მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შშმ ძმის ერთადერთ მომვლელს სოციალური დახმარება მოუხსნეს
შშმ ძმის ერთადერთ მომვლელს სოციალური დახმარება მოუხსნეს

ადი­გე­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ვარ­ხან­ში მცხოვ­რე­ბი დალი გორ­გო­ძე ავა­რი­ულ სახ­ლში, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ძმას­თან ერ­თად ცხოვ­რობს. ოჯა­ხი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იღებ­და სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას, ორი თვის წინ კი იმ მო­ტი­ვით შე­უ­წყვი­ტეს, რომ ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ით გა­და­ე­მოწ­მე­ბი­ნათ.

სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის გა­ცე­მის წეს­ში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, სა­არ­სე­ბო შემ­წე­ო­ბას ის ოჯა­ხი მი­ი­ღებს, ვისი სა­რე­ი­ტინ­გო ქუ­ლაც 65 ათას­ზე და­ბა­ლია. გორ­გო­ძე­ე­ბის ქუ­ლამ 74.170 შე­ად­გი­ნა, მა­შინ, რო­დე­საც ოჯახ­ში არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, გორ­გო­ძე­ებს დახ­მა­რე­ბა მო­უხ­სნეს.

დალი გორ­გო­ძის ერ­თა­დერთ შე­მო­სავ­ლად, ამ ეტაპ­ზე ძმის ყო­ველ­თვი­უ­რი დახ­მა­რე­ბა 100 ლარი რჩე­ბა. ოჯახს თან­ხა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­სა­ძე­ნა­დაც არ ჰყოფ­ნის.

სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ადი­გე­ნის რა­ი­ო­ნუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის პეტ­რე აფ­რი­ა­მაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, გორ­გო­ძე­ებს დახ­მა­რე­ბის და­ნიშ­ვნის მო­თხოვ­ნით გან­ცხა­დე­ბის და­წე­რა ერთი წლის შემ­დეგ შე­უძ­ლი­ათ. გან­ცხა­დე­ბის და­წე­რა შე­საძ­ლე­ბე­ლია იმ შემ­თხვე­ვა­შიც, თუ ოჯა­ხის წევ­რს და­უდ­გინ­და შშმ სტა­ტუ­სი, ან წევ­რის დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი ცვლი­ლე­ბა მოხ­და, ან შე­იც­ვა­ლეს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი.

პეტ­რე აფ­რი­ა­მაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ძმა რომ შშმ პირი ჰყავს, დალი გორ­გო­ძეს დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს, თუმ­ცა მუდ­მი­ვად რომ სა­ჭი­რო­ებს მკურ­ნა­ლო­ბა­სა და ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ მომ­სა­ხუ­რე­ბას, ეს არ­სად აქვს აღ­ნიშ­ნუ­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

შშმ ძმის ერთადერთ მომვლელს სოციალური დახმარება მოუხსნეს

შშმ ძმის ერთადერთ მომვლელს სოციალური დახმარება მოუხსნეს

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანში მცხოვრები დალი გორგოძე ავარიულ სახლში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ძმასთან ერთად ცხოვრობს. ოჯახი წლების განმავლობაში იღებდა სოციალურ დახმარებას, ორი თვის წინ კი იმ მოტივით შეუწყვიტეს, რომ ახალი მეთოდოლოგიით გადაემოწმებინათ.

სოციალური დახმარების გაცემის წესში შესული ცვლილებების მიხედვით, საარსებო შემწეობას ის ოჯახი მიიღებს, ვისი სარეიტინგო ქულაც 65 ათასზე დაბალია. გორგოძეების ქულამ 74.170 შეადგინა, მაშინ, როდესაც ოჯახში არაფერი შეცვლილა. შესაბამისად, გორგოძეებს დახმარება მოუხსნეს.

დალი გორგოძის ერთადერთ შემოსავლად, ამ ეტაპზე ძმის ყოველთვიური დახმარება 100 ლარი რჩება. ოჯახს თანხა მედიკამენტების შესაძენადაც არ ჰყოფნის.

სოციალური მომსახურების ადიგენის რაიონული განყოფილების უფროსის პეტრე აფრიამაშვილის განმარტებით, გორგოძეებს დახმარების დანიშვნის მოთხოვნით განცხადების დაწერა ერთი წლის შემდეგ შეუძლიათ. განცხადების დაწერა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ ოჯახის წევრს დაუდგინდა შშმ სტატუსი, ან წევრის დემოგრაფიული ცვლილება მოხდა, ან შეიცვალეს საცხოვრებელი ადგილი.

პეტრე აფრიამაშვილის განმარტებით, ძმა რომ შშმ პირი ჰყავს, დალი გორგოძეს დეკლარაციაში მითითებული აქვს, თუმცა მუდმივად რომ საჭიროებს მკურნალობასა და ამბულატორიულ მომსახურებას, ეს არსად აქვს აღნიშნული.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა