სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე "ძვირი" მთავრობა ჰყავს
საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე "ძვირი" მთავრობა ჰყავს

სა­ბი­უ­ჯე­ტო სტრუქ­ტუ­რა­ში და­საქ­მე­ბულ­თა სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სის მო­ცუ­ლო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პოსტსაბ­ჭო­თა 8 ქვე­ყა­ნას შო­რის ლი­დე­რის პო­ზი­ცია უკა­ვია. ჩვენ­თან შე­და­რე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­ში სა­შუ­ა­ლო ანა­ზღა­უ­რე­ბა მა­ღა­ლი მხო­ლოდ რუ­სეთ­შია, აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთ­ში კი შე­და­რე­ბით მცი­რეა. ეს კი იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ მთავ­რო­ბის შე­ნახ­ვა რი­გით გა­დამ­ხდე­ლებს საკ­მა­ოდ ძვი­რი უჯ­დე­ბათ. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ე­ბის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა წე­ლი­წად­ში 1,381 მლრდ ლარს აღე­მა­ტე­ბა. თუ ამას სსიპ-ებს, სა­ხელ­მწი­ფო შპს-ებს თუ სხვა სტრუქ­ტუ­რებს და­ვუ­მა­ტებთ, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სი არ­სით სა­ჯა­რო უწყე­ბებს მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან, ეს ხარ­ჯი 2 მლრდ ლარ­საც კი აჭარ­ბებს. ზო­გი­ერ­თი ჩი­ნოვ­ნი­კის ხელ­ფა­სი პრე­ზი­დენ­ტი­სა და პრე­მი­ე­რის ხელ­ფასს ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ტენ­დენ­ცია თვალ­ში­სა­ცე­მია მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ებ­ში, ეროვ­ნულ ბან­კში, სა­ხელ­მწი­ფო სა­პარტნი­ო­რო ფონდში და ა.შ.

მა­ღა­ლი ხელ­ფა­სე­ბით სა­ქარ­თვე­ლო პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში ერთ-ერთ მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ა­ზეა. "საქსტა­ტის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­ში და­საქ­მე­ბულ­თა სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი 1330 ლარს, და­ახ­ლო­ე­ბით 560 დო­ლარს შე­ად­გენს, რაც მხო­ლოდ 80 დო­ლა­რით ჩა­მორ­ჩე­ბა რუ­სე­თის ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის სა­შუ­ა­ლო ხელ­ფასს. რუ­სე­თის სტა­ტის­ტი­კის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­ში და­საქ­მე­ბულ­თა სა­შუ­ა­ლო ანა­ზღა­უ­რე­ბა 42 659 რუბლს შე­ად­გენს, რაც დღე­ვან­დე­ლი კურ­სით და­ახ­ლო­ე­ბით 640 დო­ლა­რია. მე­სა­მე ად­გილ­ზეა აზერ­ბა­ი­ჯა­ნი. იქ სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­ში და­საქ­მე­ბულ­თა სა­შუ­ა­ლო თვი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა 479 მა­ნათს, და­ახ­ლო­ე­ბით, 460 დო­ლარს შე­ად­გენს. შემ­დე­გია ყა­ზა­ხე­თი, სა­დაც სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი 106 000 ტენ­გეა, ანუ 400 დო­ლა­რი, 395 დო­ლარს იღე­ბენ ბე­ლო­რუ­სი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი. ლუ­კა­შენ­კოს ქვე­ყა­ნა­ში მო­ხე­ლე­თა სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი 6,9 მლნ ბე­ლო­რუ­სულ რუბლს, ანუ 395 დო­ლარს შე­ად­გენს. ბე­ლო­რუსს მოჰ­ყვე­ბა სომ­ხე­თი, სა­დაც ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი 156 000 დრა­მია, ანუ დღე­ვან­დე­ლი კურ­სით 330 დო­ლა­რი. რაც შე­ე­ხე­ბა მოლ­დო­ვას და უკ­რა­ი­ნას, სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­ში მო­მუ­შა­ვე­თა სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი სულ რა­ღაც 220 დო­ლარს შე­ად­გენს. უკ­რა­ი­ნა­ში ეს არის 4685 გრივ­ნა, მოლ­დო­ვა­ში კი - 4470 ლეი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე "ძვირი" მთავრობა ჰყავს

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე "ძვირი" მთავრობა ჰყავს

საბიუჯეტო სტრუქტურაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის მოცულობით, საქართველოს პოსტსაბჭოთა 8 ქვეყანას შორის ლიდერის პოზიცია უკავია. ჩვენთან შედარებით, სახელმწიფო უწყებებში საშუალო ანაზღაურება მაღალი მხოლოდ რუსეთშია, აზერბაიჯანსა და სომხეთში კი შედარებით მცირეა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობის შენახვა რიგით გადამხდელებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სახელმწიფო მოხელეების შრომის ანაზღაურება წელიწადში 1,381 მლრდ ლარს აღემატება. თუ ამას სსიპ-ებს, სახელმწიფო შპს-ებს თუ სხვა სტრუქტურებს დავუმატებთ, რომლებიც თავისი არსით საჯარო უწყებებს მიეკუთვნებიან, ეს ხარჯი 2 მლრდ ლარსაც კი აჭარბებს. ზოგიერთი ჩინოვნიკის ხელფასი პრეზიდენტისა და პრემიერის ხელფასს ბევრად აღემატება. განსაკუთრებით ეს ტენდენცია თვალშისაცემია მარეგულირებელ კომისიებში, ეროვნულ ბანკში, სახელმწიფო საპარტნიორო ფონდში და ა.შ.

მაღალი ხელფასებით საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა. "საქსტატის" ინფორმაციით, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1330 ლარს, დაახლოებით 560 დოლარს შეადგენს, რაც მხოლოდ 80 დოლარით ჩამორჩება რუსეთის ჩინოვნიკების საშუალო ხელფასს. რუსეთის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება 42 659 რუბლს შეადგენს, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით 640 დოლარია. მესამე ადგილზეა აზერბაიჯანი. იქ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება 479 მანათს, დაახლოებით, 460 დოლარს შეადგენს. შემდეგია ყაზახეთი, სადაც საშუალო ხელფასი 106 000 ტენგეა, ანუ 400 დოლარი, 395 დოლარს იღებენ ბელორუსი ჩინოვნიკები. ლუკაშენკოს ქვეყანაში მოხელეთა საშუალო ხელფასი 6,9 მლნ ბელორუსულ რუბლს, ანუ 395 დოლარს შეადგენს. ბელორუსს მოჰყვება სომხეთი, სადაც ჩინოვნიკების საშუალო ხელფასი 156 000 დრამია, ანუ დღევანდელი კურსით 330 დოლარი. რაც შეეხება მოლდოვას და უკრაინას, სტატისტიკური მონაცემებით, სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავეთა საშუალო ხელფასი სულ რაღაც 220 დოლარს შეადგენს. უკრაინაში ეს არის 4685 გრივნა, მოლდოვაში კი - 4470 ლეი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია