მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თითქმის ყველა ოჯახის საწოლშია მესამე სული"
"თითქმის ყველა ოჯახის საწოლშია მესამე სული"

რა აწუ­ხებთ ყვე­ლა­ზე ხში­რად და­ო­ჯა­ხე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, ქა­ლებს, მა­მა­კა­ცებს, მათ შვი­ლებს? ოჯა­ხუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ნე­ბის­მი­ე­რის ცხოვ­რე­ბას ას­ვამს დაღს, თუმ­ცა მათ შე­სა­ხებ სა­უ­ბარს ყვე­ლა გა­ურ­ბის. გან­საც­დელ­ში ჩა­ვარ­დნი­ლი ადა­მი­ა­ნი დახ­მა­რე­ბას ეკ­ლე­სი­ას მი­მარ­თავს და მო­ძღვარს უმ­ხელს იმას, რა­ზეც სა­უ­ბარს უახ­ლო­ეს ადა­მი­ა­ნებ­თა­ნაც გა­ურ­ბის.

რას ან­დო­ბენ ყვე­ლა­ზე ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ძღვარს, რა არის მათი მტა­ვა­რი სა­დარ­დე­ბე­ლი და რის­თვის ეძე­ბენ შვე­ლას? გვე­სა­უბ­რე­ბა წმინ­და ამ­ბრო­სი აღმსა­რებ­ლის სა­ხე­ლო­ბის მა­მა­თა მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი, ღვთის­მე­ტყვე­ლე­ბის მა­გის­ტრი, ასე­ვე წმინ­და ამ­ბრო­სი აღმსა­რებ­ლის სა­ხე­ლო­ბის სუ­ლი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მღვდელ-მო­ნა­ზო­ნი ან­დრია (სა­რია):

- რა აწუ­ხებთ ყვე­ლა­ზე ხში­რად და­ო­ჯა­ხე­ბულ ადა­მი­ა­ნებს. ქა­ლებს, მა­მა­კა­ცებს?

- ოჯა­ხი მცი­რე ეკ­ლე­სი­აა და ამის გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლო­ბა შობს უამ­რავ პრობ­ლე­მებს. სახ­ლში ყვე­ლას უნდა, პირ­ვე­ლი და ხელ­მწი­ფე იყოს, მისი სურ­ვი­ლე­ბი შეს­რულ­დეს, სრუ­ლად დაკ­მა­ყო­ფილ­დეს მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი. ნაკ­ლე­ბად აღ­წევს ფიქ­რი მორ­ჩი­ლე­ბამ­დე, სიმ­დაბ­ლე და ურ­თი­ერთ სიმ­ძი­მის ტვირ­თვა თით­ქოს წარ­სულს ჩა­ბარ­და. გო­ნე­ბა მო­ცუ­ლი აქვს მა­ტე­რი­ა­ზე ფიქ­რს, მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი ოჯა­ხი­სა გა­და­ვი­და ხორ­ცზე და შე­სა­ბა­მი­სად მოკ­ვდა სული. უსუ­ლო ოჯა­ხი კი უმად­ლოა, მუდ­მი­ვი შფო­თი ღვთის­გან სა­კუ­თა­რი სუ­ლის მო­პარ­ვა­სა და სიწ­მინ­დე­ზე უა­რის თქმას ნიშ­ნავს. წმინ­და წე­რილ­ში კარ­გად წე­რია: "ხოლო თქუ­ენ ეძი­ებ­დით პირ­ვე­ლად სა­სუ­ფე­ველ­სა ღმრთი­სა­სა და სი­მარ­თლე­სა მის­სა, და ესე ყო­ვე­ლი შე­გე­ძი­ნოს თქუ­ენ" (მთ. 6.33).

- რაში შე­იძ­ლე­ბა და­ეხ­მა­როს ოჯახს ეკ­ლე­სია?

- სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ში გაძ­ლი­ე­რე­ბა ხელს გვი­წყობს სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლე­ბი ვა­კონ­ტრო­ლოთ. უფუ­ლო­ბა ჩრდი­ლავს რწმე­ნას, ადა­მი­ა­ნი აღარ მი­დის ღმერ­თამ­დე, გულ­ში ფული და ძა­ლა­უფ­ლე­ბა აწე­რია. სა­მა­გა­ლი­თო ადა­მი­ა­ნე­ბი არ გვა­ინ­ტე­რე­სებს და უფრო ვუმ­ზერთ ისე­თებს, ვი­საც ქო­ნე­ბა აქვთ, ვი­საც პა­ტი­ვი­თა და ამ­სოფ­ლი­უ­რი დი­დე­ბით უდ­გას სული. ვივ­სე­ბით შუ­რით და მერე სახ­ლში ერ­თმა­ნეთს ვკლავთ: იმას რომ აქვს ამ­დე­ნი, შენ რა­ტომ არ ცდი­ლო­ბო. ზოგ­ჯერ ასეთ სი­ტყვა­საც გა­ვი­გებთ: სა­სუ­ლი­ე­რო პირი მა­ინც გა­მო­სუ­ლი­ყა­ვი, ფული გექ­ნე­ბო­დაო. აზ­როვ­ნე­ბა ისე დაგ­ვიმ­ძიმ­და, ყვე­ლა­ფერ­ში ფულს ვხე­დავთ. ადა­მი­ა­ნე­ბის მა­გა­ლი­თით როცა ვე­ძებთ სი­ხა­რულ­სა და სა­სუ­ფე­ველს, ამას ვე­რას­დროს მი­ვაღ­წევთ, მაგ­რამ რო­დე­საც და­ვაკ­ვირ­დე­ბით წმინ­და წე­რი­ლის ყვე­ლა­ზე წმინ­და მა­გა­ლითს, ჩვენს მხსნელს სწო­რედ იქ აღ­მო­ვა­ჩენთ.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"თითქმის ყველა ოჯახის საწოლშია მესამე სული"

"თითქმის ყველა ოჯახის საწოლშია მესამე სული"

რა აწუხებთ ყველაზე ხშირად დაოჯახებულ ადამიანებს, ქალებს, მამაკაცებს, მათ შვილებს? ოჯახური პრობლემები ნებისმიერის ცხოვრებას ასვამს დაღს, თუმცა მათ შესახებ საუბარს ყველა გაურბის. განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანი დახმარებას ეკლესიას მიმართავს და მოძღვარს უმხელს იმას, რაზეც საუბარს უახლოეს ადამიანებთანაც გაურბის.

რას ანდობენ ყველაზე ხშირად ადამიანები მოძღვარს, რა არის მათი მტავარი სადარდებელი და რისთვის ეძებენ შველას? გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, ასევე წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):

- რა აწუხებთ ყველაზე ხშირად დაოჯახებულ ადამიანებს. ქალებს, მამაკაცებს?

- ოჯახი მცირე ეკლესიაა და ამის გაუცნობიერებლობა შობს უამრავ პრობლემებს. სახლში ყველას უნდა, პირველი და ხელმწიფე იყოს, მისი სურვილები შესრულდეს, სრულად დაკმაყოფილდეს მოთხოვნილებები. ნაკლებად აღწევს ფიქრი მორჩილებამდე, სიმდაბლე და ურთიერთ სიმძიმის ტვირთვა თითქოს წარსულს ჩაბარდა. გონება მოცული აქვს მატერიაზე ფიქრს, მთავარი საზრუნავი ოჯახისა გადავიდა ხორცზე და შესაბამისად მოკვდა სული. უსულო ოჯახი კი უმადლოა, მუდმივი შფოთი ღვთისგან საკუთარი სულის მოპარვასა და სიწმინდეზე უარის თქმას ნიშნავს. წმინდა წერილში კარგად წერია: "ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ" (მთ. 6.33).

- რაში შეიძლება დაეხმაროს ოჯახს ეკლესია?

- სარწმუნოებაში გაძლიერება ხელს გვიწყობს საკუთარი სურვილები ვაკონტროლოთ. უფულობა ჩრდილავს რწმენას, ადამიანი აღარ მიდის ღმერთამდე, გულში ფული და ძალაუფლება აწერია. სამაგალითო ადამიანები არ გვაინტერესებს და უფრო ვუმზერთ ისეთებს, ვისაც ქონება აქვთ, ვისაც პატივითა და ამსოფლიური დიდებით უდგას სული. ვივსებით შურით და მერე სახლში ერთმანეთს ვკლავთ: იმას რომ აქვს ამდენი, შენ რატომ არ ცდილობო. ზოგჯერ ასეთ სიტყვასაც გავიგებთ: სასულიერო პირი მაინც გამოსულიყავი, ფული გექნებოდაო. აზროვნება ისე დაგვიმძიმდა, ყველაფერში ფულს ვხედავთ. ადამიანების მაგალითით როცა ვეძებთ სიხარულსა და სასუფეველს, ამას ვერასდროს მივაღწევთ, მაგრამ როდესაც დავაკვირდებით წმინდა წერილის ყველაზე წმინდა მაგალითს, ჩვენს მხსნელს სწორედ იქ აღმოვაჩენთ.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია