პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრიზისი "რუსთავი 2"-ში: არხის სახეების უკიდურესად მწვავე შეფასებები და გზავნილები ხელისუფლებას
კრიზისი "რუსთავი 2"-ში: არხის სახეების უკიდურესად მწვავე შეფასებები და გზავნილები ხელისუფლებას

"რუს­თა­ვი 2"-ის 21-წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დღეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დია, ეს არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ომი, - ამის შე­სა­ხებ "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ, ზაალ უდუ­მაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ეზო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, "რუს­თა­ვი 2" ბრძო­ლას ბო­ლომ­დე გა­აგ­რძე­ლებს და იქ­ნე­ბა ზუს­ტად ისე­თი­ვე, რო­გო­რიც 21 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო.

"ეს არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ომი. ეს არის პრაქ­ტი­კუ­ლად "რუს­თა­ვის 2"-ის და­ხურ­ვა. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რო­მე­ლიც ჩვენ შემ­თხვე­ვით გა­ვი­გეთ, "რუს­თა­ვი 2"-ს ხუ­რა­ვენ. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლებს შე­უ­ზღუ­დეს ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჩა­დე­ბა, რათა გა­და­კე­ტონ ყვე­ლა სა­არ­სე­ბო სა­შუ­ა­ლე­ბა. ეს კეთ­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის წინ, რათა გა­ა­ჩუ­მონ "რუს­თა­ვი 2" და რო­გორ­მე შე­ზღუ­დონ თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვა. ეს ხალ­ხი, რო­მე­ლიც აქ მუ­შა­ობს, სამ­სა­ხურ­ში მო­დის ერ­თა­დერ­თი მიზ­ნით, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­ი­გოს რე­ა­ლუ­რად რა ხდე­ბა დღეს. ეს არის მძი­მე, მაგ­რამ ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე სა­პა­ტიო სა­მუ­შაო, ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებთ, რათა და­ვიც­ვათ თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვა და თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის შრო­მის თა­ვი­სუფ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ზაალ უდუ­მაშ­ვილ­მა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ს მისი ან­გა­რი­შის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნა მო­უ­წევ­და.

"იძუ­ლე­ბუ­ლი ვართ, მოგ­მარ­თოთ დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით. ჩვენ ვიბ­რძო­ლებთ ბო­ლომ­დე და "რუს­თა­ვი 2" იქ­ნე­ბა ზუს­ტად ისე­თი, რო­გო­რიც იყო 21 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და ზაალ უდუ­მაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ეზო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| ვიდ­რე "რუს­თა­ვი 2" და­ი­ხუ­რე­ბა, თქვენ და­ი­ხუ­რე­ბით! - გვა­რა­მი­ას მუ­ქა­რა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას

სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბით მი­მარ­თავს ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნიც. ტე­ლე­წამ­ყვა­ნი "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ ბრძო­ლას მა­ყუ­რე­ბელ­თან წა­ა­გებს და არა "რუს­თა­ვი 2"-თან.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი:

- ამ პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს წა­ა­გებთ. წა­ა­გებთ მა­ყუ­რებ­ლებ­თან და არა ჩვენ­თან. წა­ა­გებთ იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლებ­მაც ხმა მოგ­ცეს, მაგ­რამ არა იმი­ტომ, რომ მათი არხი და­გე­ხუ­რათ.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| "ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ "რუს­თა­ვი 2" და­ხუ­რა" - ნიკა გვა­რა­მი­ას სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა

AMBEBI.GE შე­ფა­სე­ბე­ბის­თვის არ­ხის სხვა ჟურ­ნა­ლის­ტებ­საც და­უ­კავ­შირ­და.

ეკა კვე­სი­ტა­ძე:

- ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო. სხვა­თა შო­რის სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტი, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ მქონ­და გა­და­ცე­მა ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე. იმ გა­და­ცე­მით ძა­ლი­ან კარ­გად ჩან­და, რა ინ­ტე­რე­სი ჰქონ­და და აქვს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს "რუს­თა­ვი 2"-ის მი­მართ. მან ეს ინ­ტე­რე­სი გა­ამ­ჟღავ­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლამ­დე, სა­დაც ნათ­ლად იყო ნათ­ქვა­მი, რომ მას კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა და ინ­ტე­რე­სი ჰქონ­და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მი­მართ. ამ გეგ­მის მთა­ვა­რი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო ქი­ბარ ხალ­ვა­ში და ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი ამა­ში მთა­ვა­რი ხე­ლის­შემ­შლე­ლი იყო. სწო­რედ ეს გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, ყვე­ლა სხვა დე­ტალ­თან და ფაქ­ტორ­თან ერ­თად, რომ ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი მოკ­ლუ­ლია. მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ გა­ჩერ­დე­ბო­და იმა­ზე, რა­ზეც გა­ჩერ­და და რაც მოხ­და, ეს არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან არ­ხის და­ხურ­ვა, იმი­ტომ რომ ამ ეტაპ­ზე ეს არის ფი­ნან­სე­ბის სრუ­ლი შე­ჩე­რე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მიყ­ვე­ბა იმ გეგ­მას, რო­მე­ლიც და­გეგ­მი­ლი იყო დიდი ხნის წინ და რომ­ლის აღ­სრუ­ლე­ბაც და­ი­წყო იმ პე­რი­ოდ­ში, როცა სა­სა­მარ­თლო­საც ბევ­რად უფრო აკ­რი­ტი­კე­ბენ და ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლიც აღარ წარ­მო­ად­გენს დაბ­რკო­ლე­ბას, რად­გან გარ­დაც­ვლი­ლია.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| ქი­ბარ ხალ­ვა­შის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე სა­სა­მარ­თლომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "სა­ქარ­თვე­ლოს" წი­ლე­ბი და­ა­ყა­და­ღა - რა კავ­ში­რი აქვს საქ­მეს­თან კე­ზე­რაშ­ვი­ლის ოჯახს

პა­ა­ტა ია­კო­ბაშ­ვი­ლი:

- ვე­თან­ხმე­ბი ნიკა გვა­რა­მი­ას გან­ცხა­დე­ბას, მი­თუ­მე­ტეს იმ ნა­წილ­ში, სა­დაც მან თქვა, რომ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზე­წო­ლაა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პირ­და­პი­რი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი იე­რი­ში "რუს­თა­ვი 2"-ზე და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე. ამ ყვე­ლაფ­რის მი­ზა­ნი არის 2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ სა­ინ­ფორ­მა­ციო ვე­ლის გა­სუფ­თა­ვე­ბა. ერ­თა­დერ­თი გავ­ლე­ნი­ა­ნი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა, ვინც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" აკ­რი­ტი­კებს, არის "რუს­თა­ვი 2". რა თქმა უნდა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეს არ აწყობს.

რე­დაქ­ცია: ნა­ხეთ "რუს­თა­ვი 2"-ს საქ­მის ყვე­ლა დე­ტა­ლი თეგ­ზე #კრი­ზი­სი "რუს­თა­ვი 2"-ში

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBIG.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

კრიზისი "რუსთავი 2"-ში: არხის სახეების უკიდურესად მწვავე შეფასებები და გზავნილები ხელისუფლებას

კრიზისი "რუსთავი 2"-ში: არხის სახეების უკიდურესად მწვავე შეფასებები და გზავნილები ხელისუფლებას

"რუსთავი 2"-ის 21-წლიანი მუშაობის განმავლობაში დღეს ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია, ეს არის გამოცხადებული ომი, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანიის ეზოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "რუსთავი 2" ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს და იქნება ზუსტად ისეთივე, როგორიც 21 წლის განმავლობაში იყო.

"ეს არის გამოცხადებული ომი. ეს არის პრაქტიკულად "რუსთავის 2"-ის დახურვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც ჩვენ შემთხვევით გავიგეთ, "რუსთავი 2"-ს ხურავენ. ტელეკომპანიის მფლობელებს შეუზღუდეს ინვესტიციის ჩადება, რათა გადაკეტონ ყველა საარსებო საშუალება. ეს კეთდება არჩევნების წინ, რათა გააჩუმონ "რუსთავი 2" და როგორმე შეზღუდონ თავისუფალი სიტყვა. ეს ხალხი, რომელიც აქ მუშაობს, სამსახურში მოდის ერთადერთი მიზნით, რომ საზოგადოებამ გაიგოს რეალურად რა ხდება დღეს. ეს არის მძიმე, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე საპატიო სამუშაო, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა დავიცვათ თავისუფალი სიტყვა და თითოეული ჩვენგანის შრომის თავისუფლება", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს მისი ანგარიშის გამოქვეყნება და საზოგადოებისთვის ფინანსური დახმარების თხოვნა მოუწევდა.

"იძულებული ვართ, მოგმართოთ დახმარების თხოვნით. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და "რუსთავი 2" იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც იყო 21 წლის განმავლობაში", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანიის ეზოში გამართულ ბრიფინგზე.

ასევე დაგაინტერესებთ| ვიდრე "რუსთავი 2" დაიხურება, თქვენ დაიხურებით! - გვარამიას მუქარა ხელისუფლებას

საზოგადოებას დახმარებით მიმართავს ნანუკა ჟორჟოლიანიც. ტელეწამყვანი "ფეისბუქზე" წერს, რომ ხელისუფლება ამ ბრძოლას მაყურებელთან წააგებს და არა "რუსთავი 2"-თან.

ნანუკა ჟორჟოლიანი:

- ამ პირველ ოქტომბერს წააგებთ. წააგებთ მაყურებლებთან და არა ჩვენთან. წააგებთ იმ ადამიანებთან, რომლებმაც ხმა მოგცეს, მაგრამ არა იმიტომ, რომ მათი არხი დაგეხურათ.

ასევე დაგაინტერესებთ| "ხელისუფლებამ "რუსთავი 2" დახურა" - ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება

AMBEBI.GE შეფასებებისთვის არხის სხვა ჟურნალისტებსაც დაუკავშირდა.

ეკა კვესიტაძე:

- ეს მოსალოდნელი იყო. სხვათა შორის საინტერესოა ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ მქონდა გადაცემა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე. იმ გადაცემით ძალიან კარგად ჩანდა, რა ინტერესი ჰქონდა და აქვს ბიძინა ივანიშვილს "რუსთავი 2"-ის მიმართ. მან ეს ინტერესი გაამჟღავნა ხელისუფლებაში მოსვლამდე, სადაც ნათლად იყო ნათქვამი, რომ მას კონკრეტული გეგმა და ინტერესი ჰქონდა ტელეკომპანიის მიმართ. ამ გეგმის მთავარი შემსრულებელი უნდა ყოფილიყო ქიბარ ხალვაში და ეროსი კიწმარიშვილი ამაში მთავარი ხელისშემშლელი იყო. სწორედ ეს გვაფიქრებინებს, ყველა სხვა დეტალთან და ფაქტორთან ერთად, რომ ეროსი კიწმარიშვილი მოკლულია. მოსალოდნელი იყო, რომ ხელისუფლება არ გაჩერდებოდა იმაზე, რაზეც გაჩერდა და რაც მოხდა, ეს არის ხელისუფლების მხრიდან არხის დახურვა, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ეს არის ფინანსების სრული შეჩერება. ხელისუფლება მიყვება იმ გეგმას, რომელიც დაგეგმილი იყო დიდი ხნის წინ და რომლის აღსრულებაც დაიწყო იმ პერიოდში, როცა სასამართლოსაც ბევრად უფრო აკრიტიკებენ და ეროსი კიწმარიშვილიც აღარ წარმოადგენს დაბრკოლებას, რადგან გარდაცვლილია.

ასევე დაგაინტერესებთ| ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ ტელეკომპანია "საქართველოს" წილები დააყადაღა - რა კავშირი აქვს საქმესთან კეზერაშვილის ოჯახს

პაატა იაკობაშვილი:

- ვეთანხმები ნიკა გვარამიას განცხადებას, მითუმეტეს იმ ნაწილში, სადაც მან თქვა, რომ ეს ხელისუფლების ზეწოლაა. დარწმუნებული ვარ, ეს არის ხელისუფლების პირდაპირი და მიზანმიმართული იერიში "რუსთავი 2"-ზე და სიტყვის თავისუფლებაზე. ამ ყველაფრის მიზანი არის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საინფორმაციო ველის გასუფთავება. ერთადერთი გავლენიანი მედიასაშუალება, ვინც "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებს, არის "რუსთავი 2". რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ეს არ აწყობს.

რედაქცია: ნახეთ "რუსთავი 2"-ს საქმის ყველა დეტალი თეგზე #კრიზისი "რუსთავი 2"-ში

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBIG.GE

თბილისში მშობიარობისას 41 წლის ქალი გარდაიცვალა - "9-წლიანი ლოდინის შემდეგ გახდა დედა და ეს საშინელება მოხდა"

თამარ ბაჩალიაშვილის დედა - "პატრიარქმა კურთხევა მოგვცა წესის აგებაზე და გადაუხადეს პანაშვიდი"

კაცი, რომელიც მოგებას ყიდის