პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
სამართალი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოხდა მოძღვრებს შორის პატრიარქის ვიზიტის დროს
რა მოხდა მოძღვრებს შორის პატრიარქის ვიზიტის დროს

გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ შინ­დის­ში, აგ­ვის­ტოს ომში და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბის მე­მო­რი­ალ­თან და ეკ­ლე­სი­ას­თან, სამ­მა სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ის მო­ძღვარს ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბა მოს­თხო­ვა. ეს ის დღეა, რო­დე­საც სო­ფელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქს, უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რესს ილია მე­ო­რეს ელო­დე­ბოდ­ნენ.

ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ ორი­ვე მხა­რე სა­უბ­რობს. მო­ძღვა­რი, რო­მელ­საც მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს, სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ის მსა­ხუ­რი, მამა გრი­გო­ლია (გო­გი­ჩა­ძე). მის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რეს კი სო­ფელ შინ­დი­სის ეკ­ლე­სი­ის მო­ძღვა­რი მამა გი­ორ­გი და სო­ფელ ვა­რი­ა­ნის ეკ­ლე­სი­ის მო­ძღვა­რი მამა თა­დე­ო­ზი წარ­მო­ად­გენ­და.

მამა გრი­გო­ლი, რო­მელ­საც ტე­რი­ტო­რია და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს, სო­ფელ ვა­რი­ან­ში ცხოვ­რობს. ის მამა თა­დე­ო­ზის კურ­თხე­ვამ­დე, ვა­რი­ა­ნის ეკ­ლე­სი­ის მო­ძღვა­რი იყო. მამა გრი­გო­ლი ამ­ბობს, რომ ვა­რი­ა­ნის ეკ­ლე­სი­ა­ში მსა­ხუ­რე­ბის დროს მამა თა­დე­ო­ზი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბი­დან მისი შერ­ჩე­უ­ლი და გა­მოზ­რდი­ლია.

"პატ­რი­არ­ქმა შიდა ქარ­თლში ვი­ზი­ტი ნი­ქო­ზი­ის ეპარ­ქი­ი­დან და­ი­წყო. შემ­დეგ იქვე მე­ზო­ბელ სო­ფელ შინ­დის­ში მო­დი­ო­და, და­ღუ­პუ­ლი გმი­რე­ბის საფ­ლა­ვებ­თან. ვი­ფიქ­რე, მეც მი­ვი­დო­დი და და­ღუ­პუ­ლი ბი­ჭე­ბის საფ­ლა­ვებს მო­ვი­ლო­ცებ­დი. პატ­რი­არ­ქი ჯერ არ იყო მო­სუ­ლი, როცა მე­მო­რი­ალ­თან და ეკ­ლე­სი­ას­თან მი­ვე­დი. ამ დროს ად­გილ­ზე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იყო შეკ­რე­ბი­ლი. ჩემ­თან ად­გი­ლობ­რი­ვი მო­ძღვა­რი მო­ვი­და, მას­თან ერ­თად კი­დევ სამი მო­ძღვა­რი იყო, მათ შო­რის მამა თა­დე­ო­ზი. შინ­დი­სის მო­ძღვარ­მა მამა გი­ორ­გიმ მი­თხრა, რომ ტე­რი­ტო­რია და­მე­ტო­ვე­ბი­ნა", - ამ­ბობს მამა გრი­გო­ლი.

"სი­ტუ­ა­ცია ასე­თი იყო. ეგ ადა­მი­ა­ნი ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში იდგა. მას­თან მამა გი­ორ­გი მი­ვი­და და უთხრა, რომ სი­ტუ­ა­ცია რომ არ და­ძა­ბუ­ლი­ყო, ტე­რი­ტო­რია და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. სხვა იქ არა­ფე­რი მომ­ხდა­რა. ეკ­ლე­სი­ა­ში არ შე­მო­სუ­ლა, ეზო­ში იდგა. რა­ტომ მო­ვი­და? რა უნ­დო­და? პატ­რი­არ­ქის ნახ­ვა თუ უნ­დო­და, ყო­ველ კვი­რას სა­მე­ბა­ში გვერ­დით უდ­გას. ეგ არის ამ მთავ­რო­ბი­სა და ჩვე­ნი მე­უ­ფის მლან­ძღვე­ლი და იქ რა­ტომ მო­ვი­და?", - ამ­ბობს სო­ფელ ვა­რი­ა­ნის მო­ძღვა­რი მამა თა­დე­ო­ზი (ქე­ბა­ძე).

"მე ვუ­თხა­რი, პატ­რი­არ­ქი მო­დის და ყვე­ლას გვაქვს უფ­ლე­ბა მის კურ­თხე­ვას შე­უ­ერ­თდეს, მით უმე­ტეს ჩვენს სო­ფელ­ში მო­დი­ო­და, სრუ­ლი უფ­ლე­ბა მაქვს და­ვეს­წრო-მეთ­ქი. შე­იძ­ლე­ბა ბუნ­ტი მოხ­დე­სო, პრობ­ლე­მა აქვს მო­ძღვრებ­სო, მი­თხრა მან. ვკი­თხე, თუ ვინ მო­ძღვრებს? ყვე­ლა­სო. ავუხ­სე­ნი, რომ ისი­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან და თუ რამე სათ­ქმე­ლი აქვთ, მზად ვარ სა­პატ­რი­არ­ქო­ში ან ეპარ­ქი­ა­ში, ღიად თუ და­ხუ­რუ­ლად შევ­ხვდე, ხოლო თუ მარ­თლე­ბი იქ­ნე­ბით მე­უ­ფეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, და­გე­მორ­ჩი­ლე­ბით-მეთ­ქი", - ამ­ბობს მამა გრი­გო­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

რა მოხდა მოძღვრებს შორის პატრიარქის ვიზიტის დროს

რა მოხდა მოძღვრებს შორის პატრიარქის ვიზიტის დროს

გორის რაიონის სოფელ შინდისში, აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების მემორიალთან და ეკლესიასთან, სამმა სასულიერო პირმა სამების ეკლესიის მოძღვარს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. ეს ის დღეა, როდესაც სოფელში საქართველოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ელოდებოდნენ.

ინციდენტის შესახებ ორივე მხარე საუბრობს. მოძღვარი, რომელსაც მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინეს, სამების ეკლესიის მსახური, მამა გრიგოლია (გოგიჩაძე). მის მოწინააღმდეგე მხარეს კი სოფელ შინდისის ეკლესიის მოძღვარი მამა გიორგი და სოფელ ვარიანის ეკლესიის მოძღვარი მამა თადეოზი წარმოადგენდა.

მამა გრიგოლი, რომელსაც ტერიტორია დაატოვებინეს, სოფელ ვარიანში ცხოვრობს. ის მამა თადეოზის კურთხევამდე, ვარიანის ეკლესიის მოძღვარი იყო. მამა გრიგოლი ამბობს, რომ ვარიანის ეკლესიაში მსახურების დროს მამა თადეოზი ადგილობრივი მოსახლეობიდან მისი შერჩეული და გამოზრდილია.

"პატრიარქმა შიდა ქართლში ვიზიტი ნიქოზიის ეპარქიიდან დაიწყო. შემდეგ იქვე მეზობელ სოფელ შინდისში მოდიოდა, დაღუპული გმირების საფლავებთან. ვიფიქრე, მეც მივიდოდი და დაღუპული ბიჭების საფლავებს მოვილოცებდი. პატრიარქი ჯერ არ იყო მოსული, როცა მემორიალთან და ეკლესიასთან მივედი. ამ დროს ადგილზე უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი. ჩემთან ადგილობრივი მოძღვარი მოვიდა, მასთან ერთად კიდევ სამი მოძღვარი იყო, მათ შორის მამა თადეოზი. შინდისის მოძღვარმა მამა გიორგიმ მითხრა, რომ ტერიტორია დამეტოვებინა", - ამბობს მამა გრიგოლი.

"სიტუაცია ასეთი იყო. ეგ ადამიანი ეკლესიის ეზოში იდგა. მასთან მამა გიორგი მივიდა და უთხრა, რომ სიტუაცია რომ არ დაძაბულიყო, ტერიტორია დაეტოვებინა. სხვა იქ არაფერი მომხდარა. ეკლესიაში არ შემოსულა, ეზოში იდგა. რატომ მოვიდა? რა უნდოდა? პატრიარქის ნახვა თუ უნდოდა, ყოველ კვირას სამებაში გვერდით უდგას. ეგ არის ამ მთავრობისა და ჩვენი მეუფის მლანძღველი და იქ რატომ მოვიდა?", - ამბობს სოფელ ვარიანის მოძღვარი მამა თადეოზი (ქებაძე).

"მე ვუთხარი, პატრიარქი მოდის და ყველას გვაქვს უფლება მის კურთხევას შეუერთდეს, მით უმეტეს ჩვენს სოფელში მოდიოდა, სრული უფლება მაქვს დავესწრო-მეთქი. შეიძლება ბუნტი მოხდესო, პრობლემა აქვს მოძღვრებსო, მითხრა მან. ვკითხე, თუ ვინ მოძღვრებს? ყველასო. ავუხსენი, რომ ისინი ახალგაზრდები არიან და თუ რამე სათქმელი აქვთ, მზად ვარ საპატრიარქოში ან ეპარქიაში, ღიად თუ დახურულად შევხვდე, ხოლო თუ მართლები იქნებით მეუფესთან დაკავშირებით, დაგემორჩილებით-მეთქი", - ამბობს მამა გრიგოლი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა