სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განხეთქილება "ოცნებაში", საკადრო ცვლილებები და ლარის დასტაბილურება - მიხეილ ცაგარელის პოლიტიკური პროგნოზები
განხეთქილება "ოცნებაში", საკადრო ცვლილებები და ლარის დასტაბილურება - მიხეილ ცაგარელის პოლიტიკური პროგნოზები

ას­ტრო­ლო­გი მი­ხე­ილ ცა­გა­რე­ლი წლის ბო­ლომ­დე სე­რი­ო­ზულ სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბებს პროგ­ნო­ზი­რებს. მი­სი­ვე თქმით, ოქ­ტომ­ბერ­ში დო­ლა­რის კურ­სი და­ი­წევს, თუმ­ცა ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში ამ კუ­თხით ისევ რთუ­ლი პე­რი­ო­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ას­ტრო­ლო­გი გან­ხეთ­ქი­ლე­ბას არ გა­მო­რი­ცხავს კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­შიც".

- ოქ­ტომ­ბერ­ში უფრო მეტი შან­სია, რომ ლარი დას­ტა­ბი­ლურ­დეს, მაგ­რამ ჩვენ წინ გვაქვს ორი საკ­მა­ოდ რთუ­ლი პე­რი­ო­დი, - 15-16 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ თით­ქმის 25 დე­კემ­ბრამ­დე არის რთუ­ლი პე­რი­ო­დი და გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ ლარ­მა ისევ გა­ნი­ცა­დოს გარ­კვე­უ­ლი დე­ვალ­ვა­ცია, შე­იძ­ლე­ბა არა ისე­თი, მაგ­რამ სა­ერ­თო არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა მო­ი­მა­ტებს არა მარ­ტო ჩვენ­თან, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ო­ში. ჩემი ხედ­ვით ლა­რის კურ­სი 3-მდე არ ავა, პი­რი­ქით, ოქ­ტომ­ბერ­ში კი­დევ უფრო უნდა გამ­ყარ­დეს.

თუმ­ცა ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბრის პე­რი­ო­დი არის კონ­ფლიქ­ტე­ბის, კონფრონ­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი. ჩვენ გვექ­ნე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბი უმაღ­ლე­სი ეშე­ლო­ნე­ბის რან­გში. 16 ნო­ემ­ბრი­დან 25 დე­კემ­ბრამ­დე მო­სა­ლოდ­ნე­ლია ცვლი­ლე­ბე­ბი ყვე­ლა დო­ნე­ზე, რო­გორც მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში, ისე დე­პარ­ტა­მენ­ტებ­ში და მათ მო­ად­გი­ლე­ებ­ში.

- რო­გო­რია თქვე­ნი პროგ­ნო­ზი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის, იქ­ნე­ბა თუ არა იმ დრო­ის­თვის კო­ა­ლი­ცია ერ­თი­ა­ნი?

- დაშ­ლა არა, მაგ­რამ გან­ხეთ­ქი­ლე­ბა არის და იქ­ნე­ბა. თა­ვის­თა­ვად გან­ხეთ­ქი­ლე­ბა არ არის ის, როცა პრე­ზი­დენ­ტი ალ­თა­საა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბალ­თას? ნონ­სენ­სია მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა­ში, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ას არ ახ­სოვს, ორი დე­ლე­გა­ცია ჩა­დის გა­ე­როს ასამ­ბლე­ა­ზე - პრე­ზი­დენ­ტის ცალ­კე და პრე­მი­ე­რის ცალ­კე, ასე­თი მოვ­ლე­ნა ის­ტო­რი­უ­ლად არ მახ­სოვს. ეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­მარ­ცხვი­ნო ამ­ბა­ვია და ზუს­ტა­დაც რომ ესაა გან­ხეთ­ქი­ლე­ბა, რად­გა­ნაც პრე­ზი­დენ­ტი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ არის და­ყე­ნე­ბუ­ლი.

ძა­ლი­ან კარ­გად ვხე­დავთ, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ხეთ­ქი­ლე­ბაა თვით "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­შიც", იგი­ვე დღის წეს­რიგ­ში და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძის სა­კი­თხი დად­გა. "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი­სა" და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რებს შო­რის ფა­რუ­ლი შიდა ბრძო­ლა თვალ­ში­სა­ცე­მია, მაგ­რამ მათ ძა­ლი­ან კარ­გად ეს­მით, რომ 2016 წელი მო­დის, არ­ჩევ­ნე­ბია, ამი­ტომ ახლა კონფრონ­ტა­ცია აშ­კა­რა დო­ნე­ზე რომ გა­და­ვი­დეს, ორი­ვე წა­ა­გებს და შე­იძ­ლე­ბა ვერ­ცერ­თმა ვერ მო­ი­გოს, ამი­ტომ რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ისი­ნი ჯერ­ჯე­რო­ბით ერ­თად იქ­ნე­ბი­ან იმის­თვის, რომ არ­ჩევ­ნე­ბი მო­ი­გონ, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ გან­ხეთ­ქი­ლე­ბა არ იქ­ნე­ბა.

- სა­არ­ჩევ­ნოდ გა­მოჩ­ნდე­ბი­ან თუ არა ახა­ლი სა­ხე­ე­ბი?

- დიახ, ნელ-ნელა გა­მოჩ­ნდე­ბი­ან ახა­ლი სა­ხე­ე­ბი და შე­იძ­ლე­ბა იყ­ვნენ ძვე­ლი სა­ხე­ე­ბიც, შე­იძ­ლე­ბა ამ მთავ­რო­ბი­დან არა, მაგ­რამ იყ­ვნენ პო­ლი­ტი­კუ­რი წრე­ე­ბი­დან, თუნ­დაც მა­გა­ლი­თად, ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ სა­არ­ჩევ­ნოდ ჩვენ ვნა­ხავთ ახალ ჯგუ­ფებს ძვე­ლი სა­ხე­ე­ბით.

- რო­გო­რია თქვე­ნი პროგ­ნო­ზი ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით?

- ჯერ­ჯე­რო­ბით და­პი­რე­ბა და­პი­რე­ბად დარ­ჩე­ბა. თუ ოქ­ტომ­ბერ­ში ეს სა­კი­თხი არ გა­და­წყდა და მე ვფიქ­რობ, რომ არ გა­და­წყდე­ბა, წლის ბო­ლომ­დე მა­გას საშ­ვე­ლი არ ექ­ნე­ბა, ისე­ვე რო­გორც ნატო-ს თემა, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად კი­დევ დიდ­ხანს არ გა­და­წყდე­ბა, უბ­რა­ლოდ მუ­სი­რებს, ტრი­ა­ლებს, რუ­სებს ნერ­ვებს უშ­ლის, რის შე­დე­გა­დაც ჩვენ ვზა­რალ­დე­ბით, ეს პრო­ცე­სე­ბი კი­დევ დიდ­ხანს გაგ­რძელ­დე­ბა, სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა სა­ბო­ლო­ოდ არ გა­და­წყვეტს იმას, რომ სა­ჭი­როა აქ­ტი­უ­რი კონ­ტაქ­ტე­ბი არა მარ­ტო და­სავ­ლეთ­თან, არა­მედ რუ­სეთ­თა­ნაც.

- პრე­ზი­დენ­ტმა აშშ-ში ვი­ზი­ტი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სეთ­თან სა­უბ­რის და­წყე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა შე­სა­ბა­მი­სი დრო უნდა შე­ირ­ჩე­სო, დად­გე­ბა თუ არა უახ­ლო­ეს პე­რი­ო­ში ეს დრო?

- მას უნდა და­ე­ზუს­ტე­ბი­ნა თა­ვად რას გუ­ლის­ხმობს, რას ჰქვია შე­სა­ბა­მი­სი? ეს დრო დიდი ხა­ნია დად­გა, თუმ­ცა ნა­წი­ლობ­რივ შე­იძ­ლე­ბა მას და­ვე­თან­ხმო იმი­ტომ, რომ ად­რეც ვამ­ბობ­დი, რუ­სე­თი ნელ-ნელა გა­მოღ­ვი­ძე­ბას და­ი­წყებს, ახლა გარ­კვე­ულ შიდა უსა­მარ­თლო ეი­ფო­რი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა, რის შე­დე­გა­დაც ყვე­ლა­ფე­რი გას­დი­ო­და.

2016 წლი­დან რუ­სე­თი ამ უსა­მარ­თლო­ბის ეი­ფო­რი­ი­დან გა­მოს­ვლას და­ი­წყებს და ნელ-ნელა დას­ვამს კი­თხვას, იქ­ნებ ჩემი მოქ­მე­დე­ბაა უსა­მარ­თლო? აქამ­დე ამ კი­თხვას რუ­სე­თი თა­ვის თავს არ უს­ვამ­და, 2016 წლი­დან ეს პრო­ცე­სი უნდა და­ი­წყოს. ამი­ტომ მი­მაჩ­ნია, რომ 2016 იქ­ნე­ბა გარ­დამ­ტე­ხი წელი, რო­დე­საც პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­და­იდ­გას რუ­სულ-ქარ­თულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში და 2019 წლის­თვის ეს ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ცი­ლე­ბით მე­ტად სა­სი­კე­თო და წარ­მა­ტე­ბუ­ლი უნდა იყოს ორი­ვე ქვეყ­ნის­თვის.

თაკო ესე­ბუა, "ამ­ბე­ბი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

განხეთქილება "ოცნებაში", საკადრო ცვლილებები და ლარის დასტაბილურება - მიხეილ ცაგარელის პოლიტიკური პროგნოზები

განხეთქილება "ოცნებაში", საკადრო ცვლილებები და ლარის დასტაბილურება - მიხეილ ცაგარელის პოლიტიკური პროგნოზები

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი წლის ბოლომდე სერიოზულ სამთავრობო ცვლილებებს პროგნოზირებს. მისივე თქმით, ოქტომბერში დოლარის კურსი დაიწევს, თუმცა ნოემბერ-დეკემბერში ამ კუთხით ისევ რთული პერიოდია მოსალოდნელი. ასტროლოგი განხეთქილებას არ გამორიცხავს კოალიცია "ქართულ ოცნებაშიც".

- ოქტომბერში უფრო მეტი შანსია, რომ ლარი დასტაბილურდეს, მაგრამ ჩვენ წინ გვაქვს ორი საკმაოდ რთული პერიოდი, - 15-16 ნოემბრის შემდეგ თითქმის 25 დეკემბრამდე არის რთული პერიოდი და გამორიცხული არ არის, რომ ლარმა ისევ განიცადოს გარკვეული დევალვაცია, შეიძლება არა ისეთი, მაგრამ საერთო არასტაბილურობა მოიმატებს არა მარტო ჩვენთან, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩემი ხედვით ლარის კურსი 3-მდე არ ავა, პირიქით, ოქტომბერში კიდევ უფრო უნდა გამყარდეს.

თუმცა ნოემბერ-დეკემბრის პერიოდი არის კონფლიქტების, კონფრონტაციის პერიოდი. ჩვენ გვექნება სერიოზული სამთავრობო ცვლილებები უმაღლესი ეშელონების რანგში. 16 ნოემბრიდან 25 დეკემბრამდე მოსალოდნელია ცვლილებები ყველა დონეზე, როგორც მინისტრთა კაბინეტში, ისე დეპარტამენტებში და მათ მოადგილეებში.

- როგორია თქვენი პროგნოზი საპარლამენტო არჩევნებისთვის, იქნება თუ არა იმ დროისთვის კოალიცია ერთიანი?

- დაშლა არა, მაგრამ განხეთქილება არის და იქნება. თავისთავად განხეთქილება არ არის ის, როცა პრეზიდენტი ალთასაა და პრემიერ-მინისტრი ბალთას? ნონსენსია მსოფლიო პოლიტიკაში, რომელიც ისტორიას არ ახსოვს, ორი დელეგაცია ჩადის გაეროს ასამბლეაზე - პრეზიდენტის ცალკე და პრემიერის ცალკე, ასეთი მოვლენა ისტორიულად არ მახსოვს. ეს საქართველოსთვის სამარცხვინო ამბავია და ზუსტადაც რომ ესაა განხეთქილება, რადგანაც პრეზიდენტი "ქართული ოცნების" მიერ არის დაყენებული.

ძალიან კარგად ვხედავთ, რომ სერიოზული განხეთქილებაა თვით "ქართულ ოცნებაშიც", იგივე დღის წესრიგში დავით საგანელიძის საკითხი დადგა. "რესპუბლიკელებისა" და "ქართული ოცნების" წევრებს შორის ფარული შიდა ბრძოლა თვალშისაცემია, მაგრამ მათ ძალიან კარგად ესმით, რომ 2016 წელი მოდის, არჩევნებია, ამიტომ ახლა კონფრონტაცია აშკარა დონეზე რომ გადავიდეს, ორივე წააგებს და შეიძლება ვერცერთმა ვერ მოიგოს, ამიტომ რასაკვირველია, ისინი ჯერჯერობით ერთად იქნებიან იმისთვის, რომ არჩევნები მოიგონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ განხეთქილება არ იქნება.

- საარჩევნოდ გამოჩნდებიან თუ არა ახალი სახეები?

- დიახ, ნელ-ნელა გამოჩნდებიან ახალი სახეები და შეიძლება იყვნენ ძველი სახეებიც, შეიძლება ამ მთავრობიდან არა, მაგრამ იყვნენ პოლიტიკური წრეებიდან, თუნდაც მაგალითად, ლევან გაჩეჩილაძე. ყოველ შემთხვევაში გამორიცხული არ არის, რომ საარჩევნოდ ჩვენ ვნახავთ ახალ ჯგუფებს ძველი სახეებით.

- როგორია თქვენი პროგნოზი ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით?

- ჯერჯერობით დაპირება დაპირებად დარჩება. თუ ოქტომბერში ეს საკითხი არ გადაწყდა და მე ვფიქრობ, რომ არ გადაწყდება, წლის ბოლომდე მაგას საშველი არ ექნება, ისევე როგორც ნატო-ს თემა, რომელიც რეალურად კიდევ დიდხანს არ გადაწყდება, უბრალოდ მუსირებს, ტრიალებს, რუსებს ნერვებს უშლის, რის შედეგადაც ჩვენ ვზარალდებით, ეს პროცესები კიდევ დიდხანს გაგრძელდება, სანამ საქართველოს მთავრობა საბოლოოდ არ გადაწყვეტს იმას, რომ საჭიროა აქტიური კონტაქტები არა მარტო დასავლეთთან, არამედ რუსეთთანაც.

- პრეზიდენტმა აშშ-ში ვიზიტისას განაცხადა, რომ რუსეთთან საუბრის დაწყება აუცილებელია, თუმცა შესაბამისი დრო უნდა შეირჩესო, დადგება თუ არა უახლოეს პერიოში ეს დრო?

- მას უნდა დაეზუსტებინა თავად რას გულისხმობს, რას ჰქვია შესაბამისი? ეს დრო დიდი ხანია დადგა, თუმცა ნაწილობრივ შეიძლება მას დავეთანხმო იმიტომ, რომ ადრეც ვამბობდი, რუსეთი ნელ-ნელა გამოღვიძებას დაიწყებს, ახლა გარკვეულ შიდა უსამართლო ეიფორიაში იმყოფება, რის შედეგადაც ყველაფერი გასდიოდა.

2016 წლიდან რუსეთი ამ უსამართლობის ეიფორიიდან გამოსვლას დაიწყებს და ნელ-ნელა დასვამს კითხვას, იქნებ ჩემი მოქმედებაა უსამართლო? აქამდე ამ კითხვას რუსეთი თავის თავს არ უსვამდა, 2016 წლიდან ეს პროცესი უნდა დაიწყოს. ამიტომ მიმაჩნია, რომ 2016 იქნება გარდამტეხი წელი, როდესაც პირველი ნაბიჯები უნდა გადაიდგას რუსულ-ქართულ ურთიერთობებში და 2019 წლისთვის ეს ურთიერთობა გაცილებით მეტად სასიკეთო და წარმატებული უნდა იყოს ორივე ქვეყნისთვის.

თაკო ესებუა, "ამბები"

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს