პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იარაღი ჩაუდეს, მანქანას ჰქონდა კამერა და ისიც გააქრეს" - რას ყვება რესპუბლიკურთან დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილის მეუღლე
"იარაღი ჩაუდეს, მანქანას ჰქონდა კამერა და ისიც გააქრეს" - რას ყვება რესპუბლიკურთან დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილის მეუღლე

თბი­ლის­ში, რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, წუ­ხელ ერთი პირი და­ა­კა­ვეს. რო­გორც ambebi.ge-ს შს სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და სპეც­რაზ­მი.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლია. ambebi.ge-ს და­კა­ვე­ბუ­ლის მე­უღ­ლე თათა ჩინ­ჩა­ლა­ძე და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ მისი მე­უღ­ლე უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვეს და მას ია­რა­ღი ჩა­უ­დეს (იხი­ლეთ და­კა­ვე­ბის ვი­დეო).

"ვაჟა-ფშა­ვე­ლა­ზე, სახ­ლთან გა­და­კე­ტეს ტე­რო­ტო­რია... ჩემს მე­უღ­ლეს ია­რა­ღი ჩა­უ­დეს, მან­ქა­ნას ჰქონ­და კა­მე­რა და ისიც გა­აქ­რეს. ჩემი მე­უღ­ლე ქვე­მო ქარ­თლის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა, და­კა­ვე­ბა­ში უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლობ­და ივა­ნე პა­პი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე გი­ორ­გის და­კა­ვე­ბით ემუქ­რე­ბო­და და აი­ძუ­ლებ­და სა­ქარ­თვე­ლო და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. არა­ნა­ი­რი ინ­ცი­დენ­ტი არ მომ­ხდა­რა, ჩემ­თა­ნაც თქვეს, როცა სახ­ლის გა­ჩხრე­კა­ზე მო­ვიდ­ნენ, რომ უბ­რა­ლოდ გა­ვა­ჩე­რე­თო და ია­რა­ღი აღ­მო­აჩ­ნდაო, რაც სიც­რუ­ეა. და­კა­ვე­ბი­დან 5 წუთ­ში უკვე ორ­დე­რი ჰქონ­დათ, ანუ და­გეგ­მი­ლი იყო და გა­ჩე­რე­ბა პატ­რუ­ლის მიერ არ ყო­ფი­ლა.

ეს უკვე მე­ო­რე შემ­თხვე­ვაა ჩვენს ოჯახ­ში. ერთი წლის წინ ზუს­ტად იგი­ვე­ნა­ი­რად და­ა­კა­ვეს გი­ორ­გის ძმაც, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მა­დაც პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. ჩვენ მისი სარ­ჩე­ლი გა­ვა­სა­ჩივ­რეთ, ერთ კვი­რა­ში უნდა გა­ი­მარ­თოს სა­სა­მარ­თლო. სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ იმის გამო, რომ ვა­სა­ჩივ­რებთ, გვა­ში­ნე­ბენ და ზე­წო­ლას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. პო­ლი­ცია ახლა მათი მე­გობ­რე­ბის სახ­ლებ­თან დგას და ხორ­ცი­ელ­დე­ბა მათ­ზეც ზე­წო­ლა.

დღემ­დე ხმა­მაღ­ლა იმი­ტომ არ ვსა­უბ­რობ­დით, რომ გი­ორ­გის და­კა­ვე­ბით გვე­მუქ­რე­ბოდ­ნენ. და­გი­კავ­შირ­დით, რად­გან გვინ­და, ამის შე­სა­ხებ ყვე­ლამ გა­ი­გოს, ხვალ ვის და­ი­ჭე­რენ ასე უბ­რა­ლოდ, არა­ვინ იცის", - აცხა­დებს გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე.

ambebi.ge კო­მენ­ტა­რის­თვის შსს-ს და­უ­კავ­შირ­და.

"ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­დე­ბა ცოტა ხან­ში, რაც შე­ე­ხე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლის მე­უღ­ლის მიერ, გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუ მას აქვს პრე­ტენ­ზი­ე­ბი შე­უძ­ლია მი­მარ­თოს გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ას", გა­ნა­ცხა­დეს შსს-ში.

"იარაღი ჩაუდეს, მანქანას ჰქონდა კამერა და ისიც გააქრეს" - რას ყვება რესპუბლიკურთან დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილის მეუღლე

"იარაღი ჩაუდეს, მანქანას ჰქონდა კამერა და ისიც გააქრეს" - რას ყვება რესპუბლიკურთან დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილის მეუღლე

თბილისში, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, წუხელ ერთი პირი დააკავეს. როგორც ambebi.ge-ს შს სამინისტროში განუცხადეს, იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდა სპეცრაზმი.

ჩვენი ინფორმაციით, დაკავებული პიროვნება გიორგი ფეიქრიშვილია. ambebi.ge-ს დაკავებულის მეუღლე თათა ჩინჩალაძე დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ მისი მეუღლე უკანონოდ დააკავეს და მას იარაღი ჩაუდეს (იხილეთ დაკავების ვიდეო).

"ვაჟა-ფშაველაზე, სახლთან გადაკეტეს ტეროტორია... ჩემს მეუღლეს იარაღი ჩაუდეს, მანქანას ჰქონდა კამერა და ისიც გააქრეს. ჩემი მეუღლე ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ დააკავა, დაკავებაში უშუალოდ მონაწილობდა ივანე პაპიაშვილი, რომელიც მანამდე გიორგის დაკავებით ემუქრებოდა და აიძულებდა საქართველო დაეტოვებინა. არანაირი ინციდენტი არ მომხდარა, ჩემთანაც თქვეს, როცა სახლის გაჩხრეკაზე მოვიდნენ, რომ უბრალოდ გავაჩერეთო და იარაღი აღმოაჩნდაო, რაც სიცრუეა. დაკავებიდან 5 წუთში უკვე ორდერი ჰქონდათ, ანუ დაგეგმილი იყო და გაჩერება პატრულის მიერ არ ყოფილა.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა ჩვენს ოჯახში. ერთი წლის წინ ზუსტად იგივენაირად დააკავეს გიორგის ძმაც, რომელიც ამჟამადაც პატიმრობაში იმყოფება. ჩვენ მისი სარჩელი გავასაჩივრეთ, ერთ კვირაში უნდა გაიმართოს სასამართლო. სავარაუდოდ, სწორედ იმის გამო, რომ ვასაჩივრებთ, გვაშინებენ და ზეწოლას ახორციელებენ. პოლიცია ახლა მათი მეგობრების სახლებთან დგას და ხორციელდება მათზეც ზეწოლა.

დღემდე ხმამაღლა იმიტომ არ ვსაუბრობდით, რომ გიორგის დაკავებით გვემუქრებოდნენ. დაგიკავშირდით, რადგან გვინდა, ამის შესახებ ყველამ გაიგოს, ხვალ ვის დაიჭერენ ასე უბრალოდ, არავინ იცის", - აცხადებს გიორგი ფეიქრიშვილის მეუღლე.

ambebi.ge კომენტარისთვის შსს-ს დაუკავშირდა.

"ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდება ცოტა ხანში, რაც შეეხება დაკავებულის მეუღლის მიერ, გავრცელებულ ინფორმაციას, თუ მას აქვს პრეტენზიები შეუძლია მიმართოს გენერალურ ინსპექციას", განაცხადეს შსს-ში.

ძმები გიორგი და დავით ფეიქრიშვილები მათი მკვლელობის მომზადების საქმეზე პირველ კომენტარს აკეთებენ

ვინ არიან ძმები ფეიქრიშვილები, რომელთაც თბილისში აფეთქებას უპირებდნენ

ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით სუს-მა 7 პირი დააკავა