პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს ტერიტორიის 70%-მდე სტიქიის არეალშია მოქცეული"
"საქართველოს ტერიტორიის 70%-მდე სტიქიის არეალშია მოქცეული"

"მწვა­ნე­თა პარ­ტი­ის" ლი­დე­რის გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის 70%-მდე სტი­ქი­ის არე­ალ­შია მოქ­ცე­უ­ლი. რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა დე­პუ­ტატ­მა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, "მწვა­ნე­თა პარ­ტია" პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მიერ გა­ე­რო-ს სა­მიტ­ზე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას მი­ე­სალ­მე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ მწვა­ნე გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რა ურ­ყე­ვი იქ­ნე­ბა და იგი სა­ქარ­თვე­ლო­ში მწვა­ნე ეკო­ნო­მი­კის აღორ­ძი­ნე­ბას მხარს უჭერს.

"ჩვენ ამას მი­ვე­სალ­მე­ბით არა მარ­ტო იმი­ტომ, რომ ეს "მწვა­ნე­თა პარ­ტი­ის" იდე­ო­ლო­გი­ის ნა­წი­ლია, არა­მედ იმი­ტო­მაც, რომ ეს მიგ­ვაჩ­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თა­დერთ სწორ გზად, ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა­დაც", - გა­ნა­ცხა­და გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ. მი­სი­ვე თქმით, 2011 წელს, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, მა­შინ­დელ­მა პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო ცვლი­ლე­ბა "გა­რე­მოს დაც­ვის კა­ნონ­ში", მას და­ა­მა­ტა მუხ­ლი -შე­თან­ხმე­ბა გა­რე­მოს დაც­ვის სფე­რო­ში, რაც გა­ჩე­ჩი­ლა­ძის შე­ფა­სე­ბით, "ინ­დულ­გენ­ცია იყო ბუ­ნე­ბის მკვლე­ლო­ბა­ზე".

"ამის სა­შუ­ა­ლე­ბით, თუ ადა­მი­ა­ნი გა­და­იხ­დი­და ფულს, მას ყვე­ლა­ფე­რის უფ­ლე­ბა ეძ­ლე­ო­ბა - "წი­თელ წიგნ­ში" შე­ტა­ნი­ლი ცხო­ვე­ლე­ბის და­ხოც­ვი­სა და ეროვ­ნულ პარკში ხე­ე­ბის მოჭ­რის ჩათ­ვლით და ა.შ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, "მწვა­ნე­თა პარ­ტი­ის" სა­კონ­სტი­ტუ­ციო სარ­ჩე­ლი 2013 წელს და­აკ­მა­ყო­ფი­ლა სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სი­ამ და აღი­ა­რა, ეს რო­გორ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ფაქ­ტი", - გა­ნა­ცხა­და გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ. რო­გორც გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ეთან­ხმე­ბა იმა­ში, რომ სა­ქარ­თვე­ლო კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის­გან საკ­მა­ოდ და­უც­ვე­ლი ქვეყ­ნაა.

"ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის 70%-მდე არის მოქ­ცე­უ­ლი სტი­ქი­ის არე­ალ­ში. 3000-მდე და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტია ამ არე­ალ­ში და 400 000 ოჯა­ხი ცხოვ­რობს. სამ­წუ­ხა­როა ის, რომ მსხვერ­პლი არ­სე­ბობს. ჩვენ გვა­ყავს 50 000-ზე მეტი ეკო­დევ­ნი­ლი. გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის შე­დე­გად, ბოლო კვლე­ვე­ვის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში გვალ­ვი­ა­ნი პე­რი­ო­დის სა­შუ­ა­ლო ხან­გრძლი­ვო­ბამ მო­ი­მა­ტა 54 დღი­დან 72 დღემ­დე. თუ ადრე მძლავ­რი გვალ­ვე­ბი 15-20 წე­ლი­წად­ში ერთხელ იყო, ბოლო პე­რი­ოდ­ში ასე­თი მოვ­ლე­ნე­ბი 6 წე­ლი­წად­ში ერთხელ ხდე­ბა. ქა­რიშ­ხა­ლე­ბის გან­მე­ო­რე­ბა­დო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 5-ჯერ გა­ი­ზარ­და და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას, ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას უდი­დეს პრობ­ლე­მებს უქ­მნის", - გა­ნა­ცხა­და გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ.

რო­გორც გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, "მწვა­ნე­თა პარ­ტია" მზად არის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ითა­ნამ­შრომ­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, გა­მო­ი­ყე­ნოს სა­კუ­თა­რი გამ­ცდი­ლე­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტაქ­ტე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის მიზ­ნით.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"საქართველოს ტერიტორიის 70%-მდე სტიქიის არეალშია მოქცეული"

"საქართველოს ტერიტორიის 70%-მდე სტიქიის არეალშია მოქცეული"

"მწვანეთა პარტიის" ლიდერის გია გაჩეჩილაძის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიის 70%-მდე სტიქიის არეალშია მოქცეული. როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, "მწვანეთა პარტია" პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაერო-ს სამიტზე გაკეთებულ განცხადებას მიესალმება იმასთან დაკავშირებით, რომ მწვანე განვითარებისთვის საქართველოს მხარდაჭერა ურყევი იქნება და იგი საქართველოში მწვანე ეკონომიკის აღორძინებას მხარს უჭერს.

"ჩვენ ამას მივესალმებით არა მარტო იმიტომ, რომ ეს "მწვანეთა პარტიის" იდეოლოგიის ნაწილია, არამედ იმიტომაც, რომ ეს მიგვაჩნია, საქართველოს განვითარების ერთადერთ სწორ გზად, ქვეყნის ევროპული ორიენტაციის დადასტურებადაც", - განაცხადა გაჩეჩილაძემ. მისივე თქმით, 2011 წელს, წინა ხელისუფლების დროს, მაშინდელმა პარლამენტმა მიიღო ცვლილება "გარემოს დაცვის კანონში", მას დაამატა მუხლი -შეთანხმება გარემოს დაცვის სფეროში, რაც გაჩეჩილაძის შეფასებით, "ინდულგენცია იყო ბუნების მკვლელობაზე".

"ამის საშუალებით, თუ ადამიანი გადაიხდიდა ფულს, მას ყველაფერის უფლება ეძლეობა - "წითელ წიგნში" შეტანილი ცხოველების დახოცვისა და ეროვნულ პარკში ხეების მოჭრის ჩათვლით და ა.შ. საბედნიეროდ, "მწვანეთა პარტიის" საკონსტიტუციო სარჩელი 2013 წელს დააკმაყოფილა საკონსტიტუციო კომისიამ და აღიარა, ეს როგორ არაადამიანური და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ფაქტი", - განაცხადა გაჩეჩილაძემ. როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა, ის პრემიერ-მინისტრს ეთანხმება იმაში, რომ საქართველო კლიმატური ცვლილებებისგან საკმაოდ დაუცველი ქვეყნაა.

"ქვეყნის ტერიტორიის 70%-მდე არის მოქცეული სტიქიის არეალში. 3000-მდე დასახლებული პუნქტია ამ არეალში და 400 000 ოჯახი ცხოვრობს. სამწუხაროა ის, რომ მსხვერპლი არსებობს. ჩვენ გვაყავს 50 000-ზე მეტი ეკოდევნილი. გლობალური დათბობის შედეგად, ბოლო კვლევევის მიხედვით, საქართველოში გვალვიანი პერიოდის საშუალო ხანგრძლივობამ მოიმატა 54 დღიდან 72 დღემდე. თუ ადრე მძლავრი გვალვები 15-20 წელიწადში ერთხელ იყო, ბოლო პერიოდში ასეთი მოვლენები 6 წელიწადში ერთხელ ხდება. ქარიშხალების განმეორებადობა საქართველოს ტერიტორიაზე 5-ჯერ გაიზარდა და სოფლის მეურნეობას, ჩვენს მოსახლეობას უდიდეს პრობლემებს უქმნის", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა, "მწვანეთა პარტია" მზად არის ამ მიმართულებით ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან, გამოიყენოს საკუთარი გამცდილება და საერთაშორისო კონტაქტები აღნიშნული პრობლემების მოგვარების მიზნით.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია