პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დადიანების მუზეუმის დირექტორი: ვერ გავიგე, რა საშიშროებას ხედავს მეუფე
დადიანების მუზეუმის დირექტორი: ვერ გავიგე, რა საშიშროებას ხედავს მეუფე

და­დი­ა­ნე­ბის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი ლილი ბე­რა­ია ვერ ხე­დავს აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, და­მა­ტე­ბით შე­იქ­მნას კო­მი­სია ზუგ­დი­დის მუ­ზე­უ­მებ­ში და­ცუ­ლი სა­ეკ­ლე­სიო ნივ­თე­ბის აღ­სა­წე­რად, რის შე­სა­ხე­ბაც ზუგ­დი­დი­სა და ცა­ი­შის მიტ­რო­პო­ლიტ­მა გე­რა­სი­მემ კვარ­თის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბულ შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და. მიტ­რო­პო­ლიტ­მა მა­შინ დას­ძი­ნა, რომ კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ აღ­დგე­ბა ძვე­ლი ტრა­დი­ცია, როცა სიწ­მინ­დე­ებს, სა­ეკ­ლე­სიო ნივ­თებს სპე­ცი­ა­ლურ კი­დო­ბან­ში ათავ­სებ­დნენ, ორი პლომ­ბით ლუ­ქავ­დნენ და ერთი გა­სა­ღე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს, მე­ო­რე კი ეკ­ლე­სი­ას ეკუთ­ვნო­და.

ლილი ბე­რა­ია მიტ­რო­პო­ლი­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლია. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მუ­ზე­უ­მი სა­პატ­რი­არ­ქოს არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, არა­მედ ის სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ეკუთ­ვნის. შე­სა­ბა­მი­სად, დი­რექ­ტი­ვებს და მი­თი­თე­ბებს სწო­რედ მათ­გან იღე­ბენ.

"რაც შე­ე­ხე­ბა გა­სა­ღე­ბებ­ზე რომ მიდ­გა საქ­მე, ეს მე­უ­ფე გე­რა­სი­მემ კი არ უნდა გა­და­წყვი­ტოს და კი­დევ ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, ამას გა­და­წყვეტს თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო. ვერ გა­ვი­გე, რა სა­შიშ­რო­ე­ბას ხე­დავს მე­უ­ფე, რომ შე­იქ­მნას ეს ორი გა­სა­ღე­ბი. მთელს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ცერთ მუ­ზე­უმ­ში არ არის მსგავ­სი რამ. მე მა­გა­ლი­თად, შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლად ვგრძნობ თავს. ეს არის უნ­დობ­ლო­ბა ეპარ­ქი­ის მხრი­დან ჩვენს მი­მართ", - გა­ნუ­ცხა­და ლილი ბე­რა­ი­ამ "ლა­ივპ­რესს".

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მუ­ზე­უმ­ში უკვე მუ­შა­ობს კო­მი­სია, რო­მე­ლიც ორი წლის წინ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს და­ვა­ლე­ბით შე­იქ­მნა და რომ­ლის მი­ზა­ნიც და­ცუ­ლი კო­ლექ­ცი­ე­ბის შე­ჯე­რე­ბაა. ის არ არის წი­ნა­აღ­მდე­გი კი­დევ ერ­თის ამოქ­მე­დე­ბის, მაგ­რამ ამას "ღია კა­რის მტვრე­ვად აფა­სებს". მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რის თქმით, უკვე მე­სა­მე წე­ლია ნივ­თებს დარ­გე­ბის - ჭე­დუ­რო­ბის, გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის, სა­არ­ქი­ვო დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით ახა­რის­ხე­ბენ. ამას გარ­და, და­დი­ა­ნე­ბის მუ­ზე­უმ­მა არა­ერ­თხელ გა­ი­ა­რა კო­მი­სი­უ­რი შე­მოწ­მე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი აქ­ტე­ბიც და­ი­დო:

"მე ან­გა­რი­ში ხომ არ უნდა ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა მე­უ­ფის­თვის, რა ხდე­ბა ჩვენ­თან? უმოქ­მე­დოდ არ ვსხედ­ვართ. ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რა შუ­ა­შია, ესეც ვერ გა­ვი­გე. მი­მარ­თონ მა­შინ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს და მა­შინ მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­დოს ორი გა­სა­ღე­ბი. მე ისიც კი მაქვს აღ­ნუს­ხუ­ლი, რამ­დე­ნი თვა­ლი არის თი­თო­ე­ულ ხატ­ზე და­ტა­ნი­ლი".

იხი­ლეთ ვრცლად

livepress.ge

ლია
0

ნივთების დახარისხებას რად უნდა სამი წელი, არაა ეგ უზარმაზარი მუზეუმი... გამოდის, ან არ მუშაობს კომისია, ან საკითხებზე ვერ შეჯერდნენ, ან.. .არ ვიცი, საეჭვოდ მეჩვენება

დადიანების მუზეუმის დირექტორი: ვერ გავიგე, რა საშიშროებას ხედავს მეუფე

დადიანების მუზეუმის დირექტორი: ვერ გავიგე, რა საშიშროებას ხედავს მეუფე

დადიანების მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია ვერ ხედავს აუცილებლობას, დამატებით შეიქმნას კომისია ზუგდიდის მუზეუმებში დაცული საეკლესიო ნივთების აღსაწერად, რის შესახებაც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ კვართის საკითხთან დაკავშირებულ შეხვედრაზე განაცხადა. მიტროპოლიტმა მაშინ დასძინა, რომ კარგი იქნება, თუ აღდგება ძველი ტრადიცია, როცა სიწმინდეებს, საეკლესიო ნივთებს სპეციალურ კიდობანში ათავსებდნენ, ორი პლომბით ლუქავდნენ და ერთი გასაღები სახელმწიფოს, მეორე კი ეკლესიას ეკუთვნოდა.

ლილი ბერაია მიტროპოლიტის ინიციატივით გაკვირვებულია. მისივე განმარტებით, მუზეუმი საპატრიარქოს არ ექვემდებარება, არამედ ის სახელმწიფო დაწესებულებაა და კულტურის სამინისტროს ეკუთვნის. შესაბამისად, დირექტივებს და მითითებებს სწორედ მათგან იღებენ.

"რაც შეეხება გასაღებებზე რომ მიდგა საქმე, ეს მეუფე გერასიმემ კი არ უნდა გადაწყვიტოს და კიდევ ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ამას გადაწყვეტს თუ საჭირო იქნება კულტურის სამინისტრო. ვერ გავიგე, რა საშიშროებას ხედავს მეუფე, რომ შეიქმნას ეს ორი გასაღები. მთელს საქართველოში არცერთ მუზეუმში არ არის მსგავსი რამ. მე მაგალითად, შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს. ეს არის უნდობლობა ეპარქიის მხრიდან ჩვენს მიმართ", - განუცხადა ლილი ბერაიამ "ლაივპრესს".

მანვე აღნიშნა, რომ მუზეუმში უკვე მუშაობს კომისია, რომელიც ორი წლის წინ კულტურის სამინისტროს დავალებით შეიქმნა და რომლის მიზანიც დაცული კოლექციების შეჯერებაა. ის არ არის წინააღმდეგი კიდევ ერთის ამოქმედების, მაგრამ ამას "ღია კარის მტვრევად აფასებს". მუზეუმის დირექტორის თქმით, უკვე მესამე წელია ნივთებს დარგების - ჭედურობის, გამოყენებითი ხელოვნების, საარქივო დოკუმენტების მიხედვით ახარისხებენ. ამას გარდა, დადიანების მუზეუმმა არაერთხელ გაიარა კომისიური შემოწმება და შესაბამისი აქტებიც დაიდო:

"მე ანგარიში ხომ არ უნდა ჩამებარებინა მეუფისთვის, რა ხდება ჩვენთან? უმოქმედოდ არ ვსხედვართ. ადგილობრივი ხელისუფლება რა შუაშია, ესეც ვერ გავიგე. მიმართონ მაშინ კულტურის სამინისტროს და მაშინ მთელ საქართველოში დაიდოს ორი გასაღები. მე ისიც კი მაქვს აღნუსხული, რამდენი თვალი არის თითოეულ ხატზე დატანილი".

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"