ცნობილია, რომ ხანგრძლივად ჯდომა მავნებელია. ცხოვრების მჯდომარე წესს ათეულობით დაავადებამდე მივყავართ, დაწყებული სიმსივნით და დამთავრებული გულსისხლძარღვთა დაავადებებით. ცნობილია, რომ დიდი ხნით ფეხზე დგომაც არ ვარგა. ხანგრძლივი დგომა ვენების, ზურგის და ფეხების დაავადებებს იწვევს.
ამერიკული კორნელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიყვანეს მუშაობის და ცხოვრების ჯანმრთელი წესის ფორმულა. ”ნორმალური ცხოვრების გასაღები გახლავთ ჯანსაღი აქტივობა მთელი დღის მანძილზე”, - აცხადებს კორნელის უნივერსიტეტის პროფესორი კორნელა ალანი.
ამერიკელი მეცნიერები თვლიან, რომ ოფისში გატარებული სამუშაო დროის ყოველი ნახევარი საათი უნდა გაყოთ შემდეგნაირად: 20 წუთი იჯდეთ, 8 წუთი იდგეთ და ორი წუთი იმოძრაოთ. 10 წუთზე ხანგრძლივად დგომამ შეიძლება ზურგის დაავადებები გამოიწვიოს. ნასას მიერ ჩატარებულ კვლევებში კი ნათქვამია, რომ სამუშაო დროის მანძილზე სასარგებლოა 16-ჯერ ადგომა და ორი წუთით ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნა.
ამასთან, თუ მჯდომარე მდგომარეობაში საათზე მეტს გაატარებთ, დაიწევს ორგანიზმში ფერმენტ ლიპოპროტეინლიპაზის დონე, რის გამოც კალორიები ცხიმად ჩალაგდება. ასე რომ, გაითვალისწინეთ ექიმების რჩევები.