პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაგრად მიტყდება" - ნინა წკრიალაშვილის მამა გორში სტალინის ძეგლის დაბრუნებას ითხოვს?
"მაგრად მიტყდება" - ნინა წკრიალაშვილის მამა გორში სტალინის ძეგლის დაბრუნებას ითხოვს?

გო­რის საკ­რე­ბუ­ლომ სტა­ლი­ნის ძეგლის დად­გმას მხა­რი არ და­უ­ჭი­რა. ამ სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბა დიდი ხა­ნია მი­დის, მას ჰყავს რო­გორც მომ­ხრე­ე­ბი, ასე­ვე მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი. სა­ბო­ლო­ოდ, სხდო­მა­ზე 14 დე­პუ­ტა­ტი­დან ძეგლის დაბ­რუ­ნე­ბას მხა­რი მხო­ლოდ ერ­თმა და­უ­ჭი­რა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის პარ­ტი­ის წევ­რია.

სტა­ლი­ნის ძეგლის დაბ­რუ­ნე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში - ვნე­ბა­თა­ღელ­ვა, გო­რის საკ­რე­ბუ­ლო­ში კი გან­ხილ­ვე­ბი მოჰ­ყვა, ორ­გა­ნი­ზა­ცია "გო­რე­ლებს" ეკუთ­ვნით. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­რის ცენ­ტრში სტა­ლი­ნის ძეგლის დაბ­რუ­ნე­ბას ითხოვს მომ­ღე­რალ ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლის მა­მაც. AMBEBI.GE ნი­ნას და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ჩვენ­გან შე­ი­ტყო.

- არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, ეს ინ­ფორ­მა­ცია მარ­თა­ლი რომ იყოს. რაც და­ვი­ბა­დე და ლა­პა­რა­კი და­ვი­წყე, მე და მა­მა­ჩემს მას შემ­დეგ ყვე­ლა­ფერ­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა გვაქვს. ვი­ტი­რო თუ ვი­ცი­ნო, აღარ ვიცი, არა­და სა­სა­ცი­ლო არ არის. მა­მა­ჩე­მი იქ­ნე­ბა, ბი­ძა­ჩე­მი თუ ჩემი მე­ზო­ბე­ლი, ვი­საც გორ­ში სტა­ლი­ნის ძეგლის დაბ­რუ­ნე­ბა უნდა, იქ­ნე­ბა ლე­ნი­ნის მავ­ზო­ლე­უ­მის გად­მო­ტა­ნაც მო­ი­თხო­ვონ.

- არ გა­გიბ­რაზ­დე­ბა მამა ამ შე­ფა­სე­ბის გამო?

- მე მკი­თხოს, რო­გო­რი გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ, მა­მა­ჩემს სტა­ლი­ნის ძეგლის დაბ­რუ­ნე­ბა რომ უნდა გო­რის ცენ­ტრში. მაგ­რად მი­ტყდე­ბა. ეს ხალ­ხი სხვა პრობ­ლე­მას თუ ვერ ხე­დავს გორ­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც ახლა ცხოვ­რო­ბენ, უკე­თე­სის ღირ­სე­ბი არც ყო­ფი­ლან. მე სხვა მო­თხოვ­ნე­ბი მაქვს ჩემი ქვეყ­ნის­გან და ცხოვ­რე­ბის­გან.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"მაგრად მიტყდება" - ნინა წკრიალაშვილის მამა გორში სტალინის ძეგლის დაბრუნებას ითხოვს?

"მაგრად მიტყდება" - ნინა წკრიალაშვილის მამა გორში სტალინის ძეგლის დაბრუნებას ითხოვს?

გორის საკრებულომ სტალინის ძეგლის დადგმას მხარი არ დაუჭირა. ამ საკითხზე მსჯელობა დიდი ხანია მიდის, მას ჰყავს როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები. საბოლოოდ, სხდომაზე 14 დეპუტატიდან ძეგლის დაბრუნებას მხარი მხოლოდ ერთმა დაუჭირა. არსებული ინფორმაციით, ის ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრია.

სტალინის ძეგლის დაბრუნების ინიციატივა, რომელსაც საზოგადოებაში - ვნებათაღელვა, გორის საკრებულოში კი განხილვები მოჰყვა, ორგანიზაცია "გორელებს" ეკუთვნით. გავრცელებული ინფორმაციით, გორის ცენტრში სტალინის ძეგლის დაბრუნებას ითხოვს მომღერალ ნინა წკრიალაშვილის მამაც.  AMBEBI.GE ნინას დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია ჩვენგან შეიტყო.

- არ გამიკვირდება, ეს ინფორმაცია მართალი რომ იყოს. რაც დავიბადე და ლაპარაკი დავიწყე, მე და მამაჩემს მას შემდეგ ყველაფერზე განსხვავებული მოსაზრება გვაქვს. ვიტირო თუ ვიცინო, აღარ ვიცი, არადა სასაცილო არ არის. მამაჩემი იქნება, ბიძაჩემი თუ ჩემი მეზობელი, ვისაც გორში სტალინის ძეგლის დაბრუნება უნდა, იქნება ლენინის მავზოლეუმის გადმოტანაც მოითხოვონ.

- არ გაგიბრაზდება მამა ამ შეფასების გამო?

- მე მკითხოს, როგორი გაბრაზებული ვარ, მამაჩემს სტალინის ძეგლის დაბრუნება რომ უნდა გორის ცენტრში. მაგრად მიტყდება. ეს ხალხი სხვა პრობლემას თუ ვერ ხედავს გორში და საქართველოში, როგორც ახლა ცხოვრობენ, უკეთესის ღირსები არც ყოფილან. მე სხვა მოთხოვნები მაქვს ჩემი ქვეყნისგან და ცხოვრებისგან.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია