პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ ტელეკომპანია "საქართველოს" წილები დააყადაღა - რა კავშირი აქვს საქმესთან კეზერაშვილის ოჯახს
ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ ტელეკომპანია "საქართველოს" წილები დააყადაღა - რა კავშირი აქვს საქმესთან კეზერაშვილის ოჯახს

ქი­ბარ ხალ­ვა­შის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "სა­ქარ­თვე­ლოს" წი­ლე­ბიც და­ა­ყა­და­ღა.

რო­გორც დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ხალ­ვა­შის ად­ვო­კატ­მა პა­ა­ტა სა­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, სა­ჯა­რო რე­ესტრის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ იგეგ­მე­ბო­და ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტის მფლო­ბე­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია "სა­ქარ­თვე­ლოს" წი­ლე­ბის გას­ხვი­სე­ბა. კერ­ძოდ, ად­ვო­კა­ტის თქმით, სა­ჯა­რო რე­ესტრში 29 სექ­ტემ­ბერს წარ­დგე­ნი­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ძმე­ბი ყა­რა­მა­ნაშ­ვი­ლე­ბი გეგ­მავ­დნენ ტე­ლე­კომ­პა­ნია "სა­ქარ­თვე­ლო­ში" მათი წი­ლე­ბის და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ცო­ლის ძმის, დი­მიტ­რი ჩი­ქო­ვა­ნის­თვის გა­და­ცე­მას. ად­ვო­კა­ტის შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი, ადას­ტუ­რებს, რომ გრძელ­დე­ბა ფიქ­ტი­უ­რი გა­რი­გე­ბე­ბის ჯაჭ­ვი, რომ­ლის მი­ზა­ნია და­მა­ტე­ბი­თი ბა­რი­ე­რე­ბის შექ­მნა ქი­ბარ ხალ­ვა­ში­სათ­ვის ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მე­ბით დაბ­რუ­ნე­ბის გზა­ზე.

რე­დაქ­ცია: ნა­ხეთ "რუს­თა­ვი 2"-ს საქ­მის ყვე­ლა დე­ტა­ლი თეგ­ზე #კრი­ზი­სი "რუს­თა­ვი 2"-ში

"მი­თი­თე­ბუ­ლი გა­რი­გე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, რამ­დე­ნი­მე მი­ზანს ისა­ხავ­და: პირ­ვე­ლი ეს იყო ე.წ. კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი შემ­ძე­ნის­თვის წი­ლე­ბის გა­და­ცე­მა, ხოლო მე­ო­რე და უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის ფიქ­ტი­უ­რი ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით დატ­ვირ­თვა იყო. სა­სა­მარ­თლო­ში ქი­ბარ ხალ­ვა­შის ად­ვო­კა­ტის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ სარ­ჩე­ლის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ალ­ბა­თო­ბა მარ­თლაც დი­დია და, სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ეს გახ­და "რუს­თა­ვი 2"-ის დღე­ვან­დე­ლი მფლო­ბე­ლე­ბის მიერ კი­დევ ერთი ფიქ­ტი­უ­რი გა­რი­გე­ბის და­დე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა. რო­გორც კი ცნო­ბი­ლი გახ­და მო­სა­ლოდ­ნე­ლი ფიქ­ტი­უ­რი გა­რი­გე­ბის და­დე­ბის თა­ო­ბა­ზე, ჩვენს მიერ მო­თხოვ­ნილ იქნა ტე­ლე­კომ­პა­ნია "სა­ქარ­თვე­ლოს" წი­ლე­ბის გას­ხვი­სე­ბის აკ­რძალ­ვა, რაც თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ეტაპ­ზე არი­დე­ბუ­ლი იქნა "რუს­თა­ვი 2"-ის­თვის ფიქ­ტი­უ­რი გა­რი­გე­ბით რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის და­კის­რე­ბის საფრ­თხე", - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა სა­ლი­ამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ ტელეკომპანია "საქართველოს" წილები დააყადაღა - რა კავშირი აქვს საქმესთან კეზერაშვილის ოჯახს

ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ ტელეკომპანია "საქართველოს" წილები დააყადაღა - რა კავშირი აქვს საქმესთან კეზერაშვილის ოჯახს

ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "საქართველოს" წილებიც დააყადაღა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა, საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული მონაცემებით ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ტელეკომპანია "საქართველოს" წილების გასხვისება. კერძოდ, ადვოკატის თქმით, საჯარო რეესტრში 29 სექტემბერს წარდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად, ძმები ყარამანაშვილები გეგმავდნენ ტელეკომპანია "საქართველოში" მათი წილების დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის, დიმიტრი ჩიქოვანისთვის გადაცემას. ადვოკატის შეფასებით, აღნიშნული ფაქტი, ადასტურებს, რომ გრძელდება ფიქტიური გარიგებების ჯაჭვი, რომლის მიზანია დამატებითი ბარიერების შექმნა ქიბარ ხალვაშისათვის ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის სამართლებრივი მექანიზმებით დაბრუნების გზაზე.

რედაქცია: ნახეთ "რუსთავი 2"-ს საქმის ყველა დეტალი თეგზე #კრიზისი "რუსთავი 2"-ში

"მითითებული გარიგება, სავარაუდოდ, რამდენიმე მიზანს ისახავდა: პირველი ეს იყო ე.წ. კეთილსინდისიერი შემძენისთვის წილების გადაცემა, ხოლო მეორე და უმთავრესი მიზანი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ფიქტიური ფინანსური ვალდებულებებით დატვირთვა იყო. სასამართლოში ქიბარ ხალვაშის ადვოკატის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ალბათობა მართლაც დიდია და, სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა "რუსთავი 2"-ის დღევანდელი მფლობელების მიერ კიდევ ერთი ფიქტიური გარიგების დადების წინაპირობა. როგორც კი ცნობილი გახდა მოსალოდნელი ფიქტიური გარიგების დადების თაობაზე, ჩვენს მიერ მოთხოვნილ იქნა ტელეკომპანია "საქართველოს" წილების გასხვისების აკრძალვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ამ ეტაპზე არიდებული იქნა "რუსთავი 2"-ისთვის ფიქტიური გარიგებით რამდენიმე მილიონიანი ფინანსური ვალდებულების დაკისრების საფრთხე", - განაცხადა პაატა სალიამ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია