პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მაღალჩინოსნები, რომელთა სკამიც თანამდებობის ბოროტად გამოყენებას შეეწირა
ქართველი მაღალჩინოსნები, რომელთა სკამიც თანამდებობის ბოროტად გამოყენებას შეეწირა

მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი ხარ თუ არა, კა­ნო­ნის წი­ნა­შე ყვე­ლა თა­ნას­წო­რია. მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე მარ­თებთ, რად­გან სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბის გამო, თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ელით."ambebi.ge" ყო­ფი­ლი და ახ­ლან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის იმ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის შე­სა­ხებ გი­ამ­ბობთ, ვი­საც ეს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს და ამის გამო პა­სუ­ხის­გე­ბა მო­უხ­და.

ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი

სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბა ედე­ბო­და ბრა­ლად, თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნისტრს ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილს. ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის დევ­ნა 2006 წლი­დან და­ი­წყო. მისი საქ­მე თა­ვი­დან­ვე ბევრ შე­კი­თხვას ბა­დებ­და. რად­გან მისი და­პა­ტიმ­რე­ბა იმ სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოს­ვლას მოჰ­ყვა, რო­დე­საც ოქ­რუ­აშ­ვილ­მა ყო­ფი­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლებ­ში ამ­ხი­ლა. იგი ამ გა­მოს­ვლი­დან ერთი კვი­რის შემ­დეგ და­ა­პა­ტიმ­რეს. მას ბრა­ლად გა­მო­ძალ­ვა, ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა და­ე­დო. მო­გი­ა­ნე­ბით პა­ტიმ­რო­ბა 10-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი გი­რა­ო­თი შე­უც­ვა­ლეს და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას სამ­კურ­ნა­ლოდ სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლის ნება დარ­თო. თუმ­ცა ოქ­რუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მას არც გი­რა­ოს თან­ხა გა­და­უხ­დია და არ ქვეყ­ნი­დან წას­ვლის სურ­ვი­ლი ჰქო­ნია. აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის დამ­ძი­მე­ბა კი მისი მხრი­დან გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვამ გა­მო­იწ­ვია: "ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის პი­რო­ბა იყო ის, რომ 2 წელი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ უნდა დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი და სრუ­ლი დუ­მი­ლი უნდა და­მეც­ვა. ჩემი მხრი­დან დუ­მი­ლის ნა­წი­ლობ­რივ­მა დარ­ღვე­ვამ აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის დამ­ძი­მე­ბა გა­მო­იწ­ვია", - გა­ნა­ცხა­და ოქ­რუ­აშ­ვილ­მა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ, ოქ­რუ­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და და თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში და­ა­კა­ვეს. 2013 წლის 5 იან­ვარს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ოქ­რუ­აშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბის მო­ტი­ვით შე­წყვი­ტა.

გუ­რამ ჩა­ლა­გაშ­ვი­ლი

წყალ­ტუ­ბოს ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში შუ­ქის გა­თიშ­ვის ბრალ­დე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი გუ­რამ ჩა­ლა­გაშ­ვი­ლის საქ­მით და­ინ­ტე­რეს­დნენ. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ლა­გაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კი­თხვა მის მიერ წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ო­ნის ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის უმი­ზე­ზოდ გა­თიშ­ვის და­ვა­ლე­ბის გა­ცე­მას უკავ­შირ­დე­ბა, რის შე­დე­გა­დაც დენი ქუ­თა­ის­შიც გა­მო­ირ­თო. ის სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში შარ­შან და­ი­ბა­რეს. მას პო­ლი­ცი­ამ ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა, თუმ­ცა არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ. და­კი­თხვი­დან გა­მო­სულ­მა ჩა­ლა­გაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ სამ­სა­ხუ­რი არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია ბო­რო­ტად; პი­რი­ქით, მან ეს მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით გა­ა­კე­თა. 12 იან­ვარს, როცა რეს­ტო­რან­ში წვე­უ­ლე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, იგ­რძნო დამ­წვრის სუნი, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ ელექტრო­სა­დე­ნე­ბით უნდა ყო­ფი­ლი­ყო გა­მოწ­ვე­უ­ლი. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით და­უ­კავ­შირ­და შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს და შუქი გა­ა­თი­ში­ნა.

გელა ხვე­დე­ლი­ძე

შს მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე გელა ხვე­დე­ლი­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან სკან­და­ლუ­რად გა­და­ა­ყე­ნეს. მას ბრა­ლად ედე­ბო­და უფ­ლე­ბა­დამ­ცველ გი­ორ­გი ფა­რე­სიშ­ვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ე­ბის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­თავ­სე­ბა. შსს-ს მი­ნის­ტრის ყო­ფილ პირ­ველ მო­ად­გი­ლეს გელა ხვე­დე­ლი­ძეს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 157-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "დ" პუნ­ქტით წა­უ­ყე­ნეს, რო­მე­ლიც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში უხეშ ჩა­რე­ვას გუ­ლის­ხმობს და ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვით ვა­დით სამ წლამ­დე, ანდა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით სამ წლამ­დე, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით ვა­დით სამ წლამ­დე. შსს-ს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ამ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლიც გახ­ლდათ, თუმ­ცა მალე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

თენ­გიზ გუ­ნა­ვა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი თენ­გიზ გუ­ნა­ვა ბენ­ზი­ნის ტა­ლო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბის ბრალ­დე­ბით 2012 წელს და­ა­კა­ვეს. თენ­გიზ გუ­ნა­ვას ბრა­ლად წა­რედ­გი­ნა "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის" 333-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი და 182-ე მუხ­ლის მე­ო­რე და მე­სა­მე ნა­წი­ლე­ბი, კერ­ძოდ: სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბა და მით­ვი­სე­ბა-გაფ­ლან­გვა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა შსს-ს მა­ღალ­ჩი­ნო­სანს 3000 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ბენ­ზი­ნის ტა­ლო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბას ედა­ვე­ბო­და. თენ­გიზ გუ­ნა­ვა სა­სა­მარ­თლომ 10 000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

და­ვით კირ­ვა­ლი­ძე

ე.წ. ტრაქ­ტო­რე­ბის საქ­მეს შე­ე­წი­რა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი და­ვით კირ­ვა­ლი­ძე. და­ვით კირ­ვა­ლი­ძემ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის თხოვ­ნით მთავ­რო­ბას სხდო­მა­ზე მი­მარ­თა, რაც პრე­მი­ერ­მა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. კირ­ვა­ლი­ძის თქმით, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი დარ­ღვე­ვე­ბი მან თა­ვის თავ­ზე აიღო. გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბის სახ­სრე­ბის გაფ­ლან­გვის, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბი­სა და ექ­სპერ­ტებ­ზე ზე­წო­ლის ბრალ­დე­ბით, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ხელ­მწი­ფო შე­ზღუ­დუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­წარ­მო­ე­ბის "მე­ქა­ნი­ზა­ტო­რი­სა" და "ტე­ქაგ­რო­სერ­ვი­სის" მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი და­ა­კა­ვეს. და­ვით კირ­ვა­ლი­ძე სა­ბო­ლო­ოდ სა­სა­მარ­თლომ გა­ა­მარ­თლა, მაგ­რამ მი­ნის­ტრის პოსტზე აღარ დაბ­რუნ­და.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქართველი მაღალჩინოსნები, რომელთა სკამიც თანამდებობის ბოროტად გამოყენებას შეეწირა

ქართველი მაღალჩინოსნები, რომელთა სკამიც თანამდებობის ბოროტად გამოყენებას შეეწირა

მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობის პირი ხარ თუ არა, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. მაღალჩინოსნებს კი განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ, რადგან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბების გამო, თავისუფლების აღკვეთა ელით."ambebi.ge" ყოფილი და ახლანდელი ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნების შესახებ გიამბობთ, ვისაც ეს ბრალი წაუყენეს და ამის გამო პასუხისგება მოუხდა.

ირაკლი ოქრუაშვილი

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბება ედებოდა ბრალად, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს. ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა 2006 წლიდან დაიწყო. მისი საქმე თავიდანვე ბევრ შეკითხვას ბადებდა. რადგან მისი დაპატიმრება იმ სატელევიზიო გამოსვლას მოჰყვა, როდესაც ოქრუაშვილმა ყოფილი თანაგუნდელები სხვადასხვა დანაშაულებში ამხილა. იგი ამ გამოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ დააპატიმრეს. მას ბრალად გამოძალვა, ფულის გათეთრება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება დაედო. მოგიანებით პატიმრობა 10-მილიონიანი გირაოთი შეუცვალეს და გაათავისუფლეს. პროკურატურამ მას სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლის ნება დართო. თუმცა ოქრუაშვილის განცხადებით, მას არც გირაოს თანხა გადაუხდია და არ ქვეყნიდან წასვლის სურვილი ჰქონია. აღმკვეთი ღონისძიების დამძიმება კი მისი მხრიდან გარკვეული პირობების დარღვევამ გამოიწვია: "ქვეყნის დატოვების პირობა იყო ის, რომ 2 წელი საქართველოში არ უნდა დავბრუნებულიყავი და სრული დუმილი უნდა დამეცვა. ჩემი მხრიდან დუმილის ნაწილობრივმა დარღვევამ აღმკვეთი ღონისძიების დამძიმება გამოიწვია", - განაცხადა ოქრუაშვილმა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდა და თბილისის აეროპორტში დააკავეს. 2013 წლის 5 იანვარს მთავარმა პროკურატურამ ოქრუაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა მტკიცებულებების არარსებობის მოტივით შეწყვიტა.

გურამ ჩალაგაშვილი

წყალტუბოს ერთ-ერთ რესტორანში შუქის გათიშვის ბრალდებით სამართალდამცავები გურამ ჩალაგაშვილის საქმით დაინტერესდნენ. გამოძიების ინფორმაციით, ჩალაგაშვილის ბრალდებულის სახით დაკითხვა მის მიერ წყალტუბოს რაიონის ერთ-ერთ რესტორანში ელექტროენერგიის უმიზეზოდ გათიშვის დავალების გაცემას უკავშირდება, რის შედეგადაც დენი ქუთაისშიც გამოირთო. ის საგამოძიებო უწყებაში შარშან დაიბარეს. მას პოლიციამ ბრალი წაუყენა, თუმცა არ დაუკავებიათ. დაკითხვიდან გამოსულმა ჩალაგაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამსახური არ გამოუყენებია ბოროტად; პირიქით, მან ეს მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით გააკეთა. 12 იანვარს, როცა რესტორანში წვეულებაზე იმყოფებოდა, იგრძნო დამწვრის სუნი, რაც სავარაუდოდ ელექტროსადენებით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. მისივე განცხადებით, უსაფრთხოების მიზნით დაუკავშირდა შესაბამის უწყებებს და შუქი გაათიშინა.

გელა ხვედელიძე

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე თანამდებობიდან სკანდალურად გადააყენეს. მას ბრალად ედებოდა უფლებადამცველ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების სოციალურ ქსელში განთავსება. შსს-ს მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს გელა ხვედელიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" პუნქტით წაუყენეს, რომელიც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ამ საქმეზე დაკავებულიც გახლდათ, თუმცა მალე გაათავისუფლეს.

თენგიზ გუნავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა ბენზინის ტალონების მითვისების ბრალდებით 2012 წელს დააკავეს. თენგიზ გუნავას ბრალად წარედგინა "სისხლის სამართლის კოდექსის" 333-ე მუხლის პირველი ნაწილი და 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები, კერძოდ: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბება და მითვისება-გაფლანგვა. გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება შსს-ს მაღალჩინოსანს 3000 ლარის ღირებულების ბენზინის ტალონების მითვისებას ედავებოდა. თენგიზ გუნავა სასამართლომ 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დავით კირვალიძე

ე.წ. ტრაქტორების საქმეს შეეწირა სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე. დავით კირვალიძემ უფლებამოსილების შეჩერების თხოვნით მთავრობას სხდომაზე მიმართა, რაც პრემიერმა დააკმაყოფილა. კირვალიძის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამოვლენილი დარღვევები მან თავის თავზე აიღო. განსაკუთრებით დიდი ოდენობის სახსრების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლის ბრალდებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოების "მექანიზატორისა" და "ტექაგროსერვისის" მაღალი თანამდებობის პირები დააკავეს. დავით კირვალიძე საბოლოოდ სასამართლომ გაამართლა, მაგრამ მინისტრის პოსტზე აღარ დაბრუნდა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."