მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიაცი ვაჟკაცივით აბიჯებს..." - როგორ ახასიათებს ვაჟა ფშაველა ქალს
"დიაცი ვაჟკაცივით აბიჯებს..." - როგორ ახასიათებს ვაჟა ფშაველა ქალს

"ყვე­ლა დროს თა­ვი­სი იდე­ა­ლი აქვს. კა­ცობ­რი­ო­ბაც დრო­ე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბის მი­ხედ­ვით ცვლის ხოლ­მე იდე­ა­ლებ­სო", - აი, რას ამ­ბობ­და გე­ნი­ა­ლუ­რი ვაჟა-ფშა­ვე­ლა, რო­მელ­საც არც ერთი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მოვ­ლე­ნა უგუ­ლის­ყუ­როდ არ და­უ­ტო­ვე­ბია და ყვე­ლა­ფერს ეხ­მი­ა­ნე­ბო­და თა­ვი­სი ფას­და­უ­დე­ბი წე­რი­ლე­ბით. ამა­ზე უკეთ ვერც ვი­ტყვით და ისღა დაგ­ვრჩე­ნია, ბებო-დი­დე­დე­ბის კი­დობ­ნე­ბი და სკივ­რე­ბი გა­მო­ვამ­ზე­უ­როთ და ერ­თად ვნა­ხოთ, რა შე­იც­ვა­ლა ქა­ლის ში­ნა­გა­ნი თუ გა­რეგ­ნუ­ლი მშვე­ნი­ე­რე­ბის აღ­ქმა­ში, სწო­რედ "დრო­ე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბით" და რო­გო­რე­ბი იყ­ვნენ სხვა­დას­ხვა კუ­თხის ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი. სა­უ­ბარს ფშა­ვე­ლი ქა­ლე­ბით ვი­წყებთ:

ფშა­ველ ქალს, თა­ვის ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მა­სა­ლა­ში "ფშავ­ლე­ბი", ვაჟა ასე ახა­სი­ა­თებს: "გზად მო­მა­ვა­ლი ფშავ­ლის ქალი რო და­ი­ნა­ხოთ, თა­ვის დღე­ში ვერ იტყვით, თუ ის მარ­თლა დე­და­კა­ცია, მი­ნამ არ მო­გი­ახ­ლოვ­დე­ბა და იმის "ჩი­ქილ-ხელ­სა­ხოცს" არ და­ი­ნა­ხავ, იმის კა­ბას და "სარ­ტყელ-გუ­ლის­პირ­სა". დი­ა­ცი ვაჟ­კა­ცი­ვით აბი­ჯებს: მაგ­რა, მკვიდ­რად, გა­ბე­დუ­ლად. გა­სა­თხო­ვა­რი ცო­ტად მორ­ცხობს, კრძალ­ვით იქ­ცე­ვა. გა­თხო­ვი­ლი, ქმრი­ა­ნი ქალი უფრო გა­ბე­დუ­ლია, თა­მა­მი, მო­უ­რი­დე­ბე­ლი. უცხო კაცს არ უბრთხის, არ ემა­ლე­ბა; ბა­გეს ბა­რის დე­და­კა­ცი­ვით ჩი­ქი­ლის ტოტ­ში არ გა­იხ­ვევს და თავ­ჩა­ღუ­ნუ­ლი არ გაგ­ცდე­ბა. ფშა­ვე­ლი ქალი მე­ტად ლა­მა­ზია, ტურ­ფაა რო­გორც ია, მაგ­რამ რო­გორც თვით ია, ისე სი­ლა­მა­ზეც მალე ჰქ­რე­ბა, სწრა­ფად იკარ­გე­ბა. ოც­და­ა­თი წლის ქალი უკვე ხნი­ე­რია, მო­ხუ­ცე­ბუ­ლი და ყვე­ლა ეს, ჯა­ფის, გა­და­მე­ტე­ბუ­ლი შრო­მის ბრა­ლია. მა­მა­კა­ცი­სათ­ვის დე­და­კა­ცი სწო­რედ მარ­ჯვე­ნა ხე­ლია და კი­დე­ვაც მეტი. ოჯა­ხი ფშა­ვე­ლი დე­და­კა­ცი­სათ­ვის წმინ­და­თა-წმინ­დაა, კერა წმინ­და ტრა­პე­ზია, სა­დაც შე­ი­წი­რე­ბის მსხვერ­პლი ცო­ცხალ­თა სა­დღეგ­რძე­ლოდ და მკვდარ­თა მო­სახ­სე­ნებ­ლად.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"დიაცი ვაჟკაცივით აბიჯებს..." - როგორ ახასიათებს ვაჟა ფშაველა ქალს

"დიაცი ვაჟკაცივით აბიჯებს..." - როგორ ახასიათებს ვაჟა ფშაველა ქალს

"ყველა დროს თავისი იდეალი აქვს. კაცობრიობაც დროების მოთხოვნილების მიხედვით ცვლის ხოლმე იდეალებსო", - აი, რას ამბობდა გენიალური ვაჟა-ფშაველა, რომელსაც არც ერთი ცხოვრებისეული მოვლენა უგულისყუროდ არ დაუტოვებია და ყველაფერს ეხმიანებოდა თავისი ფასდაუდები წერილებით. ამაზე უკეთ ვერც ვიტყვით და ისღა დაგვრჩენია, ბებო-დიდედების კიდობნები და სკივრები გამოვამზეუროთ და ერთად ვნახოთ, რა შეიცვალა ქალის შინაგანი თუ გარეგნული მშვენიერების აღქმაში, სწორედ "დროების მოთხოვნილებით" და როგორები იყვნენ სხვადასხვა კუთხის ქართველი ქალები. საუბარს ფშაველი ქალებით ვიწყებთ:

ფშაველ ქალს, თავის ეთნოგრაფიულ მასალაში "ფშავლები", ვაჟა ასე ახასიათებს: "გზად მომავალი ფშავლის ქალი რო დაინახოთ, თავის დღეში ვერ იტყვით, თუ ის მართლა დედაკაცია, მინამ არ მოგიახლოვდება და იმის "ჩიქილ-ხელსახოცს" არ დაინახავ, იმის კაბას და "სარტყელ-გულისპირსა". დიაცი ვაჟკაცივით აბიჯებს: მაგრა, მკვიდრად, გაბედულად. გასათხოვარი ცოტად მორცხობს, კრძალვით იქცევა. გათხოვილი, ქმრიანი ქალი უფრო გაბედულია, თამამი, მოურიდებელი. უცხო კაცს არ უბრთხის, არ ემალება; ბაგეს ბარის დედაკაცივით ჩიქილის ტოტში არ გაიხვევს და თავჩაღუნული არ გაგცდება. ფშაველი ქალი მეტად ლამაზია, ტურფაა როგორც ია, მაგრამ როგორც თვით ია, ისე სილამაზეც მალე ჰქრება, სწრაფად იკარგება. ოცდაათი წლის ქალი უკვე ხნიერია, მოხუცებული და ყველა ეს, ჯაფის, გადამეტებული შრომის ბრალია. მამაკაცისათვის დედაკაცი სწორედ მარჯვენა ხელია და კიდევაც მეტი. ოჯახი ფშაველი დედაკაცისათვის წმინდათა-წმინდაა, კერა წმინდა ტრაპეზია, სადაც შეიწირების მსხვერპლი ცოცხალთა სადღეგრძელოდ და მკვდართა მოსახსენებლად.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია