სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველად პანკისის ხეობაში გამგებლად ქალი დაინიშნა
პირველად პანკისის ხეობაში გამგებლად ქალი დაინიშნა

"ეს ქის­ტე­ბის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რომ პან­კის­ში სოფ­ლის გამ­გებ­ლად ქალი და­ი­ნიშ­ნა. თით­ქოს ჩვე­ნი ადათ-წე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ქალს არ შე­ეძ­ლო ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ სოფ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლად ქა­ლის და­ნიშ­ვნას. არ­ცერთ მა­მა­კაცს არ ჩა­მო­ვუ­ვარ­დე­ბი. მე ვიბ­რძო­ლე და გა­მო­ვი­და", - ამ­ბობს 55 წლის თა­მარ მარ­გოშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ში ვა­კან­ტუ­რი პო­ზი­ცი­ის და­სა­კა­ვებ­ლად გა­მოც­და 2014 წლის დე­კემ­ბერ­ში ჩა­ა­ბა­რა. მას შემ­დეგ, 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, დუ­ის­ში გამ­გებ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა ვა­კან­ტუ­რი იყო.

თა­მარ მარ­გოშ­ვილს დუ­ი­სის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში სპე­ცი­ა­ლის­ტად და­ნიშ­ვნა შეს­თა­ვა­ზეს, რა­ზეც მან უარი თქვა.

"ზა­ფხულ­ში მე­ო­რედ რომ გა­მო­ა­ცხა­დეს კონ­კურ­სი, კი­დევ ჩა­ვა­ბა­რე გა­მოც­და. გა­ნა­ცხა­დი ისევ დუ­ი­სის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე გა­ვა­კე­თე. გა­სა­უბ­რე­ბაც გა­ვი­ა­რე და უარი ვე­ღარ მი­თხრეს", - აღ­ნიშ­ნავს თა­მარ მარ­გოშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, სოფ­ლის გამ­გებ­ლად ქა­ლის და­ნიშ­ვნას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და უხუ­ცეს­თა საბ­ჭოს ზო­გი­ერ­თი წევ­რი, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზო­გი­ერ­თი მო­ხე­ლე, ასე­ვე, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი.

პან­კი­სის ხე­ო­ბის უხუ­ცეს­თა საბ­ჭოს იმ წევ­რებ­მა, რომ­ლე­ბიც სოფ­ლის გამ­გებ­ლად ქა­ლის და­ნიშ­ვნის წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი იყ­ვნენ, კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრთან კო­მენ­ტა­რი არ გა­ა­კე­თეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დუ­ის­ში გამ­გებ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე და­ნიშ­ვნა სურ­და უხუ­ცეს­თა საბ­ჭოს ერთ-ერთი წევ­რის შვილს, მა­მა­კაცს, რო­მელ­მაც კონ­კურ­სი გა­ი­ა­რა.

ახ­ლად­შექ­მნი­ლი უხუ­ცეს­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ზე­ლიმ­ხან წუ­წაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ თა­მარ მარ­გოშ­ვი­ლი ყო­ჩა­ღი ქა­ლია და სოფ­ლის გამ­გებ­ლად მისი და­ნიშ­ვნის წი­ნა­აღ­მდე­გი არ ყო­ფი­ლა. სო­ფელ დუ­ი­სის იმამს ომარ ალ­და­მოვს კი მი­აჩ­ნია, რომ ქალი სახ­ლში უნდა იჯ­დეს და ოჯახს უვ­ლი­დეს.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

პირველად პანკისის ხეობაში გამგებლად ქალი დაინიშნა

პირველად პანკისის ხეობაში გამგებლად ქალი დაინიშნა

"ეს ქისტების ისტორიაში პირველი შემთხვევაა, რომ პანკისში სოფლის გამგებლად ქალი დაინიშნა. თითქოს ჩვენი ადათ-წესებიდან გამომდინარე ქალს არ შეეძლო ამ თანამდებობაზე მუშაობა და ეწინააღმდეგებოდნენ სოფლის ხელმძღვანელად ქალის დანიშვნას. არცერთ მამაკაცს არ ჩამოვუვარდები. მე ვიბრძოლე და გამოვიდა", - ამბობს 55 წლის თამარ მარგოშვილი, რომელმაც თვითმმართველობის ორგანოში ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად გამოცდა 2014 წლის დეკემბერში ჩააბარა. მას შემდეგ, 9 თვის განმავლობაში, დუისში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობა ვაკანტური იყო.

თამარ მარგოშვილს დუისის ადმინისტრაციულ ერთეულში სპეციალისტად დანიშვნა შესთავაზეს, რაზეც მან უარი თქვა.

"ზაფხულში მეორედ რომ გამოაცხადეს კონკურსი, კიდევ ჩავაბარე გამოცდა. განაცხადი ისევ დუისის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის პოზიციაზე გავაკეთე. გასაუბრებაც გავიარე და უარი ვეღარ მითხრეს", - აღნიშნავს თამარ მარგოშვილი.

მისივე თქმით, სოფლის გამგებლად ქალის დანიშვნას ეწინააღმდეგებოდა უხუცესთა საბჭოს ზოგიერთი წევრი, ადგილობრივი ხელისუფლების ზოგიერთი მოხელე, ასევე, სასულიერო პირები.

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს იმ წევრებმა, რომლებიც სოფლის გამგებლად ქალის დანიშვნის წინააღმდეგები იყვნენ, კახეთის საინფორმაციო ცენტრთან კომენტარი არ გააკეთეს. აღსანიშნავია, რომ დუისში გამგებლის წარმომადგენლის პოზიციაზე დანიშვნა სურდა უხუცესთა საბჭოს ერთ-ერთი წევრის შვილს, მამაკაცს, რომელმაც კონკურსი გაიარა.

ახლადშექმნილი უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ზელიმხან წუწაშვილი აცხადებს, რომ თამარ მარგოშვილი ყოჩაღი ქალია და სოფლის გამგებლად მისი დანიშვნის წინააღმდეგი არ ყოფილა. სოფელ დუისის იმამს ომარ ალდამოვს კი მიაჩნია, რომ ქალი სახლში უნდა იჯდეს და ოჯახს უვლიდეს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა