საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ელოდებათ "რუსთავი 2"-ს ჟურნალისტებს, თუ არხს ხალვაში დაიბრუნებს - ბიზნესმენის ახალი განცხადება
რა ელოდებათ "რუსთავი 2"-ს ჟურნალისტებს, თუ არხს ხალვაში დაიბრუნებს - ბიზნესმენის ახალი განცხადება

ნიკა გვა­რა­მი­ას დღე­ვან­დელ­მა ის­ტე­რი­ულ­მა გან­ცხა­დე­ბებ­მა კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი "რუს­თა­ვი 2"-ის წი­ლე­ბი­სა და ქო­ნე­ბის და­ყა­და­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, იყო დრო­უ­ლი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩვე­ნი შე­ლა­ხუ­ლი უფ­ლე­ბე­ბის აღ­დგე­ნის პრო­ცეს­ში, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ქი­ბარ ხალ­ვა­შის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს. მათი თქმით, მი­უ­ხე­და­ვად მიმ­დი­ნა­რე სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვი­სა, ნიკა გვა­რა­მი­ას უკან მდგომ­მა ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნარ­ჩე­ნებ­მა, კი­დევ ერთხელ სცა­დეს "რუს­თა­ვი 2"-ის სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტის, არა­პირ­და­პი­რი გზით, არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის "მო­ლა­რის", და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის სი­ძე­ზე გა­და­ფორ­მე­ბა.

"სა­ყუ­რა­დღე­ბოა ის ფაქ­ტი, რომ და­ახ­ლო­ე­ბით სამი წლის წი­ნაც, 2012 წლის 4 ოქ­ტომ­ბერს, ასე­თი მცდე­ლო­ბა ჰქონ­და და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს და ახ­ლაც, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი წაყ­რუ­ე­ბი­თა და უმოქ­მე­დო­ბით, იმა­ვე სქე­მით ცდი­ლობს ჩვე­ნი სა­კუთ­რე­ბის კი­დევ ერთხელ მით­ვი­სე­ბას. პო­ლი­ტი­კურ დე­მა­გო­გი­ა­ში გა­წა­ფუ­ლი გვა­რა­მია, სა­სა­მარ­თლო და­ვის და­წყე­ბის პირ­ვე­ლი დღი­დან ცდი­ლობს საქ­მე პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში წარ­მო­ა­ჩი­ნოს, რად­გან კარ­გად იცის, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას ვე­რა­ფე­რი აღუდ­გე­ბა წინ. მან დღე­საც ჩვე­ულ სტილ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა არ­ნა­ხუ­ლი ზე­წო­ლა სა­სა­მარ­თლო­ზე. იმე­დი გვაქვს, ახა­ლი სა­სა­მარ­თლო არ და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ამ­გვარ ძა­ლა­დო­ბას, არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დაყ­ვე­ბა შან­ტაჟს, ჩვენ კი საკ­მა­ოდ მი­ზან­სწრა­ფუ­ლე­ბი ვართ, რათა და­წყე­ბუ­ლი საქ­მე ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნოთ. ამი­ტომ, მო­ვუ­წო­დებ ყო­ფილ იუ­რისტ გვა­რა­მი­ას, შე­წყვი­ტოს ყოვ­ლად გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი ზე­წო­ლა სა­სა­მარ­თლო­ზე და ხელს ნუ შე­უშ­ლის ქო­ნებ­რი­ვი და­ვის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბით, სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბით გა­და­წყვე­ტას", - ნათ­ქვა­მია პრეს­სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მა­თი­ვე თქმით, გვა­რა­მია, ბოლო დროს, ხში­რად მა­ნი­პუ­ლი­რებს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის და­ხურ­ვის თე­მით, რი­თაც ცხადს ხდის "ვე­რა­გულ ჩა­ნა­ფიქ­რს" - მას და მის თა­ნა­გუნ­დე­ლებს, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­ჩე­რე­ბით, სურთ ზე­წო­ლა მო­ახ­დი­ნონ სა­სა­მარ­თლო­ზე, ქარ­თულ და უცხო­ურ პო­ლი­ტი­კურ ის­ტებ­ლიშ­მენტზე და "რუს­თა­ვი 2"-ის ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე.

"ჩვენ კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით კომ­პა­ნი­ის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­კოტ­რე­ბის ცდებს და ყვე­ლას გა­სა­გო­ნად ვა­ცხა­დებთ, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2" არ გა­ჩერ­დე­ბა და არ­ცერ­თი, ვი­მე­ო­რებთ, არ­ცერ­თი ჟურ­ნა­ლის­ტი და თა­ნამ­შრო­მე­ლი არ და­კარ­გავს სა­მუ­შაო ად­გილს. პი­რი­ქით, ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რათა მათ ჰქონ­დეთ თა­ვი­სუ­ფა­ლი, ნორ­მა­ლუ­რი, მშვი­დი და ღირ­სე­უ­ლი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

რა ელოდებათ "რუსთავი 2"-ს ჟურნალისტებს, თუ არხს ხალვაში დაიბრუნებს - ბიზნესმენის ახალი განცხადება

რა ელოდებათ "რუსთავი 2"-ს ჟურნალისტებს, თუ არხს ხალვაში დაიბრუნებს - ბიზნესმენის ახალი განცხადება

ნიკა გვარამიას დღევანდელმა ისტერიულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი მოთხოვნები "რუსთავი 2"-ის წილებისა და ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით, იყო დროული და აუცილებელი ღონისძიება ჩვენი შელახული უფლებების აღდგენის პროცესში, - ამის შესახებ განცხადებას ქიბარ ხალვაშის პრესსამსახური ავრცელებს. მათი თქმით, მიუხედავად მიმდინარე სამართლებრივი დავისა, ნიკა გვარამიას უკან მდგომმა ყოფილი ხელისუფლების ნარჩენებმა, კიდევ ერთხელ სცადეს "რუსთავი 2"-ის საკონტროლო პაკეტის, არაპირდაპირი გზით, არც მეტი, არც ნაკლები, ნაციონალების "მოლარის", დავით კეზერაშვილის სიძეზე გადაფორმება.

"საყურადღებოა ის ფაქტი, რომ დაახლოებით სამი წლის წინაც, 2012 წლის 4 ოქტომბერს, ასეთი მცდელობა ჰქონდა დავით კეზერაშვილს და ახლაც, ხელისუფლების დანაშაულებრივი წაყრუებითა და უმოქმედობით, იმავე სქემით ცდილობს ჩვენი საკუთრების კიდევ ერთხელ მითვისებას. პოლიტიკურ დემაგოგიაში გაწაფული გვარამია, სასამართლო დავის დაწყების პირველი დღიდან ცდილობს საქმე პოლიტიკურ ჭრილში წარმოაჩინოს, რადგან კარგად იცის, რომ სამართლიანობის აღდგენას ვერაფერი აღუდგება წინ. მან დღესაც ჩვეულ სტილში განახორციელა არნახული ზეწოლა სასამართლოზე. იმედი გვაქვს, ახალი სასამართლო არ დაექვემდებარება ამგვარ ძალადობას, არც ხელისუფლება დაყვება შანტაჟს, ჩვენ კი საკმაოდ მიზანსწრაფულები ვართ, რათა დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. ამიტომ, მოვუწოდებ ყოფილ იურისტ გვარამიას, შეწყვიტოს ყოვლად გაუმართლებელი ზეწოლა სასამართლოზე და ხელს ნუ შეუშლის ქონებრივი დავის ცივილიზებული მეთოდებით, სამართლებრივი პროცედურებით გადაწყვეტას", - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

მათივე თქმით, გვარამია, ბოლო დროს, ხშირად მანიპულირებს ტელეკომპანიის დახურვის თემით, რითაც ცხადს ხდის "ვერაგულ ჩანაფიქრს" - მას და მის თანაგუნდელებს, ტელეკომპანიის მაუწყებლობის შეჩერებით, სურთ ზეწოლა მოახდინონ სასამართლოზე, ქართულ და უცხოურ პოლიტიკურ ისტებლიშმენტზე და "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებზე.

"ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით კომპანიის ხელოვნურად გაკოტრების ცდებს და ყველას გასაგონად ვაცხადებთ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2" არ გაჩერდება და არცერთი, ვიმეორებთ, არცერთი ჟურნალისტი და თანამშრომელი არ დაკარგავს სამუშაო ადგილს. პირიქით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათ ჰქონდეთ თავისუფალი, ნორმალური, მშვიდი და ღირსეული სამუშაო პირობები", - ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია