Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბანკში დაგირავებული საფლავები - სკანდალური დავის დეტალები
ბანკში დაგირავებული საფლავები - სკანდალური დავის დეტალები

"ბან­კმა არ იცის, რომ ახლა აქ სა­საფ­ლა­ო­ე­ბია. მა­შინ იმი­ტომ და­ვა­გი­რა­ვეთ მიწა, რომ მა­ღალ­ფა­სი­ა­ნი მი­წის ნაკ­ვე­თი იყო, დღეს აქ სა­საფ­ლა­ოა"

ნინო გუ­რას­პიშ­ვილ­მა მი­წის სა­კუთ­რე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი და რუკა გვაჩ­ვე­ნა. სწო­რედ იმ დროს მე­საფ­ლა­ვე­ე­ბი შევ­ნიშ­ნეთ, ახალ საფ­ლავს თხრიდ­ნენ. როცა შე­ი­ტყვეს, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ვი­ყა­ვით, სას­წრა­ფოდ გა­ე­ცალ­ნენ იქა­უ­რო­ბას.

"კვი­რის პა­ლიტ­რის" 37-ე ნო­მერ­ში სა­საფ­ლა­ო­ე­ბის გამო ატე­ხილ უპ­რე­ცე­დენ­ტო­ და­ვის დე­ტა­ლებ­ზე ვწერ­დით. ამ ფაქტს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. რო­გორც ირ­კვე­ვა, ნუ­ცუ­ბი­ძის პლა­ტო­ზე მდე­ბა­რე სა­საფ­ლა­ო­ზე მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი უნე­ბარ­თვოდ არი­ან დაკ­რძა­ლუ­ლი. რაც ყვე­ლა­ზე გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლია, სა­საფ­ლა­ოს ტე­რი­ტო­რია ერთ-ერთ ბან­კშია და­გი­რა­ვე­ბუ­ლი და ბან­კი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჩვე­ნი გა­ზე­თი­დან შე­ი­ტყობს. შე­გახ­სე­ნებთ, ამ ზა­ფხულს სა­საფ­ლა­ო­ებზე გაჩ­ნდა წარ­წე­რე­ბი, რომ­ლე­ბი­თაც ჭი­რი­სუფ­ლებს ატყო­ბი­ნებ­დნენ, რომ მათი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი კერ­ძო პი­რის კუთ­ვნილ მი­წა­ზე არი­ან დაკ­რძა­ლუ­ლი და მე­პატ­რო­ნე სას­წრა­ფოდ და­რეკ­ვას სთხოვ­და. მი­წის მფლო­ბე­ლებ­სა და მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბის შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­ძა­ბა. მი­წის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის ამო­თხრით იმუქ­რე­ბი­ან, ჭი­რი­სუფ­ლე­ბი კი აცხა­დე­ბენ, რომ ამის უფ­ლე­ბას არ მის­ცე­მენ. ბევ­რი მათ­გა­ნის თქმით, როცა ოჯა­ხის წევ­რს იქ მარ­ხავ­დნენ, არა­ნა­ი­რი დო­კუ­მენ­ტი არ აუ­ღი­ათ და მხო­ლოდ მე­საფ­ლა­ვე­ებს გა­და­უ­ხა­დეს გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ოს თან­ხა. რამ­დე­ნი­მე კი ამ­ბობს, რომ ვი­ღა­ცას ფული მის­ცა, თუმ­ცა მას ვერ პო­უ­ლობს.

ნინო გუ­რას­პიშ­ვი­ლი, მი­წის მფლო­ბე­ლი:

- 2006 წელს 1500 კვმ მიწა შე­ვი­ძი­ნეთ, სახ­ლის აშე­ნე­ბას ვგეგ­მავ­დით. ჩვენ­გან მო­შო­რე­ბით დევ­ნი­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ და ქვე­და ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ და­საფ­ლა­ვე­ბა და­ი­წყეს. რაც დრო გა­დი­ო­და, საფ­ლა­ვე­ბი მა­ტუ­ლობ­და. ქვე­და ტე­რი­ტო­რი­ის მი­წის მფლო­ბე­ლი ებ­რძო­და ამ ხალ­ხს, მაგ­რამ ვე­რა­ფერს გახ­და. როცა მივ­ხვდით, რომ ზე­ვით მო­ი­წევ­დნენ, გა­დავ­წყვი­ტეთ, ჩვე­ნი ნაკ­ვე­თი შე­მოგ­ვე­ღო­ბა და ასე შეგ­ვე­ჩე­რე­ბი­ნა მათი შე­მოჭ­რა. ამი­ტომ ბე­ტო­ნის ღობე შე­მო­ვარ­ტყით, მაგ­რამ ერთ დღეს გა­დან­გრე­უ­ლი დაგ­ვხვდა. ბევ­რმა ის ბე­ტო­ნი საფ­ლა­ვის ამო­სა­შე­ნებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნა.

შე­მო­ღობ­ვის მერე მშვი­დად ვი­ყა­ვით, კარ­გა ხანს არ ავ­სულ­ვართ. ერთ დღეს ავე­დით და ვნა­ხეთ, რომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­ეკ­რძა­ლათ. მივ­მარ­თეთ თბი­ლი­სის მე­რიას, რად­გან ტე­რი­ტო­რია სა­საფ­ლა­ოდ იქცა, ბუ­ნებ­რი­ვია, იქ სახ­ლს ვერ ავა­შე­ნებ­დით. მე­რი­ას ვთხოვ­დით, ლი­ცენ­ზია მო­ე­ცა, კერ­ძო სა­საფ­ლაო გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, ჩვენ თვი­თონ გაგ­ვე­ყი­და ის ტე­რი­ტო­რია და ამ გზით მი­წა­ში გა­დახ­დი­ლი თან­ხა მა­ინც აგ­ვე­ღო. მე­რი­ამ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ჩვე­ნი გან­ცხა­დე­ბა იმ მო­ტი­ვით, რომ ამ ად­გი­ლას პრო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სახ­ლი უნდა აშე­ნე­ბუ­ლი­ყო. ამის შემ­დეგ მივ­მარ­თეთ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, მაგ­რამ პო­ლი­ცი­ამ გვი­პა­სუ­ხა, საფ­ლა­ვე­ბის პატ­რო­ნე­ბის მი­სა­მარ­თებს ვერ ვად­გენ­თო. მოკ­ლედ სა­კუ­თარ მი­წა­ზე ახლა ერთი დიდი სა­საფ­ლა­ოა.

- საფ­ლა­ვებ­ზე წარ­წე­რე­ბი თქვენ და­ტო­ვეთ?

- 34 საფ­ლა­ვია უკვე ჩვენს კუთ­ვნილ მი­წა­ზე. სა­ხელ­მწი­ფოს დახ­მა­რე­ბის იმე­დი ამოგ­ვე­წუ­რა და გა­დავ­წყვი­ტეთ თა­ვად მოგ­ვე­ძებ­ნა ჭი­რი­სუფ­ლე­ბი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

ბანკში დაგირავებული საფლავები - სკანდალური დავის დეტალები

ბანკში დაგირავებული საფლავები - სკანდალური დავის დეტალები

"ბანკმა არ იცის, რომ ახლა აქ სასაფლაოებია. მაშინ იმიტომ დავაგირავეთ მიწა, რომ მაღალფასიანი მიწის ნაკვეთი იყო, დღეს აქ სასაფლაოა"

ნინო გურასპიშვილმა მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და რუკა გვაჩვენა. სწორედ იმ დროს მესაფლავეები შევნიშნეთ, ახალ საფლავს თხრიდნენ. როცა შეიტყვეს, ჟურნალისტები ვიყავით, სასწრაფოდ გაეცალნენ იქაურობას.

"კვირის პალიტრის" 37-ე ნომერში სასაფლაოების გამო ატეხილ უპრეცედენტო­ დავის დეტალებზე ვწერდით. ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც ირკვევა, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე სასაფლაოზე მიცვალებულები უნებართვოდ არიან დაკრძალული. რაც ყველაზე გამაოგნებელია, სასაფლაოს ტერიტორია ერთ-ერთ ბანკშია დაგირავებული და ბანკი ამ ინფორმაციას ჩვენი გაზეთიდან შეიტყობს. შეგახსენებთ, ამ ზაფხულს სასაფლა­ო­ებზე გაჩნდა წარწერები, რომლებითაც ჭირისუფლებს ატყობინებდნენ, რომ მათი მიცვალებულები კერძო პირის კუთვნილ მიწაზე არიან დაკრძალული და მეპატრონე სასწრაფოდ დარეკვას სთხოვდა. მიწის მფლობელებსა და მიცვალებულების ახლობლების შორის ურთიერთობა დაიძაბა. მიწის მეპატრონეები მიცვალებულების ამოთხრით იმუქრებიან, ჭირისუფლები კი აცხადებენ, რომ ამის უფლებას არ მისცემენ. ბევრი მათგანის თქმით, როცა ოჯახის წევრს იქ მარხავდნენ, არანაირი დოკუმენტი არ აუღიათ და მხოლოდ მესაფლავეებს გადაუხადეს გაწეული სამუშაოს თანხა. რამდენიმე კი ამბობს, რომ ვიღაცას ფული მისცა, თუმცა მას ვერ პოულობს.

ნინო გურასპიშვილი, მიწის მფლობელი:

- 2006 წელს 1500 კვმ მიწა შევიძინეთ, სახლის აშენებას ვგეგმავდით. ჩვენგან მოშორებით დევნილები ცხოვრობენ და ქვედა ტერიტორიაზე მიცვალებულების უკანონოდ დასაფლავება დაიწყეს. რაც დრო გადიოდა, საფლავები მატულობდა. ქვედა ტერიტორიის მიწის მფლობელი ებრძოდა ამ ხალხს, მაგრამ ვერაფერს გახდა. როცა მივხვდით, რომ ზევით მოიწევდნენ, გადავწყვიტეთ, ჩვენი ნაკვეთი შემოგვეღობა და ასე შეგვეჩერებინა მათი შემოჭრა. ამიტომ ბეტონის ღობე შემოვარტყით, მაგრამ ერთ დღეს გადანგრეული დაგვხვდა. ბევრმა ის ბეტონი საფლავის ამოსაშენებლად გამოიყენა.

შემოღობვის მერე მშვიდად ვიყავით, კარგა ხანს არ ავსულვართ. ერთ დღეს ავედით და ვნახეთ, რომ უამრავი ადამიანი დაეკრძალათ. მივმართეთ თბილისის მე­რიას, რადგან ტერიტორია სასაფლაოდ იქცა, ბუნებრივია, იქ სახლს ვერ ავაშენებდით. მერიას ვთხოვდით, ლიცენზია მოეცა, კერძო სასაფლაო გაგვეკეთებინა, ჩვენ თვითონ გაგვეყიდა ის ტერიტორია და ამ გზით მიწაში გადახდილი თანხა მაინც აგვეღო. მერიამ არ დააკმაყოფილა ჩვენი განცხადება იმ მოტივით, რომ ამ ადგილას პროექტით გათვალისწინებული სახლი უნდა აშენებულიყო. ამის შემდეგ მივმართეთ სამართალდამცავებს, მაგრამ პოლიციამ გვიპასუხა, საფლავების პატრონების მისამართებს ვერ ვადგენთო. მოკლედ საკუთარ მიწაზე ახლა ერთი დიდი სასაფლაოა.

- საფლავებზე წარწერები თქვენ დატოვეთ?

- 34 საფლავია უკვე ჩვენს კუთვნილ მიწაზე. სახელმწიფოს დახმარების იმედი ამოგვეწურა და გადავწყვიტეთ თავად მოგვეძებნა ჭირისუფლები.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია