მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იქნება ყველანაირი ზეწოლა კანონის ფარგლებში - ნიკა გვარამია
იქნება ყველანაირი ზეწოლა კანონის ფარგლებში - ნიკა გვარამია

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის მხარ­და­სა­ჭე­რად აქ­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "არ­ჩე­ვან­ში" არ­ხის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, აქ­ცი­ე­ბი მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

"იქ­ნე­ბა გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ა­ნი აქ­ცი­ე­ბი. ჩვენ ამ მთავ­რო­ბას არ ვგა­ვართ, რო­დე­საც მო­სა­მარ­თლე­ებს სახ­ლებ­ში უვარ­დე­ბი­ან და მათ ბავ­შვებს შე­უ­რა­ცხყო­ფენ. არა­ვის მივ­ცემთ უფ­ლე­ბას ეს გა­ა­კე­თოს. მაგ­რამ, კა­ნო­ნით და­ცუ­ლი სი­კე­თე­ე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ვა­პი­რებთ ნამ­დვი­ლად", - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ და აღ­ნიშ­ნა, რომ ხვა­ლი­დან დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუს­თან შეხ­ვედ­რას იწყებს.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბას, რო­გორც გვა­რა­მი­ამ აღ­ნიშ­ნა, "ეს სი­ტყვე­ბის კა­კა­ფო­ნია სრუ­ლი­ად არა­ფერს ამ­ბობს და ეს არის სი­ტყვე­ბის რა­ხა­რუ­ხი".

"სულ ტყუ­ი­ლად ჰგო­ნი­ათ, რომ მო­სა­მარ­თლე­ზე და სა­სა­მარ­თლო­ზე ზე­წო­ლა არ იქ­ნე­ბა. არა­ვინ მოგ­ცემთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­მარ­ხოთ დე­მოკ­რა­ტია თქვე­ნი უთავ­მოყ­ვა­რეო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით. იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რი ზე­წო­ლა კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში. რო­მე­ლი­ღაც მო­სა­მარ­თლის, გა­ყი­დუ­ლი მო­სა­მარ­თლის პა­ტი­ვი და ღირ­სე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია ჩემ­თვის და მი­მაჩ­ნია, რომ მას არა­ვი­თა­რი პა­ტი­ვი და ღირ­სე­ბა არ აქვს. ყვე­ლა გზას გა­მო­ვი­ყე­ნებთ იმის­თვის, რომ ეს მო­სა­მარ­თლე ჩა­მო­ვა­შო­როთ საქ­მის გან­ხილ­ვას", - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ქი­ბარ ხალ­ვა­ში "მგო­ნი ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი დამ­ნა­შა­ვეა", რად­გან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღე­ბი რე­ა­ლუ­რად ის არ არის.

"ის არა­ნა­ირ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ იღებს და არა­ფერს წარ­მო­ად­გენს. ეს ადა­მი­ა­ნი არც გა­მო­ჩე­ნი­ლა სა­ერ­თოდ. რამ­დე­ნი ხა­ნია და­ვობს და ერთხე­ლაც არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ეს არ არის მისი დავა, ეს არ არის მისი სი­მარ­თლე. ეს არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რომ­ლის აგენ­ტიც არის მო­სა­მარ­თლე ურ­თმე­ლი­ძე. არა­ნა­ი­რად არ ვა­პი­რებ ენის მო­ჩლეფ­ვით სა­უ­ბარს არა­ვის­თან, რო­დე­საც სა­უ­ბა­რი მი­დის უფრო დიდ სი­კე­თე­ზე, ვიდ­რე მო­სა­მარ­თლე ურ­თმე­ლი­ძის ან მთლი­ა­ნად სა­სა­მარ­თლოს პა­ტი­ვი და ღირ­სე­ბაა. სა­უ­ბა­რი არის დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე და პა­ტივ­ცე­მუ­ლო მო­სა­მარ­თლე­ე­ბო, არა­ვინ ენის მო­ჩლეფ­ვით თქვენ­თან არ ილა­პა­რა­კებს ამ თე­მა­ზე. თქვე­ნი კო­ლე­გა არის ჩარ­თუ­ლი კო­რუფ­ცი­ა­ში, პირ­და­პირ ვამ­ბობ, რომ ფული აქვს აღე­ბუ­ლი. ეს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ირ­კვე­ვა და ამა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ლა­პა­რა­კებ. მის უკან დგას ერთი კონ­კრე­ტუ­ლი მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მას ფულს უხ­დის და აკე­თე­ბი­ნებს სა­ში­ნე­ლე­ბებს. ის მარ­ხავს სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დია პლუ­რა­ლიზმს და დე­მოკ­რა­ტი­ას. მო­სა­მარ­თლე ურ­თმე­ლი­ძემ სა­მარ­ცხვი­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო", - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

იქნება ყველანაირი ზეწოლა კანონის ფარგლებში - ნიკა გვარამია

იქნება ყველანაირი ზეწოლა კანონის ფარგლებში - ნიკა გვარამია

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერად აქციები გაიმართება, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისი თქმით, აქციები მრავალათასიანი იქნება.

"იქნება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მრავალათასიანი აქციები. ჩვენ ამ მთავრობას არ ვგავართ, როდესაც მოსამართლეებს სახლებში უვარდებიან და მათ ბავშვებს შეურაცხყოფენ. არავის მივცემთ უფლებას ეს გააკეთოს. მაგრამ, კანონით დაცული სიკეთეების რეალიზაციას ვაპირებთ ნამდვილად", - განაცხადა გვარამიამ და აღნიშნა, რომ ხვალიდან დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრას იწყებს.

რაც შეეხება საქალაქო სასამართლოს დღევანდელ განცხადებას, როგორც გვარამიამ აღნიშნა, "ეს სიტყვების კაკაფონია სრულიად არაფერს ამბობს და ეს არის სიტყვების რახარუხი".

"სულ ტყუილად ჰგონიათ, რომ მოსამართლეზე და სასამართლოზე ზეწოლა არ იქნება. არავინ მოგცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველოში დამარხოთ დემოკრატია თქვენი უთავმოყვარეო გადაწყვეტილებით. იქნება ყველანაირი ზეწოლა კანონის ფარგლებში. რომელიღაც მოსამართლის, გაყიდული მოსამართლის პატივი და ღირსება აბსოლუტურად მეორეხარისხოვანია ჩემთვის და მიმაჩნია, რომ მას არავითარი პატივი და ღირსება არ აქვს. ყველა გზას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს მოსამართლე ჩამოვაშოროთ საქმის განხილვას", - განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, ქიბარ ხალვაში "მგონი ყველაზე ნაკლები დამნაშავეა", რადგან გადაწყვეტილებების მიმღები რეალურად ის არ არის.

"ის არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებს და არაფერს წარმოადგენს. ეს ადამიანი არც გამოჩენილა საერთოდ. რამდენი ხანია დავობს და ერთხელაც არ გამოჩენილა. ეს არ არის მისი დავა, ეს არ არის მისი სიმართლე. ეს არის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებები, რომლის აგენტიც არის მოსამართლე ურთმელიძე. არანაირად არ ვაპირებ ენის მოჩლეფვით საუბარს არავისთან, როდესაც საუბარი მიდის უფრო დიდ სიკეთეზე, ვიდრე მოსამართლე ურთმელიძის ან მთლიანად სასამართლოს პატივი და ღირსებაა. საუბარი არის დემოკრატიაზე და პატივცემულო მოსამართლეებო, არავინ ენის მოჩლეფვით თქვენთან არ ილაპარაკებს ამ თემაზე. თქვენი კოლეგა არის ჩართული კორუფციაში, პირდაპირ ვამბობ, რომ ფული აქვს აღებული. ეს აუცილებლად გაირკვევა და ამაზე აუცილებლად ვილაპარაკებ. მის უკან დგას ერთი კონკრეტული მდიდარი ადამიანი, რომელიც მას ფულს უხდის და აკეთებინებს საშინელებებს. ის მარხავს საქართველოში მედია პლურალიზმს და დემოკრატიას. მოსამართლე ურთმელიძემ სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა გვარამიამ.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები