სულ რამდენიმე დღეა გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი და კალათბურთელი ირაკლი კედია ერთმანეთს დაშორდნენ. ნანკა დაშორების მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა, ამის დამადასტურებელი სტატუსი "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა:
"პატივცემულო ჟურნალისტებო ამა ქვეყნისა, მესმის, გაინტერესებთ. მაგრამ მთელი დღე ცოტა დამღლელია ერთი და იგივე კითხვის მოსმენა. ამიტომ წაიკითხეთ ეს პოსტი და მეტს ამაზე საუბარს არ ვაპირებ. დიახ, მართალია. პირველად არ არის ჭორი. დავშორდი და ყველაფერი კარგადაა. მადლობა ყურადღებისთვის. მე აღარ შემაწუხოთ", - წერს კალატოზიშვილი.