ყოფილი პატრულ-ინსპექტორის მიერ გავრცელებულ ახალ კადრებზე, სადაც უფლებადამცველი ირმა ჭკადუა არის აღბეჭდილი, თავად ადვოკატი ეხმაურება.
ჭკადუა დღეს კურიერის გადამღებ ჯგუფს ესაუბრა და მომხდარი გაიხსენა.
"თუკი მე ვიღაც ტყუილად მაგინებს, დავაკავებ. მაგრამ, თუ მე ვარ ამის მიზეზი და ვიმსახურებ ამ გინებას, რაც, ალბათ, ამ პატრულმა დაიმსახურა, მაშინ, ალბათ, არ დააკავებენ. აი, რატომ არ დააკავეს?" - განაცხადა ირმა ჭკადუამ.
იხილეთ: პატრულის შეურაცხყოფის ახალი სკანდალური ვიდეოკადრები ვრცელდება