სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფლები ცარიელდება - პრობლემები, რომლებსაც სოფლიდან ქალაქში მოსახლეობის მიგრაცია შექმნის
სოფლები ცარიელდება - პრობლემები, რომლებსაც სოფლიდან ქალაქში მოსახლეობის მიგრაცია შექმნის

საქსტა­ტის 2014 წლის აღ­წე­რის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 2 140 126 კა­ცია, ხოლო სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა - 1 589 509 კაცი. სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა 23,8%-ით შემ­ცირ­და. ქვეყ­ნის მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 57,4%-ს ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბა შე­ად­გენს, რაც წინა აღ­წე­რის (2002 წლის) შე­სა­ბა­მის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე 5,1%-ით მე­ტია. თბი­ლი­სის გარ­და მო­სახ­ლე­ო­ბის მა­ტე­ბა აღი­ნიშ­ნა ბა­თუმ­სა და რუს­თავ­ში.

ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მა­ტე­ბა ძი­რი­თა­დად სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის ქა­ლაქ­ში გად­მოს­ვლით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ამის მი­ზე­ზი კი სოფ­ლად არ­სე­ბუ­ლი რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა, როცა მო­სახ­ლე­ო­ბას შე­მო­სავ­ლის წყა­რო არ აქვს და სამ­სა­ხუ­რის სა­ძებ­ნე­ლად ქა­ლაქ­ში მი­დის.

იხ­ლეთ ვი­დეო "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი"-ზე

AMBEBI.GE დე­მოგ­რა­ფებს იმ პრობ­ლე­მებ­ზე ესა­უბ­რა, რა­საც მო­სახ­ლე­ო­ბის სოფ­ლი­დან ქა­ლაქ­ში მიგ­რა­ცია იწ­ვევს.

დე­მოგ­რაფ ავ­თან­დილ სუ­ლა­ბე­რი­ძის თქმით, სო­ფელს ძი­რი­თა­დად ახალ­გაზ­რდო­ბა ტო­ვებს, ეს კი სო­ფელ­ში შო­ბა­დო­ბის შემ­ცი­რე­ბას იწ­ვევს.

"ახლა სოფ­ლი­დან ბევ­რი სა­მუ­შა­ოდ პირ­და­პირ უცხო­ეთ­ში მი­დის. ვი­საც ნაც­ნო­ბი ჰყავს თბი­ლის­ში აღარ ჩა­მო­დის და უცხო­ეთ­ში მი­დის. ქა­ლაქ­ზე და­წო­ლა კი იზ­რდე­ბა, მაგ­რამ სო­ფელ­ში და­ბე­რე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა რჩე­ბა, ახალ­გაზ­რდო­ბა ნაკ­ლე­ბად არის, სწო­რედ ამა­შია უბე­დუ­რე­ბა", - აცხა­დებს ავ­თან­დილ სუ­ლა­ბე­რი­ძე.

დე­მოგ­რა­ფის თქმით, სოფ­ლად ახალ­გაზ­რდო­ბას ხელი უნდა შე­ე­წყოს, და­ი­წყოს ფერ­მე­რუ­ლი წარ­მო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, სა­ხელ­მწი­ფომ შე­სა­ბა­მი­სი და­ფი­ნან­სე­ბა უნდა და­ი­წყოს, რომ სო­ფე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის გა­რე­შე არ დარ­ჩეს.

"თბი­ლი­სე­ლებ­მა სოფ­ლად მი­წე­ბი იყი­დეს, გა­ა­კე­თეს სათ­ბუ­რე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მო­ნურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჰყავთ, ეს მი­წე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის უნდა მი­ე­ცათ, რომ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა წე­სი­ე­რად აღორ­ძი­ნე­ბუ­ლი­ყო. მა­გა­ლი­თად და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებს - იტა­ლი­ას, გერ­მა­ნი­ას, იქ ყვე­ლას თა­ვი­სი მე­ურ­ნე­ო­ბა აქვს, აქ კი ქა­ლა­ქი­დან სო­ფელ­ში ჩა­დის მი­ლი­ო­ნე­რი კაცი, არც იცის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა, აიყ­ვანს ვი­ღა­ცას და საქ­მეს გა­ა­კე­თე­ბი­ნებს, ახლა ასე­თი ტენ­დენ­ცი­აა", - ამ­ბობს ავ­თან­დილ სუ­ლა­ბე­რი­ძე.

დე­მოგ­რაფ ან­ზორ სახ­ვა­ძის თქმით, სოფ­ლებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის შემ­ცი­რე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ზე­ზი ქა­ლაქ­ში სა­მუ­შა­ოს მო­ძებ­ნის მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, მი­უ­ხე­და­ვად მცი­რე თუ დიდი ანა­ზღა­უ­რე­ბი­სა.

"თუმ­ცა ამით სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას საფრ­თხე არ ექ­მნე­ბა იმი­ტომ, რომ აქ ძი­რი­თა­დად დიდი სოფ­ლე­ბი იგუ­ლის­ხმე­ბა, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბა ბევ­რია და არა ის სოფ­ლე­ბი, რო­მე­ლიც და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლია. დიდი სოფ­ლე­ბი­დან ეს ნა­კა­დი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­მო­ვი­დეს, იქ მიწა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს და დარ­ჩე­ნილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა უფრო მეტი ფარ­თო­ბის და­მუ­შა­ვე­ბა შეძ­ლონ.

მაგ­რამ იმ რე­გი­ო­ნებ­ში, რომ­ლებ­შიც ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, ეს არის სა­ზღვრის­პი­რა და მთი­ა­ნი რე­გი­ო­ნის სოფ­ლე­ბი, იქ რა თქმა უნდა პი­რი­ქით, სა­ხელ­მწი­ფომ ხელი უნდა შე­უ­წყოს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა დაბ­რუნ­დეს ან ვინც არის, იქი­დან არ წა­მო­ვიდ­ნენ და სო­ფე­ლი აღორ­ძინ­დეს", - ამ­ბობს სახ­ვა­ძე.

მისი თქმით, დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, სოფ­ლად შო­ბა­დო­ბის დონე უფრო მა­ღა­ლი იყო და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სწო­რედ ამის ხარ­ჯზე იზ­რდე­ბო­და, ახლა კი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იც­ვა­ლა.

დე­მოგ­რა­ფის თქმით, მიგ­რა­ცი­ულ პრო­ცე­სებ­ში ძი­რი­თა­დად ახალ­გაზ­რდო­ბა მო­ნა­წი­ლე­ობს, რო­მელ­თათ­ვი­საც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ქორ­წი­ნე­ბა და შო­ბა­დო­ბა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რად­გა­ნაც ისი­ნი ქა­ლაქ­ში ჩა­დი­ან, შო­ბა­დო­ბა უკვე ქა­ლაქ­ში მა­ტუ­ლობს.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მო­მავ­ლო პროგ­ნოზს, რამ­დე­ნად გაგ­რძელ­დე­ბა სოფ­ლი­დან ქა­ლაქ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის მიგ­რა­ცია, დე­მოგ­რა­ფი გან­მარ­ტავს, რომ პრო­ცე­სის გან­ვი­თა­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რამ­დე­ნად შე­უ­წყობს ხელს სა­ხელ­მწი­ფო მო­სახ­ლე­ო­ბას, დარ­ჩეს სოფ­ლად და იქ ცხოვ­რე­ბა შეძ­ლოს.

"მე რო­გორც ვა­ტყობ, დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აღე­ბუ­ლი აქვს კურ­სი, რომ იმ მცი­რე­რი­ცხო­ვან სოფ­ლებ­ში, რომ­ლე­ბიც ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ცა­რი­ელ­დე­ბო­და, დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­აძ­ლი­ე­როს და ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელი შე­უ­წყოს დარ­ჩე­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ად­გილ­ზე და­მაგ­რე­ბას, ან პი­რი­ქით, თუ და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლია სოფ­ლე­ბი, იქი­დან წა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უკან დაბ­რუ­ნე­ბას", - ამ­ბობს სახ­ვა­ძე.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

იხი­ლეთ სი­უ­ჟე­ტი: სო­ფე­ლი, სა­დაც 50 წე­ლია არა­ვინ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

სოფლები ცარიელდება - პრობლემები, რომლებსაც სოფლიდან ქალაქში მოსახლეობის მიგრაცია შექმნის

სოფლები ცარიელდება - პრობლემები, რომლებსაც სოფლიდან ქალაქში მოსახლეობის მიგრაცია შექმნის

საქსტატის 2014 წლის აღწერის წინასწარი შედეგების მიხედვით, ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა 2 140 126 კაცია, ხოლო სოფლის მოსახლეობა - 1 589 509 კაცი. სოფლის მოსახლეობა 23,8%-ით შემცირდა. ქვეყნის მთელი მოსახლეობის 57,4%-ს ქალაქის მოსახლეობა შეადგენს, რაც წინა აღწერის (2002 წლის) შესაბამის მაჩვენებელზე 5,1%-ით მეტია. თბილისის გარდა მოსახლეობის მატება აღინიშნა ბათუმსა და რუსთავში.

ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის მატება ძირითადად სოფლის მოსახლეობის ქალაქში გადმოსვლით არის განპირობებული. ამის მიზეზი კი სოფლად არსებული რთული ვითარებაა, როცა მოსახლეობას შემოსავლის წყარო არ აქვს და სამსახურის საძებნელად ქალაქში მიდის.

იხლეთ ვიდეო "პალიტრანიუსი"-ზე

AMBEBI.GE დემოგრაფებს იმ პრობლემებზე ესაუბრა, რასაც მოსახლეობის სოფლიდან ქალაქში მიგრაცია იწვევს.

დემოგრაფ ავთანდილ სულაბერიძის თქმით, სოფელს ძირითადად ახალგაზრდობა ტოვებს, ეს კი სოფელში შობადობის შემცირებას იწვევს.

"ახლა სოფლიდან ბევრი სამუშაოდ პირდაპირ უცხოეთში მიდის. ვისაც ნაცნობი ჰყავს თბილისში აღარ ჩამოდის და უცხოეთში მიდის. ქალაქზე დაწოლა კი იზრდება, მაგრამ სოფელში დაბერებული მოსახლეობა რჩება, ახალგაზრდობა ნაკლებად არის, სწორედ ამაშია უბედურება", - აცხადებს ავთანდილ სულაბერიძე.

დემოგრაფის თქმით, სოფლად ახალგაზრდობას ხელი უნდა შეეწყოს, დაიწყოს ფერმერული წარმოების განვითარება, სახელმწიფომ შესაბამისი დაფინანსება უნდა დაიწყოს, რომ სოფელი ახალგაზრდების გარეშე არ დარჩეს.

"თბილისელებმა სოფლად მიწები იყიდეს, გააკეთეს სათბურები და ადგილობრივები მონურ მდგომარეობაში ჰყავთ, ეს მიწები ადგილობრივებისთვის უნდა მიეცათ, რომ სოფლის მეურნეობა წესიერად აღორძინებულიყო. მაგალითად დასავლეთ ევროპის ქვეყნებს - იტალიას, გერმანიას, იქ ყველას თავისი მეურნეობა აქვს, აქ კი ქალაქიდან სოფელში ჩადის მილიონერი კაცი, არც იცის სოფლის მეურნეობა, აიყვანს ვიღაცას და საქმეს გააკეთებინებს, ახლა ასეთი ტენდენციაა", - ამბობს ავთანდილ სულაბერიძე.

დემოგრაფ ანზორ სახვაძის თქმით, სოფლებში მოსახლეობის შემცირების სერიოზული მიზეზი ქალაქში სამუშაოს მოძებნის მეტი შესაძლებლობაა, მიუხედავად მცირე თუ დიდი ანაზღაურებისა.

"თუმცა ამით სოფლის მეურნეობას საფრთხე არ ექმნება იმიტომ, რომ აქ ძირითადად დიდი სოფლები იგულისხმება, სადაც მოსახლეობა ბევრია და არა ის სოფლები, რომელიც დაცარიელებულია. დიდი სოფლებიდან ეს ნაკადი აუცილებლად უნდა წამოვიდეს, იქ მიწა გათავისუფლდეს და დარჩენილმა ადამიანებმა უფრო მეტი ფართობის დამუშავება შეძლონ.

მაგრამ იმ რეგიონებში, რომლებშიც ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობს, ეს არის საზღვრისპირა და მთიანი რეგიონის სოფლები, იქ რა თქმა უნდა პირიქით, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს, რომ მოსახლეობა დაბრუნდეს ან ვინც არის, იქიდან არ წამოვიდნენ და სოფელი აღორძინდეს", - ამბობს სახვაძე.

მისი თქმით, დემოგრაფიული თვალსაზრისით, სოფლად შობადობის დონე უფრო მაღალი იყო და ხშირ შემთხვევაში ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა სწორედ ამის ხარჯზე იზრდებოდა, ახლა კი მდგომარეობა შეიცვალა.

დემოგრაფის თქმით, მიგრაციულ პროცესებში ძირითადად ახალგაზრდობა მონაწილეობს, რომელთათვისაც დამახასიათებელია ქორწინება და შობადობა, აქედან გამომდინარე, რადგანაც ისინი ქალაქში ჩადიან, შობადობა უკვე ქალაქში მატულობს.

რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს, რამდენად გაგრძელდება სოფლიდან ქალაქში მოსახლეობის მიგრაცია, დემოგრაფი განმარტავს, რომ პროცესის განვითარება სახელმწიფო პოლიტიკაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეუწყობს ხელს სახელმწიფო მოსახლეობას, დარჩეს სოფლად და იქ ცხოვრება შეძლოს.

"მე როგორც ვატყობ, დღევანდელ ხელისუფლებას აღებული აქვს კურსი, რომ იმ მცირერიცხოვან სოფლებში, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში ცარიელდებოდა, დემოგრაფიული პოტენციალი გააძლიეროს და ყველანაირად ხელი შეუწყოს დარჩენილი მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას, ან პირიქით, თუ დაცარიელებულია სოფლები, იქიდან წამოსული ადამიანების უკან დაბრუნებას", - ამბობს სახვაძე.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

იხილეთ სიუჟეტი: სოფელი, სადაც 50 წელია არავინ დაქორწინებულა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია