პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი არეშიძე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს
გიორგი არეშიძე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

ჩემს მო­მა­ვალ ხედ­ვებ­სა და სტრა­ტე­გი­ა­ში თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა არ ჯდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ დღეს თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში სხდო­მის და­წყე­ბამ­დე გა­ნათ­ლე­ბის, სპორ­ტის და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა გი­ორ­გი არე­ში­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და. გი­ორ­გი არე­ში­ძემ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა დიპ­ლომ­თან და­კავ­ში­რე­ბით და მის მი­მართ გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებ­ზე. არე­ში­ძის თქმით, მას გა­აჩ­ნია გა­ნათ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დიპ­ლო­მი და სა­მარ­თლებ­რი­ვად უფ­ლე­ბა აქვს და­ი­კა­ვოს თა­ნამ­დე­ბო­ბა. გი­ორ­გი არე­ში­ძის გან­ცხა­დე­ბით, მან წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა.

"თა­ვის დრო­ზე ჩა­ვი­ხე­დე თვით­მმარ­თვე­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში, რომ­ლის შე­სა­ბა­მი­სა­დაც ვი­მოქ­მე­დე და ავი­ღე ჩემს თავ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. თუ ჩემი გა­ნათ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თი ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და შე­სა­ბა­მის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მო­თხოვ­ნას, მე ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ვერ და­ვი­წყებ­დი მუ­შა­ო­ბას", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი არე­ში­ძემ.

მან­ვე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ვიცე-პრე­მი­ე­რის, ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის კახი კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­მაც გი­ორ­გი არე­ში­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა ურ­ჩია.

"ყო­ველ­თვის ვი­ზი­ა­რებ ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის რე­კო­მენ­და­ცი­ებს, თუმ­ცა სა­კუ­თარ მო­მა­ვალ­ზე რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი, თა­ვად ვი­ღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე. ჩემს მო­მა­ვალ ხედ­ვებ­ში და სტრა­ტე­გი­ა­ში თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა არ ჯდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი არე­ში­ძემ.

გა­ნათ­ლე­ბის, სპორ­ტის და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თქმით, მისი მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმუ­ლი ყვე­ლა ბრალ­დე­ბა უსა­ფუძ­ვლოა. არე­ში­ძე აცხა­დებს, რომ კა­ნო­ნი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე მარ­თა­ლია და ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით და­ამ­ტკი­ცებს თა­ვის სი­მარ­თლეს. ვიცე პრე­მი­ე­რი, ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი კახა კა­ლა­ძე მის ცო­ლის ძმას, გი­ორ­გი არე­ში­ძეს თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბას ურ­ჩევს. ამის შე­სა­ხებ კა­ლა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

"ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის გი­ორ­გის­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­დე­საც ხდე­ბა გარ­კვე­უ­ლი პიარ კამ­პა­ნის აგო­რე­ბა. ეს არც უკა­ნას­კნე­ლი იქ­ნე­ბა და არ­ჩევ­ნებს რაც უფრო მი­ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით, უფრო გამ­ძაფ­რდე­ბა და წა­მო­ვა ასე­თი სი­ბინ­ძუ­რე­ე­ბი. გი­ორ­გის, მე, რო­გორც მე­გო­ბარს, რო­გორც ახლო ადა­მი­ანს, მივ­ცემ­დი რჩე­ვას, თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. მე მის და­ნიშ­ვნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­მი­ღია, მე ამის უფ­ლე­ბა არ მქონ­და. ამ რჩე­ვას ვაძ­ლევ რო­გორც მე­გო­ბარს. რას ვი­ზამთ, ასე­თი ცუდი ნა­თე­სა­ვი ჰყავს გი­ორ­გის", - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, გი­ორ­გი არე­ში­ძის მი­მართ კამ­პა­ნია მის წი­ნა­აღ­მდეგ არის მი­მარ­თუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

გიორგი არეშიძე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

გიორგი არეშიძე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

ჩემს მომავალ ხედვებსა და სტრატეგიაში თანამდებობის დატოვება არ ჯდება, - ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოში სხდომის დაწყებამდე განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. გიორგი არეშიძემ კომენტარი გააკეთა დიპლომთან დაკავშირებით და მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე. არეშიძის თქმით, მას გააჩნია განათლების დამადასტურებელი დიპლომი და სამართლებრივად უფლება აქვს დაიკავოს თანამდებობა. გიორგი არეშიძის განცხადებით, მან წმინდა ნიკოლოზის სახელობის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაამთავრა.

"თავის დროზე ჩავიხედე თვითმმართველობის შესახებ კანონში, რომლის შესაბამისადაც ვიმოქმედე და ავიღე ჩემს თავზე პასუხისმგებლობა. თუ ჩემი განათლების დამადასტურებელი საბუთი ვერ დააკმაყოფილებდა შესაბამის საკვალიფიკაციო მოთხოვნას, მე ამ თანამდებობაზე ვერ დავიწყებდი მუშაობას", - აღნიშნა გიორგი არეშიძემ.

მანვე კომენტარი გააკეთა ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც გიორგი არეშიძე თანამდებობის დატოვება ურჩია.

"ყოველთვის ვიზიარებ ღირსეული ადამიანის რეკომენდაციებს, თუმცა საკუთარ მომავალზე როგორც დამოუკიდებელი ადამიანი, თავად ვიღებ გადაწყვეტილებას ანალიზის საფუძველზე. ჩემს მომავალ ხედვებში და სტრატეგიაში თანამდებობის დატოვება არ ჯდება", - განაცხადა გიორგი არეშიძემ.

განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის უფროსის თქმით, მისი მისამართით გამოთქმული ყველა ბრალდება უსაფუძვლოა. არეშიძე აცხადებს, რომ კანონისა და საზოგადოების წინაშე მართალია და ნებისმიერი ფორმით დაამტკიცებს თავის სიმართლეს. ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მის ცოლის ძმას, გიორგი არეშიძეს თანამდებობის დატოვებას ურჩევს. ამის შესახებ კალაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა.

"ეს პირველი შემთხვევა არ არის გიორგისთან დაკავშირებით, როდესაც ხდება გარკვეული პიარ კამპანის აგორება. ეს არც უკანასკნელი იქნება და არჩევნებს რაც უფრო მივუახლოვდებით, უფრო გამძაფრდება და წამოვა ასეთი სიბინძურეები. გიორგის, მე, როგორც მეგობარს, როგორც ახლო ადამიანს, მივცემდი რჩევას, თანამდებობა დაეტოვებინა. მე მის დანიშვნაში მონაწილეობა არ მიმიღია, მე ამის უფლება არ მქონდა. ამ რჩევას ვაძლევ როგორც მეგობარს. რას ვიზამთ, ასეთი ცუდი ნათესავი ჰყავს გიორგის", - აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, გიორგი არეშიძის მიმართ კამპანია მის წინააღმდეგ არის მიმართული.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."