მიუხედავად იმისა, რომ მსახიობს რამდენიმე ათეულ ფილმში აქვს ნათამაშები, სამი ნასერი ყველა თაობის მაყურებლისთვის მაინც მარსელელ ტაქსისტად რჩება. ცოტა ხნის წინ ცნობილი ფრანგი მსახიობი თბილისის ქუჩებში გამოჩნდა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ფრანგული კინოს "მთავარი ტაქსისტი" თბილისში კომპანია "სილქნეტის" მოწვევით ჩამოვიდა.
ჩვენთვის ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ გადასაღებ მოედანზე ფრანგმა "ტაქსისტმა" ქართული რეკლამისთვის კვლავ მრბოლელის როლი მოირგო და ის ავტომობილი გაატარა, რომელიც "ტაქსის" ოთხივე ფილმშია გამოყენებული. როგორც აღმოჩნდა, ავტომობილები და სიჩქარე მსახიობს რეალურ ცხოვრებაშიც იზიდავს.
გადასაღები მოედნის გარდა, მსახიობმა თბილისის დათვალიერება მოასწრო, ქართული სამზარეულოც დააგემოვნა, ქართული მრავალხმიანობითაც აღფრთოვანდა და უამრავი მეგობარი შეიძინა.
ქართული რეკლამის გარდა, მსახიობი რამდენიმე პროექტშია ჩართული. მუშაობს პოლიციელის როლზე, ასევე ალ პაჩინოს პირველი თეატრალური როლის "რიმეიქზე" და განიხილავს 2 ფილმზე შეთავაზებას.
“Taxi” star’s secret visit to Tbilisi – View the exclusive images of Sami Nasser