პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საჯარო რეესტრი შპს "ტელეკომპანია საქართველოსთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საჯარო რეესტრი შპს "ტელეკომპანია საქართველოსთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო შპს "ტე­ლე­კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს­თან" და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, შპს "ტე­ლე­კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს" შე­სა­ხებ სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო მო­უ­წო­დებს ყვე­ლას, პა­ტი­ვი სცენ მისი, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბას და თავი შე­ი­კა­ვონ უსა­ფუძ­ვლო გან­ცხა­დე­ბე­ბის ანდა ფაქ­ტობ­რი­ვად არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან.

"სი­მარ­თლეს არ შე­ე­ფე­რე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს დღემ­დე არ მი­უ­ღია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შპს "ტე­ლე­კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს" შე­სა­ხებ. სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ შპს "ტე­ლე­კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს" საქ­მე­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბულ იქნა, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნა­თა დაც­ვით, რე­გის­ტრა­ცი­ის მო­თხოვ­ნით გან­ცხა­დე­ბის წარ­მოდ­გე­ნის დღეს­ვე, 29 სექ­ტემ­ბერს (ხელ­მი­საწ­ვდო­მია სა­ა­გენ­ტოს ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე წწწ.ნაპრ.გოვ.გე). გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მდგო­მა­რე­ობ­და იმა­ში, რომ შპს "ტე­ლე­კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს" პარტნი­ო­რე­ბის კუთ­ვნი­ლი წი­ლის გას­ხვი­სე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის მო­თხოვ­ნას გა­აჩ­ნდა სა­მარ­თლებ­რი­ვი ხარ­ვე­ზი - შემ­ძე­ნი მხა­რის წარ­მო­მად­გე­ნელს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ჰქონ­და შპს "ტე­ლე­კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს"" სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი წი­ლე­ბის შე­ძე­ნის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და არა - შპს "ტე­ლე­კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს""კა­პი­ტალ­ში პარტნი­ორ­თა წი­ლე­ბის შე­ძე­ნის უფ­ლე­ბა.

ამ მო­მენ­ტი­სათ­ვის სა­ა­გენ­ტო­ში არ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­თა­ნა­დო დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც გა­მო­ას­წო­რებს მინ­დო­ბი­ლო­ბის­თვის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნილ ხარ­ვეზს. ამ­გვა­რი დო­კუ­მენ­ტის წარ­მოდ­გე­ნის­თა­ნა­ვე, სა­რე­გის­ტრა­ციო წარ­მო­ე­ბა გა­ნახ­ლდე­ბა, რო­გორც ეს ხდე­ბა ნე­ბის­მი­ერ სხვა საქ­მე­ზე, და სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ი­სა და შემ­ძე­ნი მხა­რი­სათ­ვის სა­სურ­ვე­ლი რე­გის­ტრა­ცია. აქვე შე­ვახ­სე­ნებთ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­სა და სხვა­დას­ხვა გან­ცხა­დე­ბის ავ­ტო­რებს, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად ("მე­წარ­მე­თა შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-7 მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტი, 2009 წლის 30 დე­კემ­ბე­რი; სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის 2009 წლის 31 დე­კემ­ბრის N241ბრძა­ნე­ბა) სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სა­მე­წარ­მეო რე­ესტრში წარ­დგე­ნი­ლი გან­ცხა­დე­ბა და თან­დარ­თუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი დო­კუ­მენ­ტი სა­ჯა­როა, ქვეყ­ნდე­ბა სა­ა­გენ­ტოს ვებგ­ვერ­დზე და ხელ­მი­საწ­ვდო­მია ნე­ბის­მი­ე­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რი­სათ­ვის, გა­ნა­ცხა­დის წარ­დგე­ნის პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან. ამ­გვა­რი სა­ჯა­რო­ო­ბა და გამჭვირ­ვა­ლო­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა ყვე­ლა მხა­რის ინ­ტე­რესს, მით უმე­ტეს, როცა საქ­მე ეხე­ბა ბიზ­ნეს­სა და სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას", -ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

საჯარო რეესტრი შპს "ტელეკომპანია საქართველოსთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საჯარო რეესტრი შპს "ტელეკომპანია საქართველოსთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შპს "ტელეკომპანია საქართველოსთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შპს "ტელეკომპანია საქართველოს" შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ მისი, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის საქმიანობას და თავი შეიკავონ უსაფუძვლო განცხადებების ანდა ფაქტობრივად არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან.

"სიმართლეს არ შეეფერება ინფორმაცია, თითქოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დღემდე არ მიუღია გადაწყვეტილება შპს "ტელეკომპანია საქართველოს" შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს" საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადების წარმოდგენის დღესვე, 29 სექტემბერს (ხელმისაწვდომია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე წწწ.ნაპრ.გოვ.გე). გადაწყვეტილება მდგომარეობდა იმაში, რომ შპს "ტელეკომპანია საქართველოს" პარტნიორების კუთვნილი წილის გასხვისების რეგისტრაციის მოთხოვნას გააჩნდა სამართლებრივი ხარვეზი - შემძენი მხარის წარმომადგენელს მინიჭებული ჰქონდა შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს"" საკუთრებაში არსებული წილების შეძენის უფლებამოსილება და არა - შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს""კაპიტალში პარტნიორთა წილების შეძენის უფლება.

ამ მომენტისათვის სააგენტოში არ არის წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტი, რომელიც გამოასწორებს მინდობილობისთვის კანონმდებლობით დადგენილ ხარვეზს. ამგვარი დოკუმენტის წარმოდგენისთანავე, სარეგისტრაციო წარმოება განახლდება, როგორც ეს ხდება ნებისმიერ სხვა საქმეზე, და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდება ტელეკომპანიისა და შემძენი მხარისათვის სასურველი რეგისტრაცია. აქვე შევახსენებთ დაინტერესებულ მხარეებსა და სხვადასხვა განცხადების ავტორებს, რომ კანონმდებლობის თანახმად (,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი, 2009 წლის 30 დეკემბერი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241ბრძანება) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეწარმეო რეესტრში წარდგენილი განცხადება და თანდართული ნებისმიერი დოკუმენტი საჯაროა, ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, განაცხადის წარდგენის პირველივე წუთიდან. ამგვარი საჯაროობა და გამჭვირვალობა ემსახურება ყველა მხარის ინტერესს, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ბიზნესსა და სამეწარმეო საქმიანობას", -ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია