სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააფთიაქო ნარკომანია: შსს-მ სამართალდარღვევის 281 ფაქტი გამოავლინა
სააფთიაქო ნარკომანია: შსს-მ სამართალდარღვევის 281 ფაქტი გამოავლინა

შსს-მ და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ფარ­მა­ცევ­ტულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ის ფაქ­ტე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნეს. რო­გორც შსს-ში დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­დეს, ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად, სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის 281 ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და, აქე­დან - 82 მათ­გა­ნი პირ­ველ ჯგუფს მი­კუთ­ვნე­ბუ­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის ლე­გა­ლუ­რი ბრუნ­ვის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას უკავ­შირ­დე­ბა, 76 სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ფაქ­ტი კი თბი­ლის­ში მდე­ბა­რე და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­მოვ­ლინ­და; ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი აფ­თი­ა­ქის მიერ ნე­ბარ­თვის გა­რე­შე უკა­ნო­ნო ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის 10 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, ხოლო 3 ფაქ­ტზე საქ­მის­წარ­მო­ე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ დად­გე­ნი­ლე­ბის გა­მო­ტა­ნის­თა­ნა­ვე და­ი­წყე­ბა. [იხი­ლეთ ვი­დეო]

შსს-ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ 2014 წელს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ავ­ტო­რო­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი, ერ­თობ­ლი­ვი კა­ნო­ნის ძა­ლა­ში შეს­ვლის შემ­დეგ, კუს­ტა­რუ­ლი ნარ­კო­ტი­კე­ბის - ე.წ. "კრა­კა­დი­ლის", "ვინ­ტის" და "ჯე­ფის" მოხ­მა­რე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 99%-ით შემ­ცირ­და. 2014 წელს შს სა­მი­ნის­ტროს მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი კა­ნო­ნის ძა­ლა­ში შეს­ვლის შე­დე­გად კი ე.წ. ბი­ო­ნარ­კო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 90%-ით არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შო­რის 2013 წელს გა­ფორ­მე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს და შსს-ს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ერთ-ერთ ავ­ტო­რი­ზე­ბულ აფ­თი­აქ­ში სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბი­სას პირ­ველ ჯგუფს მი­კუთ­ვნე­ბუ­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნა ფორ­მა N2 რე­ცეპ­ტის გა­რე­შე მოხ­და. გა­მოვ­ლე­ნი­ლი ფაქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე, აღ­ნიშ­ნულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­მოწ­მე­ბა და­ი­წყო.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

სააფთიაქო ნარკომანია: შსს-მ სამართალდარღვევის 281 ფაქტი გამოავლინა

სააფთიაქო ნარკომანია: შსს-მ სამართალდარღვევის 281 ფაქტი გამოავლინა

შსს-მ და ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტულ დაწესებულებებში სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები გამოავლინეს. როგორც შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ფარმაცევტული დაწესებულებების შემოწმების შედეგად, სამართალდარღვევის 281 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან - 82 მათგანი პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევას უკავშირდება, 76 სამართალდარღვევის ფაქტი კი თბილისში მდებარე დაწესებულებებში გამოვლინდა; ავტორიზებული აფთიაქის მიერ ნებართვის გარეშე უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 10 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 3 ფაქტზე საქმისწარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილების გამოტანისთანავე დაიწყება. [იხილეთ ვიდეო]

შსს-ში აღნიშნავენ, რომ 2014 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ავტორობით მომზადებული, ერთობლივი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, კუსტარული ნარკოტიკების - ე.წ. "კრაკადილის", "ვინტის" და "ჯეფის" მოხმარება დაახლოებით 99%-ით შემცირდა. 2014 წელს შს სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონის ძალაში შესვლის შედეგად კი ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება დაახლოებით 90%-ით არის შემცირებული.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის 2013 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ერთ-ერთ ავტორიზებულ აფთიაქში საკონტროლო შესყიდვა განახორციელეს. ჩატარებული ღონისძიებისას პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის შეძენა ფორმა N2 რეცეპტის გარეშე მოხდა. გამოვლენილი ფაქტის საფუძველზე, აღნიშნულ დაწესებულებაში ფარმაცევტული საქმიანობის შემოწმება დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია