პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეჟისორს ეუბნებოდნენ, ეს ბავშვი­ არ გაგიმართლებს, ტყუილად წვალობო" - ბიჭი "გაღმა ნაპირიდან"
"რეჟისორს ეუბნებოდნენ, ეს ბავშვი­ არ გაგიმართლებს, ტყუილად წვალობო" - ბიჭი "გაღმა ნაპირიდან"

2009 წელს გა­მო­ვი­და ფილ­მი "გაღ­მა ნა­პი­რი". მთა­ვარ როლს უც­ნო­ბი ბი­ჭუ­ნა - თედო ბექა­ური - ას­რუ­ლებ­და, რო­მე­ლიც ამ ფილ­მის შემ­დეგ ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, მაგ­რამ გა­ვი­და წლე­ბი და იგი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­თა­ხედ­ვი­დან ისევ გაქ­რა.

თედო ახლა თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ორ­ბეთ­ში ცხოვ­რობს და მისი ცხოვ­რე­ბა არაფ­რით ჰგავს "გაღ­მა ნა­პირ­ზე" მა­მის­ სა­ძებ­ნე­ლად წა­სუ­ლი ბი­ჭი­სას.

თედო ბე­ქა­უ­რი:

- მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე არას­დროს მი­ოც­ნე­ბია. ალ­ბათ, ბე­დია, ასე რომ მოხ­და. ორ­ბეთ­ში ვიზ­რდე­ბო­დი. ერთ დღეს კლი­ნი­კა­ში სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით შევ­ხვდი გი­ორ­გი ოვაშ­ვილს და ამ შეხ­ვედ­რამ ჩემი ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა. მა­შინ 9 წლის ვი­ყა­ვი. გი­ორ­გი თა­ვის შვი­ლებ­თან ერ­თად იყო. ბიჭი სულ პა­ტა­რა იყო, ხელ­ში­ სა­თა­მა­შო ეჭი­რა. გო­გომ გა­მოგ­ლი­ჯა­ და თავ­ში ჩა­არ­ტყა. ამა­ზე, ეტყო­ბა, ისე გუ­ლი­ა­ნად გა­მე­ცი­ნა, რე­ჟი­სო­რის ყუ­რა­დღე­ბა მი­ვიქ­ციე. მო­ვი­და, გა­მო­მე­ლა­პა­რა­კა. მე მო­რი­დე­ბით ვპა­სუ­ხობ­დი... მერე დე­და­ჩე­მი ნახა. ამის შემ­დეგ თბი­ლის­ში ჩა­მო­ვე­დი სინ­ჯებ­ზე. ბა­ტონ­მა გი­ორ­გიმ მი­თხრა, ახლა მე მა­გი­და­ზე და­ვუკ­რავ და შენ იცეკ­ვეო. ჯერ მორ­ცხვად ვი­დე­ქი, მერე კი ძა­ლი­ან ენერ­გი­უ­ლად ავ­ცეკვდი.

გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ყვე­ლა­ფერს დიდი ინ­ტე­რე­სით ვა­დევ­ნებ­დი­ თვალს. პირ­ვე­ლი ორი თვე ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და. - უცხო ატ­მოს­ფე­რო, უცხო ხალ­ხი... ვმორ­ცხვობ­დი და ვე­რა­ფერს ვა­კე­თებ­დი. გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი რე­ჟი­სორს ეუბ­ნე­ბო­და: ეს ბავ­შვი­ არ გა­გი­მარ­თლებს, ტყუ­ი­ლად წვა­ლობ და ფულ­საც ტყუ­ი­ლად ყრიო. ეს უფრო მთრგუ­ნავ­და. მერე ბა­ტო­ნი გი­ორ­გი და­მიჯ­და, და­მე­ლა­პა­რა­კა... ამის შემ­დეგ ისე და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, ყვე­ლა გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი მი­ყუ­რებ­და. შევ­ძე­ლი, რო­გორც იქნა. გა­და­ღე­ბე­ბი 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მა­შინ პირ­ვე­ლად ვნა­ხე ზღვა. ყვე­ლა­ზე მე­ტად ტი­რი­ლის სცე­ნა გა­მი­ჭირ­და. ვერ ვტი­რო­დი. ბო­ლოს ისევ გი­ორ­გიმ "ამა­ტი­რა". თა­ნაც ისე, ჩემი გა­ჩე­რე­ბა გა­უ­ჭირ­დათ...

ფილმმა დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა - კანი, ოს­კა­რი, ბერ­ლი­ნა­ლე... უამ­რა­ვი ფეს­ტივ­ალი მო­ი­ა­რა და პრი­ზიც ბევ­რი მი­ი­ღო. მე გერ­მა­ნი­ა­ში ვახ­ლდი შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფს. ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ვი­ყა­ვი მონა­წი­ლე­თა შო­რის. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ამას ხმა­მა­ღლა აღ­ნიშ­ნავ­დნენ და დიდ ყუ­რა­დღე­ბას მაქ­ცევ­დნენ. მახ­სოვს, სერ­ბეთ­ში ჩვე­ნე­ბის ბო­ლოს ერთი კი­ნო­მოღ­ვა­წე წა­მოდ­გა და და­ი­ძა­ხა, თედო აქ, ამ დარ­ბაზ­ში ზისო. მთე­ლი დარ­ბა­ზი შე­მო­მეხ­ვია, ყვე­ლა დიდ სიყ­ვა­რულს გა­მო­ხა­ტავ­და. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი­. ერთი ჩა­მე­ხუ­ტა და ტი­რი­ლი და­ი­წყო, მერე ჯი­ბი­დან ფული ამო­ი­ღო­ და მა­ჩუ­ქა - ფილმმა ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა მას­ზე, მარ­თლა ძა­ლი­ან გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ვე­გო­ნე. ამ თან­ხით აე­რო­პორ­ტში ტკბი­ლე­უ­ლი ვი­ყი­დე.

- რო­გორც მსმე­ნია, თვალ­თან და­კავ­შირ­ებ­ული შენი პრობ­ლე­მაც ერთი მა­ყუ­რებ­ლის­ და­ფი­ნან­სე­ბით მოგ­ვარ­და.

- ოპე­რა­ცია პა­რიზ­ში გა­მი­კე­თეს. თა­ნად­გო­მა არ მო­მაკ­ლეს გი­ორ­გი ოვაშ­ვილ­მა და საფ­რან­გეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩმა მა­მუ­კა კუ­და­ვამ. ფრან­გმა პრო­ფე­სორ­მა ქალ­ბა­ტონ­მა გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი - მე მინ­და ამ ბავ­შვს და­ვეხ­მა­რო, თუ უნდა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ვალ და იქ გა­ვუ­კე­თებ ოპე­რა­ცი­ას, მაგ­რამ მირ­ჩევ­ნია, თედო ჩა­მო­ვი­დეს პა­რიზ­შიო. ამ ქალ­ბა­ტონ­მა და­ა­ფი­ნან­სა ყვე­ლა­ფე­რი. პა­რიზ­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში მა­მუ­კა კუ­და­ვას­თან ვცხოვ­რობ­დი.

- ახლა სად სწავ­ლობ?

- ჩემი შეც­დო­მა იყო, რომ მე­ცხრე კლა­სი­დან გა­მო­ვე­დი. ჩა­ვა­ბა­რე სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლურ კო­ლე­ჯში.­ რომ და­ვამ­თავ­რე, ისევ სკო­ლას და­ვუბ­რუნ­დი­ და ახლა მე­თორ­მე­ტე კლას­ში ვარ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"რეჟისორს ეუბნებოდნენ, ეს ბავშვი­ არ გაგიმართლებს, ტყუილად წვალობო" - ბიჭი "გაღმა ნაპირიდან"

"რეჟისორს ეუბნებოდნენ, ეს ბავშვი­ არ გაგიმართლებს, ტყუილად წვალობო" - ბიჭი "გაღმა ნაპირიდან"

2009 წელს გამოვიდა ფილმი "გაღმა ნაპირი". მთავარ როლს უცნობი ბიჭუნა - თედო ბექა­ური - ასრულებდა, რომელიც ამ ფილმის შემდეგ ძალიან პოპულარული გახდა, მაგრამ გავიდა წლები და იგი საზოგადოების თვალთახედვიდან ისევ გაქრა.

თედო ახლა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ორბეთში ცხოვრობს და მისი ცხოვრება არაფრით ჰგავს "გაღმა ნაპირზე" მამის­ საძებნელად წასული ბიჭისას.

თედო ბექაური:

- მსახიობობაზე არასდროს მიოცნებია. ალბათ, ბედია, ასე რომ მოხდა. ორბეთში ვიზრდებოდი. ერთ დღეს კლინიკაში სრულიად შემთხვევით შევხვდი გიორგი ოვაშვილს და ამ შეხვედ­რამ ჩემი ცხოვრება შეცვალა. მაშინ 9 წლის ვიყავი. გიორგი თავის შვილებთან ერთად იყო. ბიჭი სულ პატარა იყო, ხელში­ სათამაშო ეჭირა. გოგომ გამოგლიჯა­ და თავში ჩაარტყა. ამაზე, ეტყობა, ისე გულიანად გამეცინა, რეჟისორის ყურადღება მივიქციე. მოვიდა, გამომელაპარაკა. მე მორიდებით ვპასუხობდი... მერე დედაჩემი ნახა. ამის შემდეგ თბილისში ჩამოვედი სინჯებზე. ბატონმა გიორგიმ მითხრა, ახლა მე მაგიდაზე დავუკრავ და შენ იცეკვეო. ჯერ მორცხვად ვიდექი, მერე კი ძალიან ენერგიულად ავცეკვდი.

გადასაღებ მოედანზე ყველაფერს დიდი ინტერესით ვადევნებდი­ თვალს. პირველი ორი თვე ძალიან გამიჭირდა. - უცხო ატმოსფერო, უცხო ხალხი... ვმორცხვობდი და ვერაფერს ვაკეთებდი. გადამღები ჯგუფი რეჟისორს ეუბნებოდა: ეს ბავშვი­ არ გაგიმართლებს, ტყუილად წვალობ და ფულსაც ტყუილად ყრიო. ეს უფრო მთრგუნავდა. მერე ბატონი გიორგი დამიჯდა, დამელაპარაკა... ამის შემდეგ ისე დავიწყე მუშაობა, ყველა გაკვირვებული მიყურებდა. შევძელი, როგორც იქნა. გადაღებები 8 თვის განმავლობაში მიმ­დინარეობდა. მაშინ პირველად ვნახე ზღვა. ყველაზე მეტად ტირილის სცენა გამიჭირდა. ვერ ვტიროდი. ბოლოს ისევ გიორგიმ "ამატირა". თანაც ისე, ჩემი გაჩერება გაუჭირდათ...

ფილმმა დიდი მოწონება დაიმსახურა - კანი, ოსკარი, ბერლინალე... უამრავი ფესტივ­ალი მოიარა და პრიზიც ბევრი მიიღო. მე გერმანიაში ვახლდი შემოქმედებით ჯგუფს. ყველაზე პატარა ვიყავი მონა­წილეთა შორის. ჟურნალისტები ამას ხმამა­ღლა აღნიშნავდნენ და დიდ ყურადღებას მაქცევდნენ. მახსოვს, სერბეთში ჩვენების ბოლოს ერთი კინომოღვაწე წამოდგა და დაიძახა, თედო აქ, ამ დარბაზში ზისო. მთელი დარბაზი შემომეხვია, ყველა დიდ სიყვარულს გამოხატავდა. გაოგნებული ვიყავი­. ერთი ჩამეხუტა და ტირილი დაიწყო, მერე ჯიბიდან ფული ამოიღო­ და მაჩუქა - ფილმმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, მართლა ძალიან გაჭირვებული ვეგონე. ამ თანხით აეროპორტში ტკბილეული ვიყიდე.

- როგორც მსმენია, თვალთან დაკავშირ­ებ­ული შენი პრობლემაც ერთი მაყურებლის­ დაფინანსებით მოგვარდა.

- ოპერაცია პარიზში გამიკეთეს. თანადგომა არ მომაკლეს გიორგი ოვაშვილმა და საფრანგეთში საქართველოს ელჩმა მამუკა კუდავამ. ფრანგმა პროფესორმა ქალბატონმა გამოთქვა სურვილი - მე მინდა ამ ბავშვს დავეხმარო, თუ უნდა, საქართველოში ჩავალ და იქ გავუკეთებ ოპერაციას, მაგრამ მირჩევნია, თედო ჩამოვიდეს პარიზშიო. ამ ქალბატონმა დააფინანსა ყველაფერი. პარიზში ყოფნის პერიოდში მამუკა კუდავასთან ვცხოვრობდი.

- ახლა სად სწავლობ?

- ჩემი შეცდომა იყო, რომ მეცხრე კლასიდან გამოვედი. ჩავაბარე სერგო ზაქარიაძის სახელობის თეატრალურ კოლეჯში.­ რომ დავამთავრე, ისევ სკოლას დავუბრუნდი­ და ახლა მეთორმეტე კლასში ვარ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია