საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბავშვები, რომლებიც მშობლებმა დაღუპეს - რა მოაქვს ზედმეტ ზრუნვას?
ბავშვები, რომლებიც მშობლებმა დაღუპეს - რა მოაქვს ზედმეტ ზრუნვას?

მშო­ბე­ლი ყო­ველ­თვის ღე­ლავს შვი­ლის გამო. მუ­დამ მისი დაც­ვის, გა­დარ­ჩე­ნის სურ­ვი­ლი აქვს, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ყვე­ლა­ზე კე­თი­ლი გან­ზარ­ხვაც კი შე­იძ­ლე­ბა სა­ვა­ლა­ლოდ დას­რულ­დეს. ზედ­მეტ ზრუნ­ვა­საც ზი­ა­ნი მო­აქვს. ეს მა­გა­ლი­თე­ბი ცხდყო­ფენ, რომ მშო­ბელს ბავ­შვის და­ღუპ­ვაც შე­უძ­ლი­ათ. ამ ის­ტო­რი­ე­ბი­დან ზო­გი­ერ­თი სას­ტი­კი და ანო­მა­ლუ­რია, მაგ­რამ ბევ­რი მათ­გა­ნი მხო­ლოდ იმი­ტომ დას­რულ­და ცუ­დად, რომ მშო­ბელს ბავ­შვის­თვის "კარ­გი უნ­დო­და".

არას­წო­რი კვე­ბის შიში

*სა­ღე­ბა­ვი, კონ­სერ­ვან­ტე­ბი, გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, ზედ­მე­ტი ტკბი­ლი - ეს არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, იმ პრო­დუქ­ტე­ბი­სა, რა­საც მშო­ბე­ლი ცდი­ლობს, ბავ­შვს არ აჭა­მოს. მის­თვის მთა­ვა­რია, ბავ­შვმა ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი მი­ი­ღოს. თუმ­ცა"ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი" ყვე­ლა მშო­ბელს თა­ვი­სე­ბუ­რად ეს­მის. 2015 წელს 3 შვი­ლის მშობ­ლე­ბი შონ და მა­რია ხო­სა­ნე­ბი გა­ა­სა­მარ­თლეს. 2011 წელს მათი 2 წლი­სა და 3 თვის გო­გო­ნა ას­თმი­სა და შიმ­ში­ლო­ბის­გან გარ­და­იც­ვა­ლა. მშობ­ლებს გულ­წრფე­ლად უყ­ვარ­დათ შვი­ლი, არას­დროს უწყრე­ბოდ­ნენ და მხო­ლოდ სა­სარ­გებ­ლო ვე­გა­ნუ­რი საკ­ვე­ბით კვე­ბავ­დნენ. მათ არ ადარ­დებ­დათ ის ფაქ­ტი, რომ 2 წლის ბავ­შვი კი არ და­დი­ო­და, სუს­ტად ცო­ცავ­და. მშობ­ლე­ბი გა­ა­სა­მარ­თლეს და ორი ბავ­შვიც ჩა­მო­არ­თვეს. ისი­ნი მო­სავ­ლე­ლად სხვა ოჯა­ხებს გა­დას­ცეს.

*სა­ში­ნე­ლია 6 კვი­რის კრა­უნ შა­კუ­რის ის­ტო­რი­აც. ბავ­შვი ში­ნა­უ­რულ პი­რო­ბებ­ში დღე­ნაკ­ლუ­ლი და­ი­ბა­და, ვე­გან­მა მშობ­ლებ­მა იგი ექიმს არ აჩ­ვე­ნეს. მას სო­ი­ის რძი­თა და ვაშ­ლის წვე­ნით კვე­ბავ­დნენ. ჩვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, მშობ­ლებს კი სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

*ბრი­ტა­ნი და სე­მი­ულ ლა­ბერ­ტო­ნებს მი­აჩ­ნდათ, რომ გო­გო­ნას­თვის ყვე­ლა­ზე დამ­თრგუნ­ვე­ლია სიმ­სუქ­ნე. ამი­ტომ, დღე­ნაკ­ლულ შვილს არა­საკ­მა­რი­სად კვე­ბავ­დნენ. გა­მო­ფიტ­ვის შე­დე­გად ჩვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა და ნორ­მა­ლუ­რი კვე­ბის შე­დე­გად წო­ნა­შიც მო­ი­მა­ტა. როცა გა­ირ­კვა, რომ ბავ­შვის ნა­ხევ­რად შიმ­ში­ლო­ბა მშობ­ლე­ბის პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია იყო, გო­გო­ნა სხვა ოჯახს მი­აშ­ვი­ლეს. შე­დე­გით შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ლა­ბერ­ტო­ნე­ბი შვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბას ლა­მობ­დნენ. თურ­მე, მათ მზაკ­ვრუ­ლი გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სურ­დათ. ნახ­ვი­სას ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბი ბავ­შვს ბოთ­ლით კუ­ჭის ამ­შლელ პრე­პა­რა­ტებს ას­მევ­დნენ. სი­ტუ­ა­ცია მა­ლე­ვე გა­ირ­კვა და მშობ­ლებს უფ­რო­სი, სა­შინ­ლად დამ­შე­უ­ლი 2 წლის ბავ­შვის აღ­ზრდის უფ­ლე­ბაც ჩა­მო­ერ­თვათ. თა­ვად 21 წლის დედა 40 კი­ლოს იწო­ნის და გა­მო­ფი­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის იერი აქვს, მაგ­რამ მისი გა­მოს­წო­რე­ბა უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლია.

*2011 წელს შვი­ლი ჩა­მო­არ­თვეს კრის­ტო­ფერ და მერი შულტცებ­საც; ერ­თწ­ლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს და ჯა­რი­მის სა­ხით 25 ათა­სი დო­ლა­რიც გა­და­ახ­დე­ვი­ნეს. საქ­მე იმა­შია, რომ მათი გო­გო­ნაც დღე­ნაკ­ლუ­ლი და­ი­ბა­და. მშობ­ლებ­მა ბავ­შვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ და­ტო­ვეს, რად­გან ძი­ძებს ბავ­შვი არ გა­ე­სუ­ქე­ბი­ნათ. ბავ­შვი წო­ნა­ში თით­ქმის არ იმა­ტებ­და და არც ვი­თარ­დე­ბო­და, 14 კვი­რა­ში მხო­ლოდ 6 კილო მო­ი­მა­ტა. მშობ­ლე­ბი არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­დნენ ექი­მის რჩე­ვას, რო­მე­ლიც ურ­ჩევ­და, ბავ­შვი ნორ­მა­ლუ­რად გა­მო­ეკ­ვე­ბათ. ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებს ბავ­შვი ჩა­მო­არ­თვეს და მას­თან მი­კა­რე­ბაც კი აუკ­რძა­ლეს.

მე­დი­ცი­ნის შიში

ზო­გი­ერთ თა­ნა­მედ­რო­ვე მშო­ბელს ცუდი ექი­მი, ნემ­სი და წამ­ლის უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია აში­ნებს. ამი­ტომ შვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ მიჰ­ყავს, რაც სა­უ­ბე­დუ­როდ, სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გით მთავ­რდე­ბა.

*2013 წელს 7 წლის რა­ი­ან ლო­ვე­ტი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის­გან გარ­და­იც­ვა­ლა. არა­და, ინ­ფექ­ცი­ის აღ­კვე­თა ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით შე­იძ­ლე­ბო­და. ბიჭს მზრუნ­ვე­ლი დედა ჰყავ­და, რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­ულ მე­დი­ცი­ნას არ ენ­დო­ბო­და. მას ბავ­შვი ექიმ­თან გა­სინ­ჯვა­ზეც კი არას­დროს ჰყო­ლია მიყ­ვა­ნი­ლი. როცა რა­ი­ანს სი­ცხემ აუ­წია, ახ­ლობ­ლე­ბის რჩე­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად დე­დას პე­დი­ატ­რის­თვის არ მი­უ­მარ­თავს და ბავ­შვს ჰო­მე­ო­პა­თი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით"მკურ­ნა­ლობ­და". დედა სე­რი­ო­ზუ­ლად შე­შინ­და, როცა ბავ­შვი კრუნ­ჩხვებ­ში ჩა­ვარ­და და იკად­რა"სას­წრა­ფოს" გა­მო­უ­ძა­ხა, მაგ­რამ უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ბავშვები, რომლებიც მშობლებმა დაღუპეს - რა მოაქვს ზედმეტ ზრუნვას?

ბავშვები, რომლებიც მშობლებმა დაღუპეს - რა მოაქვს ზედმეტ ზრუნვას?

მშობელი ყოველთვის ღელავს შვილის გამო. მუდამ მისი დაცვის, გადარჩენის სურვილი აქვს, მაგრამ ზოგჯერ ყველაზე კეთილი განზარხვაც კი შეიძლება სავალალოდ დასრულდეს. ზედმეტ ზრუნვასაც ზიანი მოაქვს. ეს მაგალითები ცხდყოფენ, რომ მშობელს ბავშვის დაღუპვაც შეუძლიათ. ამ ისტორიებიდან ზოგიერთი სასტიკი და ანომალურია, მაგრამ ბევრი მათგანი მხოლოდ იმიტომ დასრულდა ცუდად, რომ მშობელს ბავშვისთვის "კარგი უნდოდა".

არასწორი კვების შიში

*საღებავი, კონსერვანტები, გენმოდიფიცირებული პროდუქტები, ზედმეტი ტკბილი - ეს არასრული ჩამონათვალია, იმ პროდუქტებისა, რასაც მშობელი ცდილობს, ბავშვს არ აჭამოს. მისთვის მთავარია, ბავშვმა ჯანსაღი საკვები მიიღოს. თუმცა"ჯანსაღი საკვები" ყველა მშობელს თავისებურად ესმის. 2015 წელს 3 შვილის მშობლები შონ და მარია ხოსანები გაასამართლეს. 2011 წელს მათი 2 წლისა და 3 თვის გოგონა ასთმისა და შიმშილობისგან გარდაიცვალა. მშობლებს გულწრფელად უყვარდათ შვილი, არასდროს უწყრებოდნენ და მხოლოდ სასარგებლო ვეგანური საკვებით კვებავდნენ. მათ არ ადარდებდათ ის ფაქტი, რომ 2 წლის ბავშვი კი არ დადიოდა, სუსტად ცოცავდა. მშობლები გაასამართლეს და ორი ბავშვიც ჩამოართვეს. ისინი მოსავლელად სხვა ოჯახებს გადასცეს.

*საშინელია 6 კვირის კრაუნ შაკურის ისტორიაც. ბავშვი შინაურულ პირობებში დღენაკლული დაიბადა, ვეგანმა მშობლებმა იგი ექიმს არ აჩვენეს. მას სოიის რძითა და ვაშლის წვენით კვებავდნენ. ჩვილი გარდაიცვალა, მშობლებს კი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

*ბრიტანი და სემიულ ლაბერტონებს მიაჩნდათ, რომ გოგონასთვის ყველაზე დამთრგუნველია სიმსუქნე. ამიტომ, დღენაკლულ შვილს არასაკმარისად კვებავდნენ. გამოფიტვის შედეგად ჩვილი საავადმყოფოში მოხვდა და ნორმალური კვების შედეგად წონაშიც მოიმატა. როცა გაირკვა, რომ ბავშვის ნახევრად შიმშილობა მშობლების პრინციპული პოზიცია იყო, გოგონა სხვა ოჯახს მიაშვილეს. შედეგით შეშფოთებული ლაბერტონები შვილის მონახულებას ლამობდნენ. თურმე, მათ მზაკვრული გეგმის განხორციელება სურდათ. ნახვისას ბიოლოგიური მშობლები ბავშვს ბოთლით კუჭის ამშლელ პრეპარატებს ასმევდნენ. სიტუაცია მალევე გაირკვა და მშობლებს უფროსი, საშინლად დამშეული 2 წლის ბავშვის აღზრდის უფლებაც ჩამოერთვათ. თავად 21 წლის დედა 40 კილოს იწონის და გამოფიტული ადამიანის იერი აქვს, მაგრამ მისი გამოსწორება უკვე შეუძლებელია.

*2011 წელს შვილი ჩამოართვეს კრისტოფერ და მერი შულტცებსაც; ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ჯარიმის სახით 25 ათასი დოლარიც გადაახდევინეს. საქმე იმაშია, რომ მათი გოგონაც დღენაკლული დაიბადა. მშობლებმა ბავშვი საავადმყოფოში არ დატოვეს, რადგან ძიძებს ბავშვი არ გაესუქებინათ. ბავშვი წონაში თითქმის არ იმატებდა და არც ვითარდებოდა, 14 კვირაში მხოლოდ 6 კილო მოიმატა. მშობლები არ ითვალისწინებდნენ ექიმის რჩევას, რომელიც ურჩევდა, ბავშვი ნორმალურად გამოეკვებათ. ბიოლოგიურ მშობლებს ბავშვი ჩამოართვეს და მასთან მიკარებაც კი აუკრძალეს.

მედიცინის შიში

ზოგიერთ თანამედროვე მშობელს ცუდი ექიმი, ნემსი და წამლის უარყოფითი რეაქცია აშინებს. ამიტომ შვილი საავადმყოფოში არ მიჰყავს, რაც საუბედუროდ, სავალალო შედეგით მთავრდება.

*2013 წელს 7 წლის რაიან ლოვეტი ინფექციური დაავადებისგან გარდაიცვალა. არადა, ინფექციის აღკვეთა ანტიბიოტიკებით შეიძლებოდა. ბიჭს მზრუნველი დედა ჰყავდა, რომელიც ტრადიციულ მედიცინას არ ენდობოდა. მას ბავშვი ექიმთან გასინჯვაზეც კი არასდროს ჰყოლია მიყვანილი. როცა რაიანს სიცხემ აუწია, ახლობლების რჩევების მიუხედავად დედას პედიატრისთვის არ მიუმართავს და ბავშვს ჰომეოპათიური საშუალებებით"მკურნალობდა". დედა სერიოზულად შეშინდა, როცა ბავშვი კრუნჩხვებში ჩავარდა და იკადრა"სასწრაფოს" გამოუძახა, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო.

იხილეთ გაგრძელება

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ