პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნების" "შავი ლაქა" - მოახლოებული არჩევნები, შეუსრულებელი დაპირებები და ხელისუფლების დაშვებული შეცდომები
"ქართული ოცნების" "შავი ლაქა" - მოახლოებული არჩევნები, შეუსრულებელი დაპირებები და ხელისუფლების დაშვებული შეცდომები

და­პი­რე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა, ლა­რის კურ­სის და­ცე­მა, დე­ნის ტა­რი­ფის ზრდა - ეს იმ სა­კი­თხე­ბის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მელ­საც პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" "შავ ლა­ქად" ასა­ხე­ლე­ბენ.

არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სულ უფრო ცოტა დრო რჩე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი კი ხმე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად აქ­ტი­ურ კამ­პა­ნი­ას იწყე­ბენ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყოფ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ბევ­რი სუს­ტი მხა­რე აღ­მო­აჩ­ნდა, რა­მაც შე­საძ­ლოა, ამომ­რჩე­ველ­ზე გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხე შე­უქ­მნას.

იქ­ნე­ბა თუ არა მე­ო­თხე წელი უკე­თე­სი, ამას დარ­ჩე­ნი­ლი 12 თვე გვიჩ­ვე­ნებს, AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას კი პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ვერ­შეს­რუ­ლე­ბულ და­პი­რე­ბებს და დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს ასა­ხე­ლე­ბენ.

არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა, სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებ­თან არა­ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბა - აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" შავ ლა­ქად" მი­იჩ­ნევს პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფი­ლი მრჩე­ვე­ლი, ვანო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი.

მისი თქმით, არა­ფორ­მა­ლურ მმარ­თვე­ლო­ბა­ში ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ჩა­რე­ვა იგუ­ლის­ხმე­ბა ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ში, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლო­ბა­სა და შექ­მნილ გა­რე­მოს - ბიზ­ნესს და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორს ეხე­ბა.

"ფაქ­ტია, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მი­მართ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა და­ამ­კვიდ­რა, ამის მა­გა­ლი­თია პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუტ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც ფაქ­ტობ­რი­ვად პი­რად ჭრილ­ში აიყ­ვა­ნა დღე­ვან­დე­ლი პრე­მი­ე­რის, ღა­რი­ბაშ­ვი­ლის და ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის, ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბამ, რაც თა­ვის­თა­ვად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა.

პრობ­ლე­მაა სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, რო­დე­საც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი სამ­სა­ხუ­რი­დან მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმის გამო გა­მო­უშ­ვეს, რომ ისი­ნი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რებ­ში მუ­შა­ობ­დნენ. მათ ად­გილ­ზე კი პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მოჰ­ყავთ, რომ­ლე­ბიც კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით ძა­ლი­ან და­ბა­ლი დო­ნის არი­ან და მხო­ლოდ ერთი რამ ახა­სი­ა­თებთ - პი­რა­დი ნაც­ნო­ბო­ბა თუ პო­ლი­ტი­კუ­რი ლო­ი­ა­ლო­ბა", - ამ­ბობს ვანო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი.

მისი თქმით, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" თა­ვის პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებ­თან დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის სტან­დარ­ტის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­დე­გი იქ­ნე­ბა რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი, ისე სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბა.

დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის კავ­კა­სი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტის თავ­მჯდო­მა­რე გია ნო­დია აქ­ცენტს ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე აკე­თებს, რად­გან მისი თქმით, დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის, ფა­სე­ბის დაკ­ლე­ბის, ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის და სხვა და­პი­რე­ბე­ბით მო­ვი­და, სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის გარ­და კი, არც ერთი ძი­რი­თა­დი და­პი­რე­ბა არ შეს­რუ­ლე­ბუ­ლა.

"პი­რა­დად მე შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი რამ არ მომ­წონ­დეს, მაგ­რამ თუ სა­არ­ჩევ­ნო შან­სე­ბის თვალ­საზ­რი­სით ვიმ­სჯე­ლებთ, მა­შინ არა მარ­ტო ის არის პრობ­ლე­მა, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ნაც­ვლად გა­უ­ა­რეს­და, არა­მედ ისიც, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" თა­ვი­დან­ვე ტყუ­ილს ამ­ბობ­და. და­პი­რე­ბე­ბი არ შეს­რულ­და და ეს არა იმი­ტომ, რომ ვერ შე­ას­რუ­ლეს, უბ­რა­ლოდ წი­ნას­წარ იცოდ­ნენ, რომ ამას ვერც შე­ას­რუ­ლებ­დნენ, მაგ­რამ ხალ­ხი მო­ა­ტყუ­ეს, ეს აშ­კა­რაა და ცხა­დია, სა­არ­ჩევ­ნოდ დიდ როლს ითა­მა­შებს", - ამ­ბობს გია ნო­დია.

პო­ლი­ტო­ლოგ ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძის თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" "შავი ლაქა" პირ­ველ რიგ­ში ლა­რის კურ­სი და შე­სა­ბა­მი­სად, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რი­ფის მა­ტე­ბაა - "მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ით­ქვას, რომ ლა­რის კურ­სის შემ­თხვე­ვა­ში ბევ­რი ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზია, რა­მაც მისი ვარ­დნა გა­ნა­პი­რო­ბა. კერ­ძოდ, ეს იყო სა­გა­რეო-ეკო­ნო­მი­კურ ფონ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რაც ლარ­ზე ცუ­დად აი­სა­ხა, მაგ­რამ ამომ­რჩევ­ლის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ყო­ველ­თვის მისი სა­კუ­თა­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა და არა მა­გა­ლი­თად ჩი­ნე­თი, რომ­ლის სა­ფონ­დო ბირ­ჟის ვარ­დნა მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ვა­ლუ­ტა­ზე, მათ შო­რის ლარ­ზეც აი­სა­ხა".

პო­ლი­ტო­ლო­გის თქმით, ყვე­ლა­ზე სუს­ტად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­კად­რო პო­ლი­ტი­კა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის ეფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მის არარ­სე­ბო­ბა გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. მი­სი­ვე თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის კუ­თხი­თაც მო­ი­კოჭ­ლებს.

"სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა ერთ-ერ­თია იმ და­პი­რე­ბა­თა­გან, რო­მე­ლიც, მე ვი­ტყო­დი, რომ ნა­წი­ლობ­რივ შეს­რულ­და. ეკო­ნო­მი­კუ­რი კუ­თხით სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა არ აღ­დგა, ანუ ის, რომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს და­ზა­რალ­დნენ, ქო­ნე­ბა და­კარ­გეს და ა.შ., მათ მი­მართ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა არ აღ­დგა, თუმ­ცა ზო­გა­დად, თუ გა­დავ­ხე­დავთ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ლი­დე­რე­ბის" იმ ჩა­მო­ნათ­ვალს, რომ­ლე­ბიც დღეს ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის პრო­ცე­სის აღ­დგე­ნა არ და­ი­წყო, ნამ­დვი­ლად გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბებს, პი­რა­დად ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ორი სა­კი­თხი, პირ­ვე­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მარ­თვე­ლო­ბის რე­ფორ­მა - დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცია და არ­ჩე­ვი­თო­ბა, რაც ნა­წი­ლობ­რივ გან­ხორ­ცი­ელ­და, კერ­ძოდ მერ­საც და გამ­გე­ბელ­საც ხალ­ხი ირ­ჩევს, მაგ­რამ ეს არა­ფერს ნიშ­ნავს იმ ფონ­ზე, რო­დე­საც მას და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ბი­უ­ჯე­ტი არ აქვს".

ლა­გა­ზი­ძის თქმით, მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­პი­რე­ბა სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მაა, რო­მე­ლიც არ გან­ხორ­ცი­ელ­და იმ დო­ზით, რა დო­ზი­თაც სა­ჭი­როა და რა­საც რე­ა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მა ჰქვია, სა­უ­ბა­რია მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის წე­სის არ­გა­უქ­მე­ბა­ზე.

"მა­ჟო­რი­ტა­რე­ბი ყო­ველ­თვის და ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ამ უკა­ნას­კნელ­თათ­ვის დე­პუ­ტა­ტე­ბის ხმა­თა ის მა­რა­გი იყო, რო­მელ­საც ყო­ველ­თვის იყე­ნებ­და სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ იმი­ტომ, რომ მა­ჟო­რი­ტარ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას, რო­გორც წესი, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი შე­ად­გე­ნენ. სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან დაც­ვის ან გარ­კვე­უ­ლი ბე­ნე­ფი­ტე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით, მა­ჟო­რი­ტა­რე­ბი ყო­ველ­თვის არი­ან უტყვი მან­და­ტე­ბის მფლო­ბელ­ნი, ამი­ტო­მაც დგას ასე მწვა­ვედ დღის წეს­რიგ­ში მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მის გა­უქ­მე­ბის მო­თხოვ­ნა", - ამ­ბობს ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

"ქართული ოცნების" "შავი ლაქა" - მოახლოებული არჩევნები, შეუსრულებელი დაპირებები და ხელისუფლების დაშვებული შეცდომები

"ქართული ოცნების" "შავი ლაქა" - მოახლოებული არჩევნები, შეუსრულებელი დაპირებები და ხელისუფლების დაშვებული შეცდომები

დაპირებების შეუსრულებლობა, ლარის კურსის დაცემა, დენის ტარიფის ზრდა - ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც პოლიტოლოგები "ქართული ოცნების" "შავ ლაქად" ასახელებენ.

არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, პოლიტიკური პარტიები კი ხმების მოსაპოვებლად აქტიურ კამპანიას იწყებენ. ხელისუფლებაში მყოფ "ქართულ ოცნებას" ბევრი სუსტი მხარე აღმოაჩნდა, რამაც შესაძლოა, ამომრჩეველზე გავლენა იქონიოს და ხელისუფლებას სერიოზული საფრთხე შეუქმნას.

იქნება თუ არა მეოთხე წელი უკეთესი, ამას დარჩენილი 12 თვე გვიჩვენებს, AMBEBI.GE-სთან საუბრისას კი პოლიტოლოგები "ქართული ოცნების" ვერშესრულებულ დაპირებებს და დაშვებულ შეცდომებს ასახელებენ.

არაფორმალური მმართველობა, საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული უამრავი ადამიანი და პოლიტიკურ ოპონენტებთან არაჯანსაღი ურთიერთობა - აღნიშნულ საკითხებს "ქართული ოცნების" შავ ლაქად" მიიჩნევს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ვანო მაჭავარიანი.

მისი თქმით, არაფორმალურ მმართველობაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ჩარევა იგულისხმება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, რომელიც ქვეყნის მმართველობასა და შექმნილ გარემოს - ბიზნესს და სამოქალაქო სექტორს ეხება.

"ფაქტია, რომ "ქართულმა ოცნებამ" სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უპატივცემულობა დაამკვიდრა, ამის მაგალითია პრეზიდენტის ინსტიტუტთან ურთიერთობა, რომელიც ფაქტობრივად პირად ჭრილში აიყვანა დღევანდელი პრემიერის, ღარიბაშვილის და ყოფილი პრემიერის, ივანიშვილის მთავრობამ, რაც თავისთავად დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის ძალიან რთული გამოწვევაა.

პრობლემაა საჯარო სამსახურებთან დაკავშირებითაც, როდესაც უამრავი ადამიანი სამსახურიდან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო გამოუშვეს, რომ ისინი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს საჯარო სამსახურებში მუშაობდნენ. მათ ადგილზე კი პოლიტიკურად მოტივირებული ადამიანები მოჰყავთ, რომლებიც კვალიფიკაციით ძალიან დაბალი დონის არიან და მხოლოდ ერთი რამ ახასიათებთ - პირადი ნაცნობობა თუ პოლიტიკური ლოიალობა", - ამბობს ვანო მაჭავარიანი.

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" თავის პოლიტიკურ ოპონენტებთან დემოკრატიული და ევროპული ქვეყნის სტანდარტისგან განსხვავებული ურთიერთობა აქვს. მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ ასეთი ურთიერთობის გაგრძელების შემთხვევაში შედეგი იქნება როგორც პოლიტიკური, ისე სამოქალაქო დაპირისპირება.

დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე გია ნოდია აქცენტს ეკონომიკურ მდგომარეობაზე აკეთებს, რადგან მისი თქმით, დღევანდელი მთავრობა ხელისუფლებაში ეკონომიკური გაუმჯობესების, ფასების დაკლების, ბიზნესის განვითარების და სხვა დაპირებებით მოვიდა, საყოველთაო ჯანდაცვის გარდა კი, არც ერთი ძირითადი დაპირება არ შესრულებულა.

"პირადად მე შეიძლება ბევრი რამ არ მომწონდეს, მაგრამ თუ საარჩევნო შანსების თვალსაზრისით ვიმსჯელებთ, მაშინ არა მარტო ის არის პრობლემა, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად გაუარესდა, არამედ ისიც, რომ "ქართული ოცნება" თავიდანვე ტყუილს ამბობდა. დაპირებები არ შესრულდა და ეს არა იმიტომ, რომ ვერ შეასრულეს, უბრალოდ წინასწარ იცოდნენ, რომ ამას ვერც შეასრულებდნენ, მაგრამ ხალხი მოატყუეს, ეს აშკარაა და ცხადია, საარჩევნოდ დიდ როლს ითამაშებს", - ამბობს გია ნოდია.

პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის თქმით, "ქართული ოცნების" "შავი ლაქა" პირველ რიგში ლარის კურსი და შესაბამისად, ელექტროენერგიის ტარიფის მატებაა - "მაგრამ აუცილებელია ითქვას, რომ ლარის კურსის შემთხვევაში ბევრი ობიექტური მიზეზია, რამაც მისი ვარდნა განაპირობა. კერძოდ, ეს იყო საგარეო-ეკონომიკურ ფონზე დამოკიდებული, რაც ლარზე ცუდად აისახა, მაგრამ ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებელი ყოველთვის მისი საკუთარი ხელისუფლებაა და არა მაგალითად ჩინეთი, რომლის საფონდო ბირჟის ვარდნა მსოფლიოს ყველა ვალუტაზე, მათ შორის ლარზეც აისახა".

პოლიტოლოგის თქმით, ყველაზე სუსტად ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა და გადაწყვეტილების მიღების ეფექტური მექანიზმის არარსებობა გამოიყურება. მისივე თქმით, "ქართული ოცნება" საარჩევნო დაპირებების შესრულების კუთხითაც მოიკოჭლებს.

"სამართლიანობის აღდგენა ერთ-ერთია იმ დაპირებათაგან, რომელიც, მე ვიტყოდი, რომ ნაწილობრივ შესრულდა. ეკონომიკური კუთხით სამართლიანობა არ აღდგა, ანუ ის, რომ უამრავი ადამიანი, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს დაზარალდნენ, ქონება დაკარგეს და ა.შ., მათ მიმართ სამართლიანობა არ აღდგა, თუმცა ზოგადად, თუ გადავხედავთ "ნაციონალური ლიდერების" იმ ჩამონათვალს, რომლებიც დღეს ციხეში იმყოფებიან, საუბარი იმაზე, რომ სამართლიანობის პროცესის აღდგენა არ დაიწყო, ნამდვილად გადაჭარბებული იქნება.

რაც შეეხება სხვა წინასაარჩევნო დაპირებებს, პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ორი საკითხი, პირველი ადგილობრივი თვითმართველობის რეფორმა - დეცენტრალიზაცია და არჩევითობა, რაც ნაწილობრივ განხორციელდა, კერძოდ მერსაც და გამგებელსაც ხალხი ირჩევს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს იმ ფონზე, როდესაც მას დამოუკიდებელი ბიუჯეტი არ აქვს".

ლაგაზიძის თქმით, მეორე მნიშვნელოვანი დაპირება საარჩევნო რეფორმაა, რომელიც არ განხორციელდა იმ დოზით, რა დოზითაც საჭიროა და რასაც რეალური საარჩევნო რეფორმა ჰქვია, საუბარია მაჟორიტარული არჩევნების წესის არგაუქმებაზე.

"მაჟორიტარები ყოველთვის და ყველა ხელისუფლების დროს ამ უკანასკნელთათვის დეპუტატების ხმათა ის მარაგი იყო, რომელსაც ყოველთვის იყენებდა საკუთარი შეხედულებისამებრ იმიტომ, რომ მაჟორიტართა უმრავლესობას, როგორც წესი, ბიზნესმენები შეადგენენ. საკუთარი ბიზნესის ხელისუფლებისგან დაცვის ან გარკვეული ბენეფიტების მიღების მიზნით, მაჟორიტარები ყოველთვის არიან უტყვი მანდატების მფლობელნი, ამიტომაც დგას ასე მწვავედ დღის წესრიგში მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნა", - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."