობდი და გადაღლილი ვიყავი. მთელი ზაფხული ვმუშაობდი. მოდელი და მსახიობი ვარ და მინდოდა, ამერიკულ კინოში მეცადა ბედი. ნიუ-იორკში ჩასვლით ძალიან აჟიტირებული ვიყავი და საერთოდ არ ვფიქრობდი ვინმესთან სერიოზულ ურთიერთობაზე. მთლიანად სწავლაზე ვიყავი ორიენტირებული, მაგრამ როდესაც ჩვენს საკლასო ოთახში შევედი და ლიკა დავინახე, მის გარდა სხვას ვეღარაფერს ვამჩნევდი. მსგავსი რამ არასდროს მიგრძნია. ვუყურებდი ლიკას და თითქოს დრო გაჩერდა. იმწუთას ჩვენ ორის გარდა ვერაფერს ვხედავდი. ეს ყველაფერი იმდენად ძლიერი იყო, რომ ცოტათი შემეშინდა კიდეც. მსგავს რამეს საერთოდ არ ველოდი.

- ლიკა, შენც მსგავსი გრძნობა გაგიჩნდა?

- ჯუზეპე რომ დავინახე, რა თქმა უნდა, ჩემი ყურადღება მიიპყრო. გავუღიმე. მერე გავიცანი და დავმეგობრდით. რამდენიმე თვის განმავლობაში მხოლოდ მეგობრები ვიყავით. მოგვიანებით მიამბო, რაც ჩემი დანახვისას იგრძნო.

- ჯუზეპე, როგორი იყო შენი პირადი ცხოვრება, სანამ ლიკას შეხვდებოდი?

- რა თქმა უნდა, მქონია ხანგრძლივი ურთიერთობები, მაგრამ დაოჯახებული არასდროს ვყოფილვარ. ძალიან ბევრს ვმოგზაურობდი მამაჩემთან ერთად. მამა გემის კაპიტანი იყო და სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრება და მოგზაურობა მიწევდა. ხუთი წელი ბრაზილიაში ვცხოვრობდი. მერე საფრანგეთში, პარიზში ვმუშაობდი. ამერიკაშიც ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. განათლების მისაღებად ბევრს ვმუშაობდი. ვცხოვრობდი ლონდონში, მადრიდში. წარმოშობით იტალიიდან ვარ, მაგრამ მომთაბარე ცხოვრებას ვეწევი. გამოდის, რომ ყალბი იტალიელი ვარ. მშობლები იტალიაში ცხოვრობენ და როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავ, მათთან ჩავდივარ. ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი პერიოდი საფრანგეთში მაქვს გატარებული. ჩემში ბევრი რამაა ფრანგული, მაგრამ გული იტალიური მაქვს.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება